როგორ აისახება არასრულფასოვნების კომპლექსი და მიჯაჭვულობის ტიპები თქვენს პირად ცხოვრებაზე? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ აისახება არასრულფასოვნების კომპლექსი და მიჯაჭვულობის ტიპები თქვენს პირად ცხოვრებაზე?

ამ შემთხვევაში პიროვნების წარმოდგენა საკუთარ თავზე სრულიად შეუსაბამოა ობიექტურ რეალობასთან, უფრო კონკრეტულად, იგი მიიჩნევს და გრძნობს, რომ არასრულფასოვანია. არასრულფასოვნების კომპლექსს იწვევს: ფიზიკური მახასიათებლები (მაგალითად, არასტანდარტული გარეგნობა), აღზრდისას დაშვებული შეცდომები (მაგალითად, ჰიპერმზრუნველობა მშობლებისგან ან გადამეტებული მოლოდინი შვილის მიმართ), უსიამოვნო გამოცდილება (მაგალითად, წარუმატებლად დასრულებული მცდელობები), გარშემომყოფების უტაქტო კრიტიკა და ა.შ. ჩვეულებრივ, ამ დროს ქალები ავლენენ მსხვერპლის როლში ყოფნის ტენდენციას, ან პირიქით, გადამეტებულ კარიერულ მისწრაფებებსა და სოციალური აღიარების მოთხოვნილებას; კაცები კი ინიღბებიან გაზრდილი აგრესიით, ბრალდებებით, სხვისი დამცირებისა და დაცინვის სურვილით; ავლენენ გამდიდრებისა და სახელის მოხვეჭის „მანიას“.

ვინაიდან არასრულფასოვნების კომპლექსი მძაფრად აისახება ჩვენს ყოველდღიურობასა და ცხოვრების ყველა ასპექტზე, გადავწყვიტეთ გვემსჯელა, რა გავლენას ახდენს რომანტიკულ ურთიერთობებზე, რისთვისაც ბესტსელერი ერთი კვირა ერთ ოთახში მოვიშველიეთ. მისი მთავარი პერსონაჟები - ლუკასი და მატილდა - სიღრმისეული მსჯელობის საშუალებას იძლევიან.

370206887-655481203351822-3466866431257992615-n-1696840720.png

არეული პირადი ცხოვრების ფესვები სწორედ არასრულფასოვნების კომპლექსში იმალება. აღნიშნული თეზისის განსამარტად ადამიანის ფსიქოლოგიას უნდა ჩავუღრმავდეთ და მისი ბავშვობა მიმოვიხილოთ. საქმე ისაა, რომ ზრდასრული პიროვნების თვითშეფასება და რომანტიკული კავშირი დაფუძნებულია ბავშვობაში განცდილ ემოციებზე. ურთიერთობა ჩვენს მშობლებთან (მეურვეებთან) აყალიბებს ერთგვარ სისტემასა და შაბლონს, რომელსაც მომავალში გაუცნობიერებლად ვეყრდნობით. ფსიქოანალიტიკოს ჯონ ბოულის მიერ შემუშავებული „მიჯაჭვულობის თეორიის“ მიხედვით, გამოიყოფა მიჯაჭვულობის ორი ტიპი - სანდო და არასანდო; არასანდო მიჯაჭვულობა, თავის მხრივ, იყოფა კატეგორიებად -ამბივალენტური, განრიდებული და დეორგანიზებული. "მიჯაჭვულობის ტიპები" განსაზღვრავს ადამიანის თვითაღქმას, სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნას, გარშემომყოფების დამოკიდებულებას პერსონას მიმართ, ურთიერთობებსა და მომავლის ხედვასაც კი. კითხვაზე - „ვინ ვარ და როგორი ვარ?“ - პასუხს განსაზღვრავს ერთი მარტივი კორელაცია - „მე ისეთი ვარ, როგორ სიყვარულსა და მზრუნველობასაც ვიღებ მშობლებისგან“.

განვიხილოთ მიჯაჭვულობის ტიპები და ვიპოვოთ პროტოტიპები რომანშიერთი კვირა ერთ ოთახში“:

სანდო მიჯაჭვულობა ყალიბდება მაშინ, როდესაც მშობელი დროულად აკმაყოფილებს ბავშვის ყველა მოთხოვნილებას - მათ შორის ემოციური და ფიზიკური სიახლოვის - ამ შემთხვევაში იგი იჯერებს, რომ სამყარო და ადამიანები იმსახურებენ ნდობას. „სანდო მიჯაჭვულობა“ გულისხმობს პიროვნებაში შემდეგი კონცეპტის ჩამოყალიბებას:

  • „მე ვიმსახურებ სიყვარულს, რადგან მშობლებს უპირობოდ ვუყვარდი“;
  • „ადამიანებს და სამყაროს შეიძლება ენდო, რადგან ჩემი მშობლები სანდონი იყვნენ“;
  • „მე უფლებას ვაძლევ სხვას - ჩემდამი მზრუნველობა გამოიჩინოს, რადგან ჩემი მშობლები ბავშვობაში ზრუნავდნენ ჩემზე“.

სანდო მიჯაჭვულობისას პიროვნებას არ უყალიბდება არასრულფასოვნების კომპლექსი, მისი ფსიქიკა მყარია, ემოციები კი სტაბილური. იგი შედის ჯანსაღ ურთიერთობებში, ეძებს მზრუნველ და მოსიყვარულე პარტნიორს, რომელიც დაუკმაყოფილებს შინაგან მოთხოვნილებებს.

არასწორად არჩევთ პარტნიორს? ხშირად გულნატკენი და იმედგაცრუებული რჩებით? ბოროტად იყენებენ თქვენს სიყვარულსა და თავდადებას? - დიდი ალბათობით თქვენ ამბივალენტური მიჯაჭვულობის მქონე პერსონა ხართ.ამბივალენტური მიჯაჭვულობა უყალიბდება ადამიანს, რომლის აღმზრდელსაც გაცნობიერებული არ ჰქონდა მშობლის როლი (პასუხისმგებლობის აღების მომენტში); მას არ გააჩნდა სტრატეგიები შვილის მოვლისას და ქაოტურად ასრულებდა საკუთარ მოვალეობას. ამბივალენტური ადამიანი თვლის:

  • „მე არ ვარ სიყვარულის ღირსი, რადგან მშობლების სიყვარულს უპირობოდ ვერ ვიღებდი“;
  • „იმისთვის, რომ ვინმეს სიყვარული მივიღო, თავად უნდა მოვიპოვო იგი“;
  • „თუ მსურს მშობელმა ჩემზე იზრუნოს, უნდა გავისარჯო და დავიმსახურო, ამგვარად უნდა მოვიქცე სხვა ადამიანებისგან მზრუნველობის მისაღებადაც“.

ამბივალენტური მიჯაჭვულობისას პიროვნებას უვითარდება დაბალი თვითშეფასება და აწუხებს არასრულფასოვნების კომპლექსი. მისი ფსიქიკა მერყევია, ემოციები კი არასტაბილური (სამაგიეროდ, გამოირჩევა შემოქმედებითი ტალანტითა და მისწრაფებებით). „ამბივალენტი“ შედის არაჯანსაღ ურთიერთობებში; ირჩევს პარტნიორს, რომლის სიყვარული მუდმივად მოსაპოვებელია; მიდრეკილია ადამიანებისკენ, რომლებსაც „გადარჩენა“ სჭირდებათ, ავლენენ ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობის ტენდენციებს, გამოირჩევიან მორალისა და ზნეობრივი ნორმების მიმართ საბოტაჟით და ა.შ.

ბესტსელერისერთი კვირა ერთ ოთახში ერთ-ერთი მთავარი გმირი - მატილდა - ამბივალენტური მიჯაჭვულობის მქონდე პერსონის კლასიკური მაგალითია. რომანში ვეცნობით მის ორ წარუმატებელ, სასიყვარულო ისტორიას. მატილდას პირველი ურთიერთობა ღალატით სრულდება, მეორე კი თვითპატივისცემას აკარგვინებს და მის ინტელექტუალურ-ემოციურ დეგრადაციას იწვევს, რაც საბოლოო ჯამში, პიროვნული კოლაფსით გვირგვინდება.

როცაროკერასღალატი შევიტყვე, თავი დავიდანაშაულე - ჩემი ბრალია, რომ მიღალატეს-მეთქი... ნაცვლად იმისა, რომ მიზეზები მოღალატეში მეპოვნა, საკუთარ თავში ქექვა დავიწყე და რას აღარ წავაწყდი... რაც უფრო დიდხანს ვჩიჩქნიდი, მით უფრო მეტს ვპოულობდი და თავიც ნაკლებად მიყვარდა. მტანჯავდა აზრი, რომ უკეთესი გარეგნობა ან უფრო საინტერესო ცხოვრება რომ მქონოდა, არ მიღალატებდა შეყვარებული. დღეს კი მივხვდი, რომ რამდენად სრულყოფილიც უნდა ვყოფილიყავი, მაინც სხვისკენ გაექცეოდა თვალი; რადგან ღალატის მიზეზი მოღალატეშია და არა - ნაღალატებში. „როკერასთანდაშორების მერე კაცთან დაახლოების პანიკური შიში გამიჩნდა. მეგონა, რომ თუკი ვინმეს სულთან მოვუშვებდი, ჩამაფურთხებდა მასში... მაგრამგიჟპოეტასრომ შევხვდი, ძალიან მომინდა სიყვარულისთვის კიდევ ერთი შანსი მიმეცა... ფიასკოს ფიასკო მიჰყვა და ჩემი ფობიების სიაც გაფართოვდა; თუკი ადრე ღალატისა და იმედგაცრუების მეშინოდა, „გიჟპოეტასდამსახურებით, ახლა ისიც მაშინებს, რომ უსულო საგანივით მომიხმარენ პირადი მიზნებისთვის. ვინაიდან სიყვარული გონებას გვიბინდავს, გვიჭირს გავარჩიოთ ის ძლივს შესამჩნევი გამყოფი ხაზი, რომელიც დახმარების მიღებასა და ადამიანის გამოყენებას შორის გადის.“ - იხსენებს თვითანალიზისას.

ნაწარმოებში კარგად ჩანს მატილდას დედ-მამის განწყობა და მოლოდინები მათი ქალიშვილის მიმართ; რაც პერსონაჟს წნეხის ქვეშ აქცევს პროფესიის არჩევისას, ბიზნესის დაწყებისას, სხვადასხვა სიტუაციაში არჩევანის გაკეთებისას. აღნიშნული ეპიზოდები მატილდასა და მის მშობლებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ წარმოდგენას გვიქმნის. აღსანიშნავია, რომ არჩევანის გაკეთების უუნარობა ან ნაკლებად გამოხატული უნარი, საკუთარი გადაწყვეტილების მიმართ მუდმივი ეჭვი და მისი გადახედვის სურვილი, ასევე, არასრულფასოვნების კომპლექსის სიმპტომებია.

არასრულფასოვნების კომპლექსისა და პირად ცხოვრებაზე მისი გავლენის ანალიზისას მატილდა გვთავაზობს საყურადღებო მიგნებებს: ყოველთვის ისეთ კაცებს ვირჩევ, ვისაც გვერდში დგომა სჭირდება პიროვნული ზრდა-განვითარებისთვის, კარიერული წინსვლისთვის ან ფინანსური სირთულეების გადასალახად. მგონი, როგორც იქნა, მიზეზს ჩავწვდი: საჭიროებების დაკმაყოფილებით მინდა მათ თვალში ღირებულება მომემატოს. ამგვარად, თავს ვაჩვენებ რაოდენ ფასეული ვარ. ვცდილობ, გაწეული ამაგით თავი შევაყვარო კაცს; „დავიმსახურომისი სიყვარული... რადგან გაუცნობიერებლად მგონია, რომ შრომისა და დაუღალავი მცდელობების გარეშე, სიყვარულის ღირსი არ ვარ; ვერ წარმომიდგენია, რომუმიზეზოდვეყვარები ვინმეს.“ - როგორც ხედავთ, პერსონაჟის რეფლექსიით თათული ღვინიანიძე კონკრეტულ დასკვნებს გვთავაზობს და მატილდას „პერსონალური პრობლემა“ მასშტაბურ ხასიათს იძენს.

ნაწარმოებში ვხედავთ, როგორ შეიძლება განკურნებული „ამბივალენტი“ ნელ-ნელა გარდაისახოს „სანდო მიჯაჭვულობის მქონე“ ტიპად მას შემდეგ, რაც გამოავლენს საუბრისა და ტრავმების დამუშავების მზაობას; თუმცაღა, ეს ტრანსფორმაცია საკუთარ თავზე რეგულარულად მუშაობისა და დიდი შრომის შედეგია; ამასთანავე, ხშირად საჭიროებს ფსიქოთერაპევტის დახმარებას.

387525405-333330542545779-1497024544011502033-n-1696840767.png

რომანისერთი კვირა ერთ ოთახში პროტაგონისტი ლუკასი ცალსახად არასანდრო მიჯაჭვულობის მქონე პროტოტიპია, თუმცაღა მისი კომპლექსური ხასიათი და ქცევა ართულებს ცალკეული ქვეკატეგორიის გამოყოფას. ასეთი ადამიანები ბავშვობაში ,,აპროტესტებენ“ მშობლის გულგრილობას, თუმცა ვერაფერს ცვლიან და სეპარირებენ ოჯახისგან; შემდეგ იკეტებიან საკუთარ თავში და იხარშებიან არასრულფასოვნების კომპლექსით წარმოშობილ შინაგან კონფლიქტებში. თუკი პარალელს გავავლებთ თათული ღვინიანიძის ბესტსელერთან, აღმოვაჩენთ, რომ ლუკასის მშობლები უგულებელყოფნენ მის ინტერესსა და სიყვარულს კალათბურთის მიმართ; შვილის პროფესიის არჩევისას, არ ითვალისწინებენ მის სურვილებს; სამეგობრო წრესაც თავად უკომპლექტებენ, მიუხედავად იმისა, რომ ლუკასი ვერ ახერხებს ამ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვას; დედ-მამა პროტაგონისტს უწუნებს მეორე ნახევარს, დამოუკიდებლად არჩეულ ძმაკაცს და სხვა მრავალ ცხოვრებუსეულ არჩევანს. ლუკასი შეგვიძლია მივიჩნიოთ „ამბივალენტურ“, „განრიდებულ“ და „დეორგანიზებულ“ მიჯაჭვულობათა სიმბიოზად; რაღა თქმა უნდა, მისი პირადი ცხოვრებაც შესაბამისია - ნაადრევ ასაკში ქორწინება, ოჯახის დანგრევა ორიოდე წელიწადში, დესტრუქციული სექსუალური ქცევა (პარტნიორების ხშირი ცვლა) და საპირისპირო სქესთან თუ მეგობრებთან ემოციური კავშირების დამყარების სუსტად განვითარებული უნარი.

„განრიდებული“ და „დეორგანიზებული“ მიჯაჭვულობები ძალიან ჰგავს ერთმანეთს (რასაც ვერ ვიტყვით „ამბივალენტურზე“), თუმცაღა მათ შორის მთავარი განმასხვავებელია, როგორ რეაგირებს ადამიანი გარე „გამღიზიანებელზე“, თავდაპირველად მშობელზე, შემდგომში - რომანტიკულ პარტნიორზე. დეზორგანიზებული მიჯაჭვულობის ტიპაჟის ქცევა ხშირად დამაბნეველი, კონტრასტული და პარადოქსულია. მაგალითად, იგი გაურბის სიახლოვეს, მაგრამ ამასთანავე ძალიან სურს, რომ „სულიერი ნავსაყუდელი“ იპოვოს.

387578275-1611551289372465-3306256743249933236-n-1696840809.png

სტატიის დასკვნით ნაწილში უნდა ითქვას, რომ მიჯაჭვულობის ტიპები და არასრულფასოვნების კომპლექსი უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს პირად ცხოვრებაზე. სწორედ ის გვპასუხობს შეკითხვაზე „რატომ ვერ ვაწყობთ რომანტიკულ ურთიერთობებს?“ თუ აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო სიღრმისეულად გაინტერესებთ, ვფიქრობთ, ბესტსელერი ერთი კვირა ერთ ოთახში თქვენი ინტერესის დაკმაყოფილებას და ამომწურავი პასუხების შემოთავაზებას შეძლებს.

წიგნის შესაძენად ეწვიეთ ბმულს: https://palitral.ge/product/5292/erti-kvira-ert-otakhshi

R