5G ანძები, ვაქცინები და "ციფრული დაკაბალება ": ახალი კორონავირუსი და შეთქმულების თეორიები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5G ანძები, ვაქცინები და "ციფრული დაკაბალება ": ახალი კორონავირუსი და შეთქმულების თეორიები

ზოგიერთი ქვეყნის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ავრცელებდნენ, რომ ვირუსი სამხედროების მიერ იყო შემუშავებული. ოთხი ქვეყნის: ბელორუსის, თურქმენეთის, ნიკარაგუას და ბრაზილიის - ლიდერები დღემდე უარყოფენ პანდემიის რეალობას, რითაც საფრთხის ქვეშ აყენებენ საკუთარ მოსახლეობას.

შეთქმულების თეორია საინფორმაციო ეკოსისტემის ნაწილი გახდა. მას ავრცელებენ ბლოგერები და მას-მედია, რასაც აზიარებენ სოციალური ქსელებით, ამ აზრს იზიარებენ ცნობადი სახეები და ჩინოვნიკები.

Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების თითქმის მესამედს სჯერა, რომ კორონავირუსი SARS-CoV-2 ხელოვნურადაა შექმნილი. ნებისმიერი შეთქმულების თეორია იგება იმ აზრით, რომ მოვლენების ოფიციალური ვერსია ამა თუ იმ დოზით შეიცავს ტყუილს.

დღეისათვის კონსპიროლოგია თან ახლავს პრაქტიკულად ნებისმიერ დიდ მოვლენას. ჯანმრთელი ადამიანისთვის 5G-ის სავარაუდო მავნეობის თეორია უკვე რამდენიმე წელია არსებობს. თავიდან კონსპიროლოგები თვლიდნენ, რომ 5G იწვევს კიბოს, მაგრამ ეპიდემიის დაწყების შემდეგ ყურადღება გადატანილ იქნა კორონავირუსზე. დღეს ბევრი ფიქრობს, რომ მასობრივი რესპირატორული დაავადების უკან დგას არა ვირუსი, არამედ 5G სიხშირეები, რომლებიც ჟანგბადის მოლეკულებს აიძულებენ წამში 60 მილიარდი ჰერცი სიხშირით რხევას, რის შედეგადაც ჟანგბადის მოლეკულები ვეღარ უკავშირდებიან ადამიანის ჰემოგლობინს. ამ თეორიის თანახმად, ჩოვიდ-19-ით დაავადებულებს აღენიშნებათ "5G-რადიაციით" გამოწვეული ჰიპოქსია. ამის დასადასტურებლად, კონსპიროლოგებს მოჰყავთ ის ფაქტი, რიმ ჰუბეი ერთერთი პირველი ქალაქი იყო, სადაც 2019 შემოდგომაზე გაუშვეს 5G-ქსელი.

აპრილის დასაწყისში ბრიტანეთის პრესა წერდა 5G ანძების შეგნებულად დაწვის ფაქტებზე ბირმინგემსა და ლივერპულში.

მეცნიერების აზრით, 5G სიხშირეები, ისევე როგორც წინამორბედი სტანდარტები, ადამიანისთვის უსაფრთხოა. ამას გარდა კორონავირუსი გავრცელდა ბევრ ისეთ ქვეყანაში (მაგალითად ირანში), სადაც არ არის 5G.

ბევრი, ვაქცინაციის მოწინააღმდეგე თვლის, რომ ახალი კორონავირუსი დაკავშირებულია მილიარდერ და ფილანტროპ ბილ გეიტსთან, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისიდან აფინანსებდა ვაქცინაციის პროგრამებს აფრიკისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებში.

კონსპიროლოგებს სჯერათ, რომ პანდემია მსოფლიო ელიტის- გეითსის, როკფელერებისა და უორენ ბაფეტის მიერ არის დაგეგმილი, მასობრივი ვაქცინაციის მიზნით.

მოსახლეობაზე კონტროლი კიდევ ერთი შეთქმულების თეორიაა, რომლის თანახმადაც უნდა დამყარდეს ახალი მსოფლიო წესრიგი. ამ აზრის მიმდევრები იზიარებენ, რომ ვირუსი ხელოვნურად შეიქმნა ეკონომიკური ან პოლიტიკური დომინირების მიზნით.

არსებობს ასევე თეორია, რომ ვირუსი, როგორც ბიოლოგიური იარაღი, შექმნეს ჩინეთმა, ა.შ.შ-მ ან რუსეთმა. ამერიკელი კონსპიროლოგები ფიქრობენ, რომ ვირუსი ჩინეთის ბიოლოგიური იარაღია მსოფლიო ბაზრების ხელში ჩასაგდებად. რუსი და ჩინელი პროპაგანდისტები ავრცელებენ შეთქმულების თეორიას, რომ ვირუსი SARS-CoV-2 შეიქმნა ამერიკის ლაბორატორიაში და შეტანილ იქნა ჩინეთში საერთაშორისო სამხედრო სწავლების დროს.

ასევე წაიკითხეთ:

როგორ ვლინდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმა


კორონავირუსი - რისი სწავლა შეეძლო დასავლეთს ჩინეთისგან და რა ვერ გაითვალისწინა


ბრიტანელი მედიკოსების განცხადებით კორონავირუსის ერთერთი სიმპტომი შეიძლება აღმოჩნდეს ყნოსვის უეცარი დაკარგვა


ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ


კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება


მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს