/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ

გთავაზობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გვერზე განთავსებულ პასუხებს კორონავირუსული ინფექციის შესახებ

დასმულ ყველაზე ხშირ კითხვებზე:

რა არის კორონავირუსი?

კორონავირუსები წარმოადგენს ვირუსების ოჯახს, რომელიც პათოგენურია ადამიანის ან ცხოველის მიმართ. ცნობილია, რომ რიგი კორონავირუსებისა ადამიანის ორგანიზმში იწვევს რესპირატორულ ინფექციებს ჩვეულებრივი გაციებიდან სერიოზულ მდგომარეობამდე, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი და მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი.

რა არის COVID-19?

COVID‑19 – ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ახლად აღმოჩენილი კორონავირუსი. 2019 წელს ჩინეთში, ქალაქ უჰანში ინფექციის აფეთქებამდე ახალი ვირუსისა და მის მიერ გამოწვეული დაავადების შესახებ არაფერი იყო ცნობილი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.დღეს ჩამოვედით სოფელში. ჩემი ბებოს ძაღლი მგელს ან ტურას დაუგლეჯია ორი თვის წინ. დიდი ჭრილობა ქონია კისერთან ,მაგრამ მოურჩენიათ და ახლა კარგადაა ძაღლი. ჩვეულებრივადაა. მყავს ბავშვები ახლა რა მაინტერესებს ჩვენ ძაღლს უტარდება აცრები ყოველ წელს ,როგორც ბებომ მითხრა. ცოფიან მგელს ან ტურას რომ დაეგლიჯა ორი თვის წინ ამდენი ხანი ხომ გამოუვლინდებოდა ჩემს ძაღლს ცოფის სიმპტომები? ვნერვიულობ ბავშვებს ეზოშო ყოველ წამს გიჟივით ვერ გავაკონტროლებ თან უყვართ და თამაში უნდათ</p>

როგორია COVID‑19 სიმპტომები?

COVID‑19-ის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ტემპერატურის მომატება, ადვილად დაღლა, მშრალი ხველა. რიგ პაციენტებში აღინიშნება სხვადასხვა ტკივილი, ცხვირის გაჭედილობა, სურდო, ფარინგიტი ან დიარეა. როგორც წესი, ეს სიმპტომები თანდათაობით ვითარდება და სუსტად გამოხატული ხასიათი აქვს. ზოგიერთ ინფიცირებულს შეიძლება საერთოდ არ აღენიშნებოდეს რაიმე სიმპტომი. ადამიანების უმრავლესობაში (დაახლოებით 80%) დგება გამოჯანმრთელება, ისე რომ სპეციფიკური დამატებითი სამედიცინო ღონისძიებები შეიძლება არც კი დასჭირდეს. COVID-19 -ის შემთხვევათა 1/6-ში აღინიშნება მძიმე სიმპტომატიკა სუნთქვის უკმარისობის განვითარებით. ხანდაზმულებსა და სომატური დაავადებების (არტერიული ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ან დიაბეტი) მქონე პირებში დაავადების მძიმედ განვითარების ალბათობა უფრო მაღალია. სხეულის ტემპერატურის მომატების, ხველის ან სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში საჭიროა მივმართოთ ექიმს.

როგორ ვრცელდება ვირუსი?

2019‑ნჩოV-ით დასნებოვნება შესაძლებელია ვირუსით დაინფიცირებული ადამიანიდან. ადამიანიდან ადამიანზე დაავადების გადაცემა შესაძლებელია COVID-19-ით დაავადებულის ცხვირიდან ან პირიდან ცემინების ან დახველების დროს გამოყოფილი წვეთების საშუალებით. ეს წვეთები ხვდება სხვადასხვა საგნებსა და ზედაპირებზე. ადამიანი შეიძლება დასნებოვნდეს ამ საგნებსა ან ზედაპირებზე შენახები ხელის სახეს, თვალის, ცხვირის არეს ან პირზე შეხებისას. ამას გარდა, დასნებოვნება შესაძლებელია მოხდეს ჩOVID-19 -ით დაავადებული ადამიანის მიერ დაცემინების ან დახველების დროს გამოყოფილი წვეთების შესუნთქვისას. ამიტომ მნიშვნელოვანია დაავადებულ ადამიანთან 1 მეტრზე მეტი დისტანციის დაცვა.

შესაძლებელია თუ არა COVID-19-ით დასნებოვნება ადამიანიდან, რომელსაც არ აღენიშნება სიმპტომები?

ვირუსი ძირითადად ვრცელდება ადამიანის სასუნთქი გზებიდან ხველების ან ცემინების დროს გამოყოფილი წვეთების საშუალებით. ადამიანიდან, რომელსაც დაავადების სიმპტომები არ აღენიშნება დასნებოვნების რისკი მცირეა. მეორეს მხრივ, ბევრ ადამიანში ჩOVID-19 -ის სიმპტომები სუსტადაა გამოხატული, განსაკუთრებით დაავადების ადრეულ სტადიაზე. ამიტომ გადადების რისკი არსებობს.

შესაძლებელია თუ არა COVID-19-ით დასნებოვნება დაავადებული ადამიანის ფეკალიებიდან?

რისკი მცირეა, მაგრამ ვირუსის წინასწარი კვლევის შედეგების თანახმად, ზოგ შემთხვევაში ვირუსი შეიძლება აღმოჩნდეს ფეკალურ მასებშიდაც. თუმცა გადაცემის მსგავსი მექანიზმი წამყვან როლს დაავადების ამჟამინდელ აფეთქებაში არ ასრულებს. აღნიშნული რისკის უგულებელყოფა არ შეიძლება, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა ხელების ხშირად დაბანის აუცილებლობისა, განსაკუთრებით საპირფარეშოს შემდეგ და კვების წინ.

ყველასათვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის ღონისძიებები.

· რეგულარულად დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი საშუალებით ან დაიბანეთ საპონითა და წყლით;

· ადამიანებს შორის საჭიროა 1-2 მეტრი ინტერვალის დაცვა.

· შეძლებისდაგვარად არ შეეხოთ სახეს, ცხვირს, პირსა და თვალებს. სხეულის ამ ნაწილებიდან შესაძლებელია მოხდეს ვირუსის ორგანიზმში შეჭრა.

· მკაცრად დაიცავით რესპირატორული ჰიგიენის წესები. ხველების და ცემინების დროს, დაიფარეთ პირი და ცხვირი იდაყვით ან ერთჯერადი ხელსახოცით. გამოყენებული ხელსახოცი მაშინვე გადააგდეთ.

· სხეულის ტემპერატურის მომატების, ხველების და სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

რამდენ ხანს გრძელდება COVID‑19-ის ინკუბაციური პერიოდი?

ინკუბაციური პერიოდი ეს არის დრო დასნებოვნებიდან კლინიკური სიმპტომების გამოვლენამდე და იგი ჩOVID‑19 -ის შემთხვევაში გრძელდება 1 დან 14 დღემდე, ხშირად შეადგენს ხუთ დღეს.

შეიძლება თუ არა ადამიანი COVID-19-ით დასნებოვნდეს ცხოველიდან?

2019‑nCoV-ის შემთხვევაში ეს ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა ინდივიდუალური დაცვის ღონისძიებები, მაგალითად ცხოველთან კონტაქტის მორიდება საჭიროა.

ასევე წაიკითხეთ:

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?

როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან

ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია

რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?

რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?

კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?

უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება

მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები