კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი გერმანიის უმძიმეს რეგიონში 0,37%-ია, მთელ გერმანიაში კი - 2,1%. რა კვლევა ჩაატარა ბონის უნივერსიტეტის ვირუსოლოგმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი გერმანიის უმძიმეს რეგიონში 0,37%-ია, მთელ გერმანიაში კი - 2,1%. რა კვლევა ჩაატარა ბონის უნივერსიტეტის ვირუსოლოგმა

პროფესორი ჰენდრიკ სტრიკი ხელმძღვანელობს კვლევებს რეგიონში, რომელსაც "გერმანიის უჰანი" ეწოდება კორონავირუსის შემთხვევათა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის გამო.

ჰაინსბერგი განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა და მთელი რიგირ მახასიათებლების გამო კვლევისთვის ხელსაყრელია - აქ ქვეყნის დანარჩენ რეგიონებთან შედარებით ინფიცირების ბევრი შემთხვევაა, მაგრამ გარდაცვალების შემთხვევათა მაჩვენებელი გამორჩეულად დაბალია.

გერმანული გაზეთის Die Welt-ის ცნობით, რეგიონში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ხუთჯერ ნაკლებია, ვიდრე ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში. ამ რეგიონში სულ გარდაცვლილია 44 ადამიანი ანუ დაავადებულთა 0,37%.

სულ გერმანიაში 113000 ინფიცირებულია რეგისტრირებული და მათგან მხოლოდ 2349 გარდაცვალების შემთხვევაა (ეს იმ დროის მონაცემებია, როცა კვლევის შედეგი გამოქვეყნდა, ანუ 8 აპრილის). ჯონ ჰოპკინსის კორონავირუსული ცენტრის მონაცემებით კი ამ ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა გერმანიაში 2,1%-ია, რაც გაცილებით დაბალია იტალიასთან (იქ მაჩვენებელი 12,7%-ია) და დიდ ბრიტანეთთან (11,6%) შედარებით.

სტრიკი და მისი გუნდი ცდილობს ინფექციის წყაროების აღმოფხვრას ჩრდილო-დასავლეთ რეგიონის მოსახლეობის შესწავლის გზით. პრესასთან გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ჰაინსბერგში კორონავირუსის შემთხვევათა უმრავლესობა იმით იყო გამოწვეული, რომ ადამიანები ერთმანეთის სიახლოვეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ და არა იმით, რომ ადამიანები ნაწილაკებით დაბინძურებულ ზედაპირებს შეეხნენ.

გარდა ამისა, სტრიკმა აღნიშნა, რომ მართალია, ვირუსს შეუძლია იცოცხლოს სხვადასხვა ზედაპირებზე 7 დღემდე, მაგრამ ვარაუდობს, რომ ნაკლებია ამ ზედაპირებიდან ადამიანების დაინფიცირების შანსი, რაც ეწინააღმდეგება გერმანიის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის რეკომენდაციებს.

სტრიკი ამტკიცებს, რომ ვირუსით დაინფიცირება ზედაპირებიდან, მაგალითად კარის სახელურებიდან მხოლოდ მაშინ არის შესაძელებელი, თუკი ჯერ ერთი დაინფიცირებული ადამიანი ხელზე დაახველებს, ამ ხელს მაშინვე მოკიდებს სახელურს, მერე მეორე ადამიანი მალევე მოკიდებს სახელურს ხელს და ამ ხელით შეეხება სახეს.

სტრიკის დაკვირვებით, კვლევამ აჩვენა, რომ ნაკლებია ინფიცირების შანსი მაღაზიაში სიარულისას. სერიოზული აფეთქებები უკავშირდებოდა ადამიანთა თავყრილობებს, როცა ისინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყვნენ ერთ სივრცეში ერთმანეთის სიახლოვეს.

სტრიკის მოსაზრების საპირისპიროდ, ჰაინსბერგის რეგიონულმა ადმინისტრატორმა, სტეფან პუშმა აღნიშნა, რომ შოპინგისა და სახლის გარეთ კვების შეზღუდვის ღონისძიებებმა თავისი შედეგი გამოიღო ინფექციასთან ბრძოლაში.

"ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა და ჰაინსბერგმა დიდი კატასტროფა თავიდან აიცილა" - აღნიშნა მან.

სტრიკი ამბობს, რომ მისი კვლევის მიზანია, დაეხმაროს იზოლაციიდან გამოსვლის "სტრატეგიის" შემუშავების საქმეს. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ეს მონაცემები, რათა გადაწყვეტილებები მივიღოთ ფაქტებზე დაყრდნობით და არა ვარაუდით. ეს მონაცემები უნდა გახდეს ძირითადი ინფორმაცია მთავრობისათვის, რათა მათ შეიმუშაონ შემდგომი მოქმედების გეგმა, - განაცხადა სტრიკმა.

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

როგორ ვლინდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმა


კორონავირუსი - რისი სწავლა შეეძლო დასავლეთს ჩინეთისგან და რა ვერ გაითვალისწინა


ბრიტანელი მედიკოსების განცხადებით კორონავირუსის ერთერთი სიმპტომი შეიძლება აღმოჩნდეს ყნოსვის უეცარი დაკარგვა


ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ


კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება


მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს