/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

რატომ გვიჭირს ყლაპვა

რატომ გვიჭირს ყლაპვა
ყლაპვის გაძნელების მიზეზებსა და მკურნალობაზე გვესაუბრება ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ზოგადთერაპიული კლინიკის ექიმი, ქალბატონ მარინა ცომაია.

.

  • რას ვგულისხმობთ, როცა ყლაპვის გაძნელებაზე ვსაუბრობთ და რა შეიძლება იყოს მისი მიზეზი?

- ყლაპვის გაძნელება ანუ დისფაგია არის მდგომარეობა, როდესაც ჭირს პირის ღრუში მოხვედრილი საკვების კუჭისკენ გადაადგილება. ყლაპვის გაძნელებას ხშირად თან ახლავს ტკივილი. ზოგჯერ პაციენტი საერთოდ კარგავს ყლაპვის უნარს.

ამ მდგომარეობას აფაგიას უწოდებენ. აფაგიის დროს დაკარგულია როგორც მყარი, ისე თხევადი საკვებისა და ნერწყვის ყლაპვის უნარი, რაც ორგანიზმში კალორიების დეფიციტს და წონის დაქვეითებას იწვევს.

ყლაპვის გაძნელება შესაძლოა აღმოცენდეს, როდესაც დარღვეულია ან თავად ყლაპვის აქტი, ან მიღებული საკვების საყლაპავში გადაადგილება. ამის მიხედვით, განასხვავებენ ოროფარინგეულ (პირ-ხახასთან დაკავშირებულ) და ეზოფაგურ (საყლაპავისმიერ) დისფაგიას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყლაპვის გაძნელება შესაძლოა ორგანულ პათოლოგიას - ყლაპვის პროცესში ჩართული ორგანოების სტრუქტურის ცვლილებას უკავშირდებოდეს ან ამ ორგანოების თვალსაჩინო ანატომიური ცვლილებების გარეშე, მხოლოდ ფუნქციური მიზეზით იყოს განპირობებული. პირველ შემთხვევაში დისფაგიას ორგანულს უწოდებენ, მეორე შემთხვევაში - ფუნქციურს.

mkurnali.geფუნქციური დისფაგია, რომელსაც საფუძვლად არ უდევს ყლაპვაში მონაწილე სტრუქტურების ანატომიური ცვლილებები, უმეტესად ეპიზოდურად აღმოცენდება და გარდამავალი ხასიათისაა. მის პროვოცირებას იწვევს არა იმდენად მყარი, რამდენადაც გამაღიზიანებელი, მაგალითად, ცხელი ან ცივი საკვები. ამასთანავე, ფუნქციური დისფაგიის გამოხატულების ხარისხი დროთა განმავლობაში არ იცვლება.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ ვარ 25 წლის ბიჭი და გუშინ გავიკეთე სისხლის ანალიზი ჩემი გადაწყვეტილებით იმიტომ რომ მქონდა კუჭის შეკრულობა საშინელი ეხლა იმდენად აგარ რაც გასტრიტოლის წვეთების კეტილეპტის და მეზინფორტეს დალევა დავიწყე. მქონდა ასევე საშინელი ტკივილი მუცლის ზედა მარცხენა მხარეს ნეკნებ ქვეშ საშინელი ტკივილი. ეხლა იმდენად აღარ. ანრა არის მუცლის მაგნაწილშიდა როგორცვე ცოტა რაგაცას შევჭამ თითქოს და ტონა ჭამაო. რაც შეეეხებააა ჩემსს სისხლის ანალიზსსსს ერითროციტები მააქვსს მომატებული შედეგი 6.19 და ნორმა 5.9 წერია .ასევე ჰემოგლობინი 17.8 წერია შედეგიდა ნორმა 17.5 ..ასევე მაქ ეოზინოფილის პროცენტი 0.5 და ნორმაა 1-5 წერია და გვერძე წერია რომდაბალი მაჩვენებელია და და თვითონ ეოზინოფილი და არა ეოზინოფილის პროცენტი (ორიწერია ) ეგ მააქვს 0.03 და ნორმა 0.044 -0.5 წერიაა დააა ძან ავნერვიიულდი რატომ მაქვს ეს ეოზინოფილი დაბალიდა რისი მანიშნებელია? ან ერითროციტების და ჰემოგლობინის მატება რიიისი ნიშანიააა (ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ ).</p>

ორგანულ დისფაგიას პერიოდული შესუსტება არ ახასიათებს და არც საკვების მდგომარეობაზეა (თხევადი თუ მყარი) დამოკიდებული. საწყის ეტაპზე წყლის დაყოლება ყლაპვას აადვილებს.

ყლაპვის გაძნელებას საფუძვლად სრულიად სხვადასხვა პათოლოგიური პროცესი უდევს. ოროფარინგეული დისფაგია ნევროლოგიურ დაავადებებთან ან კუნთების პათოლოგიასთან არის დაკავშირებული, ხოლო საყლაპავისმიერი დისფაგიის მიზეზი მისი მოტორიკის (მოძრაობის) დარღვევა ან მექანიკური ზეწოლაა. მიუხედავად ასეთი მრავალფეროვნებისა, ყლაპვის გაძნელების შესახებ საუბარი საყლაპავის დაავადებებით უნდა დავიწყოთ.

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ სვამენ ყლაპვის დარღვევის დიაგნოზს
ყლაპვის გაძნელების ნევროლოგიური მიზეზები

საყლაპავის იმ დაავადებათაგან, რომლებიც ყლაპვის გაძნელებას იწვევს, უწინარეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ ორგანული დაავადებები - საყლაპავის შევიწროება ანუ სტენოზი, კეთილთვისებიანი სიმსივნეები და საყლაპავის კიბო, ეზოფაგიტი ანუ საყლაპავის ანთება, საყლაპავის დივერტიკული, წყლული, საყლაპავის ვიწრო ქვედა რგოლი. საყლაპავის მოტორიკის ცვლილება და ამის გამო ყლაპვის გაძნელება ვითარდება კარდიის აქალაზიის, საყლაპავის დიფუზური სპაზმის დროს.

  • რა ახასიათებს საყლაპავის სიმსივნეებს?

- საყლაპავის კიბოს დამახასიათებელი ნიშანი სწორედ ყლაპვის გაძნელებაა. თავდაპირველად დაბრკოლება მხოლოდ მყარი საკვების მიღებისას ჩნდება, მერე და მერე კი დისფაგია ფაფისებრი საკვების მიღების დროსაც გამოვლინდება. მოგვიანებით ვითარდება საყლაპავისმიერი ღებინება. პირნაღებ მასას ხშირად სისხლის მინარევიც მოჰყვება. კიბოს ერთ-ერთი ადრეული ნიშანია ხმის ჩახლეჩა. დაავადების პროგრესირებასთან ერთად მკვეთრად იკლებს წონა, ვითარდება ანემია, ხშირი ღებინებისა და სითხის მიღების დარღვევის გამო თავს იჩენს ორგანიზმის გაუწყლოების ნიშნები. საგულისხმოა, რომ საყლაპვის კიბოს დროს, კეთილთვისებიანი სტრიქტურისგან (შევიწროებისგან) განსხვავებით, ეს სიმპტომები საკმაოდ სწრაფად ვითარდება. საყლაპავის კეთილთვისებიანი სიმსივნეებიდან უმეტესად ფიბრომები, პოლიპები და კისტები გვხვდება. მცირე ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნე შესაძლოა რამდენიმე ხანს უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, მაგრამ ზომის მატებისას თავს იჩენს დისფაგია, ღებინება, წონის დაქვეითება.

კომენტარები (4)
მაია
Make sachmelze es bolo dgea michirs gadaklapva.akamde ar mkonia.tan gaciebylic var.kelshi mpxachnis titkos ragac cremldena makvs.da es kvelaperi ras.mivavero,?mipasyxet Madloba
თარიღი : 22-03-2023
მადონა
მოგესალმებით, მიჭირს ნერწუვის ყლაპვა ასე მგონია ყელში რაგაც მაქვს გაჩხერილი რიი ბრალი /შეიძლება იყოს? :(((
თარიღი : 24-12-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ გვიჭირს ყლაპვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვიჭირს ყლაპვა

.

  • რას ვგულისხმობთ, როცა ყლაპვის გაძნელებაზე ვსაუბრობთ და რა შეიძლება იყოს მისი მიზეზი?

- ყლაპვის გაძნელება ანუ დისფაგია არის მდგომარეობა, როდესაც ჭირს პირის ღრუში მოხვედრილი საკვების კუჭისკენ გადაადგილება. ყლაპვის გაძნელებას ხშირად თან ახლავს ტკივილი. ზოგჯერ პაციენტი საერთოდ კარგავს ყლაპვის უნარს.

ამ მდგომარეობას აფაგიას უწოდებენ. აფაგიის დროს დაკარგულია როგორც მყარი, ისე თხევადი საკვებისა და ნერწყვის ყლაპვის უნარი, რაც ორგანიზმში კალორიების დეფიციტს და წონის დაქვეითებას იწვევს.

ყლაპვის გაძნელება შესაძლოა აღმოცენდეს, როდესაც დარღვეულია ან თავად ყლაპვის აქტი, ან მიღებული საკვების საყლაპავში გადაადგილება. ამის მიხედვით, განასხვავებენ ოროფარინგეულ (პირ-ხახასთან დაკავშირებულ) და ეზოფაგურ (საყლაპავისმიერ) დისფაგიას.

ყლაპვის გაძნელება შესაძლოა ორგანულ პათოლოგიას - ყლაპვის პროცესში ჩართული ორგანოების სტრუქტურის ცვლილებას უკავშირდებოდეს ან ამ ორგანოების თვალსაჩინო ანატომიური ცვლილებების გარეშე, მხოლოდ ფუნქციური მიზეზით იყოს განპირობებული. პირველ შემთხვევაში დისფაგიას ორგანულს უწოდებენ, მეორე შემთხვევაში - ფუნქციურს.

mkurnali.geფუნქციური დისფაგია, რომელსაც საფუძვლად არ უდევს ყლაპვაში მონაწილე სტრუქტურების ანატომიური ცვლილებები, უმეტესად ეპიზოდურად აღმოცენდება და გარდამავალი ხასიათისაა. მის პროვოცირებას იწვევს არა იმდენად მყარი, რამდენადაც გამაღიზიანებელი, მაგალითად, ცხელი ან ცივი საკვები. ამასთანავე, ფუნქციური დისფაგიის გამოხატულების ხარისხი დროთა განმავლობაში არ იცვლება.

ორგანულ დისფაგიას პერიოდული შესუსტება არ ახასიათებს და არც საკვების მდგომარეობაზეა (თხევადი თუ მყარი) დამოკიდებული. საწყის ეტაპზე წყლის დაყოლება ყლაპვას აადვილებს.

ყლაპვის გაძნელებას საფუძვლად სრულიად სხვადასხვა პათოლოგიური პროცესი უდევს. ოროფარინგეული დისფაგია ნევროლოგიურ დაავადებებთან ან კუნთების პათოლოგიასთან არის დაკავშირებული, ხოლო საყლაპავისმიერი დისფაგიის მიზეზი მისი მოტორიკის (მოძრაობის) დარღვევა ან მექანიკური ზეწოლაა. მიუხედავად ასეთი მრავალფეროვნებისა, ყლაპვის გაძნელების შესახებ საუბარი საყლაპავის დაავადებებით უნდა დავიწყოთ.

საყლაპავის იმ დაავადებათაგან, რომლებიც ყლაპვის გაძნელებას იწვევს, უწინარეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ ორგანული დაავადებები - საყლაპავის შევიწროება ანუ სტენოზი, კეთილთვისებიანი სიმსივნეები და საყლაპავის კიბო, ეზოფაგიტი ანუ საყლაპავის ანთება, საყლაპავის დივერტიკული, წყლული, საყლაპავის ვიწრო ქვედა რგოლი. საყლაპავის მოტორიკის ცვლილება და ამის გამო ყლაპვის გაძნელება ვითარდება კარდიის აქალაზიის, საყლაპავის დიფუზური სპაზმის დროს.

  • რა ახასიათებს საყლაპავის სიმსივნეებს?

- საყლაპავის კიბოს დამახასიათებელი ნიშანი სწორედ ყლაპვის გაძნელებაა. თავდაპირველად დაბრკოლება მხოლოდ მყარი საკვების მიღებისას ჩნდება, მერე და მერე კი დისფაგია ფაფისებრი საკვების მიღების დროსაც გამოვლინდება. მოგვიანებით ვითარდება საყლაპავისმიერი ღებინება. პირნაღებ მასას ხშირად სისხლის მინარევიც მოჰყვება. კიბოს ერთ-ერთი ადრეული ნიშანია ხმის ჩახლეჩა. დაავადების პროგრესირებასთან ერთად მკვეთრად იკლებს წონა, ვითარდება ანემია, ხშირი ღებინებისა და სითხის მიღების დარღვევის გამო თავს იჩენს ორგანიზმის გაუწყლოების ნიშნები. საგულისხმოა, რომ საყლაპვის კიბოს დროს, კეთილთვისებიანი სტრიქტურისგან (შევიწროებისგან) განსხვავებით, ეს სიმპტომები საკმაოდ სწრაფად ვითარდება. საყლაპავის კეთილთვისებიანი სიმსივნეებიდან უმეტესად ფიბრომები, პოლიპები და კისტები გვხვდება. მცირე ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნე შესაძლოა რამდენიმე ხანს უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, მაგრამ ზომის მატებისას თავს იჩენს დისფაგია, ღებინება, წონის დაქვეითება.


  • რა დაავადებაა ეზოფაგიტი, რატომ აღმოცენდება ის და როგორია მისი სიმპტომატიკა?

- ტერმინი ეზოფაგიტი საყლაპავის ანთებას ნიშნავს. დაავადება უმეტესად საყლაპავის ქვედა მესამედს აზიანებს. მწვავე ეზოფაგიტი საყლაპავის ლორწოვან გარსზე სხვადასხვა ფიზიკური და ქიმიური ფაქტორის (ცხელი და გამღიზიანებელი ნივთიერებების, მჟავების, ტუტეების, უცხო სხეულების) დამზიანებელი ზემოქმედების შედეგია. ხშირად მწვავე ეზოფაგიტს ინფექციური აგენტებიც იწვევს. დაავადებას ახასიათებს საყლაპავის მდებარეობის ადგილას - მკერდის ძვლის უკან - მუდმივი წვის შეგრძნება, ტკივილი საყლაპავის გასწვრივ, რომელიც საგრძნობლად ძლიერდება მილში საკვების გადაადგილებისას. დღეს აქტუალურია რეფლუქს-ეზოფაგიტის პრობლემა.

რეფლუქს-ეზოფაგიტი საყლაპავის ანთებაა, რომელიც ეგრეთ წოდებული გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების დროს აღმოცენდება. კუჭის ქვედა მომჭერის ანუ სფინქტერის ტონუსის დაქვეითებისა და კუჭის მჟავე წვენის მოცულობის გაზრდის გამო მისი მჟავე შიგთავსი საყლაპავში ამოიტყორცნება. რეფლუქსის პროვოცირებას მუცლის ღრუში წნევის მომატებაც უწყობს ხელს. კუჭის მჟავე შიგთავსის ხშირი ზემოქმედება საყლაპავის ლორწოვანზე მისი ანთების მიზეზად იქცევა. ასე ყალიბდება რეფლუქს-ეზოფაგიტი. ტკივილი არა მარტო ყლაპვის დროს, არამედ ზოგჯერ სპონტანურად ანუ თავისთავადაც აღმოცენდება. გარდა ყლაპვის გაძნელებისა და სპონტანური ტკივილისა, რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს ავადმყოფი უჩივის წვის შეგრძნებას მკერდის ძვლის უკან, გულძმარვას. ტკივილისა და გულძმარვის პროვოცირებას იწვევს დიდი რაოდენობით საკვების მიღება, ალკოჰოლიანი სასმელები, ციტრუსები და მათი წვენები, ყავა, შოკოლადი, თამბაქო. სიმპტომები ძლიერდება, როცა კარგად დანაყრებული პაციენტი დანაყრებისთანავე წამოწვება, ხოლო სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატები მათ ამსუბუქებს.

  • ბრძანეთ, რომ დისფაგიის მიზეზი შეიძლება საყლაპავის დივერტიკულიც იყოს.

- საყლაპავის დივერტიკული მისი კედლის პარკისებური გამოდრეკაა. ის ხშირად წარმოიქმნება ხახისა და საყლაპავის საზღვარზე, ტრაქეის გაორკაპების ადგილას და დიაფრაგმის ზემოთ. ზოგჯერ დივერტიკული იმდენად დიდია, რომ საყლაპავზე ზეწოლას ახდენს, რასაც ყლაპვის გაძნელება, მკერდის ძვლის უკან და ბეჭთაშუა არეში ტკივილი მოჰყვება.

  • რა თავისებურებები ახასიათებს საყლაპავის სხვა ორგანულ დაავადებებს?

- შეიძლება ითქვას, რომ ხსენებული პათოლოგიები კლინიკური ნიშნებით ერთმანეთს ჰგავს. ყლაპვის გაძნელება ანუ დისფაგია, ტკივილი ყლაპვის დროს მათი უმთავრესი სიმპტომია. ამ ჩივილებს ერთვის გულძმარვა, სპონტანური ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ზოგჯერ - ღებინება.

ყლაპვის პერიოდულ გაძნელებას იწვევს საყლაპავის ვიწრო ქვედა რგოლი - ეგრეთ წოდებული შაცკის რგოლი. ის ლორწოვანი გარსისგან წარმოიქმნება საყლაპავისა და კუჭის შეერთების ადგილას და სანათურის შევიწროებას იწვევს. როდესაც რგოლის დიამეტრი 12-13 მილიმეტრზე ნაკლები ხდება, დროდადრო საყლაპავის განვლადობა მცირდება და ყლაპვა ძნელდება.Aამ სიმპტომს ახასიათებს გარკვეული თავისებურება: ჭირს მხოლოდ მყარი საკვების ყლაპვა, თანაც ყლაპვის გაძნელება ეპიზოდურია. აღსანიშნავია, რომ ასეთი ლორწოვანის რგოლი ჯანმრთელ პირთა 10%-ს აქვს და დისფაგიის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია.

  • რითია განპირობებული საყლაპავის შევიწროება ანუ სტენოზი?

- სტენოზი მეტწილად საყლაპავზე ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგია, თუმცა ის შეიძლება საყლაპავის წყლულს, ნებისმიერი გენეზის ეზოფაგიტსაც მოჰყვეს. პაციენტი გრძნობს, რომ საყლაპავში საკვები ძნელად გადაადგილდება, აქვს ლუკმის ყელზე დადგომის შეგრძნება. ეს სიმპტომები თავდაპირველად მყარი საკვების მიღებისას აღმოცენდება. ყლაპვის გაადვილების მიზნით ავადმყოფები საკვებს ხშირად წყალს აყოლებენ. შემდგომში, როცა სტენოზი პროგრესირებს და შევიწროების ხარისხი იმატებს, ძნელდება თხევადი საკვების მიღებაც. თანდათან იკლებს წონა, ვითარდება ანემია.


  • რა თავისებურებები ახასიათებს საყლაპავის მოტორულ დაავადებებს?

- კარდიის აქალაზია ანუ კარდიოსპაზმი არის საყლაპავის გლუვი კუნთის მოტორიკის დარღვევა, რომლის დროსაც საყლაპავის ქვედა სფინქტერს ანუ მომჭერს არ გააჩნია ყლაპვის პროცესში ნორმალური მოდუნების ანუ რელაქსაციის უნარი.Aამ მდგომარეობას ავლენს დისფაგია, გულმკერდის ტკივილი და რეგურგიტაცია - მიღებული საკვების ამოტყორცნა. დისფაგია დაავადების ადრეული ნიშანია, ვითარდება როგორც მყარი, ისე თხევადი საკვების მიღებისას, გაცილებით მკვეთრად არის გამოხატული ემოციური სტრესისა და ჩქარი ჭამის დროს. დამახასიათებელი სიმპტომია ყლაპვის გაადვილება, როცა საყლაპავში იზრდება წნევა - მაგალითად, როცა პაციენტი ცხვირისა და პირის ღრუს ხელით დაიხშობს და ღრმა ამოსუნთქვის იმიტაციას მოახდენს. საყლაპავში ნერწყვისა და დიდი ოდენობით საკვების დაგროვება რეგურგიტაციასა და შიგთავსის სასუნთქ გზებში ასპირაციას (გადაცდენას) იწვევს. დაავადება, ჩვეულებრივ, ქრონიკულია, ახასიათებს პროგრესული დისფაგია და წონის დაქვეითება, თუმცა ნელა პროგრესირებს.

საყლაპავის მოტორიკის დარღვევას ავლენს საყლაპავის დიფუზური სპაზმი. მას, გარდა დისფაგიისა, ახასიათებს გულმკერდის ტკივილი. შეგრძნება ლოკალიზებულია მკერდის ძვლის უკან და იმდენად ძლიერია, რომ ხშირად საჭირო ხდება მისი დიფერენცირება გულის იშემიური დაავადებისგან. დაავადების სიმპტომების აღმოცენების საფუძველია საყლაპავის კუნთების არათანმიმდევრული შეკუმშვა ან საყლაპავის გლუვი კუნთების ერთდროული ხანგრძლივი შეკუმშვა დიდი ამპლიტუდით, ნაცვლად კუნთების ნორმალური, ერთეული შეკუმშვისა, რომელიც საყლაპავის შიგთავსის გადაადგილებას იწვევს. საყლაპავის დიფუზური სპაზმის ტიპური ნიშანია დისფაგიის გარდამავალი ხასიათი - მისი პერიოდული აღმოცენება და გაქრობა.

  • ალბათ დაგვეთანხმებით, რომ განხილული დაავადებების კლინიკური გამოვლინებანი ერთმანეთის მსგავსია. ერთი შეხედვით შეიძლება შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ მათი ერთმანეთისგან განსხვავება შეუძლებელიც კია...

- ყოველ კერძო შემთხვევაში ექიმი პაციენტის ჩივილების გათვალისწინებით ვარაუდობს, რომელი დაავადება შეიძლება იყოს ყლაპვის გაძნელების მიზეზი, თუმცა საყლაპავის დაავადებებით გამოწვეული დისფაგიის დროს დიაგნოზის დაზუსტებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ინსტრუმენტულ გამოკვლევებს - რენტგენოსკოპიასა და ენდოსკოპიას ენიჭება. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც დისფაგიის ორგანულ ხასიათს ვეჭვობთ, აღნიშნული კვლევები აუცილებელია.

საყლაპავის გამოკვლევის მიზნით უნდა ჩატარდეს კონტრასტული რეტგენოსკოპია ბარიუმის გამოყენებით: პაციენტი სვამს ბარიუმის წყალხსნარს, ამ დროს კი სპეციალისტი საყლაპავს ათვალიერებს. აღნიშნული კვლევა გვეხმარება როგორც საყლაპავის სტრუქტურის (მაგალითად, სტენოზი, დივერტიკული), ისე მოტორიკის დარღვევასთან დაკავშირებული (აქალაზია, დიფუზური სპაზმი) დაავადებების დიაგნოსტიკაში.

მექანიკური დისფაგიის ან საყლაპავის ლორწოვანი გარსის დაზიანების მიზეზის დაზუსტება ეზოფაგოსკოპიით არის შესაძლებელი. ამ დროს ხდება საყლაპავის ლორწოვანის დათვალიერება სპეციალური ხელსაწყოს - ეზოფაგოსკოპის მეშვეობით. ეზოფაგოსკოპიის დროს ლორწოვანის დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში ტარდება ბიოფსია - ქსოვილის ნაწილის ამოკვეთა და მისი აგებულების მიკროსკოპიული შესწავლა. ამავე მეთოდით ხდება საყლაპავის სიმსივნეების დიაგნოსტიკა, მისი ხასიათის (ავთვისებიანი, კეთილთვისებიანი) დადგენა.

  • რამ შეიძლება გამოიწვიოს მექანიკური ზეწოლა საყლაპავზე და როგორ ხდება ამ მდგომარეობის დიაგნოსტიკა?

- საყლაპავის კომპრესია ანუ გარედან მექანიკური ზეწოლა შეიძლება გამოიწვიოს მარცხენა წინაგულის გადიდებამ (ხშირია გულის მიტრალური მანკების დროს), აორტის ანევრიზმამ - აორტის კედლის პარკისებურმა გამოდრეკამ, ლავიწქვეშა არტერიისა და სხვა სისხლძარღვების ანომალიურმა მდებარეობამ, ფარისებრი ჯირკვლის მნიშვნელოვანმა გადიდებამ, გულმკერდის სიმსივნეებმა, შუასაყრის ლიმფური კვანძების გადიდებამ, შუასაყრის სიმსივნეებმა, ხერხემლის ოსტეოქონდროზის შედეგად აღმოცენებულმა ძვლოვანმა წანაზარდებმა ანუ ოსტეოფიტებმა. თითოეულ ამ პათოლოგიას მისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები აქვს, რომლებიც საკმაოდ თვალსაჩინოა და დისფაგიის მიზეზების განსაკუთრებული ძიებაც არ გვჭირდება, თუმცა არ არის გამორიცხული, ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, აორტის ანევრიზმის დროს, პირველი ნიშანი სწორედ ყლაპვის გაძნელება იყოს.


საყლაპავის კომპრესიის დიაგნოსტიკაში გვეხმარება რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ბარიუმით კონტრასტირებისას ზეწოლა გამოვავლინოთ.

  • ზემოთ ოროფარინგეული დისფაგია ახსენეთ...

- ეს არის დისფაგიის სახე, როდესაც გაძნელებულია პირის ღრუში არსებული საკვების პირ-ხახიდან საყლაპავისკენ გადაადგილება. ის უმეტესად ნევროლოგიურ ან კუნთოვან დაავადებებთან არის დაკავშირებული. ოროფარინგეული დისფაგიის დროს ავადმყოფს უჭირს ყლაპვის დაწყება, ხშირად აღენიშნება საკვების გადატყორცნა ცხვირის ღრუში, ხოლო შემდეგ - ასპირაცია სასულეში, რასაც ხველა მოსდევს.

  • რომელი დაავადებები შეიძლება იქცეს ასეთი დისფაგიის მიზეზად?

- ყლაპვის ასეთი გაძნელება შეიძლება მოჰყვეს ნერვული სისტემის დაავადებებს - ინსულტს, პარკინსონის დაავადებას, ბულბარულ პოლიომიელიტს, გაფანტულ სკლეროზს, ზოგიერთი ლოკალიზაციის სიმსივნეს და ზოგიერთ სხვა პათოლოგიას. დისფაგია ვითარდება მიასთენიის, კუნთოვანი დისტროფიის, ხახის კუნთების დისკოორდინაციის დროსაც. ამ შემთხვევებში, გარდა ყლაპვის გაძნელებისა, ვლინდება ის სიმპტომები, რომლებიც დამახასიათებელია ძირითადი დაავადებისთვის. მაგალითად, პარკინსონიზმის დროს - კანკალი, მიოპათიის დროს - კუნთების სისუსტე, ადვილად დაღლა. საბოლოო დიაგნოზის დასმა ნევროლოგის კომპეტენციაა.

  • მკითხველმა კარგად იცის, რომ ყლაპვა შეიძლება ანგინით გამოწვეული ყელის ტკივილის დროსაც გაგვიჭირდეს.

- რა თქმა უნდა, ყლაპვის გაძნელების მიზეზი შეიძლება იყოს მწვავე ტონზილიტი - ნუშურა ჯირკვლების მწვავე ანთება, აბსცესი ანუ ჩირქგროვა, რომელიც ტონზილიტის შედეგად შეიძლება აღმოცენდეს, ინფექციური ფარინგიტი (ხახის ანთება). გარდა ამისა, დისფაგია შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა ინფექციურმა დაავადებამ, რომელსაც სხვა სიმპტომებთან ერთად ტონზილიტი და ფარინგიტიც ახასიათებს, მაგალითად, დიფტერიამ, ქუნთრუშამ, ინფექციურმა მონონუკლეოზმა. ყლაპვის გაძნელება ვითარდება ცოფის, ბოტულიზმისა და ტეტანუსის დროსაც. ყველა ჩამოთვლილი დაავადების დროს დისფაგია დროებითია და ძირითადი დაავადების მკურნალობის პროცესში უკუვითარდება. დიაგნოსტიკაში გვეხმარება ანთებისა და ჩამოთვილი ინფექციური პათოლოგიების დამახასიათებელი კლინიკური სურათის გამოვლინება.

  • შესაძლოა თუ არა, საყლაპავისმიერი დისფაგია ნევროზის ერთ-ერთი სიმპტომი იყოს?

- ნევროზის დროს ხშირად აღმოცენდება ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნება, რომელსაც, თანამედროვე შეხედულების თანახმად, საყლაპავისმიერ დისფაგიასთან საერთო არაფერი აქვს. ნევროზის დროს ასეთი შეგრძნება პაციენტს მუდმივად აწუხებს და ყლაპვისას ოდნავ ძლიერდება, საყლაპავისმიერი დისფაგიის დროს კი სიმპტომები მხოლოდ ყლაპვის პროცესში აღმოცენდება.


  • როგორია მედიკამენტების როლი დისფაგიის აღმოცენებაში?

- ზოგიერთი მედიკამენტის მიღება თრგუნავს საყლაპავის მოტორულ აქტივობას და ყლაპვის გაძნელებას იწვევს. ასეთი ეფექტი აქვს ამინაზინს, პროპაზინს, სიმსივნის საწინააღმდეგო ზოგიერთ პრეპარატს. გარდა ამისა, პრეპარატების მთელი წყება ეზოფაგიტს და შედეგად ყლაპვის გაძნელებას იწვევს. ასეთი ეფექტი აქვს ანტიბიოტიკებს (დოქსიციკლინს, ტეტრაციკლინს, ოქსიტეტრაციკლინს, მონოციკლინს, პენიცილინს, კლინდამიცინს) და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს (ასპირინს, ინდომეტაცინს, იბუპროფენს). საყლაპავის ლორწოვანი შეიძლება დაზიანდეს კალიუმის ქლორიდის, რკინის პრეპარატების, C ვიტამინის ზემოქმედებითაც. მედიკამენტური ეზოფაგიტისა და მასთან დაკავშირებული დისფაგიის თავიდან ასაცილებლად აღნიშნული მედიკამენტები უნდა მივიღოთ დაწოლამდე სულ ცოტა 2-3 საათით ადრე საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

  • რომელი ზოგადი დაავადება შეიძლება იქცეს დისფაგიის მიზეზად?

- დისფაგია ხშირად სდევს თან რკინადეფიციტურ ანემიას. ამ დროს საყლაპავის კისრის ნაწილში წარმოიქნება შემაერთებელქსოვილოვანი აპკი, რაც ყლაპვის გაძნელებას იწვევს. წესისამებრ, ანემიის კორექციისას დისფაგიაც ქრება. დისფაგია ტიპური ნიშანია შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაზიანებით მიმდინარე დაავადებების - სკლეროდერმიისა და დერმატომიოზიტის დროს. ამ პათოლოგიებს დისფაგიასთან ერთად ახასიათებს კუნთების, სახსრების დაზიანება, ცვლილებები კანის მხრივ. სკლეროდერმიისას თვალსაჩინო ცვლილებები ვითარდება ზემო კიდურების თითებზე, იცვლება გამომეტყველება, ავადმყოფი იღებს დამახასიათებელ იერს. დისფაგია შეიძლება აღმოცენდეს კრონის დაავადების, სარკოიდოზის, ბეხჩეტის დაავადების შორს წასულ შემთხვევებშიც.

  • რას ურჩევდით პაციენტებს დისფაგიის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თაობაზე?

- დისფაგია, როგორც წესი, რომელიმე დაავადების სიმპტომია. შესაბამისად, მკურნალობაც გამომწვევი დაავადების მკურნალობას გულისხმობს. საყლაპავისმიერი დისფაგიის ზოგიერთ შემთხვევაში (სტრიქტურა, აპკი) შესაძლოა საჭირო გახდეს საყლაპავის დილატაცია (გაფართოება). ზოგიერთი მდგომარეობისას აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევაც.

დისფაგიის დიაგნოსტიკა საკმაოდ საპასუხისმგებლოა და ის მხოლოდ სპეციალისტს შეიძლება მივანდოთ. არის მდგომარეობები, როცა საჭიროა სასწრაფო ვიზიტი ექიმთან, კერძოდ, როდესაც:

  1. აღინიშნება ყლაპვის სრული შეწყვეტა - აფაგია;
  2. დისფაგიას თან სდევს წონის მკვეთრი კლება;
  3. დისფაგია პირველად აღმოცენდა და თან ახლავს ნევროლოგიური სიმპტომატიკა - მოძრაობის ძალისა და ამპლიტუდის დაქვეითება.

გაითვალისწინეთ: საყლაპავისმიერი დისფაგიის შემთხვევაში დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია ეზოფაგოსკოპია.