/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენდოკრინოლოგია

სიმაღლესა და წონასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები

ორგანიზმის ზრდას ტვინის დანამატში - ჰიპოფიზში გამომუშავებული სომატოტროპული ჰორმონი განაგებს. ზრდის დარღვევები უმთავრესად სომატოტროპული ჰორმონის მოშლილობასთან არის დაკავშირებული.

თუ ზრდის ჰორმონის გამომუშავება ნაადრევად შეწყდა, ადამიანი ზრდას ბავშვობაშივე წყვეტს. ეს არის ჰიპოფიზური ჯუჯობა, ქონდრისკაცობა, ნანიზმი. ამ დროს ორგანიზმი ინარჩუნებს ბავშვური გარეგნობის თავისებურებებს, თუმცა გონებრივი განვითარებით არ ჩამორჩება.

ზრდის ჰორმონის ჭარბი და გახანგრძლივებული გამომუშავების შედეგად ზრდა 20-25 წლამდე გრძელდება და ვითარდება გიგანტიზმი.

გიგანტი 2 მეტრზე მაღალია, აქვს არაპროპორციულად გრძელი ხელ-ფეხი, შესძლოა, სქესობრივი განვითარებითაც ჩამორჩებოდეს. გიგანტიზმსა და ჯუჯობას მკურნალობა სჭირდება. როგორც მეტისმეტად მაღალი, ისე მეტისმეტად დაბალი ადამიანები უხერხულობას განიცდიან თავიანთი სიმაღლის გამო, მას ნაკლად, დეფექტად აღიქვამენ და არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდებათ. ამ კომპლექსის დაძლევა ბევრად არის დამოკიდებული ინდივიდის ცხოვრების სტილზე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მეტისმეტად მაღალ მოზარდს დისკომფორტს უქმნის თავისი სიმაღლე, თანატოლებისგან გამორჩეულობა, რცხვენია და ამიტომ მხრებში მოხრილი დადის. ასეთი აღნაგობის ბავშვს სპეციალისტის მეთვალყურეობა სჭირდება, რათა დავრწმუნდეთ, რომ მას არავითარი პათოლოგია არ სჭირს.

მშობლებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ დიდია კავშირი ბავშვის ემოციურ მდგომარეობასა და აღნაგობას შორის, ყურადღებით უნდა იყვნენ და არც ერთი წვრილმანი არ გამოეპაროთ. მშობლებს, ბუნებრივია, აღელვებთ შვილის გარეგნობა, ამიტომ მას გამუდმებით აძლევენ შენიშვნებს: "წელში გაიმართე", "სწორად დადექი!" მაგრამ ბავშვს, რომელიც წელში შეგნებულად იხრება, ჩიჩინი ვერაფერს უშველის. მშობლების მთავარი ამოცანაა, სულიერად გაამხნეონ ბავშვი, გაუღვივონ საკუთარი თავის პატივისცემა და დაარწმუნონ, რომ ის ეამაყებათ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ვარ 21 წლია ბიჭი მინდა სიმაღლეში გაზრდა მირჩიეს სტატურანი და აქსელანი და მაინტერესებს ორივე ერთად რომ დავლიო შეიძლება?</p>

ბავშვს, რომელსაც არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს და ტანმორჩილობას ან მეტისმეტ სიმაღლეს ნაკლად აღიქვამს, შესაძლოა ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდეს, მაგრამ ამაზე მეტად მას ირგვლივ მყოფთა ძალდაუტანებელი, ბუნებრივი მოპყრობა სჭირდება.

მშობლები, რომლებსაც შვილის ფიზიკური ნაკლი აწუხებთ, ზოგჯერ არასწორად იქცევიან: ბავშვმა ზედმეტი ყურადღება რომ არ მიიპყროს, ამჯობინებენ, იშვიათად გაუშვან შინიდან. თითოეულ ჩვენგანს ცოტათი მაინც რცხვენია იმ თვისებებისა, რაც თავად მას ნაკლად მიაჩნია, მაგრამ ადამიანს გაუბედავ, მორცხვ და უბედურ არსებად აქცევს არა თვით ნაკლი, არამედ მისდამი ოჯახის წევრების არასწორი დამოკიდებულება.

ბავშვი, უნაკლოც და ნაკლოვანიც, ბედნიერ, გულღია, უკომპლექსო პიროვნებად მაშინ ყალიბდება, როცა მშობლებს ის უყვართ ისეთი, როგორიც არის, ზედმეტად არ დაჰფოფინებენ და დღედაღამ შენიშვნებით არ აბეზრებენ თავს, ადრეული ასაკიდანვე აძლევენ სხვა ბავშვებთან ურთიერთობის საშუალებას, აყვარებენ თანატოლთა კოლექტივში ყოფნას.

თუ მშობლებს შვილის გარეგნობისა ერცხვინებათ, ზედმეტად მფარველობენ მას და სხვა ბავშვებთან ურთიერთობას უშლიან, ბავშვი გულჩათხრობილ და თავისი თავით უკმაყოფილო ადამიანად იქცევა, მაგრამ თუ მშობლები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, ავადმყოფურად არ განიცდიან ბავშვის ნაკლს და შვილს ისე ექცევიან, როგორც ნორმალურ, სრულფასოვან პიროვნებას, ნებას აძლევენ, თანატოლთა საზოგადოებაში გაერიოს, ყურადღებას არ აქცევენ გარეშე პირთა ყურადღებასა და უტაქტო შენიშვნებს, მაშინ ბავშვიც სხვების თანასწორად მიიჩნევს თავს.

გარშემო მყოფთა დაჟინებულ მზერას კი ბავშვი უნდა შეეჩვიოს და რაც უფრო ადრე მოხდება ეს, მით უკეთესი. როცა ბავშვს მალავენ და ხალხში იშვიათად გამოჰყავთ, მას თითოეული დაჟინებული მზერა შეაკრთობს, ვინაიდან ამგვარ ყურადღებას მიუჩვეველი იქნება. განვიხილოთ ის შემთხვევა, როცა გარეგნული ნაკლის გამო მშობლებს ეცოდებათ ბავშვი და მას ლმობიერად ეპყრობიან.

სიბრალული ნარკოტიკს წააგავს. ნარკოტიკი თავდაპირველად იქნებ სრულიადაც არ ესიამოვნოს ადამიანს, მაგრამ მერე და მერე, როცა მიეჩვევა, ის მოთხოვნილებად ექცევა. შვილები უნდა გიყვარდეთ ისეთი, როგორებიც არიან. ნუ გადაიტანთ მთელ ყურადღებას მის ნაკლზე. პირიქით, დაეხმარეთ, რომ სხვა თვისებები წარმოაჩინოს. რა უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, ორგანიზმს ერთგვარი კომპენსირება ახასიათებს: როცა რომელიმე ერთი მხარე დათრგუნულია, ძლიერდება სხვა. მაგალითად, ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანები ხშირად ძალიან ჭკვიანები არიან, აქვთ განსაკუთრებული ნიჭი - ხატვისა, მუსიკალური... ასე რომ, თუ ნაკლის გარდა არაფერზე იფიქრებთ, შესაძლოა შეუმჩნეველი დაგრჩეთ ბავშვის უამრავი ღირსება, რომლებსაც ფიზიკური ნაკლი ვერაფერს დააკლებს. სწორედ ამ საუკეთესო თვისებებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ამით გავხადოთ ბავშვი გამორჩეული, რათა კმაყოფილი იყოს თავისი ცხოვრებითა და საკუთარი თავით. ბავშვს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მშობლებისთვის მისი ნაკლი უმნიშვნელოა. არ გამოვხატოთ ჩვენი დარდი და წუხილი. პირიქით, გავუღვივოთ ბავშვს სიამაყე მისი გამორჩეული ნიჭის გამო, მოვეპყროთ სიყვარულით. ამ შემთხვევაში მას ვერავითარი კომპლექსი ვერ მოერევა.

არის შემთხვევები, როცა ადამიანი ნორმაზე გაცილებით მეტს ან ნაკლებს იწონის. ორივე შემთხვევაში ეს გარეგნობაზე აისახება და ფსიქოლოგიურ დისკომფორტს იწვევს. როგორც წონის დეფიციტის, ასევე ჭარბი წონის შემთხვევაში ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსი უყალიბდება. გარშემო მყოფები მათ ირონიით ან სიბრალულით ეკიდებიან - ორივე გამაღიზიანებელია.

ჭარბ წონას განსაკუთრებით ქალები განიცდიან და მის მოსაშორებლად ხშირად ნებისმიერ საშუალებაზე არიან თანახმა, მტკივნეულად განიცდიან ირონიულ დამოკიდებულებას, უტაქტო ხუმრობას... თვით ჭარბწონიანების უმრავლესობა ძალზე სასიამოვნო პიროვნებაა, კეთილი, საყვარელი, ალერსიანი, მზრუნველი, კეთილგანწყობილი.

გარშემო მყოფთა დამცინავი დამოკიდებულების გამო ჭარბწონიანი ადამიანები ხშირად საკუთარ თავში იკეტებიან, თავს არიდებენ ხალხმრავალ ადგილებს, წვეულებებს, ვერ ხვდებიან ახლობლებს, მეგობრებს, ეს კი მათ ფსიქიკას უფრო მეტად თრგუნავს.

ჭარბწონიან ადამიანს უჭირს თავისი გარეგნობის შესაფერისი ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის შერჩევა და ესეც აღიზიანებს. პრობლემის მოსაგვარებლად თავდაპირველად წონის სიჭარბისა თუ დეფიციტის მიზეზი უნდა გაირკვეს. თუ ნივთიერებათა ცვლაა დარღვეული, სათანადო მკურნალობაა საჭირო, სხვა შემთხვევაში კი დიეტა. დიეტა აკრძალვებს უკავშირდება, რაც კიდევ ერთი სტრესფაქტორია - როცა ადამიანი თავს რაიმეს უკრძალავს, ეს ყოველთვის პრობლემებს უქმნის მის ფსიქიკას. რაც უფრო მძიმეა დიეტის პირობები, მით უფრო ღრმავდება სტრესი. ადამიანს ეცვლება განწყობილება, უარყოფითი ემოცების ტყვეობაში ექცევა. თუ დიეტა ხანგრძლივია, სტრესული მდგომარეობაც ხანგრძლივდება და შესაძლოა, საბოლოოდ დეპრესიაშიც კი გადაიზარდოს. ამ დროს დიეტაზე მყოფი ადამიანის ახლობლებს დიდი მოთმინება, ყურადღება და ტაქტი მართებთ. ზოგჯერ ოჯახის წევრები მართლაც "ეხმარებიან", თანაც გულმოდგინედ - განუწყვეტელი შენიშვნებითა და მითითებებით თავს აბეზრებენ, სამზარეულოს კარადებსა და მაცივრებს კეტავენ და ისედაც დათრგუნულს ამით უფრო მეტად აღიზიანებენ.

არაორდინარული გარეგნობის გამო ადამიანი დეპრესიას არ უნდა მიეცეს. დღეს მედიცინას უამრავი საშუალება აქვს ასეთი ადამიანების დასახმარებლად. დიეტოლოგების, ფსიქოლოგების, ქირურგების, პლასტიკური ქირურგების დახმარებით სავსებით შესაძლებელია სრულფასოვან ცხოვრებას დავუბრუნდეთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ენდოკრინოლოგია

გამარჯობათ. მაქვს ბე-12 მომატებული. უბრალოდ გადავიმოწმე საპროფილაქტიკოდ.ინგოროყვას ლაბორატორიით შედეგია 1243 (ნორმ 191-663). შემდეგ მრჩეველში გა დავიმოწმე და მივიღე 955 (ნორმ 145- 569). მაინტერესებს რა პრობლემა შეიძლება იყოს ,რას უნდა გამოეწვია ასე აწევა. ბლოკიუმი ბ12 გავიკეთე სამი თვის უკან 6 ნემსი. კავშირში ხომ არა . ყველა გამოკვლევა რაც შეეძლებოდა გავიკეთე .ღვიძლის ფუნქცია , ექოსკ. კვლევები, ინფექციურ დაავადებებზე ანალიზი , სისლი, ფერიტინი,რკინა და ა.შ.არსად არაფერი არ არის. მე ისეთია არაფერი მიიმიღია რომ ბე-12 ყოფილიყო შიგნით. ერთი ბიოტინი მაქვს დანიშნული ხუთი ათასიანი ფრჩხილზე 2 თვე უნდა ვსვა. მაქვს ქრონიკილი გასტრიტი და 12 გოჯ. წყლული,ჰელიკ.ბაქტერიის ფონზე. ვერაფრით ვერ დავამარცხეტ წლებია სულ ვმუკრანობთ. ხშირად მიწევს ესომეპრაზოლის და ანტაციდების მიღებაც.

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სიმაღლესა და წონასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები