კორონავირუსთან უნდა ვიომოთ უნივერსალური ჯარისკაცებით - რას გვთავაზობს ეპიდემიის დასამარცხებლად პროფესორი ზაზა ზაუტაშვილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონავირუსთან უნდა ვიომოთ უნივერსალური ჯარისკაცებით - რას გვთავაზობს ეპიდემიის დასამარცხებლად პროფესორი ზაზა ზაუტაშვილი

სამეცნიერო დირექტორი გახლავთ. მან რედაქციაში გამოგვიგზავნა წერილი, რომელსაც გთავაზობთ.

ეს არ არის რეკომენდაცია არამედიკოსი მკითხველისთვის, ეს არის ერთი ექიმის მოსაზრება და ვაქვეყნებთ მხოლოდ როგორც მორიგ იდეას და არა როგორც დადასტურებულ ფაქტს:

"ყოველივე ახალი - ეს კარგად დავიწყებული ძველია. ხანდაზმული, ყოველთვის არ ნიშნავს უძლურს, ხოლო იაფი კი - უვარგისს".

"უნივერსალური ჯარისკაცები" - სწორად ასე უწოდებენ განზოგადებით სამედიცინო ლიტერატურაში ორგანიზმის ზოგიერთი უჯრედების მიერ გამომუშავებულ უნიკალურ ცილოვან მოლეკულებს სახელით - ინტერფერონები. ამ უნიკალური ნივთიერებების ძირითადი მისიაა - პოლივალენტურად, არასპეციფიკურად მოახდინონ განურჩევლად ტიპისა და კატეგორიისა, ყველა სახეობის ვირუსების ლიკვიდაცია. ფიზიოლოგიურად, აღნიშნული აგენტების გაძლიერებული ფორმირება იწყება ადამიანის. ორგანიზმში რაიმე უცხოს, არასასურველისა და არასაჭიროს შეჭრისას, კერძოდ - ვირუსების, ბაქტერიების, სიმსივნური უჯრედების ან მათი მეტაბოლიტების.

ინტერფერონების გამომუშავების სტიმულაცია, წარმატებითაა შესაძლებელი ზოგიერთი წამლების მეშვეობით. ასეთი სპეციფიკის პრეპარატებს, ინტერფერონთა ინდუქტორები ეწოდებათ. აქვე აღვნიშნავ, რომ ორგანიზმის მიერ ფიზიოლოგიურად ინტერფერონთა წარმოქმნა - მობილიზაცია მნიშვნელოვნად დაბალია ასაკოვან და ხანდაზმულ ადამიანებში, მით უმეტეს, როდესაც ხშირად ასეთებს გააჩნიათ მთელი რიგი ქრონიკული დაავადებანი, როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების, ჰეპატო-ბილიალური, შარდის გამომყოფი და სიმსივნური პათოლოგია.

სადღეისოდ არსებული სტატისტიკით კორონა ვირუსით შეპყრობილნი და სამწუხაროდ გარდაცვლილნიც ძირითადად ხანდაზმული ასაკის პირები არიან.

კორონა ვირუსი, რნმ -ის შემცველია და ინტერფერონის მისიაა შეიჭრას მის შემადგენლობაში და გამოიწვიოს რნმ-ის რეპლიკაციის ბლოკირება და აპოპტოზის გზით მათი ლიკვიდაცია.

კორონავირუსის საწინააღმდეგო სპეციფიური ვაქცინა ჯერ არ არსებობს და არავინ იცის როდის გამოიგონებენ, თუმცა კი უნდა აღინიშნოს, რომ მარტო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ამისათვის გამოყოფილია სამი ტრილიონი დოლარი.

სადღეისოდ მთელი მსოფლიოს სხვადასხვა პროფილის მედიკოსები დაკავებული არიან ფარმაციაში უკვე არსებულ მედიკამენტებს შორის ისეთის მოძებნა-გამოყენებაში, რომლებიც რაიმე სიკეთეს გააკეთებენ ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებში.

როგორც ხედავთ, პანდემიაა პლანეტის უმრავლეს სახელმწიფოში, ბევრ მათგანში კი (მათ შორის ჩვენთანაც) გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. სხვადასხვა ქვეყანაში პაციენტთა მკურნალობის თავისებური პროტოკოლებია გაწერილი: მალარიის საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, ანტიბიოტიკები, სიმპტომური და სხვა საშუალებებით.

გამომდინარე ზემოთ აღწერილი ურთულესი, კრიტიკული მდგომარეობისა მეც შევეცადე ჩემი წვლილი შემეტანა ამ ფუნდამენტური კვლევა-ძიების პროცესებში, მით უმეტეს რომ, მართალია 30 წლის წინ, მაგრამ მეც მქონდა სამეცნიერო შეხება ორ ისეთ სამკურნალო საშუალებასთან, რომელთაც ვიყენებდი ძუძუს კიბოს გავრცელებული ფორმებისას კომბინირებულ და კომპლექსურ მკურნალობაში (მაქვს სათანადო გამოქვეყნებული ნაშრომები უცხოურ სამედიცინო პერიოდიკის ლიტერატურაში).

ერთ მათგანს აქვს უაღრესად საინტერესო ისტორია და რაც მთავარია აჩნევია ღრმა "ქართული" კვალი. პრეპარატი სინთეზირებულია 70 წლის წინ და მის შექმნას აკონტროლებდა პიროვნების კულტით შეპყრობილი ჩვენი ლეგენდარული თანამემამულე და მისი მთავარი თანამებრძოლი, ასევე, ქართველი ეროვნების ადამიანი (მათ სახელებს განზრახ არ ვწერ, რათა არ მინდა გამოვიწვიო მკითხველის ანტიპათია მათი მთელი რიგი ნეგატიურობის გამო). ამასთანავე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ იმდროინდელი კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, სამამულო ომმოგებული გენერალისიმუსი მეთვალყურეობდა ყველას და ყველაფერს: მუშას, გლეხს, ხელოვანს, სპორტსმენს და, რა თქმა უნდა, მეცნიერებსაც. საბჭოთა კავშირში ამ ორი პარტიული ლიდერის არსებობა შიშის ზარს ჰგვრიდა ყველას, ვინაიდანაც მშრომელებს რომელთაც ავლენდნენ გულგრილობაში, უპასუხისმგებლობაში, არაკეთილსინდისიერებაში, ფალსიფიკაციაში, ცრუ და ყალბ მეცნიერებაში მყისიერად აცხადებდნენ ხალხის მტრად და ჯაშუშად, ხოლო მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა განისაზღვრებოდა მანძილით პირველივე შემხვედრ კედლამდე (ბოდიში ესოდენ ვრცელი ლირიკისათვის).

სამამულო ომის შემდგომ, ახალდამთავრებულ პერიოდში მოსალოდნელი ახალი საომარი მოქმედებების მოლოდინში საბჭოელმა ქიმიკოსებმა მიიღეს დავალება შეექმნათ ნივთიერება, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს აუმაღლებდა ბრძოლისუნარიანობას, ენერგიას, ენთუზიაზმს, ჯანსაღ განწყობას და მთელ რიგ დადებით თავისებურებას. საბჭოელმა სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ცნობილმა ქიმიკოსებმა მოახერხეს ასეთი შენაერთის სინთეზი. მას ბენზილბენზიმიდაზოლი, მოგვიანებით კი, ბენდაზოლი უწოდეს.

აღნიშნულის ფარმაკოლოგიური მოქმედების ძირითადი მახასიათებელი იყო ზურგის ტვინის აღგზნებადობა და სტიმულაცია. შემდგომში, მისი გამოყენება დაიწყეს ნევროპათოლოგიაში - დამბლების სამკურნალოდ. პრეპარატის ფუნდამენტურმა და ფართომასშტაბიანმა შესწავლამ აჩვენა გასაოცარი თვისებები, პირველ რიგში ის, რომ იგი არატოქსიურია, გააჩნია მინიმალური გვერდითი მოვლენები, საერთოდ უსაფრთხოა და კარგად გადასატანი. დადგინდა, რომ უშუალოდ ზურგის ტვინის აღგზნებადობის მოქმედებით მნიშვნელოვნად იმატებდა კუნთების ძალა და შრომისუნარიანობა. დაიწყო მისი მოხმარება ნევრიტების, ნევროზების, აგრეთვე პოლიომიელიტების შემდგომ რეაბილიტაციაში. კვლევები გრძელდებოდა და მასთან ერთად ბენდაზოლის ქმედითუნარიანობის სპექტრიც იზრდებოდა. გამოვლინდა მისი მიოგენური (უპირატესად გლუვი) სპაზმოლიზური, ჰიპოტენზიური (მართალია სუსტად გამოხატული) ეფექტები. იგი აგრეთვე აძლიერებდა ნერვული სისტემის მარეგულირებელ როლს ორგანიზმის ადაპტაციურ შესაძლებლობებზე.

ექსპერიმენტული შესწავლით დადგინდა, რომ ლაბორატორიულ ცხოველებში ვითარდებოდა მედეგობა და გამძლეობა ჟანგბადის დეფიციტის, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის, ქიმიური შხამების და რაც მთავარია, ზოგიერთი ინფექციებისადმი. ბენდაზოლი სულ მალე გახდა საბჭოთა კავშირის ქიმიური მეცნიერების პირველი სინთეზური - ადაპტოგენი.

საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდა, რომ ჩვენთვის ყველაზე უფრო მეტად საჭირბოროტო საკითხი ანუ იმუნოსტიმულაცია ყოფილა ბენდაზოლის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი - ინტერფერონის ინდუქციის სახით. გარდა ამისა იგი იწვევდა ადამიანის ორგანიზმის მიერ ინტერლეიკინების, ენდორფინების, ენკეფალინების, ფაგოციტების, ჭეშმარიტი კილერების და იმუნოგლობულინების ჭარბ მობილიზაციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანტივირუსული ეფექტის და შესაბამისად სეზონური ეპიდემიების პროფილაქტიკისას საკმარისია პრეპარატის მცირე დოზები (10მგ), რომელიც მით იმეტეს არანაირ გვერდით ქმედებას არ გამოიწვევს, ჰიპოტენზიასაც კი - პირიქით ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფარმაკოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, როგორც იტყვიან კარგის მეტი არაფრის გამკეთებელია.

მაშასადამე ბენდაზოლი როგორც იზოლირებულად, ასევე ლოგიკურად შერჩეული სინერგისტულ დანამატებთან ერთად შესაძლებელია წარმატებით გამოყენებულ იქნეს თუნდაც დღევანდელი სასიცოცხლო მნიშვნელობის - კორონავირუსული პანდემიის პერიოდში.

მეორე პრეპარატი, რომელიც გამოვავლინე ამჟამინდელი პანდემიური მდგომარეობის პირობებში ეს არის - დიპირიდამოლი, ისიც ხანდაზმული, დავიწყებული და უკვე არაპოპულარული. დიპირიდამოლიც გასული საუკუნის 50 წლების ფარმაცევტული პირმშოა, ოღონდაც სინთეზირებული ისევე, როგორიც ბენდაზოლი, სულ სხვა მიზნებისთვის, კერძოდ, როგორც ანტიაგრეგანტი, ცენტრალური ნერვული სისტემის მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი და მიოგენური ვაზოდილატატორი. იგი ახორციელებს ადენოზინდეზამინაზით კონკურენტულ ინჰიბირებას, მონაწილეობს კორონარული სისხლის მიმოქცევის რეგულაციაში და აქვეითებს თრომბოციტების უნარსა და მიდრეკილებას აგრეგაციისა და ადგეზიისადმი. ამცირებს კორონარული არტერიოლების წინააღმდეგობას, ზრდის კოლატერალური სისხლძარღვების რიცხვს, აძლიერებს ატფ-ის სინთეზს მიოკარდში, აუმჯობესებს ამ უკანასკნელის კუმშვადობას, ამცირებს არტერიულ წნევას. გარდა ამისა ანხორციელებს ვენური გამოდევნის ნორმალიზებას, ამცირებს ტვინის სისხლძარღვების წინააღმდეგობას. ღირშესანიშნავია ითქვას ისიც, რომ დიპირიდამოლი იწვევს პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის კორეგისებას, რითაც ხსნის ნაყოფის ქსოვილთა ჰიპოქსიას და განაპირობებს მათში გლიკოგენის დაგროვებას.

დიპირიდამოლი, როგორც პირიმიდინის დაბალმოლეკულური წარმომადგენელი გამოვლენილ იქნა, როგორც ძლიერი ენდოგენური ინტერფერონის ინდექტორი, გამორჩეული თავისი კეთილსაიმედო უსაფრთხოების პროფილით, სრულიად არატოქსიური და მრავალჯერადი გამოყენებისათვის დასაშვები. მოლეკულური მექანიზმი მდგომარეობს პროადენოზინურ და ანტიჰიპოქსიურ მოქმედებაში, არის ფოსფოდიესთერაზის დამთრგუნველი, აქვს ტრანსკრიფციული ეფექტები. მართალია ჩვენი ძირითადი ინტერესი გახლავთ დიპირიდამოლის თავისებურება, გამოიწვიოს ჩვენი საკუთარი - ენდოგენური ინტერფერონების სინთეზის გაძლიერება, რაც დამტკიცებულად და გამოცდილად იწვევს უნიკალურ ანტივირუსულ ქმედებას, მას მრავლად აღმოაჩნდა იმდენი პოზიტიური მახასიათებელი, რაც უდაოდ გამოგვადგება ხანდაზმულ და ორსული პაციენტების მკურნალობაში.

ფრანგი ინფექციონისტი მარსელიდან დიდიე რაული, რაღა თქმა უნდა, ვერ და არ იცნობს ჩემს მიერ წარმოდგენილ პრეპარატებს მათი ხანდაზმულობისა და საბჭოური წარმომავლობის გამო, მას აქვს თავისი მოსაზრებანი და დარწმუნებულია, რომ ანტიმალარიული ჰირდოქსიქლოროქინი და ანტიბიოტიკი აზიტრომოცინი გადაარჩენს კაცობრიობას კორონა ვირუსისაგან, თუმცა, კი უნდა ითქვას, რომ ნამკურნალებია სულ 24 პაციენტი (ასაკი ჩემთვის უცნობია) აქედან განკურნებულია - 18. დ.რაულის მიერ მოხმარებულ წამალს გააჩნია იმუნოდეპრესიული უნარი ე.ი. "უნივერსალური ჯარისკაცების" რიცხვი გაზრდის მაგივრად პირიქით უნდა შემცირდნენ, ეს კი ცოტა არ იყოს გაურკვეველია და ამოუხსნელი. ახალგაზრდა, ძლიერი და ჯანსაღი ადამიანის ორგანიზმი ყოველგვარი მედიკამენტოზური ჩარევის გარეშეც უნარშემძლეა გამოიმუშაოს ენდოგენური ინტერფერონები.

და ბოლოს, რეტროსპექტიული კვლევით ჩემს მიერ გამოვლენილი, ზემოთ აღწერილი ორი, მძლავრი ედნოგენურ-ინტერფერონთა ინდუქტორები, სრულიად უსაფრთხოდაა შესაძლებელი გამოვიყენოთ ამ ურთულესი, კრიზისული კოვიდ ვირუსის პანდემიისას.

დაგეგმილი მაქვს ეროვნული ფარმაცევტიკის აღიარებულ და ავტორიტეტულ კომპანია PSP-ს და მისი წამალთმრეწველობის უდიდეს, მაღალტექნოლოგიურ საწარმო GMP-ს, პროფესიონალ ფარმაცევტებთან ერთად შევქმნა ამ ორი ნივთიერების ბაზაზე, ლოგიკურად შერჩეულ სინერგისტულ დანამატებთან ერთად 2 პრეპარატი, რომლებმაც შესაძლებელია დიდი წვლილი შეიტანოს სადღეისოდ შემოჭრილი უხილავი მტრის დამარცხებაში.

03.03.2020

ასევე წაიკითხეთ:

როგორ დავიცვათ ბავშვები კორონავირუსისგან, რა უნდა იცოდნენ მშობლემბა - პედიატრის რჩევები

როგორ ვლინდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმა

კორონავირუსი - რისი სწავლა შეეძლო დასავლეთს ჩინეთისგან და რა ვერ გაითვალისწინა

ბრიტანელი მედიკოსების განცხადებით კორონავირუსის ერთერთი სიმპტომი შეიძლება აღმოჩნდეს ყნოსვის უეცარი დაკარგვა

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება


მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს