მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს

მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს
ცნობილი ქართველი მეცნიერი, ჭიპლარის სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორი, მედიცინის დოქტორი
გოჩა შათირიშვილი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებს ვრცელ პოსტს უძღვნის სოციალურ ქსელში. გთავაზობთ მის მეტად საგულისხმო მოსაზრებებს:

რამდენიმე მოსაზრება მინდა დავწერო კორონავირუსთან დაკავშირებით და ეს საკითხი სხვა კუთხით განვიხილო. არ მაქვს ექსპერტობის პრეტენზია, ასე ვხედავ მოვლენებს და გიზიარებთ.

პირველ რიგში, ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპაში ყველაზე ლამაზ და ლაღ ქვეყნებში, სადაც სიცოცხლე ალბათ ყველაზე მეტად გიხარია, და რომლებიც ბევრი რამით ჩვენ გვგვანან, თუნდაც დისციპლინის და წესრიგისადმი ოდნავ მსუბუქი დამოკიდებულებით, თუმცა უდიდესი კულტურითა და ისტორიით
ყველას ხიბლავენ ამ მსოფლიოში. რაც მთავარია, ევროპული ცივილიზაციის აკვანი სწორედ აქ დაირწა და საუკუნეების მანძილზე ბევრი განსაცდელის მიუხედავად დღემდე ინარჩუნებს თავის ადგილს და ამ გასაჭირსაც დაძლევენ და გაძლიერებულები გამოვლენ და ისევ ისეთი ლაღები და ბედიერები იქნებიან, როგორც აქამდე.

ახლა კი ჩემი აზრი იმის შესახებ, თუ
რამ გამოიწვია ზოგადად კორონავირუსისადმი ასეთი მოუმზადებლობა მსოფლიოში, რამაც საბოლოოდ მსოფლიო ლამის სრულ დამბლამდე მიიყვანა და კიდევ რა მოვლენები გველის და რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით. დღეს ამ დაავადების მიმართ საკმაოდ უსუსურები ვართ, შეშინებული ვსაუბრობთ, რომ არ გვაქვს არც ვაქცინა და არც წამალი. და ეს 21 საუკუნეში, როცა ამ ვირუსის გენომი დაუყოვნებლივ იქნა გაშიფრული და თანამედროვე მედიცინას, ბიოლოგიას, ბიოინფორმატიკას უამრავი საშუალება აქვს, რომ ვირუსული დაავადების წინასწარი მოდელირება გააკეთონ, ასევე გამომდინარე ვირუსის გენომის თავისებურებებიდან განსაზღვრონ, თუ უკვე არსებულ რომელ ანტივირუსულ პრეპარატს შეუძლია იყოს ეფექტური და ბოლოს და ბოლოს ვაქცინის შესაქმნელად გარკვეული სამუშაოები წინასწარ გასწიონ. საქმე ისაა, რომ ამ საუკუნეში ეს კორონავირუსის მესამე ეპიდემიაა. პირველიც ჩინეთში გაჩნდა და ისიც ღამურებისგან წამოვიდა, მეორე არაბეთში გაჩნდა და კიდევ უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდა. რა გააკეთეს მსოფლიო ჯანდაცვის მამებმა? მისდიეს ბოლომდე ამ დაავადებებს? გადაიარა და დაივიწყეს, ისე, რომ არც ვაქცინა და არც წამალი არ შექმნილა, არადა სარსი 2003 წელს გამოჩნდა. 17 წლის მანძილზე არ იყო შესაძლებლობა ამ ვაქცინის ან წამლის დამზადება? კიდევ რომ დაბრუნდეს ან ერთი და ან მეორე? ისინი გაცილებით მომაკვდინებელია, ვიდრე ახალი კორონავირუსი. მათ წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინის და პრეპარატების შექმნა ბევრად გაადვილებდა ახალი დაავადების ეფექტურ მკურნალობას. მონდომება და წინდახედულობა, ალბათ ფულიც არ ეყოთ . ევროპის და ამერიკის უაზრო რეგულაციები და უძვირესი კლინიკური კვლევები სრულიად არამიმზიდველს ხდის ამგვარ ვაქცინებში ფულის დაბანდებას, თუ ზოგადად, სახელმწიფო არ მიუდგა სახელმწიფოებრივად, ანუ საშიშ და პოტენციურად პანდემიის გამომწვევი ინფექციების კვლევაში და მკურნალობის შემუშავებაში პროექტებში ფული არ ჩადო და წამლის უბიუროკრატიულესი რეგულაციები არ შეამსუბუქა, თუმცა როგორც ჩანს აქ უამრავი ლობისტური ინტერესიც მოქმედებს, რაც ხელს უშლის მცირე ზომის, ბიოტექნოლოგიური ფირმების აქტიობას, რაც ვაქცინის სწრაფად შექმნის საშუალებას მოგვცემდა. ფარმაცევტული კომპანიებისთვის ბევრად მიმზიდველია ონკოპრეპარატების წარმოება, რაც პაციენტს წელიწადში რამდენიმე ასეული ათასი დოლარი დაუჯდება, ვიდრე მომავლისათვის შესაძლო ძალიან საჭირო ვაქცინის და პრეპარატის შექმნა, რაშიც დიდი ალბათობით საკუთარი რამდენიმე მილიარდი უნდა დახარჯონ და სახელმწიფოს კი ეს ვაქცინა საერთოდ არ აინტერესებს. ასე ვერც ონკოლოგია ვითარდება და ვერც საშიში ინფექციები მარცხდება და მერე უამრავ ექიმსა და ექთანს და პაციენტს ეს ბრძოლა სიცოცხლის ფასად უჯდება.

mkurnali.geბობოლა ჩინოვნიკები ევროპასა და აშშ-ში ახლაც გაიძახიან, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინის ბაზარზე გატანას ერთი წელი მაინც უნდა, რომ ყველა ის ბიუროკრატიული პროცედურა გაიაროს, რაც დღეს არის დაწესებული. აქვს მსოფლიოს ამდენი დრო? და ახლაც რომ გაგვიმართლოს და მართლა ზაფხულთან რომ ერთად რომ გაქრეს ეს ვირუსი, იცით რამდენი სხვა ვირუსია საშიში პანდემიის პოტენციალით რიგში? არ უნდა შეიცვალოს სახელმწიფოების მიდგომები და დამოკიდებულება ამ ვირუსებთან მიმართებაში, თუ მსოფლიომ მარტო ბანკირების და მილიარდერების ფინანსურ გარანტიებზე უნდა იზრუნოს? როგორც ხედავთ, ვირუსი ყველას ერთნაირად ედება, პრემიერსაც და პრეზიდენტსაც, მინისტრსაც და მდიდარსაც.

ახლა დავითვალოთ სარსის გამოჩენის შემდგომ პერიოდში რამდენი ტრილიონი დოლარი დაიხარჯა თუნდაც ავღანეთში დემოკრატიის განვითარებისათვის და შედეგად ეს ქვეყანა ისევ იქაა, სადაც 2000 წელს და ალბათ მალე ტალიბანი დაიბრუნებს თავის მმართველობას, დავითვალოთ ერაყის ომის ხარჯებიც, ისიც, რამდენი რამდენი დაიხარჯა სირიის ომის მოსაგებად რუსეთის მხრიდან, ირანმაც რამდენი დახარჯა ატომური ბომბი რომ ჰქონოდა და ახლო აღმოსავლეთში ჯარები ეგზავნა, ახლა კი პირბადეები არ აქვს, აღარაფერს ვამბობ იმ ტრილიონებზე, რაც მსოფლიოს დიქტატორების და მილიარდერების ანგარიშებზე დაგროვდა და გაქრა ოფშორებში. რამდენი ტრილიონი იშოვა ეპლმა და მაიკროსოფტმა და ა.შ? ამათგან მხოლოდ ბილ გეიტსის ფონდი აკეთებს საქმეს საშიშ ინფექციებთან საბრძოლველად. მე პირადად არც ეპლის ფონდის და არც ბოინგის ან მერსედესის ფონდის შესახებ არაფერი მსმენია, რომ ამ მიმართულებით რამეში ცენტი დაეხარჯათ. მასკი საერთოდ მარზე მიფრინავს და კორონა არ ადარდებს. არაფერს ვამბობ რუსეთის , მსოფლიოს რესურსებით უმდიდრეს ქვეყნის ნულოვან წილზე მოწინავე ბიოტექნოლოგიების და ფარმაციის განვითარებაში.

მსოფლიო რომ იმას იმკის, რაც დათესა, ამაზე ეს ციფრებიც მიუთითებს: გადავხედოთ, რა ხელფასები აქვს ფეხბურთელებს და ზოგადად სპორტსმენებს წელიწადში. მესის 110 მილიონი დოლარი აქვს ხელფასი, რონალდუს 108 მილიონი , ფორმულა ერთის პილოტ ლუის ჰამილტონს 40 მილიონი ფუნტი წელიწადში, ბოქსიორების 36 წუთიან ბრძოლაში, წაგების შემთხვევაშიც კი ათეული მილიონი დოლარის ჰონორარს იღებენ, მეივეზერმა კი 275 მილიონი დოლარი იშოვა.

ახლა შევადაროთ ეს თანხები ყველაზე დიდი მეცნიერების პრიზს - ნობელის პრემიას. ადამიანმა 40 წელი უნდა შესწიროს მეცნიერებას, ყველაზე ნათელმა ტვინებმა იკვლიონ საკითხი, რომელსაც უდიდესი როლი მიენიჭება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაში და 80 წლის ასაკში ეძლევა რაღაც შანსი, თუ იცოცხლა მანამდე, მიიღოს 1 მილიონი დოლარი, რომელიც სამ მის სხვა კოლეგაზეც გადანაწილდება.

მეცნიერებაში ჩადებული თანხებიც შეადარეთ სპორტში დაბანდებულ თანხებს. და ძალიან გასაკვირია მერე, რომ კორონავირუსს ასე მოუმზადებელი შეხვდა მსოფლიო?

მჯერა, უფრო მეტად კი იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს მამებს ეს დღევანდელი და ხვალინდელი კრიზისი, რომელიც მსოფლიოს ამდენ სიცოცხლედ უჯდება, ბიზნესმენებს კი ასეულ მილიარდ დოლარად, დააფიქრებს ამ ყველაფერზე, გამოაღვიძებს და ძირეულად შეაცვლევინებს მიდგომებს და ბიუროკრატიულ რეგულაციებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში დავრჩებით მძიმე დაავადებების წინაშე მხოლოდ სპეცაღჭურვილობით, რომელსაც ზოგჯერ პირბადეებსაც ვერ ვუშოვით, საპნის იმედად და სუნთქვის აპარატების ამარა, ყოველგვარი სტრატეგიისა და პროაქტური მოქმედებების გარეშე, მუდმივ კარანტინში ჩარჩენილები და ყოველ ახალ ვირუსს 21-ე საუკუნის შავ ჭირს დავუძახებთ შუა საუკუნეების უსუსური საზოგადოების მსგავსად.

ასევე წაიკითხეთ:
კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 29-03-2020
საქმე
საბაზრო ეკონომიკის კანონია ეს ბატონო გოჩა. ინვესტიცია კეთდება მხოლოდ იქ საიდანაც მოდის დიდი მოგება. რაც შეეხება სახელმწიფო ინტერესს ისიც მოგების ინტერესებით იმართება, ხოლო საზოგადოების ინტერესები აქტუალური ხდება მხოლოდ ასეთი საშიშროებების დროს, რომელიც ყველასათვის ერთნაირად საშიშია. აბა არსებობდეს ვირუსის ას პროცენტიანი განკურნების ძვრფასიანი, მაგ 100000$-ანი წამალი. არანაირი საყოველთაო კარანტინები და მობილიზება არ იქნებოდა. ძლიერნი ამა ქვეყნისანი მოიმარაგებდნენ ამ წამალს და დანარჩენი ვინც გადარჩებოდა ხომ კარგი, თუ არადა სამუსაო ძალა აკლიათ თუ რა. რისკ ჯგუფები ისედაც ზედმატი ბარგია ბაზრისათვის, მოგებისათვის სწრაფვის პროცესში. ესაა სამყაროს განვითარების კანონზომიერება და ამაში გასაკვირი არაფერია. სამწუხაროდ.
თარიღი : 24-03-2020
გიორგი
სრულ სიმართლეს ამბობთ, ბატონო გოჩა სირცხვილია ფეხბურთელი ან ზოგადად სპორტსმენის წლიური ხელფასი რამოდენიმე მილიონით აღემატებოდეს თუნდაც რიგით ექიმის ხელფასს. ის თამაშობს და მის შრომას თამაში ქვია და არ შეიძლება მას ამხელა ხელფასი ქონდეს, აი რატომ იყვნენ კომუნისტები სწორენი,როდესაც ფეხბურთელის ( სპორტსმენის) შემოსავალი არასოდეს უსწრებდა მეცნიერის ხელფასს. თუმცა მათ გაჭირვებით არ აცხოვრებდნენ, და ყოველთვის სათანადო პატივში ყავდათ.
თარიღი : 23-03-2020
dadu
მართლაც მნიშვნელოვანი და საინტერესო კუთხით დაგვანახა მეცნიერმა მედიცინის სფეროში შექმნილი პრობლემები.ვეთანხმები მის მოსაზრებას და მიმაჩნია,რომ მედიცინის სფეროს განვითარებისათვის მეტი თანხები უნდა ჩაიდოს.
თარიღი : 22-03-2020
Nata
სამწუხაროა რომ მეცნიერებს დაფასება არ აქვთ!
თარიღი : 18-03-2020
ასეა ეს!
მსოფლიო ამ და მრავალ სხვა ხელოვნურ განსაცდელს მოუმზადებელი კი არ შეხვდა, სწორედ კარგად მომზადებული, კისერზე წითელბაფთაშებმული სააღდგომე ბატკანივით სპეციალურად დასაკლავად გამზადებული - მსოფლიოს კულისებისმიღმა მოქმედი ეშმაკეულთა სამასთა კომიტეტის მიერ!რომელი ვირუსი უნდა გაგიკვირდეს, როდესაც მე-2 მსოფლიო ომი 1933 წელს როკფელერ-ბანკის მიერ ჰიტლერის ხელისუფლებაში მიყვანიდან დაწყებული, იავარქმნილი გერმანიის აღდგენის მარშალის გეგმით დამთავრებული, თავისი 65 მილიონიანი მსხვერპლით, აშშ-ს ბიზნეს პროექტი იყო!
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც გამოცემა The Sun იტყობინება, ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერებმა
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ სწავლა სკოლებში დაგეგმილ დროს,
კორონავირუსის ეპიდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ვირთხების ცხოვრება. ეს ცხოველები ცხოვრობენ
COVID-19-ის ვირუსი ზედაპირებზე 24-72 საათი ძლებს. მრავალმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ეს არა ცოცხალი ვირუსი,
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ინგლისის მცხოვრებლებს ორშაბათიდან შეხვედრების ნება დართო.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად