/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

რა ვიცით ენტეროვირუსის შესახებ

რა ვიცით ენტეროვირუსის შესახებ
წარმოუდგენლად პაწაწინა ენტეროვირუსს შეუძლია, განუზომლად დიდი ზიანი მიაყენოს ბავშვის ორგანიზმს. ბაქტერიებისგან განსხვავებით, ვირუსები წლობით ცოცხლობენ

გარემოში. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება და მით უფრო შემაშფოთებელია პროგნოზი. გვესაუბრება ინფექციონისტი ლალი აფხაზავა.

  • როგორ შეიძლება დაავადდეს ბავშვი?

- ბავშვის ორგანიზმში ენტეროვირუსის მოსახვედრად უფრო მეტი გზა არსებობს, ვიდრე ბაქტერიის - სალმონელასა თუ შიგელას - მოსახვედრად.

სახელდობრ, ენტეროვირუსი, ისევე როგორც გრიპის ვირუსი, ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს საკვების, წყლის მეშვეობით, კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო, ჰაერწვეთოვანი გზით. ინფიცირებისთვის ვირუსით დაბინძურებული ნერწყვის ერთი წვეთიც საკმარისია. ორგანიზმის მიერ მისი მიმღებლობა ძალიან მაღალია, მეტადრე - 2-3 წლამდე. ამდენად, ზამთრის სეზონზე გრიპის თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომების მიღება ზაფხულში და შემოდგომაზეც აუცილებელია. თუ სახლში ჩვილი ბავშვი გყავთ, მოგიწევთ მისი დაცვა უცხო პირებთან კონტაქტისგან. ყველას, ვინც სახლში შემოდის, ჯანმრთელობის ცნობას ვერ მოსთხოვ, დაიბანა თუ არა ხელები საპნით, ვერ შეამოწმებ, არადა გამორიცხული არ არის, ენტეროვირუსის გამავრცელებელი იყოს.

  • როდის არის საფრთხე ყველაზე დიდი?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- ენტეროვირუსული ინფექციის გამოხატული ფორმები ტიპური კლინიკური სურათით იმდენად საშიში არ არის. დაავადებულს ათი დღით სჭირდება იზოლირება, ხოლო მასთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს ერთი კვირის განმავლობაში ვაკვირდებით. მთავარ საფრთხეს უნდა ველოდეთ მათგან, ვისაც აშკარა სიმპტომების გარეშე მიმდინარე დაავადება აქვს. ბავშვისა და საკუთარი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ხელების საპნით დაბანა ტუალეტიდან გამოსვლის, გასეირნების შემდეგ, ჭამის წინ. დაუბანელი ხელით არ შეეხოთ ცხვირის, თვალის, პირის ლორწოვან გარსებს - სწორედ აქედან შეიძლება გავრცელდეს ვირუსი ორგანიზმში.

  • როდის აღირიცხება დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა?

- ავადობა პიკს ზაფხულში და შემოდგომაზე აღწევს. სამ თვემდე ბავშვები, დედის ორგანიზმიდან პლაცენტური გზით მიღებული ანტისხეულების წყალობით, იშვიათად ავადდებიან, თუმცა არსებობს სახიფათო გამონაკლისები, მაგალითად, კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ახალშობილთა ენცეფალომიოკარდიტი.

  • შეიძლება თუ არა ახალშობილი დავიცვათ?

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, მაქვს ძაღლების ფობია,მგონია, რომ ყველას ცოფი აქვს. ვართ ბაკურიანში ,სკვერში ბავშვთან ძალიან ახლოს მოვიდა ძაღლი თამაში უნდოდა ბურთი ქონდა ჩემს შვილს. ბავშვის გამოყვანის დროს ძალიან ახლოს მქონდა ამ ძაღლთან ხელი.შეხება არ მიგრძვნია ,მაგრამ მგონია რომ შემეხო. ხელზე მაქვს დერმატიტი შესაბამისად ზოგან კანი მაქ გადატყავებული და მგონია რომ ამლოკა ამ ძაღლმა ეს დაზიანებული ხელი. არ ვიცი შემეხო თუ არა არ მიგრძვნია მაგ მომენტში. ამის გამო როგორ ავიცრა თუარადა თავსაც ვერ ვერევი</p>

- ჩვილი ვირუსებისგან რომ დაიცვათ, გირჩევთ, პირველი თვეების განმავლობაში შეუქმნათ კარანტინთან მიახლოებული პირობები - მასთან მიუშვათ მხოლოდ ოჯახის ჯანმრთელი წევრები, ისიც - მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქუჩიდან დაბრუნების შემდეგ გამოიცვლიან ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, დაიბანენ ხელებს.

ეცადეთ, პატარა ძუძუდან ზაფხულში არ მოიწყვიტოთ - დედის რძეში შემავალი ანტისხეულები მას ენტეროვირუსული ინფექციისგან დაიცავს. ნუ წაიყვანთ ახალშობილს დასასვენებლად შორს. გზაში და ახალ გარემოში ინფიცირების ალბათობა მეტია. თუ გამგზავრებას მაინც გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ჩვეულებრივ ონკანის წყალში ვირუსი 780 დღეს ცოცხლობს, ამიტომ სანამ ამ წყლით საკვებს მოამზადებთ ან ბავშვს დაალევინებთ, გადაადუღეთ. უმჯობესია, ახალ გარემოსთან შეგუებამდე ბავშვისთვის წყალი მაღაზიებში შეიძინოთ.

  • რატომ ავადდებიან ნაწლავური ინფექციით რამდენიმეჯერ?

ასევე დაგაინტერესებთ
რა ვირუსულ ინფექციებს უნდა ვერიდოთ წელიწადის ამ დროს?
ყაბზობა ბავშვებში – რა უნდა ვიცოდეთ მასზე?

- ავადმყოფობის გადატანის შემდეგ ორგანიზმს გამოუმუშავდება იმუნიტეტი მხოლოდ ამ კონკრეტული ვირუსის მიმართ, ბუნებაში კი ნაწლავური ინფექციის გამომწვევი უამრავი ვირუსი არსებობს. ყოველი ადამიანი მრავალი ისეთი ვირუსის მატარებელია, რომელიც ბავშვისთვის უცხოა, ამიტომ დაავადების ერთხელ გადატანის შემდეგ, ჰიგიენის წესების დარღვევისა და უცხოსთან კონტაქტის შემთხვევაში, ბავშვი მეორედაც შეიძლება დაინფიცირდეს.

ერთი და იმავე ტიპის (სეროტიპის) ვირუსმა შესაძლოა გამოიწვიოს სრულიად სხვადასხვა სიმპტომები, დაავადების სრულიად განსხვავებული ფორმები, მსუბუქიდან მძიმე დამბლის ჩათვლით (პოლიომიელიტის დროს). ამდენად, ჩვილები დროულად უნდა ავცრათ, რადგან რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება.

  • როგორ ვლინდება ენტეროვირუსული ინფექცია?

- ენტეროვირუსი ორგანიზმში ცხვირ-ხახისა და წვრილი ნაწლავის ლორწოვანის საშუალებით ხვდება, იქიდან კი სისხლის მეშვეობით ვრცელდება და სახლდება ქსოვილებსა და ორგანოებში: ღვიძლში, ელენთაში, კუჭქვეშა ჯირკვალში, ფილტვებში, თირკმელებში, თვალის სისხლძარღვებში.

კოქსაკს კუნთოვანი ქსოვილი უყვარს; ის იწვევს ნაწლავის აშლილობას, რომელსაც კუნთების ტკივილი ახლავს თან. ასეთ დროს ყურადღება არ უნდა მოვაკლოთ ბავშვის გულს - შესაძლოა, მიოკარდიტი ანუ გულის კუნთოვანი შრე დაზიანდეს. მოსალოდნელია ხელისა და ფეხის, გულმკერდისა და მუცლის კუნთების ტკივილი. უკანასკნელ შემთხვევაში არცთუ იშვიათად ეჭვი აპენდიციტზეც მიაქვთ. ტკივილს აძლიერებს სუნთქვა, მოძრაობა. შეტევა უმეტესად 30 წამს გრძელდება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, 15-30 წუთს გასტანოს, თანაც ასეთი შეტევები ზედიზედ რამდენიმე დღე მეორდება.

გვხვდება დაავადების იზოლირებული ფორმებიც, როცა ინფექციური პროცესი მხოლოდ რომელიმე ერთ ორგანოში ვრცელდება. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, გული ან თვალი, ყელი, სასუნთქი სისტემა, კანი. შესაძლოა, გამოვლინდეს მხოლოდ ნაწლავთა აშლილობით ან ტემპერატურის მომატებით.

არის შემთხვევები, როდესაც ჩვილები სამშობიარო სახლშივე ინფიცირდებიან. მათ ავადმყოფობას ოქროსფერ სტაფილოკოკსა და სხვა შიდაჰოსპიტალურ ინფექცებს მიაწერენ, მაგრამ რეალურად ეს ენტეროვირუსული ინფექციაა.

ძალზე სახიფათოა მენინგიტი - ტვინის გარსების დაზიანება, ასევე - ნერვულ სისტემაში მიმდინარე ანთებითი პროცესები: ენცეფალიტი და პოლიომიელიტისმაგვარი დაავადებები, გამოწვეული ECHO-თი და კოქსაკის A და B ვირუსებით, რომლებიც ზურგის ტვინს აზიანებს. დაავადების ეს ფორმა ერთბაშად იჩენს თავს: სავსებით ჯანმრთელი ბავშვი ხოხვისა თუ სიარულის დროს უეცრად ცალი ფეხით კოჭლობას იწყებს, ფეხზე დაყენებისას მუხლი ეკეცება. უფრო მცირე ასაკის ბავშვებს შესაძლოა დაუქვეითდეთ კუნთოვანი ტონუსი და შეეზღუდოთ მოძრაობა დაზიანებულ მხარეს. ასეთ დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმ ინფექციონისტს. ასევე მძიმედ მიმდინარეობს კომბინირებული დაზიანებები. ასეთ დროს ერთდროულად იჩენს თავს რამდენიმე სიმპტომი: ნაწლავთა აშლილობა, ცხვირიდან გამონადენი, ყელის სიწითლე, გაურკვეველი გამონაყარი კანზე, ანთებითი, გაწითლებული თვალები, მაღალი, 39-40 გრადუსამდე სიცხე. ასეთი დაავადება ენტეროვირუსული წარმოშობისაა, ჩვილი სასწრაფოდ უნდა აჩვენოთ ექიმს.

  • როგორ იწყება დაავადება?

- ენტეროვირუსულ ინფექციას საინკუბაციო პერიოდი ხანმოკლე აქვს - 4 დღე, თუმცა არ არის გამორიცხული, 10 დღეც გაგრძელდეს. დასაწყისი ყოველთვის მწვავეა - ტემპერატურა ერთბაშად იწევს 38-39 გრადუსამდე, ბავშვს ამცივნებს, გული ერევა, აღებინებს (დღეში 2-3-ჯერ), ნაწლავებში აირთა გაძლიერებული წარმოქმნის გამო მუცელი შებერილი აქვს და სტკივა, ნაწლავთა მოქმედება გახშირებულია და დღეში 6-8-ს აღწევს თხიერი წყლისებური მასებით.

ბავშვი ექიმმა დაავადების პირველსავე დღეებში უნდა ნახოს. იგი ყურადღებას მიაქცევს ისეთ დეტალებს, რომლებსაც მშობელი ვერ ამჩნევს. მაგალითად, ენტეროვირუსული ინფექციის დასაწყისში ბევრ ბავშვს უწითლდება სახე და კისერი, ხელისა და ფეხის თითებზე უჩნდება გამონაყარი, რომელიც თავდაპირველად კვანძოვანია, მომდევნო ორი დღის განავლობაში კი 1-3 მმ დიამეტრის, წითელი არშიით გარშემორტყმულ ბუშტუკებად გადაიქცევა. ასეთივე ელემენტები შეინიშნება პირის ღრუს ლორწოვანზე. პატარას უჭირს წოვა, წრიალებს, ჭირვეულობს, ტირის.

ამ დროს ექიმი ამოწმებს პერიფერიულ ლიმფურ კვანძებს. კისრისა და იღლიის კვანძები გადიდებულია დაავადების პირველივე დღიდან. დიდდება ღვიძლი და ელენთაც. არცთუ იშვიათად გამონაყარი მთელ სხეულს ედება, აქვს წვრილწინწკლოვანი, ლაქოვანი ან მინიჩანაქცევების ხასიათი, 1-2 დღე გრძელდება და უკვალოდ ქრება. მშობლებს ეს წვრილწინწკლოვანი მინიჩაქცევები აშფოთებთ, რადგან ისინი მენინგოკოქცემიასთან ასოცირდება. დაიხსომეთ: ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ენტეროვირუსული ინფექციის დროს ავადმყოფის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

  • საჭიროა თუ არა ენტეროვირუსის დროს ანტიბიოტიკით მკურნალობა?

- ვირუსზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს, სამაგიეროდ, ნაწლავის მიკროფლორას - სასარგებლო ბაქტერიებს ანადგურებს და ამით დიარეას ამძაფრებს. ანტიბაქტერიული მკურნალობა ინიშნება, თუ ბავშვი დასუსტებულია ან არსებობს ბაქტერიული გართულების საფრთხე. ანტიბიოტიკის დანიშვნა გამართლებული უნდა იყოს სისხლის საერთო ანალიზში შესატყვისი ცვლილებების არსებობით.

ენტეროვირუსების მკურნალობის მთავარი ტაქტიკა მიმართულია დაკარგული სითხისა და ელექტროლიტების აღდგენისკენ. სპეციფიკური მკურნალობისთვის გამოიყენება ლეიკოციტური ინტერფერონი, იმუნოგლობულინის ინტრავენური გადასხმები. მწვავე პერიოდში ბავშვს წოლით რეჟიმს უნიშნავენ.

თუ ვირუსმა გული დააზიანა (ენტეროვირუსული მიოკარდიტი), წოლითი რეჟიმი გრძელდება 3-4 კვირა ტემპერატურის ნორმალიზაციის შემდეგ. თუ წლამდე ასაკის ბავშვს აუწია სიცხემ, დაეწყო პირღებინება და ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, გირჩევთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ სპეციალიზებულ ინფექციურ კლინიკას.

თუ ბავშვი მოზრდილი ასაკისაა, შეეცადეთ, შინვე გაუწიოთ პირველი დახმარება - მიაწოდოთ ელექტროლიტების ხსნარი. თუ ელექტროლიტები ხელთ არ გაქვთ, შეგიძლიათ, ხსნარი თვითონვე მოამზადოთ: 1 ლ ანადუღარ, გაგრილებულ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი მარილი, 1/2 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა და 8 ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი.

  • კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - როგორ ვკვებოთ ასეთ დროს პატარა?

- დაავადების პირველ ხანებში, როცა პატარას აქვს შემაწუხებელი სიმპტომები და მაღალი სიცხე, მისი კვება შეუძლებელია და არც არის საჭირო. გამოტოვეთ ერთი კვება - პირღებინების შემდეგ კუჭის ლორწოვანი გარსი გაღიზიანებულია, ამიტომ უმჯობესია, მივცეთ მას 4-6 საათით განტვირთვის საშუალება. ამ პერიოდში ბავშვს აქტიურად ჩავუტროთ რეჰიდრატაცია - დავტვირთოთ ელექტროლიტების ხსნარით.

განტვირთვის შემდეგ შეგიძლიათ ბავშვის კვება ჩვეულებრივ განაგრძოთ: ჩვილს, თუ ბუნებრივ კვებაზეა, მოაწოვოთ ძუძუ, თუ ხელოვნურზე - მისცეთ რძემჟავა ნარევი.

არსებობს სპეციალური, ელექტროლიტებიანი ნარევებიც, რომლებიც ასეთ დროს ძალიან კარგია. მაგალითად, ჰუმანა HN MCT. ბავშვს აჭამეთ ჩვეულებრივზე ნაკლები და ჩვეულებრივზე ხშირად. გარდა სპეციალიზებული ნარევებისა, შეიძლება მივცეთ ურძეო ფაფები, ხაჭო, მოხარშული ხორცი ნახარშის გარეშე - თუ ყოველივე ამას ავად გახდომამდეც იღებდა, ხილიდან - ბანანი. 5-7 დღის შემდეგ, როდესაც დაიწყება სრული გამოჯანმრთელება, შეიძლება დაუბრუნდეთ კვების ჩვეულ რეჟიმს.

ერთადერთი შეზღუდვა ნახშირწყლებსა და ცხიმებს ეხება. რაციონიდან ორი კვირით ამოიღეთ ძროხის ცხიმიანი რძე, არაჟანი, კარაქი, დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი ტკბილეული. თუ ბავშვი ავადმყოფობის შემდეგ გახდა, დაკარგა მადა - კვებეთ ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით. ნუ დააძალებთ იმაზე მეტს, ვიდრე თავად ითხოვს - ამან შესაძლოა პირღებინების პროვოცირება მოახდინოს. გქონდეთ კონტაქტი მკურნალ ექიმთან და ყველა საკითხი მასთან შეათანხმეთ.

კომენტარები (2)
გიორგი
დიდი მადლობა თქვენ გაიხარეთ
თარიღი : 20-03-2020
გვანცა
დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი და სასარგებლო ინფორმაციებისთვის!!!!
თარიღი : 05-07-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

5 დაავადება, რომელსაც მოზრდილები ბავშვებზე ცუდად იტანენ

არსებობს მთელი რიგი დაავადებები, რომლებსაც საუკეთესოდ ებრძვიან ბავშვები, ხოლო მოზრდილები ბევრად ცუდად იტანენ, მეტიც, შეიძლება მოულოდნელად დაეწყოთ გართულებები.
სრულად
რა არის მარბურგის ცხელება - რა ვიცით ამ ვირუსზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მარბურგის ცხელების შესახებ ვკითხულობთ:
სრულად
ინფექციური მონონუკლეოზის შესახებ - რომელმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ის

ინფექციური მონონუკლეოზი არის გადამდები დაავადება.
სრულად
რა სიმპტომები ახასიათებს ეპშტეინ-ბარის ვირუსს

ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ასევე ცნობილი, როგორც ადამიანის ჰერპესვირუსი, არის ჰერპეს ვირუსების ოჯახის წარმომადგენელი.
სრულად
როგორ მუშაობს ვაქცინა
როგორ მუშაობს ვაქცინა
დაავადებები, რომელთა პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციის საშუალებით, შეიძლება იყოს საშიში და მომაკვდინებელიც კი.
სრულად
რა არის იმუნოდეფიციტი
რა არის იმუნოდეფიციტი
იმუნოდეფიციტზე საუბრისას მოიაზრება იმუნური სისტემის დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება ინფექციებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაქვეითებით.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ინფექციური

-გამარჯობა უცნაური კითხვით მოგმართავთ აგვისტოში რომ გავიღვიძე ფრჩხილებზე შევნიშნე სისხლი, და ასევე მკლავზეც მცირე რაოდენობით, სხვაგან არ შემიმჩნევია … ვიფიქრე ღამით ღამურამ ხომ არ გამკაწრა ან მიკბინა მაგრამ ვერც ნაკაწრი ვნახე ვერც ნაკბენი და არც დისკომფორტი მიგრძვნია, ღია ფანჯარაში მეძინა და ამიტომ გამიჩნდა ეს აზრი, შეიძლება უბრალოდ კოღო მოვკალი ან არვიცი… ყურადღება აღარ მიმიქცევია…. ასევე ამ ფაქტიდან 6დღის შემდეგ გამკაწრა ქუჩის ძაღლმა ფეხზე ძალიან პატარაზე, სისხლი თითქმის არც გამომსვლია…და 35 საათის შემდეგ დავიწყე აცრა… უკვე ჩატარებული მაქვს ცოფის მესამე აცრა მაგრამ ისტერიულად ვნერვიულობ რომ შეიძლება ცოფი მაინც დამემართოს, სიმპტომი ჯერ არაფერი მაქვს მაგრამ ნერვიულობიდან გამომდინარე მომენტებში მგომია რომ შეიძლება რამე მჭირდეს … განსაკუთრებით ვნერვიულობ ღამურის ფაქტზე მაინტერესებს ეს აცრა თუ დამიცავს და მაქვს თუარა ამ შემთვევაში გარანტია რომ ამ შემთხვევებიდან გამომდინარე არაფერი დამემართება? საქარტველოში თუ ყოფილა ღამურიდან ადამიანზე ცოფის გადატანის ფაქტი? რამდენად საშიშ მდგომარეობაში ვარ?

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

რა ვიცით ენტეროვირუსის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები