ბრიტანელი მედიკოსების განცხადებით კორონავირუსის ერთერთი სიმპტომი შეიძლება აღმოჩნდეს ყნოსვის უეცარი დაკარგვა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

ბრიტანელი მედიკოსების განცხადებით კორონავირუსის ერთერთი სიმპტომი შეიძლება აღმოჩნდეს ყნოსვის უეცარი დაკარგვა

ბრიტანელი მედიკოსების განცხადებით კორონავირუსის ერთერთი სიმპტომი შეიძლება აღმოჩნდეს ყნოსვის უეცარი დაკარგვა
ბრიტანეთის ოტოლარინგოლოგთა ასოციაციის (ENთ) განცხადებით, ყნოსვის უეცარი დაკარგვა, შესაძლებელია იყოს კორონავირუსით დასნებოვნების ერთერთი სიმპტომი. აღნიშნული სიმპტომი შეიძლება განვითარდეს დაავადების სხვა სიმპტომების არარსებობის დროს, ანუ პაციენტები შესაძლებელია იყვნენ ჩოვიდ-19-ის ფარული მტარებლები.

ორგანიზაციების მონაცემებით, არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომ ეს სიმპტომი გამუვლინდათ კორონავირუსით დასნებოვნებულ პაციენტებს სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და იტალიაში.

დიდ ბრიტანეთში, ა.შ.შ-ში საფრანგეთში და ჩრდილოეთ იტალიაში აღინიშნება ანოსმიის შემთხვევების უეცარი ზრდა.

როგორც ოტოლარინგოლოგთა ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი: "ეს პაციენტები შესაძლებელია იყვნენ უცნობი, ფარული მტარებლები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს Covid-19-ის გავრცელებას. სამწუხაროდ, მათი სიმპტომები არ შეესაბამება
ანალიზის გაკეთების კრიტერიუმებს".

ბრიტანეთის ექიმების რეკომენდაციით, საჭიროა ამ სიმპტომის გათვალისწინება კორონავირუსით დაავადებული პაციენტების აღმოსაჩენად, რომელთაც არ აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა ან მშრალი ხველა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, 62 წლის ნადინ დორისმა, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი, აღნიშნა, რომ დაავადების შემდეგ დაკარგა ყნოსვისა და გემოს შეგრძნება.

ანოსმიაზე, როგორც კორნავირუსის
სიმპტომზე საუბრობენ გერმანელი ვირუსოლოგებიც, რომელთა თქმითაც, მათთან მოხვედრილი პაციენტების 2/3 აღენიშნებოდათ რამოდენიმე დღის განმავლობაში ყნოსვისა და გემოს შეგრძნებების დაკარგვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული დღეღამის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსის 32 ათასი ახალი შემთხვევა.

ასევე წაიკითხეთ:
კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება


მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვისა და მოწინავე გამოცდილების ნაციონალური ინსტიტუტი
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა გაანალიზეს კორონავირუსის მუტაცია.
ამსტერდამის სამედიცინო ცენტის უნივერსიტეტის მეცნირებმა აღმოაჩინეს COVID-19-ის საწინააღმდეგო მძლავრი ანტისხეულები.
ედინბურგის უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ მარილიანი წყლის სავლები ამცირებს რესპირატორული ინფექციის სიმპტომებს.
მაქს პლანკის ინსტიტუტის ქიმიკოსებმა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ვირუსოლოგებთან თანამშრომლობით დაადგინეს,
სტატინები, რომლებიც აქვეითებენ ქოლესტერინის დონეს, COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებული პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებლის
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად