იცავს თუ არა სამედიცინო ნიღაბი კორონავირუსისაგან? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცავს თუ არა სამედიცინო ნიღაბი კორონავირუსისაგან?

სამედიცინო ნიღბების ტარებას არ ურჩევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საჭიროების გარეშე ნიღბის გამოყენების შემთხვევაში ადამიანს უსაფრთხოების ცრუ იმედები ეძლევა. რის შედეგადაც ისინი აღარ იცავენ უფრო მნიშვნელოვან ჰიგიენურ წესებს, ისეთს როგორიცაა ხელების დაბანა ან თვითიზოლაცია. ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს არ ურჩევს ნიღბების შეძენას, რათა არ შეიქმნას დეფიციტი სამედიცინო პერსონალისთვის.

ჩინეთის, სინგაპურის, იაპონიის და ჰონკონგის ჯანდაცვის ორგანოები მოსახლეობას სამედიცინო ნიღბების ტარების რეკომენდაციას აძლევენ. ჩვეულებრივ, ეს ეხება მომატებული რისკის ქვეს მყოფ ადამიანებს, ვინც იმყოფება კარანტინში ან ვისი სამსახურიც დაკავშირებული ადამიანებთან. ასევე ნიღბების ტარება საჭიროა ცუდი ვენტილაციის მქონე შენობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

ჯერჯერობით არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები, რომ ნიღაბი დაგვიცავს გრიპის ან შAღშ-ჩოV-2-ის ვირუსით დასნებოვნებისაგან. 2003 წელს, კორონავირუს შAღშ ეპიდემიისას, ჰონკონგის მეცნიერებმა შეისწავლეს სამშრიანი ნიღბების ეფექტურობა. მათ დაადგინეს, რომ აღნიშნული ნიღბები ვირუსისგან დაცვაში ვერ გვეხმარება. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ეფექტურობა აჩვენა მხოლოდ ოთხფენიანმა ქირურგიულმა ნიღაბმა ან N95 რესპირატორმა. თუმცა კანადელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ N95 ტიპის ნიღბის ტარების მნიშვნელოვანი სარგებელი ვერ აჩვენა.

ნიღაბი ამცირებს დასნებოვნებული ადამიანის მიერ გამოყოფილი გამომწვევის რაოდენობას. ამერიკელმა მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ პირბადე სამჯერ ამცირებდა დაავადებული ადამიანის მიერ ხველების ან ცემინების დროს გამოყოფილი გრიპის ვირუსების რაოდენობას.

ვირუსი ასევე შეიძლება შეიჭრას ადამიანის ორგანიზმში თვალის ლორწოვანი გარსიდან, რა დროსაც ნიღაბი ვერ დაგვიცავს.

ვინ უნდა ატაროს ნიღაბი გრიპისა და კორონავირუსის დროს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები გვირჩევენ სამედიცინო ნიღბების ტარებას მხოლოდ ორ შემთხვევაში: დასნებოვნებისას და ავადმყოფის მოვლისას.

რომელი ნიღაბი სჯობს:

მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად, ნიღაბი უნდა ფარავდეს მთელ სახეს. არსებობს ასევე რესპირატორები, რომლებიც ფარავს მხოლოდ ცხვირსა და პირს- მათი დაცვის დონე უფრო დაბალია.

ჩვეულებრივი ერთჯერადი ნიღაბი არაა სერთიფიცირებული, როგორც სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალება, რადგანაც ის კანს მჭიდროდ არ ეკვრის. ეს ნაკლი არ აქვს N95 ტიპის ნიღაბს.

როგორ უნდა გავიკეთოთ

1. ნიღბის გაკეთების წინ, აუცილებლად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან დაიმუშავეთ ანტისეპტიკით.

2. შეამოწმეთ ხომ არ არის დარღვეული ნიღბის მთლიანობა;

3. სახისკენ ჩვეულებრივ უნდა იყოს ნიღბის თეთრი მხარე, ხოლო გარეთა მხარე ცისფერია.

4. ნიღაბი აიღეთ მარყუჟებით და დაიმაგრეთ ყურებს უკან.

5. ნიღბის მყარი ხაზი ისე მოხარეთ, რომ ნიღაბი მჭიდროდ მიეკროს სახესა და ცხვირს.

6. ნიღბის ქვედა ნაწილით დაფარეთ პირი და ნიკაპი.

როგორ უნდა ვატაროთ ნიღაბი

ნიღბის მხოლოდ ტარება საკმარისი არაა. თუ ამას არასწორად გავაკეთებთ, უარესი იქნება.

ერთჯერადი სამედიცინო ნიღაბი პერიოდულად უნდა გამოიცვალოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მას შემდეგ რაც ნიღაბი დასველდება, ის უნდა გადავაგდოთ. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ნესტიანი და თბილი გარემო იდეალურია ნებისმიერი ვირუსისა და ბაქტერიის ცხოველმყოფელობისათვის.

არ გაიკეთოთ ხელმეორედ უკვე გამოყენებული ნიღაბი. არ გარეცხოთ და გააუთოვოთ ერთჯერადი სამედიცინო ნიღაბი. ამ შემთხვევაში დაირღვევა ბოჭკოების სტრუქტურა და ნიღაბი გაატარებს ვირუსებს.

ნიღაბი არ არის უსაფრთოხების გარანტია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები მაინც უნდა დავიცვათ ნიღბის ტარების მიუხედავად:

  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან დაიმუშავეთ სპირტიანი ანტისეპტიკით;
  • შეეცადეთ არ შეეხოთ ხელით სახესა და ნიღაბს;
  • დაიცავით სოციალური დისტანცია, მინიმუმ 1,5მეტრი.

როგორ მოვიხსნათ ნიღაბი

ნიღაბზე შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ბაქტერია და ვირუსი. ისინი რომ არ მოხვდნენ ორგანიზმში, საჭიროა შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:

1. ნიღბის მოხსნის წინ დაიბანეთ ან ანტისეპტიკით დაიმუშავეთ ხელები;

2. ნიღაბი მოიხსენით მარყუჟებით. არ შეეხოთ ნიღბის წინა ზედაპირს;

3. გადააგდეთ ნიღაბი ნაგვის ურნაში;

4. კიდევ ერთხელ დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან დაიმუშავეთ ანტისეპტიკით.

ასევე წაიკითხეთ:

როგორ დავიცვათ ბავშვები კორონავირუსისგან, რა უნდა იცოდნენ მშობლემბა - პედიატრის რჩევები

როგორ ვლინდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმა

კორონავირუსი - რისი სწავლა შეეძლო დასავლეთს ჩინეთისგან და რა ვერ გაითვალისწინა

ბრიტანელი მედიკოსების განცხადებით კორონავირუსის ერთერთი სიმპტომი შეიძლება აღმოჩნდეს ყნოსვის უეცარი დაკარგვა

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება


მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს