როგორ უნდა დალაგდეს სახლი კორონავირუსის პანდემიის დროს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

როგორ უნდა დალაგდეს სახლი კორონავირუსის პანდემიის დროს

როგორ უნდა დალაგდეს სახლი კორონავირუსის პანდემიის დროს
კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად წვეთოვანი გზით გადაეცემა ანუ ჰაერში ვრცელდება ხველების ან ცემინების დროს. ამასთან ვირუსის ნაწილაკების შემცველი ასეთი წვეთები, შეიძლება დაილექოს სხვადასხვა ობიექტსა და ზედაპირებზე, რამაც ასევე შეიძლება შეასრულოს თავისი როლი ინფექციის გავრცელებაში, მაგალითად, თუ შევეხებით დაინფიცირებულ ზედაპირის და შემდეგ სახეს, თვალებს, ცხვირსა თუ პირს.

ამიტომ, თუ კორონავირუსის მატარებელი იმყოფებოდა თქვენს სახლში, კარგი დასუფთავება დაგეხმარებათ ინფექციის შემდგომი გადაცემის შეჩერებაში.

რა განსხვავებაა დალაგებასა და დეზინფექციას შორის?

დალაგება ორგანული დაბინძურების (მათ შორის შეიძლება იყოს პათოგენური მიკრობები) ფიზიკურ მოშორებას ნიშნავს. დეზინფექციისას ამ მიკრობებს
ქიმიური საშუალებებით ვანადგურებთ. ბინის დეზინფექციის წინ მნიშვნელოვანია დალაგება, რადგანაც ორგანულმა დაბინძურებამ შესაძლებელია დააქვეითოს ან საერთოდ გააუვნებელყოს დეზინფექტანტების მოქმედება.

რამდენ ხანს ინარჩუნებს სახლში კორონა
ვირუსის სიცოცხლის უნარს?


ყველაფერი დამოკიდებულია ზედაპირის მასალაზე, რომელზედაც ის არის დალექილი. პლასტიკის და ფოლადის ზედაპირზე ვირუსის ნაწილაკები აქტიური შეიძლება დარჩეს 2-3 დღის განმავლობაში. ვირუსის ცხოველმყოფელობა ასევე დამოკიდებულია გარემოს პირობებზე, პირველ რიგში ტემპერატურასა და ტენიანობაზე.

პანდემიის პირობებში აუცილებელია სახლის სისტემატური განიავება.

სახლში რა შეიძლება დაბინძურდეს კორონავირუსისგან?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა ძალიან ძნელია. ცემინების და ხველების დროს, განსაკუთრებით თუ ადამიანი არ იფარებს პირსა და ცხვირს, ვირუსის ნაწილაკები სითხის წვეთებთან ერთად აღმოჩნდება ყველა ახლოს არსებულ ზედაპირზე. ერთი ადგილიდან მეორეზე პათოგენის გადატანაზე პასუხისმგებელია ხელები. ამიტომ ინფიცირების რისკის ზონაში ექცევა ყველა ზედაპირი და საგანი, რასაც ინფექციის მტარებელი შეეხო.

ყველაზე ხშირად ადამიანები ეხებიან ტელევიზორის პულტს, მაცივრის კარს, სამზარეულოს კარადების სახელურებს, სამზარეულოს ზედაპირს, ონკანსა და კარის სახელურებს, ასევე ტელეფონს, პლანშეტს, კომპიუტერის კლავიატურასა და მაუსს- ყველა ეს ნივთი შეიძლება იყოს საშიში.

რითი და როგორ უნდა დავალაგოთ სახლი?

კორონავირუსი ნადგურდება მაღალ ტემპერატურაზე, ჩვეულებრივ სარეცხი საშუალებების, მათ შორის საპნის ზემოქმედებით. თუ გნებავთ ინფიცირებული ზედაპირის გარეცხვა, გამოიყენეთ ნებისმიერი სადეზინფექციო საშუალება. ის აუცილებლად მოკლავს ვირუსს.

მნიშვნელოვანია თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს. თუ არ გინდათ დასუფთავების დროს გამომწვევის მთელ ზედაპირზე გადატანა, შ-მაგვარი მოძრაობით შეასრულეთ ზედაპირის წმენდა. თუ ამას ტილოთი აკეთებთ და გეგმავთ კიდევ მისი საშუალებით რამის გაწმენდას, აუცილებლად გარეცხეთ და გააშრეთ იგი და ამის შემდეგ გამოიყენეთ სხვა ზედაპირისთვის. ტილო გარეცხეთ სარეცხ მანქანაში, მაღალ ტემპერატურაზე.

ჭურჭლიდან და სასადილო ნაკრებიდან ვირუსის ნაწილაკების მოსაშორებლად, გარეცხეთ ისინი ცხელი გამდინარე წყლითა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით.

ტანსაცმელი და თეთრეულიც უნდა გაირეცხოს მაქსიმალურად დასაშვებ ტემპერატურაზე. ინფიცირებული ადამიანის ნივთები გარეცხვამდე შეეცადეთ არ დაფერთხოთ, ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად. არ დაგავიწყდეთ ხელების კარგად დაბანა მაშინვე, როგორც კი შეეხებით დაინფიცირებული ადამიანის ნივთებს.

ასევე წაიკითხეთ:

როგორ დავიცვათ ბავშვები კორონავირუსისგან, რა უნდა იცოდნენ მშობლემბა - პედიატრის რჩევები


როგორ ვლინდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმა


კორონავირუსი - რისი სწავლა შეეძლო დასავლეთს ჩინეთისგან და რა ვერ გაითვალისწინა


ბრიტანელი მედიკოსების განცხადებით კორონავირუსის ერთერთი სიმპტომი შეიძლება აღმოჩნდეს ყნოსვის უეცარი დაკარგვა


ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ


კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება


მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი აქვს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.
როგორც ზოოპარკის მმართველი, ამერიკის ბუნების დაცვის საზოგადოება (WCS) იუწყება,
ა.შ.შ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელებს მძიმე კვირისთვის მომზადებას ურჩევს - ქვეყნის ზოგიერთ ნაწილებში
კვირას საღამოს, ინგლისის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოში, კორონავირუსზე "გეგმიური ტესტირების" მიზნით მოათავსეს.
მთელი მსოფლიოს მეცნიერების კოლოსალური ძალისხმევის მიუხედავად, კორონავირუსის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ გაუგებარია.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად