ბლეფაროპლასტიკა აკრძალულია თვალის სიმშრალის, მომატებული წნევის, გულის პრობელემების, შაქრიანი დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს
რომლის მიზანია კანის ჩამოშვებული ნაოჭისა და თვალსქვემოთა ტომრების მოცილება, თვალის კონტურების კორექტირება.
ოპერაციას, ჩვეულებრივ, 35 წელს გადაცილებული ქალები იტარებენ, ზოგჯერ - გაცილებით ახალგაზრდებიც. ბლეფაროპლასტიკა ტარდება:
- ზედა და ქვედა ქუთუთოების კანის ნაოჭის;
- ქუთუთოების ცხიმოვანი ტომრების;
- ქვედა ქუთუთოს არეში გაჩენილი ნაოჭების;
- ქვედა ქუთუთოსა და თვალის კუთხეებში ღრმა ნაოჭების მოსაცილებლად;
- დაშვებული თვალის კუთხეების ასაწევად;
- თვალის ფორმისა და ჭრილის შესაცვლელად.
ბლეფაროპლასტიკის ჩატარება აკრძალულია:
- მომატებული არტერიული ან თვალშიდა წნევის;
- თვალის სიმშრალის;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადების;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან შინაგანი ორგანოების ქრონიკული დაავადებების;
- შაქრიანი დიაბეტის;
- ონკოლოგიური დაავადებების;
- სისხლის შედედების მოშლის შემთხვევაში.
მანიპულაცია ტარდება მხოლოდ სტაციონარულ პირობებში, ზოგადი ან ადგილობრივი ინფილტრაციული ანესთეზიით. ჩვეულებრივ, 1,5-დან 3 საათამდე გრძელდება. არ აზიანებს თვალის კაკალს, ამიტომ მხედველობისთვის სრულიად უვნებელია. მას, ვინც სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს ატარებს, ოპერაციამდე ოფთალმოლოგის კონსულტაცია და რეკომენდაციები სჭირდება.