/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ

ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ
ჩემს მეუღლეს ხშირად აწუხებს ტკივილი ნეკნების ქვემოთ. ექიმთან არ მომყვება, არ ვიცი, რა ვიღონო, მეშინია, რამე სერიოზული არ სჭირდეს.

ეგებ გამარკვიოთ, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს და რით დავეხმარო.

მუცლის ტკივილი უამრავი დაავადების სიმპტომია. ამ არეში არაერთი ორგანო, ქსოვილი, სტრუქტურაა განთავსებული. ნებისმიერი მათგანის მწყობრიდან გამოსვლა ტკივილს იწვევს.

დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მუცლის მოულოდნელ, მკვეთრ ტკივილს, რადგან იგი შესაძლოა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აუცილებლობის მანიშნებელი პირველი სიმპტომი იყოს. მუცლის ღრუში მდებარე ბევრი ორგანო ღრუა. მაგალითად, კუჭი, ნაწლავები, ნაღვლის ბუშტი. თუ ერთ-ერთი მათგანი მწყობრიდან გამოვიდა, კერძოდ, დაიხშო ან გასკდა (ამას მოჰყვება უცაბედი ძლიერი ტკივილი), ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თუ მოულოდნელად აღმოცენებული მკვეთრი ტკივილი ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ყოველ მიზეზგარეშე უნდა გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ან თავად წახვიდეთ საავადმყოფოში, სადაც ჩატარდება გამოკვლევა და იმის მიხედვით, დამნაშავეა თუ არა ტკივილში მწვავე ქირურგიული პათოლოგია, დაისახება შემდგომი მოქმედების გეგმა.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ექიმის ჩარევისა და სათანადო გამოკვლევების გარეშე მუცლის ტკივილის დადგენა შეუძლებელია. გახსოვდეთ, მიზეზი შეიძლება იყოს მწვავე ქირურგიული დაავადება, რომელიც დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს - სხვაგვარად შედეგი სავალალო იქნება.

იმის გასარკვევად, რას ნიშნავს მუცლის ტკივილი ან რამ შეიძლება გამოიწვიოს იგი, უნდა იცოდეთ, სად რა ორგანო მდებარეობს.

პირობითად მუცელი ოთხ კვადრატად (სეგმენტად) იყოფა: მარჯვენა ზედა (ე.წ. მარჯვენა ფერდქვეშა არე); მარცხენა ზედა (ე.წ. მარცხენა ფერდქვეშა არე); მარჯვენა ქვედა და მარცხენა ქვედა კვადრატებად.

ამა თუ იმ სეგმენტში ლოკალიზებული ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს აქ მდებარე ორგანოების პათოლოგიით, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ტკივილს ახასიათებს ირადიაცია (გადაცემა). მაგალითად, მარცხნივ მდებარე ორგანოს პათოლოგიის შედეგად აღმოცენებული ტკივილი შეიძლება მარჯვენა მხარეს გამოვლინდეს ან ზურგში გადაეცეს და ა.შ. მუცლის ტკივილის მრავალფეროვან ეტიოლოგიაზე მეტყველებს ისიც, რომ სტენოკარდიული შეტევა ზოგჯერ მუცლის ტკივილითა და დისკომფორტით ვლინდება, კუჭის წყლული კი - გულის არეში ტკივილით.

ახლა უშუალოდ წერილში მოხსენიებულ პრობლემაზე, ანუ მარჯვენა ფერდქვეშა არეში ტკივილზე გესაუბრებით. მუცლის ზედა მარჯვენა კვადრატში მდებარეობს ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავის ნაწილი, კუჭქვეშა ჯირკვალი, დიაფრაგმის მარჯვენა ნაწილი. ამ ორგანოების დაავადება ან ტრავმა იწვევს მარჯვენა ფერდქვეშა არის ტკივილს, რომლის სიძლიერე და ინტენსივობა დამოკიდებულია იმაზე, სად და რა ხდება.

  • ღვიძლი - უნივერსალური ბიოქომიური ლაბორატორია

მუცლის ზედა მარჯვენა სეგმენტში ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს ღვიძლში ანთებითი პროცესების დროს (ჰეპატიტი). ეს ტკივილი ძირითადად ყრუა. ბევრმა არ იცის, რომ ღვიძლი პარენქიმული ორგანოა და ტკივილი არ ახასიათებს. ალბათ გაგიკვირდებათ და იკითხავთ, რატომ ახლავს ტკივილი ღვიძლის პათოლოგიებს. პასუხად გეტყვით, რომ ამ ორგანოში მიმდინარე ანთებით პროცესებს თან ახლავს მისი გადიდება, გადიდების შედეგად იჭიმება ღვიძლის კაფსულა და ტკივილსაც ეს იწვევს. იმავეს თქმა შეიძლება ნებისმიერ პარენქიმულ ორგანოზე.

ასე რომ, როცა ესა თუ ის პარენქიმული ორგანო დაზიანებულია და მას ტკივილი ახლავს, ე.ი.ის გადიდებულია და კაფსულა აქვს დაჭიმული.

ახლა დავუბრუნდეთ ჰეპატიტებს. ღვიძლზე მოიერიშე ინფექციური აგენტი ყველაზე ხშირად ვირუსია. აქედან მომდინარეობს დაავადების სახელწოდებაც - ვირუსული ჰეპატიტი. მისი სამი ძირითადი ტიპი არსებობს: A, B და C ჩვეულებრივ, ადამიანები A ჰეპატიტით მას შემდეგ ავადდებიან, რაც გადაყლაპავენ ინფიცირებულ საკვებს ან წყალს.

B ჰეპატიტი ჰომოსექსუალებს, ნარკომანებსა და მათთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს შორისაა გავრცელებული, ასევე ინფიცირებული სამედიცინო ხელსაწყოთი ან სისხლის გადასხმითაც ვრცელდება.

C ჰეპატიტი ყველაზე ხშირად გადაედება ინფიცირებული სისხლისა და მისი პროდუქტების გადასხმით, დაბინძურებული სამედიცინო იარაღებით.

ადამიანის ღვიძლი, გარდა ვირუსისა, შეიძლება სხვადასხვა ქიმიურმა აგენტმა ან რომელიმე ტოქსიკური ბუნების პრეპარატმაც დააზიანოს. ამ დროს ყალიბდება ე.წ. ტოქსიკური ჰეპატიტი. ღვიძლისთვის ყველაზე საშიში შხამი ალკოჰოლია. ალკოჰოლური სასმელების რეგულარული მიღება ალკოჰოლურ ჰეპატიტს იწვევს.

ღვიძლი შეიძლება დაზიანდეს ღვიძლის უკმარისობის გამოც - როდესაც გულის კუნთი ცუდად გადატუმბავს სისხლს, მისი ნაწილი გუბდება ფილტვებში და აღმოცენდება სუნთქვის უკმარისობა, ნაწილი კი გუბდება ღვიძლში, წელავს მას და იწვევს ტკივილს. ასე რომ, სანამ ქრონიკული ჰეპატიტი ან ციროზი ჩამოგიყალიბდებათ, მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, ადრე დაწყებული მკურნალობა უფრო ეფექტურიცაა და უფრო იაფიც!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან - ნახეთ ინფოგრაფიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან - ნახეთ ინფოგრაფიკა

როგორ დავიცვა თავი ამ ვირუსისგან?

თავდაცვის საუკეთესო გზაა ხელის ხშირი ბანა საპნით და წყლით.

კორონავირუსი ვრცელდება მაშინ, როცა დაავადებული ან ვირუსმატარებელი ხველისა და ცემინებისას გარემოში აფრქვევს ვირუსებს ნერწყვის მცირე წვეთებთან ერთად, ეს წვეთები ილექება სხვადასხვა საგნებზე. თუ დაავადებულთან ახლოს ვიმყოფებით, ინფქეცია შეიძლება გადაგვედოს ამ წვეთების ჩასუნთქვისას ან იმ საგნებთან შეხებისას, რომლებზეც წვეთები დაილექა, თუკი დაუბანელი ხელით თვალს, ცხვირს ან პირს შევეხებთ.

ამრიგად, თუკი ხველისა და ცემინებისას დავიფარავთ სახეს, თუკი მოვერიდებით ინფიცირებულთან კონტაქტს, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ვირუსის გავრცელებას.

სამედიცინო პირბადე, მედიცინის ექსპერტთა რეკომენდაციით, არ ითვლება ვირუსისგან თავდაცვის ეფექტურ საშუალებად.

mkurnali.ge