როდის დასრულდება ეს ყველაფერი და როდის დაუბრუნდება მსოფლიო ჩვეულ ცხოვრებას - რას ამბობენ ექსპერტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის დასრულდება ეს ყველაფერი და როდის დაუბრუნდება მსოფლიო ჩვეულ ცხოვრებას - რას ამბობენ ექსპერტები

ყურადღებით აკვირდებიან ვირუსის გავრცელებას, ავსტრიის მაგალითმა შესაძლებელია ბევრ კითხვას გასცეს პასუხი. საფრანგეთი, ბელგია, ფინეთი და ესპანეთი უკვე ფიქრობენ იზოლაციიდან გამოსვლის გეგმაზე, მაგრამ ექსპერტები მათ ეპიდემიის მეორე ტალღის შესახებ აფრთხილებენ.

ყველას აინტერესებს როდის შეძლებს სახლიდან თავისუფლად გასვლას, ოფისში დაბრუნებას, სეირნობას, მეგობრებთან შეხვედრას, დასასვენებლად სხვა ქვეყანაში წასვლას.

უჰანში შეზღუდვები 2 თვის შემდეგ მოხსნეს, რამდენად იქნება შესაძლებელი სხვაგან ამის გაკეთება. Covid-19-ის ეპიცენტრ უჰანში საგანგებო ღონისძიებებს 23 იანვრიდან მიმართეს, მიუხედავად იმისა, რომ დასნებოვნების პირველი შემთხვევები 2019 წლის ბოლოდან იყო დიაგნოსტირებული. მხოლოდ 2 თვის შემდეგ, 25 მარტს შეამსუბუქეს ჰუბეის პროვინციაში საკარანტინო ღონისძიებები: გაიხსნა გზები, საკვანძო საწარმოები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები.

7 აპრილი პირველი დღე იყო, როდესაც ჩინეთში არ დაფიქსირებულა კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა. ამ დღეს ქვეყანაში დარეგისტრირებული იყო დასნებოვნების 32 ახალი შემთხვევა. ყველა მთაგანი იყო იმპორტირებული. ამასთან ჰუბეიში არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სხვა ქვეყნებიც შეძლებენ ორ თვეში ჩვეული ცხოვრების წესის დაბრუნებას?

დასავლეთის ექსპერტები ეჭვქვეშ აყენებენ ჩინეთის მონაცემების სარწმუნოებას. კვლევებმა აჩვენეს, რომ ოფიციალურ დოკუმენტებიში აღინიშნებოდა სერიოზული უზუსტობები. უჰანის ხელისუფლება დიდი ხანი შეგნებულად მალავდა საშიში დაავადების აფეთქებას. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვიც სავარაუდოდ გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალურად აცხადებდნენ.

თვითიზოლაციიდან გამოსვლის ძიების ყველაზე გასაგები და ჩამოყალიბებული სტრატეგია წარმოადგინეს ამერიკელმა ექსპერტებმა.

ნაბიჯი 1. ვირუსის გავრცელების შეჩერება.

სწორედ ამ სტადიაზე იმყოფება დღეს ქვეყნების უმრავლესობა, რომელთაც შეეხოთ კორონავირუსის პანდემია. ამ ნაბიჯის წარმატებით შესასრულებლად იკეტება სკოლები და უნივერსიტეტები, სავაჭრო ცენტრები, სპორტული დარბაზები, თანამშრომლები გადაჰყავთ დისტანციურ სამუშაოზე, ხოლო ადამიანებს სთხოვენ სოციალური დისტანციის დაცვას.

რა უნდა გაკეთდეს ამ სტადიაზე?

რაც შეიძლება ხშირად უნდა გაკეთდეს ტესტირება. მაგალითისათვის დღეისათვის ა.შ.შ-ში დღეში 65 ათასი ტესტი კეთდება.

უნდა გაფართოვდეს ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები უნდა იყოს საკმარისი.

ექიმები უნდა უზრუნველყონ ინდივიადუალური დაცვის საშუალებებით.

უნდა ჩატარდეს ფართომასშტაბიანი ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები

როდის შეიძლება შემდეგ სტადიაზე გადასვლა?

როდესაც დაავადების ახალი შემთხვევების კლება არა ნაკლებ 14 დღის განმავლობაში დაფიქსირება.

ნაბიჯი 2. შეზღუდვების თანდათანობით შემსუბუქება.

ამ ეტაპზე შეიძლება გაიხსნას სკოლები, ბიზნესი დაუბრუნდეს სამსახურს, მაგრამ ადამიანებმა უნდა შეინარჩუნონ დისტანცია, ხოლო დაავადების მეორე ტალღის თავიდან ასაცილებლად, მასობრივი ღონისძიებებზე უნდა იყოს დაწესებული აკრძალვა. ამასთან 60 წელს გადაცილებულმა, რისკის ჯგუფში მყოფმა ადამიანებმა უნდა შეზღუდონ სოციალური კონტაქტები. ამასთან ქვეყანას უნდა ჰქონდეს დაავადების შემთხვევების განმეორებით გაზრდაზე სწრაფი რეაგირების და 1 ნაბიჯში აღწერილი შეზღუდვების დაბრუნების შესაძლებლობა.

მესამე ნაბიჯზე გადასვლა ვაქცინის გამოგონების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ნაბიჯი 3. სოციალურ კონტაქტებზე შეზღუდვების მოხსნა.

ეს შესაძლებელი იქნება, როდესაც ექიმები შეძლებენ კრიტიკულ სიტუაციებში ადამიანების გადარჩენას, ან რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანების მძიმე მდგომარეობების თავიდან აცილებას, ან როდესაც იქნება გამოგონებული ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა.

ეს ხანგრძლივი გზაა, ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ შეზღუდვები 18 თვის განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს - ეს არის დრო, რომელიც საჭიროა ვაქცინის შექმნისა და გამოცდისათვის.

ინგლისელი ექსპერტების თქმით, ზოგიერთი შეზღუდვა უნდა მოიხსნას თვითიზოლაციის რეკომენდაციის გაცემიდან 3-4 თვეში. შეზღუდვების მოხსნა თანდათანობით უნდა მოხდეს, მას შემდეგ, რაც ექიმები დააფიქსირებენ კორნავირუსით დასნებოვნების რიცხვის მყარ შემცირებას.

რაც არ უნდა დროული და წარმატებული იყოს ქვეყნების მიერ გატარებული ღონისძიებები, ეს მაინც ვერ შეამცერებს პანემიას: ვიდრე ვირუსი ვიღაცას მაინც აქვს, არსებობს დასნებოვნების ალბათობა იქაც კი, სადაც დაავადების პიკი გადავლილია.

ამერიკული გამოცემა Atlantic მოვლენების განვითარების სამ სცენარს ხედავს:

  • პირველი - ყველა ქვეყანა ერთდროულად იმარჯვებს კორონავირუსზე (რისი შანსიც მინიმალურია),
  • მეორე - დალოდება, ვიდრე მოსახლეობის უმეტესება გამოიმუშავებს იმუნიტეტს და ვირუსი ვეღარ შეძლებს "მასპინძლის" პოვნას (ეს ვარიანტი გამოიწვევს მაღალ სიკვდილიანობას),
  • მესამე - ქვეყნები გააგრძელებენ ვირუსთან ბრძოლას, ვიდრე არ იქნება შემუშავებული ვაქცინა. ეს უკანასკნელი უფრო ოპტიმალურია, მაგრამ ყველაზე ხანგრძლივი და რთული.
ასევე წაიკითხეთ:

როგორ ვლინდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმა


კორონავირუსი - რისი სწავლა შეეძლო დასავლეთს ჩინეთისგან და რა ვერ გაითვალისწინა


ბრიტანელი მედიკოსების განცხადებით კორონავირუსის ერთერთი სიმპტომი შეიძლება აღმოჩნდეს ყნოსვის უეცარი დაკარგვა


ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ


კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება


მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს