/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენდოკრინოლოგია

პროგესტერონი

პროგესტერონი
პროგესტერონი ადამიანის ერთ-ერთი ჰორმონია. ის მრავალი ფუნქციის რეგულაციაში მონაწილეობს, მათ შორის - ორსულობის შენარჩუნებაში. პროგესტერონი საკვერცხეებში,

თირკმელზედა ჯირკვლებსა და პლაცენტაში (მომყოლში) გამომუშავდება. ამ ჰორმონს დიდი ფუნქცია აკისრია, კერძოდ-

  1. ამზადებს ორგანიზმს ჩასახვისა და ორსულობისთვის;
  2. არეგულირებს მენსტრუაციულ ციკლს;
  3. განსაზღვრულ როლს ასრულებს სქესობრივ ქცევაში.
  • სად გამომუშავდება პროგესტერონი

რეპროდუქციული ასაკის ადამიანის ჰიპოფიზი გამოიმუშავებს ფოლიკულომასტიმულირებელ და მალუთეინიზებელ ჰორმონებს, რომლებიც ყოველთვიურად იწვევს კვერცხუჯრედის მომწიფებას და საკვერცხის ფოლიკულიდან მის გამოთავისუფლებას. მომწიფებული ფოლიკული გამოიმუშავებს სასქესო ჰორმონებს – ესტროგენსა და პროგესტერონს, რომელიც საშვილოსნოს ლორწოვანის შესქელებას იწვევს.

პროგესტერონის დონე იმატებს მენსტრუაციული ციკლის მეორე ნახევარში, რასაც მოსდევს მომწიფებული კვერცხუჯრედის გადმოსროლა ანუ ოვულაცია, კვერცხუჯრედის ადგილს კი იკავებს ყვითელი სხეული, რომელიც ესტროგენისა და პროგესტერონის პროდუქციას განაგრძობს.

  • რისთვის გვჭირდება ესტროგენი და პროგესტერონი

ესტროგენი მენსტრუაციული ციკლის პირველ ნახევარში, ოვულაციამდე ანუ მომწიფებული კვერცხუჯრედის გადმოსროლამდე, ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს ლორწოვანის) ზრდას ასტიმულირებს, პროგესტერონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია კი ციკლის მეორე ნახევარში ენდომეტრიუმში იმ ცილების სინთეზის სტიმულირებაა, რომლებიც საშვილოსნოს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციისთვის (ჩანერგვისთვის) ამზადებს.

თუ განაყოფიერება არ მოხდა და კვერცხუჯრედიც არ ჩაინერგა, ესტროგენისა და პროგესტერონის დონე კრიტიკულად ქვეითდება, ენდომეტრიუმი ჩამოიფცქვნება და იწყება მენსტრუაციული სისხლდენა.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ვარ 21 წლია ბიჭი მინდა სიმაღლეში გაზრდა მირჩიეს სტატურანი და აქსელანი და მაინტერესებს ორივე ერთად რომ დავლიო შეიძლება?</p>

განაყოფიერების შემთხვევაში პროგესტერონის წარმოქმნას პლაცენტა განაგრძობს და მისი დონე ორსულობისას მაღალი რჩება. ესტროგენისა და პროგესტერონის მაღალი დონე ორსულობისას შემდგომ ოვულაციებს თრგუნავს. გარდა ამისა, პროგესტერონი ასტიმულირებს სარძევე ჯირკვალს, რათა მშობიარობის შემდეგ რძე წარმოიქმნას. ყოველივე ეს ნორმაა და ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიასთან არის დაკავშირებული.

არაორსულ ორგანიზმში ნაწილობრივ პროგესტერონის მაღალი დონით არის განპირობებული წინარემენსტრუაციული სინდრომის დროს აღმოცენებული ცვლილებები, რომელთა შორისაც უნდა გამოვყოთ სარძევე ჯირკვლების გამკვრივება, ტკივილი, გუნება-განწყობის ცვლილება.

  • როდის გვირჩევენ ექიმები პროგესტერონის მიღებას

ასევე დაგაინტერესებთ
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტარონ ქალბატონებმა სასქესო ჰორმონების კვლევა
პროგესტერონი - შფოთვის საწინააღმდეგო ჰორმონი

ზოგადად პროგესტერონს უწოდებენ ყველა იმ ჰორმონს, რომლებიც საშვილოსნოზე პროგესტერონის მსგავსად მოქმედებს. პროგესტერონის ეფექტური სინთეზური ანალოგები 1950 წლისთვის შეიქმნა. მათ პროგესტინებს (პროჟესტინებს) უწოდებენ. შემდეგ ნატურალური პროგესტერონის კაფსულებიც იქნა მიღებული.

  1. ამჟამად პროგესტინები იზოლირებულად ან ესტროგენებთან კომბინირებულად შედის იმ პრეპარატების შემადგენლობაში, რომელთაც ჩასახვის საწინააღმდეგოდ ან მენოპაუზის დროს ჰორმონული თერაპიისას იყენებენ.
  2. გარდა ამისა, პროჟესტინები ინიშნება ისეთ მდგომარეობათა სამკურნალოდ, როგორიც არის საშვილოსნოდან სისხლდენა ან ამენორეა (მენსტრუაციის შეწყვეტა), ენდომეტრიოზი, სარძევე ჯირკვლის, თირკმლის ან საშვილოსნოს კიბო, შიდსთან ან სიმსივნესთან დაკავშირებული უმადობა.
  3. პროჟესტინები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სადიაგნოზოდაც – ესტროგენების ეფექტის დასადგენად.
  4. ნორმალური მენსტრუაციული ციკლი, რომლის რეგულაციაც სხვა ფაქტორებთან ერთად პროჟესტინებზეც არის დამოკიდებული, მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ასაკის ქალისთვის, ვინაიდან საშვილოსნოს ლორწოვანის ყოველთვიური ციკლური ცვლილებები ამცირებს ენდომეტრიუმის კიბოს რისკს.
  5. თუ მენსტრუაცია ხშირად წყდება (მაგალითად, საკვერცხის პოლიკისტოზის, ჭარბი ან არასაკმარისი წონის ანდა სხვა მდგომარეობის გამო), ექიმი აუცილებლად გირჩევთ პროჟესტინების მიღებას მენსტრუაციული ციკლის რეგულირების მიზნით.
  6. ეს პრეპარატები რეკომენდებულია პერიმენოპაუზის პერიოდშიც ანუ მენოპაუზამდე – მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტამდე - 5-7 წლით ადრე. პროჟესტინები პერიმენოპაუზასთან დაკავშირებული სიმპტომების კონტროლსა და რეგულარული ციკლის შენარჩუნებაში გვეხმარება.
  • რისთვის განისაზღვრება სისხლში პროგესტერონის შემცველობა

ვინაიდან პროგესტერონის დონე მენსტრუაციული ციკლის განმავლობაში იცვლება, უნაყოფობისას ზოგჯერ საჭიროდ მიიჩნევენ ამ ჰორმონის შემცველობის მრავალჯერად (სერიულ) განსაზღვრას. პროგესტერონის დონის განსაზღვრა გვეხმარება დავადგინოთ, მოხდა თუ არა ოვულაცია, როდის მოხდა ის ან რამდენად წარმატებული გამოდგა ჩვენი მცდელობა, გამოგვეწვია ოვულაცია, ასევე - დავადგინოთ შეწყვეტილი ან ექტოპიური (საშვილოსნოსგარე) ორსულობა. მაღალი რისკის მქონე ორსულებში ის სხვა კვლევებთან ერთად საშუალებას გვაძლევს, დავაზუსტოთ პლაცენტისა და ნაყოფის მდგომარეობა.

რაკი პროგესტერონის დაბალი დონე ორსულობის შეწყვეტას იწვევს, მისი შესწავლა საჭიროა მაშინ, როცა ქალი ორსულობის შენარჩუნებას ვერ ახერხებს. ხშირად აუცილებელია რეგულარული განმეორებითი კვლევა მკურნალობის ეფექტიანობის შესაფასებლად. არაორსულ ქალებში პროგესტერონის დონის განსაზღვრა სხვა ტესტებთან ერთად საჭიროა საშვილოსნოდან სისხლდენის მიზეზის დასადგენად.

  • რაზე მეტყველებს ტესტის შედეგი

პროგესტერონის დონის განსაზღვრისას მიღებული შედეგების ინტერპრეტაციისთვის აუცილებელია ვიცოდეთ, ხომ არ არის ქალი ორსულად ან მენსტრუაციული ციკლის რომელ ფაზაშია აღებული სისხლი გამოსაკვლევად.

  1. ჩვეულებრივ, ოვულაციის შემდეგ იწყება ამ ჰორმონის დონის მატება, რაც მენსტრუაციამდე გრძელდება.
  2. მენსტრუაციის პერიოდში პროგესტერონის შემცველობა მკვეთრად იკლებს.
  3. თუ მოხდა განაყოფიერება და ქალი დაორსულდა, პროგესტერონის დონის მატება გრძელდება.
  4. თუ პროგესტერონის დონის ეს ყოველთვიური ცვლილებები არ აღინიშნება, ესე იგი, ქალის ორგანიზმში ოვულაცია არ ხდება ან მას მენოპაუზა აქვს.
  5. თუ ქალი ორსულად არის, მაგრამ პროგესტერონის შემცველობა არ იმატებს, ესე იგი ორსულობა ექტოპიურია ან შეწყვეტილია, ანდა ბრალი პლაცენტის ან ნაყოფის პრობლემებს მიუძღვის.
  6. ორსულობის გვიანდელ ეტაპზე პროგესტერონის დაბალი დონე კი შესაძლოა ტოქსემიით იყოს გამოწვეული.
  7. მრავალნაყოფიანი ორსულობისას პროგესტერონის შემცველობაც უფრო მაღალია.
  8. პროგესტერონის მაღალი დონე შესაძლოა აღინიშნებოდეს საკვერცხის კისტის ან კიბოს დროს.
  9. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგჯერ პროგესტერონის მაღალი შემცველობა თირკმელზედა ჯირკვლის მიერ მის ჭარბ პროდუქციას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ დეტალურად განვიხილეთ მოსალოდნელი ცვლილებები, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ პროგესტერონის შემცველობის განსაზღვრისას მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია მხოლოდ ექიმს შეუძლია. სამწუხაროდ, ვერც მის ნორმას დაგისახელებთ, რადგანაც ის დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, სქესზე, სინჯის აღების პირობებზე (შედეგები განსხვავებულია, როცა პაციენტი ესტროგენებისა და პროგესტერონის შემცველ პრეპარატებს იღებს), კვლევისთვის გამოყენებულ მეთოდიკაზე, (უკანასკნელი ფაქტორის გამო სხვადასხვა ლაბორატორიაში სხვადასხვა ნორმაა მიღებული). ერთი სიტყვით, პროგესტერონის დონე ის ლაბორატორიული მაჩვენებელია, რომლის ინტერპრეტაციაც მხოლოდ მკურნალი ექიმის დახმარებით არის შესაძლებელი.

კომენტარები (5)
ნატო
ორსულობა მინდა და რამდენად შესაძლებელია პროგრესტერონის მიღება
თარიღი : 02-04-2023
ნატო
გამარჯობათ ვარ 49 წლის და 24 ივლისის შემდეგ არ მომსვლია ციკლი და თუ შეიძლება პროგრესტერონის მიღება
თარიღი : 02-04-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ტერფის მემკვიდრეობითი დაავადებები
ტერფის მემკვიდრეობითი დაავადებები
ორთოპედიულ პაციენტებს შორის ყველაზე მეტია ძვალ-სახსართა თანდაყოლილი დაავადებების მქონე პაციენტი, კიდურთა განვითარების ანომალიები კი ამ დაავადებებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

პროგესტერონი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები