/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენდოკრინოლოგია

რისი ჭამა ეკრძალება და რისი არა დიაბეტით დაავადებულს

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მკურნალობის სქემაში კვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია.

ბევრს ჰგონია, რომ დიეტას იცავს, მაგრამ გამოკითხვისას აღმოჩნდება, რომ ამ საკითხში არც ისე გათვითცნობიერებულია.

  • რა იკრძალება შაქრიანი დიაბეტის დროს

დიაბეტიანს ეკრძალება ნახშირწყლები (მაგრამ არა ყოველგვარი), ცხიმები, ზოგ შემთხვევაში - ცილებიც.

    • ნახშირწყლები

ნახშირწყლები სხვადასხვანაირია.

  1. მარტივ ნახშირწყლებს ორგანიზმი სწრაფად შეიწოვს. ამის გამო მათ სწრაფ შაქრებსაც უწოდებენ. ესენია: ჩვეულებრივი შაქარი (საქაროზა), ხილის შაქარი (ფრუქტოზა), რძის შაქარი (ლაქტოზა), ყურძნის შაქარი (გლუკოზა), ალაოს შაქარი (მალტოზა). მათ შეიცავს შაქარი, თაფლი, მურაბა, საკონდიტრო ნაწარმი, წვენები, ტკბილი სასმელები. სწორედ სწრაფი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები ეკრძალებათ დიაბეტიანებს.
  2. შედარებით რთული ნახშირწყლებია საქაროზა, ლაქტოზა, მალტოზა. ორგანიზმი მათაც შეიწოვს, მაგრამ შედარებით ნელა, ამიტომ მათ ნელ ნახშირწყლებს უწოდებენ. მათ შეიცავს მარცვლეულის ყოველგვარი პროდუქტი: პური, მაკარონი, მჭადი, ასევე - კარტოფილი, ლობიო, ბარდა. ამ პროდუქტების მიღება შეიძლება შეზღუდული რაოდენობით.
  3. კიდევ რთული ნახშირწყლებია სახამებელი, გლიკოგენი და ცელულოზა. არსებობს ისეთი ნახშირწყლებიც, რომლებსაც ორგანიზმი საერთოდ არ შეიწოვს. ასეთია, მაგალითად, უჯრედისი. ის ნაწლავებში იჯირჯვება და დანაყრების შეგრძნებას ქმნის. ამ ტიპის ნახშირწყლებს შეიცავს ბოსტნეული, მწვანილი, ხილი (მაგრამ ტკბილი ხილი - ყურძენი, ლეღვი, კარალიოკი, ხურმა, თუთა, ბალი - აკრძალულია), კენკრა, პარკოსნები (ლობიო, ბარდა, ოსპი), დაცეხვილი ხორბალი, ბურღულეული, მყარი ჯიშის ხორბლისგან დამზადებული მაკარონის ნაწარმი.
  • ინსულინი და დიეტა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ტიპი 1 დიაბეტის მქონე (ინსულინდამოკიდებულ) ადამიანებს მიაჩნიათ, რომ მათ შეზღუდვები არ ეხებათ, რადგან გარედან შეყვანილი ინსულინი ზრუნავს მათ სისხლში შაქრის დონეზე. ეს მცდარი შეხედულებაა. დიეტის დაცვა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია - თუ დიაბეტიანმა ჩვეულებრივი შაქრისგან მომზადებული პროდუქტები მიიღო, სისხლში შაქრის შემცველობა მკვეთრად მოიმატებს, რასაც გარედან მიწოდებული ეგზოგენური ინსულინი ვერ მოერევა.

  • დიაბეტი და სასმელები

მაგარი სპირტიანი სასმელები (არაყი, კონიაკი, ვისკი, რომი) საზოგადოდაც არასასურველია, მით უმეტეს - დიაბეტიანისთვის. რაც შეეხება სახლში დაყენებულ, ნატურალურ, სუფრის მშრალ ღვინოს, ის შეიცავს უამრავ მიკროელემენტს და ვიტამინებს, ამიტომ მცირე რაოდენობით მის მიღებას ზოგჯერ ექიმი თვითონვე ურჩევს პაციენტს. მაგრამ არსებობს შეზღუდვებიც. კერძოდ, შაქრიანი დიაბეტის დროს ღვინის დალევა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ლიპიდური (ცხიმოვანი) ცვლის ერთ-ერთი კომპონენტი - ტრიგლიცერიდები - ნორმაშია. როცა ტრიგლიცერიდები მომატებულია, ალკოჰოლი ამ მაჩვენებლის მოწესრიგებამდე უნდა აიკრძალოს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ვარ 21 წლია ბიჭი მინდა სიმაღლეში გაზრდა მირჩიეს სტატურანი და აქსელანი და მაინტერესებს ორივე ერთად რომ დავლიო შეიძლება?</p>

გაზიანი სასმელების მიღება დასაშვებია მათი კალორაჟის გათვალისწინებით, ხოლო კოკა-კოლა, სპრაიტი, ფანტა, პეპსი, ლიმონათი დიაბეტიანებს ეკრძალებათ.

  • კვების რეჟიმი

დიაბეტიანის კვების რეჟიმი, უპირველეს ყოვლისა, მკურნალობის რეჟიმზეა დამოკიდებული. ინსულინზე მყოფმა ადამიანმა ეს რეჟიმი უფრო მკაცრად უნდა დაიცვას, ვინაიდან აუცილებელია საკვების მიღება ინსულინის ინექციიდან განსაზღვრული ხნის განმავლობაში. თუ ინექციის შემდეგ კვება დაგვიანდა, შესაძლოა, შაქრის დონე სისხლში მკვეთრად დაეცეს - განვითარდეს ჰიპოგლიკემია. რაც შეეხება აბებზე მყოფ პაციენტს, რასაკვირველია, კვების რეჟიმი მისთვისაც განსაზღვრულია, მაგრამ ამ შემთხვევაში მცირე ხნით, მაგალითად, 10-15 წუთით კვების დაგვიანება ჰიპოგლიკემიას არ გამოიწვევს.

ასევე დაგაინტერესებთ
თუთიით მდიდარი 10 საკვები და მათი ჯანმრთელობის სარგებელი
როგორია სწრაფი კვების პროდუქტების და ტკბილეულის დასაშვები ნორმა

დიაბეტით დაავადებული განსაზღვრულ დროს უნდა საუზმობდეს, სადილობდეს და ვახშმობდეს, ხოლო შუალედში წაიხემსოს ხილით, ბოსტნეულით (უპუროდ). კვების საათების განსაზღვრა ინდივიდუალურია და იმაზეა დამოკიდებული, რომელ ინსულინს ან რა დოზით იკეთებს, რომელ ტაბლეტს იღებს პაციენტი და ა.შ.

თუ ავადმყოფობის დროს დიაბეტიანს ჩვეულებრივ რეჟიმში კვება არ შეუძლია, უნდა მიიღოს საათში 1,5 გ ნახშირწყალი - ან 6 ცალი მლაშე კრეკერი, ან 1 ნაჭერი პური, ან 1/2 ჭიქა მოხარშული ბურღულეული, ან 1/2 ჭიქა კარტოფილის პიურე, ან 1/3 ჭიქა მოხარშული ბრინჯი, ან 1/3 ჭიქა ხილის იოგურტი, ან 1/4 ჭიქა ვაშლის პიურე, ან 1/2 ჭიქა ხილის წვენი, ან 1 ჭიქა ბულიონი.

ამჟამად არსებობს მეთოდები, რომლებიც დიაბეტიანს რაციონალურად და გემრიელად კვებაში დაეხმარება. ესენია:

  1. ჯანსაღი კვების პირამიდა;
  2. ”თეფშის” მეთოდი;
  3. ურთიერთშემცვლელი პროდუქტების მეთოდი;
  4. პურის ერთეულების გამოთვლის მეთოდი;
  5. გლიკემიური ინდექსის მეთოდი.
  • პირამიდა

კვების პირამიდა, რომელიც ჰარვარდის ჯანმრთელობის ცენტრში შეიმუშავეს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია მიღებული. ის თავს უყრის რეკომენდაციებს კვების შესახებ, აჩვენებს, რა და რამდენი შეიძლება მიირთვათ დღის განმავლობაში:

    • 6 ან მეტი ულუფა სახამებლის შემცველი ბურღულეული (მაგალითად, ყავისფერი ბრინჯი, წიწიბურა). აუცილებელია ამ ჯგუფის სხვა პროდუქტის მიღებაც. უპირატესობა მიანიჭეთ პარკოსნებსა და ბურღულეულს. ყველაზე ნაკლებსასურველია კარტოფილი და პური.
    • 3-5 ულუფა ბოსტნეული;
    • 2-3 ულუფა ცოცხალი ხილი;
    • 2-3 ულუფა რძე ან რძის ნაწარმი (ნაკლებცხიმიანი);
    • 2-3 ულუფა საქონლის ან ფრინველის ხორცი, თევზი.

შეზღუდული რაოდენობით უნდა მიიღოთ:

    • ცხიმი (განსაკუთრებით - ცხოველური);
    • წითელი ხორცი, რაფინირებული თეთრი ბრინჯი, თეთრი პური, კარტოფილი, მაკარონის ნაწარმი.
  • თეფშის მეთოდი

ამ მეთოდით სარგებლობისას არ არის აუცილებელი საკვების წონა - თვითონ თეფში მოგცემთ ულუფის განსაზღვრის საშუალებას.

გაყავით ბრტყელი თეფში 4 ნაწილად და ზედ დაიწყვეთ:

  1. საუზმე
    1. 1/4 ცილოვანი საკვები
    2. 1/2 სახამებლის შემცველი საკვები
    3. 1/4 ცარიელი დატოვეთ
    4. დაამატეთ ბოსტნეული, მწვანილი, 1 ულუფა ხილი, 1 ულუფა რძის ნაწარმი. ამგვარად დღიური რაციონის ენერგეტიკულ ღირებულებას 1200-1500 კკალ-მდე შეამცირებთ.
  2. სადილი
    1. 1/4 ცილოვანი პროდუქტები - შემწვარი, მოშუშული ხორცი, თევზი (მომზადებისას გამოიყენეთ რაც შეიძლება ნაკლები ცხიმი)
    2. 1/4 სახამებლის შემცველი პროდუქტი (ფაფა, სპაგეტი, მაკარონის ნაწარმი, პარკოსნები, სიმინდი, ბარდა, პური)
    3. 1/2 ბოსტნეული (რომელიც არ შეიცავს სახამებელს) - მწვანილი, მწვანე სალათი, კომბოსტო, სტაფილო და სხვა
    4. დაამატეთ ერთი ულუფა ხილი ან ბოსტნეული.
  • ურთიერთშემცვლელი პროდუქტების მეთოდი

ეს მეთოდი საკვებს ყოფს ჯგუფებად. ეს ჯგუფებია სახამებლიანი პროდუქტები, ხილი, რძე, ბოსტნეული, ხორცი. ერთსა და იმავე ჯგუფში შემავალი პროდუქტები შესაძლოა ერთმანეთს შევუნაცვლოთ, რადგან დაახლოებით ერთი და იმავე ოდენობის ნახშირწყლებს, ცხიმებს, ცილებს, კალორიებს შეიცავენ.

  • პურის ერთეულების თვლის მეთოდი

საკვებში შემავალი ნახშირწყლები კი სწევს სისხლში შაქრის დონეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი სრულებით უნდა ამოვიღოთ რაციონიდან. პირიქით, ნახშირწყლები კვების აუცილებელი კომპონენტია. ერთი პურის ერთეული (პე) უდრის 12,5გ სუფთა ნახშირწყლებს. ეს მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი ტიპის დიაბეტის დროს, როცა ნახშირწყლების დოზა უნდა შეესაბამებოდეს ინსულინისას, რათა შაქრის დონე სისხლში ადვილად ვაკონტროლოთ.

  • გლიკემიური ინდექსი

აქ პროდუქტები შაქრის დონეზე მათი გავლენის მიხედვით არის დალაგებული. რაფინირებული სურსათი (კარტოფილი, თეთრი ბრინჯი, თეთრი ფქვილის პურ-ფუნთუშეული, მაკარონი) ნაკლებად სასურველია, რადგან სისხლის შაქრის დონეს სწრაფად სწევს მაღლა.

გლიკემიური ინდექსის ტიპური მაჩვენებლები პროდუქტებში:

  1. მაღალი (70-ზე მეტი) - ჭვავის, რუხი პური, თეთრი ბრინჯი, სიმინდის ბურბუშელა, პიურე და შემწვარი კარტოფილი;
  2. საშუალო (55-70) - ყავისფერი ბრინჯი, ახალი კარტოფილი, ჯემი, ნაყინი;
  3. დაბალი (55-ზე ნაკლები) - ყავისფერი ბრინჯი, შავი პური, ვაშლი, ფორთოხალი, მსხალი, ატამი, პარკოსნები, სპაგეტი (ხორბლის მყარი ჯიშები), შვრიის, საღი მარცვლეულის ფაფები.

კომენტარები (5)
ნარგიზი
დალოცვილებო, ბაზარში დამაღაზიაში სად ვამოწმოთ კალორიები ნახშირწყლები და .ა. შ ….. დადეთ ჩამონათვალი რომელი ხილი უნდა მიირთვან , ბოსტნეული , ხორცი …. თავბრუდამეხვა.
თარიღი : 17-10-2024
ლია ტაბარაძე
მადლობა კარგად გაქვთ რჩევა ჩამოყალიბებული, მაგრამ უბრალოდ დაგვიწერეთ რა შეიძლება ჭამოს დიაბეტიანმა და რა არ შეიძლება. დავიბენი მე... ვთქვათ ანალიზის მიხედვით რამდენზე რა შეიძლება ჭამოს...უღრმესი მადლობა
თარიღი : 16-07-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რისი ჭამა ეკრძალება და რისი არა დიაბეტით დაავადებულს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები