კორონავირუსი - რისი სწავლა შეეძლო დასავლეთს ჩინეთისგან და რა ვერ გაითვალისწინა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონავირუსი - რისი სწავლა შეეძლო დასავლეთს ჩინეთისგან და რა ვერ გაითვალისწინა

გადააჭარბა. ვნახოთ, რა ვერ გაითვალისწინა ევროპამ ჩინეთისგან განსხვავებით.

გაკვეთილი პირველი: პრობლემის სერიოზულობის აღიარება და სწრაფი მოქმედება.

ჯანდაცვის ექსპერტებმა შეიმუშავეს აფეთქების საწინააღმდეგო ღონისძიებები- ინფიცირებულების იზოლაცია და სოციალური დისტანცირების წახალისება. ეს ღონისძიებები ამა თუ იმ ხარისხში კეთდება ევროპაში, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავებაა არის ის, რომ დასავლეთის ბევრი ქვეყანა ისე სწრაფად არ მოქმედებდა. დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ.შ. ხელიდან გაუშვეს შესაძლებლობები. მათ ორი თვე ჰქონდათ ჩინეთში შექმნილი ვითარებიდან, მაგრამ დრო ხელიდან გაუშვეს.

ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას "იდუმალი" შარს-მსგავსი პნევმონიის შესახებ განაცხადა 31 დეკემბერს. იმ მომენტისთვის არ იყო დამტკიცებული ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა, მაგრამ სამი დღის განმავლობაში, სინგაპურმა, ტაივანმა და ჰონკგომა გააქტიურეს სასაზღვრო პუნქტებზე კონტროლი. ტაივანი უჰანიდან მომავალი თვითმფრინავის რეისის მგზავრების შემოწმებასაც კი ახორციელებდა.

გაკვეთილი მეორე: ტესტირების ხელმისაწვდომობა და მომცველობა.

საწყის ეტაპზე ავადობის მაჩვენებელმა სამხრეთ კორეაში მკვეთრად მოიმატა. მიუხედავად ამისა, სამხრეთ კორეამ სწრაფად შეიმუშავა ვირუსზე ტესტი და დღეისათვის დატესტილია 290000-ზე მეტი ადამიანი. ყოველდღიურად სამხრეთ კორეაში 10000 ტესტი კეთდება უფასოდ. მათი აქტივობა და მოსახელობის შემოწმება საოცარია. 2015 წელს ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის აფეთქების შემდეგ, რომლის შედეგადაც 35 ადამიანი გარდაიცვალა, კორეაში შექმნეს ინფექციურ დაავადებების სწრაფი დადასტურების ტესტირების სისტემა.

ამისგან განსხვავებით ა.შ.შ-ში ტესტირება გადადებულ იქნა და ყველასათვის უფასო ტესტირების კანონის მიღებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ამასთან დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ საავადმყოფოში მყოფები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას. ეს კი მსუბუქი სიმპტომების მქონე შემთხვევების გამოვლენას გაართულებს. ექსპერტები თანმხდებიან, რომ ფართო ტესტირება ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

გაკვეთილი მესამე: იზოლაცია და კონტროლი.

მხოლოდ სიმპტომების მქონე ადამიანების კონტროლი არასაკმარისია. უმნიშვნელოვანესია მათთან კონტაქტში მყოფ ადამიანებზე დაკვირვება. სინგაპურში 6000-ზე მეტი ჩონტაცტ—ტრაცედ დეტექტივია, რომლებიც ახორციელებენ ვიდეოსათვათვალო კამერებით ადამიანების ძებნას, ტესტირებას, ტესტირების შედეგების მიღებამდე მათ თვითიზოლაციაში მოქცევას.

ჰონკონგში დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე ორ დღის ვადაში არსებული კონტაქტების კონტროლი ხდება. მათ ასევე მიიღეს ინტრუზიული ღონისძიებები, რათა თვითიზოლაციაში მყოფები ფაქტობრივად დარჩნენ სახლში.

ჰონკონგში ახლად ჩასულებმა უნდა ატარონ ელექტრონული სამაჯური, გადაადგილებებზე დასაკვირვებლად.

სინგაპურში თავისუფლების აღკვეთის ვადებიცაა მათთვის ვინც არღვევს "დარჩი სახლში" წესს. ერთერთ სამართალდამრღვევს ქვეყანაში ცხოვრების უფლებაც კი ჩამოერთვა. დასავლეთის ბევრი ქვეყნისთვის მსგავსი ზომების მიღება რთული იქნება მოსახლეობის სიმრავლისა და ადამიანის უფლებების დაცვის გამო, მაგრამ გარკვეული ღონისძიებები ადაპტირებული უნდა იქნას ქვეყნის თავისებურებებიდან გამომდინარე.

გაკვეთილი მეოთხე: ადრეული სოციალური დისტანცირება.

სოციალური დისტანცირება აფეთქების შეჩერების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებადაა აღიარებული. რაც უფრო გვიან იქნება აღნიშნული ზომა მიღებული, მით უფრო ექსტრემალური უნდა იყოს იგი. ჩინეთში, უჰანში, სადაც ვარაუდობენ ვირუსული ინფექციის დაწყებას, ხუთმა მილიონმა ადამიანმა დატოვა იგი, ქალაქის ჩაკეტვამდე. ამან გამოიწვია ის, რომ მთავრობამ გამოაცხადა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი კარანტინი.

იტალია და ესპანეთი იძულებულები გახდნენ შემოეღოთ შეზღუდვები მას შემდეგ, რაც დასნებოვნებულთა რიცხვმა 1000 მიაღწია.

სინგაპურში, პირიქით სკოლები ისევ მუშაობს, თუმცა საზოგადოებრივი თავშეყრის ღონისძიებები გააუქმეს.

იმ დროისთვის როდესაც ბევრმა ქვეყანამ გააძლიერა კონტროლი, ავადობის მაჩვენებელი იმდენად მაღალი იყო, რომ საჭირო გახდა გადამჭრელი ღონისძიებების გატარება. სოციალური დისტანცირება დამოკიდებულია მთავრობის გადაწყვეტილებაზე შეკრებების აკრძალვასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ასევე დამოკიდებულია რამდენად მზადაა ხალხი მასში მონაწილეობის მისაღებად.

გაკვეთილი მეხუთე: საზოგადოების ინფორმირებულობა.

თუ საზოგადოების მხრიდან არ იქნება თანამშრომლობის მზადყოფნა, ხელისუფლების პოლიტიკა ვერ გატარდება. მნიშვნელოვანია საზოგადოებას ავუხსნათ რომ მთავრობის ამგვარი ქმედებები და ღონისძიებები დაფუძნებულია მეცნიერულ მონაცემებზე.

ჩინეთმა დასაწყისში თანდათანობით აღიარა აფეთქება. უჰანში მიუხედავად მდგომარეობისა, ჩატარდა დიდი პოლიტიკური შეკრება. ხელისუფლება სჯიდა იმ ექიმებს, ვინც ცდილობდა ხმის ამოღებასა და სხვების გაფრთხილებას, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მას შემდეგ, რაც ერთერთი მათგანი ვირუსისგან გარდაიცვალა. ახლა ჩინეთმა მიიღო დიდი შეფასება ვირუსის გავრცელების შეჩერებაში, მას შემდეგ რაც შემოიღო მასობრივი შეზღუდვები და ჰოსპიტალური პოტენციალი გაზარდა. კრიტიკოსების თქმით, მხოლოდ იმიტომ გახდა ამგვარი გადამჭრელი ზომების მიღება საჭირო, რომ პირველი რეაქცია არ იყო სათანადოდ სწრაფი.

სინგაპურის ხელისუფლებამ მაღალი შეფასება მიიღო იმის გამო, რომ მკაფიო ინფორმაციას იძლეოდა კორონავირუსის შესახებ. ამ კუთხით განიხილება პრემიერ- მინისტრის გამოსვლაც, რომელმაც მოუწოდა ხალხს არ აყოლოდნენ პანიკას. მის მიერ გატარებულმა რონისძიებებმა ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭრა მიიღო, რასაც ხელი შეუწყო იმანაც, რომ სინგაპური უკვე დიდი ხანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ნაციონალურ უსაფრთხოებაზე კოლექტიურ პასუხისმგებლობას.

გაკვეთილი მეექვსე: ინდივიდუალური ურთიერთობები.

ამბობენ, რომ აზიელები უფრო იცავენ მთავრობის განკარგულებებს. თუმცა ჰონკონგში ხელისუფლება არ სარგებლობს საზოგადოების მაღალი ნდობით და თვეები გრძელდებოდა ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები. მაგრამ მსოფლიოს ერთერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, ბევრმა მოქალაქემ თავად მოახდინა სოციალური დისტანცირება და უარი თქვეს მთვარის ახალი წლის შეხვედრებსა და ღონისძიებებზე. ჰონკონგელები მართალია არ ენდობიან ხელისუფლებას, მაგრამ ისინი ამაყობენ ჰონკონგით და ინფექციის აფეთქებას განიხილავენ, როგორც თვითმყოფადობის საფრთხეს. ბევრ მოქალაქეს გააჩნია ძლიერი პასუხისმგებლობის ინდივიდულური გრძნობა.

ჯერ არაა ნათელი რამდენ ხანს გაგრძელდება აფეთქება. თუ შეზღუდვები ნაადრევად მოიხსნება, ადგილობრივი გადაცემები შესაძლებელია ისევ დაიწყოს. ექსპერტები ჯერჯერობით მოდუნების საფუძველს ვერ ხედავენ, ვიდრე არ იქნება ვაქცინა, რომელიც შეიძლება 18 თვის შემდეგ გამოჩნდეს. ხანგრძლივი შეზღუდვები ზარალს აყენებს ეკონომიკას, ხოლო ეპიდემია საზოგადოებრივ ჯანდაცვას აყენებს რისკის ქვეშ.

ასევე წაიკითხეთ:

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება


მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს