რამ გადაარჩინა საქართველო და, გარკვეულწილად, დაღუპა იტალია ამ პანდემიის დროს - თენგიზ ცერცვაძის კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

კითხვა-პასუხი

რამ გადაარჩინა საქართველო და, გარკვეულწილად, დაღუპა იტალია ამ პანდემიის დროს - თენგიზ ცერცვაძის კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვება

რამ გადაარჩინა საქართველო და, გარკვეულწილად, დაღუპა იტალია ამ პანდემიის დროს - თენგიზ ცერცვაძის კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვება
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ "იმედის" გადაცემაში "რა დროს ძილია" განაცხადა: "ერთი საიდუმლო შემიძლია გაგიმხილოთ, ჩვენ ბრმად არ მივყვებოდით ჯანმოს რეკომენდაციებს და ზოგიერთი ჩვენი კორექტივი შეგვქონდა, როდესაც ამაში დარწმუნებული ვიყავით.

ერთ საინტერესო მაგალითს გეტყვით. ჯანმომ თავიდან გამოაქვეყნა დეფინიცია საეჭვო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევებისა, რომლითაც დღემდე სარგებლობს მთელი მსოფლიო. იქ ეწერა, რომ, საეჭვო, ანუ შესაძლო შემთხვევად ითვლება პაციენტი, ვისაც ტემპერატურა აქვს 38 გრადუსი ან მეტი. მერე ჩამოთვლილი იყო სხვა ნიშნები და ვინც იმოგზაურა ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდი რისკის ქვეყანაში, ან კონტაქტში
იყო ავადმყოფთან", - განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ქართველი სპეციალისტები პაციენტებზე დაკვირვებით და სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე მიხვდნენ, რომ ზოგ შემთხვევაში ვირუსი საერთოდ უსიმპტომოდ ვითარდება და რეკომენდაციები შეცვალეს.

"ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ პირველი პუნქტი შევცვალეთ და საეჭვო შემთხვევების განსაზღვრებიდან ტემპერატურის ცნება საერთოდ ამოვიღეთ და დავწერეთ:
თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე რესპირაციული დაავადების სიმპტომები, მაგალითად ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაჭედვა და სხვა და ის მოგზაურობდა ბოლო ორი კვირის მანძილზე მაღალი რისკის ქვეყნებში, ან სტუმრად ჰყავდა ამ ქვეყნებიდან ჩამოსული პირი, ან იმყოფებოდა კონტაქტში სავარაუდო ავადმყოფთან, ის უკვე ითვლება საეჭვო შემთხვევად, ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას და გამოკვლევას. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, დაახლოებით 26 პაციენტის შემთხვევა გაგვეპარებოდა, რადგან მათ არ ჰქონდათ სიცხე 38-ი და მით უმეტეს, 38-ზე მეტი. ზოგს საერთოდ არ აღენიშნებოდა ტემპერატურა და ამ ცვლილებამ საქართველო მნიშვნელოვანწილად გადაარჩინა და გარკვეულწილად დაღუპა იტალია, რომელიც ჯანმოს მითითებებს ასრულებდა. ერთ-ერთი მიზეზი იტალიაში განვითარებული მოვლენებისა ის არის, რომ პირველ ეტაპზე მას გაეპარა ეს უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც გახდნენ განსაკუთრებით ძლიერი გამავრცელებლები" - განაცხადა ცერცვაძემ.

ასევე წაიკითხეთ:

როგორ დავიცვათ ბავშვები კორონავირუსისგან, რა უნდა იცოდნენ მშობლემბა - პედიატრის რჩევები


როგორ ვლინდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმა


კორონავირუსი - რისი სწავლა შეეძლო დასავლეთს ჩინეთისგან და რა ვერ გაითვალისწინა


ბრიტანელი მედიკოსების განცხადებით კორონავირუსის ერთერთი სიმპტომი შეიძლება აღმოჩნდეს ყნოსვის უეცარი დაკარგვა


ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ


კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება


მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 31-03-2020
ჰელენა
სწორი დაკვირვებაა. ასე დაემართა ჩემს ამხანაგს corona. არ ქონდა სიცხე,ქონდა ხველა და სუნთქვის გართულება და მთელი სხეულის სახსრების აუტანელი ტკივილი. ვცხოვრობ თურქეთში და აქ არ გიკეთებენ იოლად ტესტს , თუ არ გ აქვს სიცხე ,მაგრამ გაქვს სხვა რამდენიმე სიმპტომი არ შეყავხარ რისკის ჯგუფში ექიმს და გიშვებს სახლში. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ყოჩაღ ქართველ ექიმებს!
თარიღი : 30-03-2020
მამუკა
ჯერ გადახტით და ჰოპლა ისე თქვით, გადარჩენილები ვართ რო?
თარიღი : 29-03-2020
ნათია
უფალმა დაგლოცოთ და გავაძლიეროთ
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე, რო­მელ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა,
ყელის სიმშრალე და ხახის არეში განვითარებული უსიამოვნებანი ბევრი ინფექციური დაავადების დამახასიათებელია,
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის,
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 943 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა,
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია კორონავირუსის ახალი ვაქცინის შესახებ.
ამერიკულ ჟურნალში Annals of Internal Medicine გამოქვეყნდა საინტერესო კვლევის შედეგები
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად