/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

სოკოვანი ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

ადამიანის სოკოვანი პათოლოგიების კლინიკური სურათი პოლიმორფულია, სხვადასხვანაირია, ამიტომ დიაგნოზის დასაზუსტებლად ლაბორატორიული გამოკვლევა უნდა ჩატარდეს.

მიკოზების ლაბორატორიული დიაგნოსტიკისთვის იყენებენ კვლევის მიკროსკოპიულ, ლუმინესცენტურ, კულტურალურ, იმუნოლოგიურ (ალერგოლოგიური და სეროლოგიური) მეთოდებს, ასევე - ექსპერიმენტებს ცხოველებზე.

კლინიკურ პრაქტიკაში, ჩვეულებრივ, ინფიცირებული მასალის მიკროსკოპიულ და კულტურალურ გამოკვლევებს სჯერდებიან, საჭიროების შემთხვევაში კი მათ ემატება იმუნოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევები. სწორედ მიკოზების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ძირითად პრინციპებზე გვესაუბრება შპს "საოჯახო მედიცინის" #3 ცენტრის კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ექიმი ლაბორანტი თინათინ მაისაძე:

- რას ეფუძნება სოკოვანი ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა?

- პათოგენური სოკოებით გამოწვეულ დაავადებებს ოთხ ძირითად ჯგუფად ყოფენ: კერატომიკოზებად, დერმატომიკოზებად, ეპიდერმომიკოზებად და ტრიქომიკოზებად. ყოველ მათგანს მისთვის დამახასიათებელი კლინიკური გამოხატულება აქვს. ზოგიერთი იმდენად ტიპურია, რომ დიაგნოზიც კი კლინიკური სურათის მიხედვით დაისმის, ხოლო თუ ამგვარად დიაგნოზის დასმა ვერ მოხერხდა, საჭიროა ბაქტერიოსკოპიული და ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა გულისხმობს სოკოს მორფოლოგიურ შესწავლას მიკროსკოპის ქვეშ როგორც ნატიური, ისე შეღებილი პრეპარატის სახით. შედეგი სანდო რომ იყოს, აუცილებელია მასალის, ნიმუშის სწორად აღება, დამუშავება, შეღებვა და დათვალიერება მიკროსკოპით ჯერ მცირე, შემდეგ დიდ გადიდებაზე, ასევე - იმერსიული სისტემით. შეღებვისთვის იყენებენ როგორც რომანოვსკის, ასევე გრამის და ცილ-ნილსენის მეთოდებს.

გამოკვლევისთვის საჭირო მასალას იღებენ დაზიანებული თმიდან, კანიდან, ფრჩხილიდან, ქალებში გავრცელებული ვაგინალური კონდილომების დროს - საშოდან. ზოგ შემთხვევაში იკვლევენ ჩირქს, ნახველს, კუჭის შიგთავსს, შარდს და სხვა. მასალის აღებისას კარგად უნდა დათვალიერდეს დაზიანებული ადგილები. მაგალითად, თმიდან ნიმუშის აღებისას გამადიდებელი შუშის გამოყენებაც კია შესაძლებელი. აღებული მასალა გადააქვთ სასაგნე მინაზე. საჭიროა ასევე 30%-იანი მწვავე კალიუმის ხსნარი, პრეპარატის ადუღებამდე გაცხელება ცეცხლის ალზე, საფარი მინა და დათვალიერება მიკროსკოპის ქვეშ.

- როგორ გამოიყურება მიკროსკოპში სოკო? როგორ ახდენთ მის დიფერენცირებას სხვა მიკროორგანიზმებისგან?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.დღეს ჩამოვედით სოფელში. ჩემი ბებოს ძაღლი მგელს ან ტურას დაუგლეჯია ორი თვის წინ. დიდი ჭრილობა ქონია კისერთან ,მაგრამ მოურჩენიათ და ახლა კარგადაა ძაღლი. ჩვეულებრივადაა. მყავს ბავშვები ახლა რა მაინტერესებს ჩვენ ძაღლს უტარდება აცრები ყოველ წელს ,როგორც ბებომ მითხრა. ცოფიან მგელს ან ტურას რომ დაეგლიჯა ორი თვის წინ ამდენი ხანი ხომ გამოუვლინდებოდა ჩემს ძაღლს ცოფის სიმპტომები? ვნერვიულობ ბავშვებს ეზოშო ყოველ წამს გიჟივით ვერ გავაკონტროლებ თან უყვართ და თამაში უნდათ</p>

- სოკოს აქვს სპორები და მიცელიუმი. სხვადასხვა სახეობის სოკოსთვის პასუხი დადებითია ან მარტო სპორების, ან მარტო მიცელიუმის, ან ორივეს - სპორებისა და მიცელიუმის - ერთდროული არსებობისას. ზოგ შემთხვევაში ესეც არ არის საკმარისი - საჭირო ხდება ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, რაც გულისხმობს ნიმუშის დათესვას და სოკოს ტიპის დადგენას. სახეობრივ დიფერენცირებას და, ამის კვალობაზე, მედიკამენტებისადმი მგრძნობელობის განსაზღვრას.

- პრეპარატის მიკროსკოპით დათვალიერებისას როგორია შეცდომის ალბათობა და რით არის ის განპირობებული?

- ნიმუშის მიკროსკოპით დათვალიერებისას შეცდომა გამორიცხული არ არის. მიკროსკოპიული დიაგნოსტიკა, სხვა მეთოდების მსგავსად, ლაბორანტის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზეც არის დამოკიდებული. შეცდომის მიზეზი შესაძლოა იყოს პრეპარატის დეფექტურობაც. აქედან გამომდინარე, გამოკვლევისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პრეპარატის სწორად მომზადებას. მაგალითად, პრეპარატის გადახურებისას ხშირად გამოილექება ტუტეს კრისტალები, საკვლევი მასალა იშლება, სრულფასოვან სახეს კარგავს და დათვალიერებისთვის უვარგისი ხდება.

ზოგჯერ სოკოს ელემენტებად შეცდომით ცხიმის წვეთებს, ჰაერის ბუშტუკებს, ტანსაცმლის ბოჭკოებს და ე. წ. "მოზაიკურ სოკოს" მიიჩნევენ. კანის ლიპიდები, უჯრედთა ცხიმოვანი დაშლის ნარჩენები, კერატოჰიალინის მარცვლები, განსაკუთრებით - სწორი ფორმისა, სოკოს ცალკეულ სპორებს წააგავს და დამთვალიერებელი შეცდომაში შეჰყავს.

ლიპიდები პრეპარატში ხვდება მასალის აღების დროს, როცა დაზიანებული უბანი საკმარისად სუფთა არ არის. ჰაერის ბუშტუკები მიკროსკოპში ხშირად საფუარა სოკოების სპორებს წააგავს, მაგრამ სხვა განმასხვავებელ ნიშნებთან ერთად უნდა ითქვას ისიც, რომ უმცირესი ბუშტუკებიც კი ზომით ბევრად აღემატება სოკოვან უჯრედს.

რაც შეეხება "მოზაიკურ სოკოს", ის ერთგვარი არტეფაქტია, რომელიც კრისტალიზაციის პროცესში წარმოიქმნება და, როგორც მიკოლოგები ვარაუდობენ, ქოლესტერინის დაშლის შედეგია. მას ბადისებრი ან მარყუჟისებრი ფორმა აქვს. სწორედ ამის გამო ეშლებათ სოკოს მიცელიუმსა და სპორებში.

- მიკროსკოპიული გამოკვლევისას გამომწვევის რაოდენობრივი ანალიზი თუ ხდება?

-სოკოს სპორებისა და მიცელიუმის ნახვისას მათი რაოდენობრივი შეფასება არ არის მთავარი. მთვარია მათი სწორი იდენტიფიკაცია.

- კულტურალური გამოკვლევის მნიშვნელობასა და თავისებურებებზე რას გვეტყვით?

- კულტურალური გამოკვლევა წარმოადგენს მიკოზების დიაგნოსტიკის მაღალმგრძნობიარე და სპეციფიკურ მეთოდს. ის მიკროსკოპიული გამოკვლევისგან დამოუკიდებლად უნდა ჩატარდეს.

კვლევის ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს, დაავადების გამომწვევი (ამ შემთხვევაში - სოკო) მაშინაც კი გამოვავლინოთ, როცა მიკროსკოპიული გამოკვლევის შედეგი უარყოფითია. კულტურალურ მეთოდს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მიკოზების ლატენტური (ფარული) ფორმების დიაგნოსტიკისთვის. როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ მეთოდით შესაძლებელია სოკოს ტიპის დადგენა, მისი სახეობრივი დიფერენცირება, მედიკამენტებისადმი მისი მგრძნობელობის განსაზღვრა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც დაავადების ადეკვატური თერაპიის, ასევე რაციონალური პროფილაქტიკის ჩატარებისათვის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სოკოვანი ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები