ჩინეთი უჰანის ბლოკადას აუქმებს პანდემიის ნულოვანი მაჩვენებლით
ქალაქი თითქმის 2 თვის განმავლობაში იყო მოწყვეტილი გარე სამყაროს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ანალოგიური ზომები მიიღეს ჰუბეის პროვინციის სხვა ქალაქებშიც. გადაადგილების შეზღუდვა, თვითიზოლაცია შედეგიანო აღმოჩნდა და ბოლო 5 დღის განმავლობაში ახალი ინფიცირებული რეგიონში არ დაფიქსირებულა.
თუმცა ჩინელი მედიკოსები აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელება შეწყდა, მაგრამ ის არ გამქრალა ჩინეთის ტერიტორიაზე ისევ ფიქსირდება ერთეულოვანი შემთხვევები - ამჯერად უცხოეთიდან შემოტანილი.
შესახსენებთ, რომ მსოფლიოში 390 000 ინფიცირებულია 17000 გარდაიცვალა, 103 000 გამოჯანმრთელდა. პანდემიის ცენტრი ახლა იტალია, ესპანეთი და ამერიკის შეერთებული შტატებია.
ასევე წაიკითხეთ: