/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

ყლაპვის გაძნელების სინდრომი ინფექციური დაავადებების დროს

ყლაპვის გაძნელების სინდრომი ინფექციური დაავადებების დროს
ყლაპვის გაძნელების სინდრომი არაერთ ინფექციურ დაავადებას ახასიათებს. მათ შესახებ გვესაუბრება ინფექციურ პათოლოგიათა, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი, მედიცინის დოქტორი თეა კაკაბაძე:

;

  • ყბაყურა

პაროტიტული ინფექცია მიმდინარეობს ორგანოების, უფრო ხშირად - სანერწყვე (განსაკუთრებით - ყბაყურა), შედარებით იშვიათად - კუჭქვეშა, სათესლე, საკვერცხე და სარძევე ჯირკვლების, აგრეთვე - ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით.

დაავადება უმეტესად იწყება მწვავედ, ტემპერატურის 39 გრადუსამდე უეცარი მომატებით, ყბაყურა ჯირკვლების ცალმხრივი ან ორმხრივი შეშუპებითა და ტკივილით. თავდაპირველად ყბაყურა ჯირკვლის გადიდება მეტწილად ცალმხრივია, 1-3 დღის შემდეგ კი მეორე ჯირკვალიც დიდდება. არცთუ იშვიათად დაავადება ორივე ჯირკვლის ერთდროული გადიდებით იწყება. ქვედა ყბის გარეთა კიდის შიგნით მოგრძო ან ოვალური ფორმის ჯირკვალი შეიგრძნობა. ეს მიდამო შეშუპებული, ელასტიკური და დაჭიმულია, ინარჩუნებს ნორმალურ ფერს. ტკივილი ძლიერდება ღეჭვისა და ყლაპვის დროს, აგრეთვე - მჟავე სითხის მიღებისას ნერწყვდენის გაძლიერების გამო.

დაავადებისგან თავის დასაცავად საჭიროა შემდეგი ღონისძიებები:

  1. უნდა მოხდეს ავადმყოფის იზოლირება 9 დღით, კლინიკური სურათის გაქრობამდე.
  2. თუ დაწესებულებაში იმყოფებიან აუცრელი პირები, საჭიროა მათი დაუყოვნებლივ აცრა.
  3. თუ უკუჩვენების გამო ვისიმე აცრა არ შეიძლება, ის 26 დღის განმავლობაში უნდა იყოს იზოლირებული.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვაქცინაცია ტარდება ცოცხალი ვაქცინით, რომელსაც გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს. ვაქცინირებული პირები არ გამოყოფენ ვირუსს და სხვისთვის საშიშნი არ არიან. ვაქცინის ეფექტურობა 97%-ია.

საქართველოში ტარდება იმუნიზაცია MMR (პაროტიტი, წითელა, წითურა) ვაქცინით. იმუნიტეტი პრაქტიკულად მთელი სიცოცხლე გრძელდება. რომელიმე ამ დაავადების გადატანა ან ანამნეზში მათი საწინააღმდეგო აცრების არსებობა უკუჩვენებად არ მიიჩნევა.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.დღეს ჩამოვედით სოფელში. ჩემი ბებოს ძაღლი მგელს ან ტურას დაუგლეჯია ორი თვის წინ. დიდი ჭრილობა ქონია კისერთან ,მაგრამ მოურჩენიათ და ახლა კარგადაა ძაღლი. ჩვეულებრივადაა. მყავს ბავშვები ახლა რა მაინტერესებს ჩვენ ძაღლს უტარდება აცრები ყოველ წელს ,როგორც ბებომ მითხრა. ცოფიან მგელს ან ტურას რომ დაეგლიჯა ორი თვის წინ ამდენი ხანი ხომ გამოუვლინდებოდა ჩემს ძაღლს ცოფის სიმპტომები? ვნერვიულობ ბავშვებს ეზოშო ყოველ წამს გიჟივით ვერ გავაკონტროლებ თან უყვართ და თამაში უნდათ</p>

კალენდარული გეგმით იმუნიზაცია უტარდებათ 15-18 თვის ბავშვებს ვაქცინის ერთჯერადი შეყვანით.

  • ინფექციური მონონუკლეოზი

დაავადება მიმდინარეობს მაღალი სიცხით, პერიფერიული (განსაკუთრებით - კისრის) ლიმფური კვანძების გადიდებით, პირ-ხახის დაზიანებით (ექსუდაციური ტონზილოფარინგიტი), ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, პერიფერიულ სისხლში ატიპური მონონუკლეარების გამოვლენით.

ასევე დაგაინტერესებთ
რა იწვევს ყლაპვის გაძნელებას და როდის უნდა მივმართოთ ექიმს
რატომ გვიჭირს ყლაპვა

საინკუბაციო პერიოდი 5-50 დღემდე მერყეობს. იგი ბავშვებში უფრო ხანმოკლეა, ვიდრე მოზრდილებში. დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის 38-39 გრადუსამდე მომატებით, საერთო მდგომარეობის გაუარესებით, ყლაპვის დროს ყელის ტკივილით, ცხვირით სუნთქვის გაძნელებით გამონადენის არარსებობის ფონზე, რაც ძირითადად ლორწოვანი გარსებისა და ლიმფური კვანძების შეშუპებით არის განპირობებული. ეს სიმპტომოკომპლექსი ვითარდება თანდათანობით, ერთი კვირის განმავლობაში, შემდეგ კი დაერთვის სხვა ლიმფური კვანძების, ღვიძლისა და ელენთის გადიდება.

დაავადების პროფილაქტიკის საშუალებები არ არსებობს. ინფექციის გადატანის შემდეგ ორგანიზმი იძენს მყარ იმუნიტეტს. ვირუსი უმთავრესად მჭიდრო კონტაქტის დროს გადაეცემა. ინფექციის წყაროდ ითვლება ავადმყოფი ნებისმიერი კლინიკური გამოვლინებით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ყლაპვის გაძნელების სინდრომი ინფექციური დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყლაპვის გაძნელების სინდრომი ინფექციური დაავადებების დროს

;

  • ყბაყურა

პაროტიტული ინფექცია მიმდინარეობს ორგანოების, უფრო ხშირად - სანერწყვე (განსაკუთრებით - ყბაყურა), შედარებით იშვიათად - კუჭქვეშა, სათესლე, საკვერცხე და სარძევე ჯირკვლების, აგრეთვე - ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით.

დაავადება უმეტესად იწყება მწვავედ, ტემპერატურის 39 გრადუსამდე უეცარი მომატებით, ყბაყურა ჯირკვლების ცალმხრივი ან ორმხრივი შეშუპებითა და ტკივილით. თავდაპირველად ყბაყურა ჯირკვლის გადიდება მეტწილად ცალმხრივია, 1-3 დღის შემდეგ კი მეორე ჯირკვალიც დიდდება. არცთუ იშვიათად დაავადება ორივე ჯირკვლის ერთდროული გადიდებით იწყება. ქვედა ყბის გარეთა კიდის შიგნით მოგრძო ან ოვალური ფორმის ჯირკვალი შეიგრძნობა. ეს მიდამო შეშუპებული, ელასტიკური და დაჭიმულია, ინარჩუნებს ნორმალურ ფერს. ტკივილი ძლიერდება ღეჭვისა და ყლაპვის დროს, აგრეთვე - მჟავე სითხის მიღებისას ნერწყვდენის გაძლიერების გამო.

დაავადებისგან თავის დასაცავად საჭიროა შემდეგი ღონისძიებები:

  1. უნდა მოხდეს ავადმყოფის იზოლირება 9 დღით, კლინიკური სურათის გაქრობამდე.
  2. თუ დაწესებულებაში იმყოფებიან აუცრელი პირები, საჭიროა მათი დაუყოვნებლივ აცრა.
  3. თუ უკუჩვენების გამო ვისიმე აცრა არ შეიძლება, ის 26 დღის განმავლობაში უნდა იყოს იზოლირებული.

ვაქცინაცია ტარდება ცოცხალი ვაქცინით, რომელსაც გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს. ვაქცინირებული პირები არ გამოყოფენ ვირუსს და სხვისთვის საშიშნი არ არიან. ვაქცინის ეფექტურობა 97%-ია.

საქართველოში ტარდება იმუნიზაცია MMR (პაროტიტი, წითელა, წითურა) ვაქცინით. იმუნიტეტი პრაქტიკულად მთელი სიცოცხლე გრძელდება. რომელიმე ამ დაავადების გადატანა ან ანამნეზში მათი საწინააღმდეგო აცრების არსებობა უკუჩვენებად არ მიიჩნევა.

კალენდარული გეგმით იმუნიზაცია უტარდებათ 15-18 თვის ბავშვებს ვაქცინის ერთჯერადი შეყვანით.

  • ინფექციური მონონუკლეოზი

დაავადება მიმდინარეობს მაღალი სიცხით, პერიფერიული (განსაკუთრებით - კისრის) ლიმფური კვანძების გადიდებით, პირ-ხახის დაზიანებით (ექსუდაციური ტონზილოფარინგიტი), ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, პერიფერიულ სისხლში ატიპური მონონუკლეარების გამოვლენით.

საინკუბაციო პერიოდი 5-50 დღემდე მერყეობს. იგი ბავშვებში უფრო ხანმოკლეა, ვიდრე მოზრდილებში. დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის 38-39 გრადუსამდე მომატებით, საერთო მდგომარეობის გაუარესებით, ყლაპვის დროს ყელის ტკივილით, ცხვირით სუნთქვის გაძნელებით გამონადენის არარსებობის ფონზე, რაც ძირითადად ლორწოვანი გარსებისა და ლიმფური კვანძების შეშუპებით არის განპირობებული. ეს სიმპტომოკომპლექსი ვითარდება თანდათანობით, ერთი კვირის განმავლობაში, შემდეგ კი დაერთვის სხვა ლიმფური კვანძების, ღვიძლისა და ელენთის გადიდება.

დაავადების პროფილაქტიკის საშუალებები არ არსებობს. ინფექციის გადატანის შემდეგ ორგანიზმი იძენს მყარ იმუნიტეტს. ვირუსი უმთავრესად მჭიდრო კონტაქტის დროს გადაეცემა. ინფექციის წყაროდ ითვლება ავადმყოფი ნებისმიერი კლინიკური გამოვლინებით.


  • დიფტერია

დოფტერია მწვავე ბაქტერიული ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ეგზოტოქსინის გამომუშავების პასუხად ფიბრინული ნადების განვითარება ბაქტერიის შეჭრის ადგილას - ლორწოვან გარსებსა და კანზე.

დაავადების კლინიკური გამოვლინება პროცესის ადგილმდებარეობასა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. ყველაზე ხშირად ზიანდება ნუშურები, სასის რკალები და ნაქის ლორწოვანი გარსები, უფრო იშვიათად - ცხვირი, ხორხი, ტრაქეა და ბრონქები. სასქესო ორგანოები, თვალები და კანი დიფტერიის იშვიათი ლოკალიზაციის ადგილებია.

ხახის დიფტერია ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმაა. მისი კატარული მიმდინარეობის დროს ფიბრინული ნადები არ ჩნდება და საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ავადმყოფი უჩივის ყელის უმნიშვნელო ტკივილს, ნუშურები აქვს გადიდებული, ოდნავ ჰიპერემიული და შეშუპებული, უჭირს ყლაპვა.

ხახის ტოქსიკური ფორმის დროს დაავადება იწყება ერთბაშად, ტემპერატურის აწევით 39-40 გრადუსამდე, პირღებინებით, უმადობით, ავადმყოფი უჩივის ყელის, თავისა და მუცლის ტკივილს, შეიგრძნობა მოტკბო-დამპალი სუნი პირიდან. დაავადების დაწყებიდან 12-15 საათის შემდეგ ჩნდება დამახასიათებელი მორუხო-მოთეთრო, შემდეგ კი მორუხო-ჭუჭყისფერი, მოცილებისას სისხლმდენი ფიბრინული ნადები.

დაავადების თავიდან აცილება შეუძლია აქტიურ იმუნიზაციას, რომელიც 2 თვის ასაკიდან იწყება. როცა ბავშვების 97-98% აცრილია, დიფტერიით ავადობა ან არ გვხვდება, ან გვხვდება მხოლოდ ერთეული შემთხვევები.

დიფტერიით დაავადებულთან კონტაქტში მყოფთა მიმართ გამოიყენება პროფილაქტიკის ამგვარი ტაქტიკა:

  1. ახლო კონტაქტის შემთხვევაში შვიდი დღის განმავლობაში აკვირდებიან, ხდება ხახიდან, ცხვირიდან აღებული ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
  2. ინიშნება ერითრომიცინი - 40-50 მგ/კგ დღე-ღამეში 7 დღის განმავლობაში.
  3. თუ ბავშვს არ ჩატარებია მე-4 აცრა, საჭიროა ვაქცინის დაუყოვნებლივ შეყვანა (დიფტერია-ტეტანუსის ასაკის მიხედვით).
  4. თუ აცრებზე ინფორმაცია არ არსებობს ან ცნობილია, რომ ბავშვს მიღებული აქვს 3 დოზაზე ნაკლები, უნდა გაკეთდეს TD ან DT (დიფტერია-ტეტანუსი) ასაკის მიხედვით.
  • მწვავე ეპიგლოტიტი

ხორხსარქველის მწვავე ანთება, რომელიც ჰემოფილური ინეფქციის ერთ-ერთი უმძიმესი გამოვლინებაა, უმეტესად 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. დაავადება იწყება მწვავედ, სტრიდორით (ხმაურიანი სუნთქვით), მაღალი ტემპერატურით, ყელის მკვეთრი ტკივილით, ყლაპვის გაძნელებით ან შეუძლებლობით, ზოგჯერ - აფონიით (ხმის დაკარგვით). ვითარდება მძიმე ინტოქსიკაციის მოვლენები: 39-40 გრადუსამდე ტეპერატურა, კანის ძლიერი სიფითრე, ქოშინი, რაც ხორხსარქველის მწვავე შეშუპებით (კრუპის სინდრომი) არის განპირობებული. კრუპის სინდრომის სწრაფი პროგრესირებისას შესაძლოა განვითარდეს ასფიქსია და ავადმყოფობა ლეტალური შედეგით დასრულდეს. ამგვარი შედეგის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სწრაფი ინტუბაცია ან ტრაქეოსტომია.

ეპიგლოტიტის დროს იმთავითვე საჭიროა კრუპის სინდრომის მკურნალობის მართებული ტაქტიკის არჩევა: თუ კრუპი თავდაპირველად ეპიგლოტიტის ეჭვს არ ბადებს, მაგრამ ეპინეფრინის ინჰალაციები შედეგს არ იძლევა, უნდა გადაიხედოს დიაგნოზი და მკურნალობა ეპიგლოტიტის შესაბამისად წარიმართოს.

ჰემოფილური ინფექციით დაავადებულთან კონტაქტისას საჭიროა რიფამიცინის ოთხდღიანი კურსი, თუმცა მცირე ასაკის ბავშვებთან ასეთი მიდგომა მიზანშეწონილი არ არის. ამჟამად საქართველოში შემოსულია ჰემოფილური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაავადების თავიდან აცილებაში, განსაკუთრებით - მცირე ასაკის ბავშვებისთვის - ეს დაავადება ხომ ყველაზე მეტად მათთვის არის საშიში.

  • სტრეპტოკოკული ინფექცია

ქუნთრუშა წარმოადგენს სტრეპტოკოკული ინფექციის ერთ-ერთ კლინიკურ ფორმას, რომელსაც აქვს საკმაოდ მკვეთრი დამახასიათებელი კლინიკური სურათი: ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ძლიერი ანგინა, რეგიონული ლიმფური ჯირკვლების გადიდება, კანის წვრილწინწკლოვანი გამონაყარი და ფირფიტისებრი აქერცვლა.

ქუნთრუშის დროს ინფექციის წყაროა სტრეპტოკოკული ინფექციის მქონე, უმთავრესად - ქუნთრუშით დაავადებული პირები, ეპიდემიოლოგიურად განსაკუთრებით საშიშია წაშლილი კლინიკური ფორმა.

სტრეპტოკოკები გარემოში გამოიყოფა ლორწოვანი გარსების სეკრეტთან ერთად ხახიდან, ცხვირიდან და ღია ჩირქოვანი კერებიდან ოტიტის, სინუსიტის, ლიმფადენიტისა და სხვა პათოლოგიების დროს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან თუ, მაგალითად, ოჯახის რომელიმე წევრს ტონზილიტი (სტრეპტოკოკული წარმოშობის ანგინა) აქვს, ის ინფექციის ქრონიკული მატარებელია და შესაძლოა, ოჯახის სხვა წევრების, განსაკუთრებით კი მცირე ასაკის ბავშვების ქუნთრუშით დაავადების მიზეზი გახდეს.


გამომწვევი უპირატესად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ავადმყოფი გადამდები ხდება დაავადების პირველსავე დღეებში. წამყვანია წვეთოვანი გზა - ბაქტერიის გადაცემა მცირე მანძილზე მჭიდრო კონტაქტით. წითელასა და ჩუტყვავილასგან განსხვავებით, დიდ მანძილზე, კერძოდ, მეზობელ ბინებში, დაავადება არ ვრცელდება.

ინფექცია, თუმცაღა იშვიათად, შესაძლოა გადაეცეს ინფიცირებული ნივთების (სათამაშოების, ჭურჭლის), ასევე - საჭმლის, უმთავრესად - რძისა და რძის პროდუქტების (ნაყინის, კრემის) მეშვეობით.

დაავადება იწყება უეცრად. ტემპერატურის მომატებას თან სდევს პირღებინება, ყელის ტკივილი, ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები: შემცივნება, თავის ტკივილი, მადის დაქვეითება. გამონაყარი ჩნდება რამდენიმე საათში ან მეორე დღეს. სწრაფად ვრცელდება სახეზე, კისერზე, ტანზე, კიდურებზე. მოგვაგონებს მზით დამწვრობას. შუბლი და ლოყები გაწითლებულია. პირის ირგვლივ, სადაც გამონაყარი არ არის, იქმნება მკრთალი სამკუთხედი. ბუნებრივი ნაოჭების ადგილებში კანი მუქია.

ანგინისთვის დამახასიათებელია პირ-ხახის ლორწოვანი გარსების (ნუშურების, ნაქის, სასის რკალების) კაშკაშა სიწითლე - აალებული ხახა. მეორე-მესამე დღიდან ენის დვრილები შიშვლდება და ყალიბდება ჟოლოსებრი ენის სიმპტომი. ენა ორი კვირის განმავლობაში მკვეთრად წითელია. ორი-სამი კვირის შემდეგ კიდურებზე კანი ფირფიტისებურად იქერცლება.

ქუნთრუშის გადატანის შემდეგ ორგანიზმს უვითარდება მყარი იმუნიტეტი.

ქუნთრუშის მკურნალობისას არჩევითი პრეპარატია პენიცილინი. მისი დანიშვნიდან 24 საათის შემდეგ ავადმყოფი გადამდები აღარ არის. პენიცილინთან ერთად გამოიყენება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებიც. ქუნთრუშის საწინააღმდეგო აცრა შემუშავებული არ არის.

  • ბოტულიზმი

ბოტულიზმი ვითარდება იმ საკვების (დაკონსერვებული პროდუქტი, ძეხვი, შებოლილი თევზი) მიღების შემდეგ, რომელიც შეიცავს ბოტულოტოქსინს - ყველაზე ძლიერ ეგზოტოქსინს ბაქტერიულ ტოქსინებს შორის.

დაავადება ვლინდება ინფიცირებული საკვების მიღებიდან რამდენიმე საათის ან რამდენიმე (მაქსიმუმ - ათი) დღის შემდეგ. ამ პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტოქსინის დოზაზე, საკვებში ცოცხალი მიკრობების რაოდენობასა და ორგანიზმის რეაქტიულობაზე (ბრძოლისუნარიანობაზე).

დაავადების დასაწყისშივე მხედველობა იბინდება და ორდება, კითხვისას ასოები იფანტება, თვალების მოძრაობა შეზღუდული ან შეუძლებელია. ირღვევა ყლაპვა და მეტყველებაც. ავადმყოფს უჭირს ლაპარაკი და გაურკვევლად ლუღლუღებს, ეუფლება თავბრუხვევა, კუნთების სისუსტე, მუცელი ებერება, პირი უშრება.

დროული და სათანადო მკურნალობის გარეშე მდგომარეობა მძიმდება და ავადმყოფი სუნთქვისა და გულის გაჩერების გამო იღუპება.

ბოლო ხანს ბოტულიზმით დაავადების მიზეზი უმეტესად შინ დამზადებული კონსერვებია. აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საკვების სწორად დაკონსერვებასა და შენახვას.

დაიმახსოვრეთ:

  1. პროდუქტი, რომლისგანაც აპირებთ საზამთროდ კონსერვის მომზადებას, უნდა იყოს საღი და დაუზიანებელი.
  2. კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით.
  3. თუ დამზადებულ კონსერვს შეამჩნიეთ ბომბაჟი (სახურავის ამობურცვა), უნდა გადაღვაროთ.
  4. ფერ და სუნშეცვლილი კონსერვისთვის გემოს გასინჯვა არაფრით არ შეიძლება. მისი ერთი ლუკმაც კი შეიძლება ტოქსინის დიდ დოზას შეიცავდეს.
  5. ბოტულიზმზე საეჭვო ყველა ავადმყოფი დაუყოვნებლივ უნდა მოთავსდეს საავადმყოფოში და ჩაუტარდეს სათანადო მკურნალობა (კუჭის ამორეცხვა, ოყნა, ანტიტოქსინის შეყვანა).
  6. პირებს, რომლებმაც ავადმყოფთან ერთად მიიღეს საეჭვო პროდუქტი, უკეთებენ ბოტულიზმის საწინააღმდეგო შრატს.

ეს ის ინფექციური დაავადებები გახლავთ, რომელთა ერთ-ერთი ნაადრევი ან წამყვანი ნიშანია ყლაპვის გაძნელება და მასთან დაკავშირებული ყელის ტკივილი. ამ ნიშნის გაჩენისთანავე, მით უფრო - სხვა ნიშნებთან ერთად, დროულად მიმართეთ ექიმს, სასურველია, ინფექციონისტს. ადრეული დიაგნოზი და სწორი მკურნალობა დაავადების კეთილად დასრულების საწინდარია.