/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

მენინგიტი - როგორ ხვდება ინფექცია ორგანიზმში, რას აზიანებს და როგორ მიმდინარეობს ბავშვებში?

გვესაუბრება ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი ლალი ნებიერიძე.

მენინგიტი თავის ტვინის გარსების ანთებაა. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც ბაქტერია, ასევე ვირუსი.

- მენინგიტს ყველაზე ხშირად მენინგოკოკი იწვევს, თუმცა ადამიანი შესაძლოა ამ ბაქტერიის მატარებელი იყოს და მენინგიტით არ დაავადდეს. რით აიხსნება ეს?

- მენინგოკოკური ინფექცია დედამიწის ყველა კონტინენტზე გვხვდება. მე-20 საუკუნეში 10-15-წლიანი ინტერვალით აღირიცხა რამდენიმე ეპიდემიური ტალღა. დაავადების გამომწვევი, მენინგოკოკი, გარემოში ნაკლებად გამძლეა, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით და 1000C-ზე მყისვე იღუპება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ასევე ცუდად იტანს დაბალ ტემპერატურას, გაშრობას, მზის სხივებს. სადეზინფექციო ხსნარების ზემოქმედებით იღუპება რამდენიმე წუთში. ინფექციის წყაროა ადამიანი, კერძოდ:

მენინგიტითა და მენინგოკოქცემიით დაავადებული;

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა მაქვს ნერვოზი და პლიუს ცოფის ფობია. ძაღლს ან კატას რო ვხედავ მაჟრიალებს. ბაკურიანში ვარ და აქ ბევრი ძაღლია. ერთ ერთი სეირნობის დროს ძალიან მომიახლოვდა, ამ ფობიის გამო ყველა შეხებაზე მძაფრი რეაგირება მაქ ქვა მომხდვება სადმე თუ ბალახი შემეზება ფეხზე. ეს ძაღლი დაახლოებით ერთ ნაბიჯში იდგა ჩემთან. რამე შეხება არ მიგრძვნია ბავშვი მეკავა თან ხელში და მაქსიმალურად ვაკონტროლებდი თავს რო არ შემემჩნია ბავშვთან ჩემი შიში. სახლში რომ მოვედი ფეხზე საითაც ეს ძაღლი მედგა ნაკაწრი მაქვს ,მაგრამ თითქოს მახსოვს რომ მქონდა ამ შემთხვევამდეც. უკვე გავიდა 48 საათი , ამის გამო როგორ ავიცრას ფიქრში. ყველანაერად ვებრძვი ჩემ თავს რომ ეს ფიქრები არ მქონდეს და მომავალი სამი თვე რაც ინკუბაციის აქ ცოფს ასე როგორ უნდა ვიცხოვრო არ ვიცი. ძაღლი არ იყო აგრესიული ყურზე ბირკაც ქონდა. შვილები მყავს და პანიკურ შეტევამდე მივდივარ რომ ცოფით მოვკვდები. რამეშვეელბა?</p>

ნაზოფარინგიტით დაავადებული;

მენინგოკოკის მატარებელი.

ავადმყოფი გადამდებია პროდრომულ პერიოდში (კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე) და დაავადების პირველ დღეებში.

დაავადებული ექვსჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე მენინგოკოკის მატარებელი, მაგრამ მატარებლობის ფართო გავრცელების გამო (2-30%) ინფექციის ძირითად წყაროდ მაინც ეს უკანასკნელი გვევლინება. აქვე უნდა ითქვას, რომ ტერმინი `მატარებლობა~ პირობითია, ვინაიდან ამ დროს ინფექციური პროცესი მაინც მიმდინარეობს, თუმცაღა კლინიკური გამოვლინების გარეშე. მატარებელთა რიცხვი იმატებს ეპიდემიის დროს (მოსახლეობის 20-30%), ეპიდემიათა შორის პერიოდში კი 1-2%-მდე მცირდება. ადამიანისგან ადამიანს ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით გადაედება.

ვინაიდან მენინგოკოკი გარემოში მალე იღუპება, ადამიანი ავადდება ინფექციის წყაროსთან ხანგრძლივი და ახლო (0,5 მეტრზე) კონტაქტის შემთხვევაში. მენინგოკოკურ ინფექციას ახასიათებს პერიოდულობა. ავადობა იმატებს 10-15 წელიწადში ერთხელ, ზამთარში და გაზაფხულზე. წლიურ შემთხვევათა 70% თებერვალ-მაისის წილად მოდის.

ავადობის სეზონურ მატებას ხელს უწყობს მომატებული ტენიანობა და ტემპერატურის ცვალებადობა, რაც ქმნის პირობებს ადამიანთა მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტისთვის, ამიტომ მენინგოკოკური ინფექციის აფეთქება ხშირია დახურულ კოლექტივებში - ბავშვთა ბაგა-ბაღებში, ციხეებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, საერთო საცხოვრებლებში და სხვა.

- როგორ ხვდება ორგანიზმში და რას აზიანებს მენინგოკოკი?

- მენინგოკოკი ადამიანის ორგანიზმში შეიჭრება ცხვირ-ხახის ლორწოვანიდან. უმეტ

ესად ყალიბდება ე. წ. ჯანმრთელი მატარებლობა. ათიდან 1-3 შემთხვევაში ვითარდება ცხვირ-ხახის ლორწოვანის ანთება - ნაზოფარინგიტი. უფრო იშვიათად (1-3%) მენინგოკოკი ლახავს ადგილობრივ ბარიერს, სისხლის მეშვეობით მთელ ორგანიზმში ვრცელდება და იწვევს გენერალიზებულ ინფექციას - ბაქტერიემიას. მენინგოკოკების სწრაფი კვდომის გამო ბაქტერიემიას თან სდევს ტოქსინემია - მკვდარი მენინგოკოკები გამოყოფენ ტოქსინს, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს, არღვევს ცენტრალური და პერიფერიული სისხლის მიმოქცევას, მიკროცირკულაციას, სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებისა და სისტემების მოქმედებას.

როდესაც მენინგოკოკი ლახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, ვითარდება ტვინის გარსების ჩირქოვანი ანთება. რბილი გარსები შეშუპებული და ჰიპერემიულია, გახვეულია ჩირქოვან ექსუდატში. რბილი გარსებიდან ანთება გადადის თავის ტვინზე.

- როგორ მიმდინარეობს მენინგიტი ბავშვებში?

- წლამდე ასაკის პატარებში მენინგიტი ატიპურად მიმდინარეობს. დაავადების ძირითადი ნიშნებია ცხელება, ღებინება და უეცარი, უმიზეზო ტირილი. ბავშვს ეწყება ხელების კანკალი, თავი უკან აქვს გადავარდნილი, მენინგეალური სინდრომი უმთავრესად ყიფლიბანდის ამობურცვითა და დაჭიმულობით ვლინდება. დამახასიათებელია ტონურ-კლონური კრუნჩხვები. პათოლოგიური რეფლექსები არამუდმივია. წამყვანია ზოგადი ტოქსიკოზი. ჰიპოტროფიულ (კვებანაკლულ) ბავშვებს ყიფლიბანდი შესაძლოა არამცთუ დაჭიმული და ამობურცული, არამედ, პირიქით, ჩაწეულიც კი ჰქონდეთ. ამდენად, ყიფლიბანდის მდგომარეობის მიხედვით მენინგიტის დიაგნოზს ვერ დავსვამთ.

რაც უნდა მიუღებელი იყოს მშობლებისთვის, ბავშვებს მენინგიტის სადიაგნოსტიკოდ და სამკურნალოდ უნდა ჩაუტარდეთ თავზურგტვინის პუნქცია. მიღებული სითხის ფერისა და წნევის დადგენის, მიკროსკოპიული ანალიზის შემდეგ ისმება დიაგნოზი. მკურნალობის პროცესში რამდენიმე პუნქციის ჩატარებაც კი ხდება საჭირო. შედარებით მოზრდილ ბავშვებთან, რომელთაც თავიანთი ჩივილების გადმოცემა შეუძლიათ, დიაგნოზის დასმა უფრო ადვილია, თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც ვირუსული ინფექციის ფონზე ვითარდება მენინგიტისთვის დამახასიათებელი ნიშნები - ცხელება, თავის ტკივილი და ღებინება. ეს არის არა მენინგიტი, არამედ მენინგიზმი.

ამ დროს თავზურგტვინის პუნქტატში არ ჩანს მენინგიტისთვის დამახასიათებელი არც ერთი ნიშანი, გარდა წნევის მომატებისა. პუნქციის შემდეგ მენინგეალური სინდრომი 1-2 დღეში გაივლის.

წაიკითხეთ სრულად

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

მენინგიტი - როგორ ხვდება ინფექცია ორგანიზმში, რას აზიანებს და როგორ მიმდინარეობს ბავშვებში? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები