ჩემი კითხვა იყო შემდეგი: გეებად იბადებიან თუ ეს უბრალოდ რაიმე სახის გადახრაა ან დაავადება? და თუ ხდება მკურნალობა ადრეული ასაკიდან? იქნებ პირდაპირ კონკრეტულად მიპასუხოთ ადამიან გეი შეიძლება დაიბადოს? თუ არა? გთხოვთ მიპასუხეთ
-გამარჯობა, სტრიდორი , სავარუდოდ ლარინგომალაცია არის თუ არა რისკ ფაქტორი კრუპის? ანუ, ისედაც ხომ შევიწროვებულია ამდროს ხორხი და ვირუსის, გაციების დროს ხომ უფრო შევიწროვდება? ანუ ყველა ვარიანტში კრუპი დაემართება?
-გამარჯობა. სტრიდორზე ვწერ ხოლმე. 2 თვის ბავშვზე მეუბნებიან რომ აქვს სტრიდორი. უბრალოდ სტრიდორის დროს ხომ ცხვირში ხრიტუნებენ? ჩემ ბავშვს ხორხიდან ამოსდის ეს ხმა ხრიალის, ისიც როცა ემოციურადაა , ეს სტრიდორია?
-ლიმონ-ჯანჯაფილის ჩაის დამზადება მასწავლეთ ვინც იცით და სასურველია თუ არა მისი მიღება ძილის წინ? მადლობა
-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ
-სალამი. მსუბუქად მიმდინარე გასტრიტისა და 12 გოჯ. ნაწლ. წყლულის დროს,როცა არაა გართულება და ჩატარებულია მკურნალობა თუ შეიძლება ბაბუაწვერას კაფსულების მიღება? დიდი მადლობა