/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ანგიოლოგია

როგორ გამოვიკვლიოთ ქვემო კიდურების სისხლძარღვები

შეშუპებული ქვედა კიდურები, გაგანიერებული ვენები, ძლიერი ტკივილი წვივის მიდამოში - სამწუხაროდ, ეს ჩივილები ჩვენი პაციენტებისთვის უცხო არ არის. იმის გასარკვევად,

თუ როგორ გამოვიკვლიოთ ქვედა კიდურების სისხლძარღვები, მივმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო საუნივერსიტეტო კლინიკის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების მთავარი სპეციალისტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს კახა ქუნთელიას.

  • ბატონო კახა, გვესაუბრეთ ქვედა კიდურების სისხლძარღვების კვლევის მეთოდებზე.

- დღესდღეობით ვენების გამოკვლევის ყველაზე გავრცელებული და ზუსტი მეთოდია ეგრეთ წოდებული ფერადი დუპლექსი. ტერმინი აღნიშნავს ორმაგ კვლევას, ორმაგ შესწავლას. ამ კვლევისთვის განკუთვნილი აპარატით ხდება რბილი ქსოვილებისა და სისხლძარღვების სტანდარტული ექოსკოპიური გამოკვლევა და განისაზღვრება სისხლძარღვში სისხლის დინების სიჩქარე, სისხლის დინების სიჩქარის ცოდნა კი გადამწყვეტ როლს ასრულებს ვენური დაავადებების, განსაკუთრებით - ღრმა ვენების მდგომარეობის შესწავლაში.

ქვემო კიდურების არტერიათა მდგომარეობის შესასწავლად ტარდება დოპლეროგრაფია, განისაზღვრება გოჯ-მხრის ინდექსი, ტარდება ფერადი დუპლექს-სკანირება, ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით, მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია.

  • მკითხველის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობის სიტყვა "ფერადი". აქვს თუ არა მას მნიშვნელობა სადიაგნოზო თვალსაზრისით?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- დუპლექს-სკანირების დროს სისხლის დინების მიმართულება განსაზღვრავს გამოსახულების ფერს. ესე იგი, ექიმს საშუალება ეძლევა, ფერის მიხედვით დაადგინოს სისხლის ნაკადის მიმართულება, რასაც მნიშვნელობა აქვს სისხლძარღვთა პათოლოგიების დიაგნოსტიკისთვის.

  • რას ნიშნავს ტერმინი ”დოპლეროგრაფია”? რას გულისხმობს თქვენს მიერ ხსენებული გოჯ-მხრის ინდექსი?

- დოპლეროგრაფია არის სისხლძარღვების კვლევის არაინვაზიური მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობის სიჩქარე.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ რამდენიმე დღეა მარჯვენა ფეხზე შევამჩნიე ბურგივით მაქვს ცოტაზე გაბერილი ერთადგილას მხოლოდ მარჯვწნა ფეხზე ხელს როვადებ ისეთი შეგრძნება მაქვა თითქოს წყალი იყოს ჩამდგარი და რა რის ან საშიშია აანამ ექიმთან მივალ რომ დამაკვალიანოთ ?</p>

გოჯ-მხრის ინდექსის განსაზღვრისათვის ექიმი ზომავს წნევას გოჯის მიდამოში და წნევას მხრის არტერიაში (ჩვეულებრივი არტერიული წნევა). მათი თანაფარდობით დგინდება გოჯ-მხრის ინდექსი, რომლის მაჩვენებელიც ექიმს აძლევს საშუალებას იმსჯელოს პაციენტის სისხლძარღვების მდგომარეობაზე.

  • რა არის ანგიოგრაფიული კვლევა, როგორ ტარდება და რა ინფორმაციას გვაწვდის ის?

- ანგიოგრაფია არის სისხლძარღვთა რენტგენოლოგიური გამოკვლევის მეთოდი, რომლის დროსაც ხდება სპეციალური საკონტრასტო ნივთიერების გამოყენება. აღნიშნული ნივთიერება გამოკვლევის პროცესში სისხლძარღვის სანათურს ავსებს მთელ სიგრძეზე, რის შედეგადაც ხდება სისხლძარღვის კონტრასტირება გარშემო მდებარე ქსოვილებიდან.ეს კი საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ სისხლძარღვის მდებარეობა, მისი ფორმა, დიამეტრი.

ასევე დაგაინტერესებთ
გულის არტერიები და ვენები (ანგიოგრაფია, CT)
როგორია ღრმა ვენების თრომბოზის ძირითადი სიმპტომები

ანგიოგრაფია ინვაზიური მეთოდია, მის ჩასატარებლად საჭიროა სისხლძარღვის ჩხვლეტა ნემსით, თუმცა ჩხვლეტა უმტკივნეულოა, არ ქმნის საგრძნობ დისკომფორტს, რადგანაც საჩხვლეტ არეში წინასწარ ტარდება ადგილობრივი გაუტკივარება.

  • რა არის ქვემო კიდურების არტერიების სტენტირება?

- სტენტირება სისხლძარღვთა მკურნალობის შედარებით ახალი მეთოდია. ჩვენს ქვეყანაში პირველად გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვების სტენტირება ანუ კორონარული არტერიების სტენტირება დაინერგა. ამჟამად ინერგება კიდურების მკვებავი სისხლძარღვების სტენტირებაც. როგორც აღვნიშნეთ, ანგიოგრაფიული კვლევა საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ არტერიის შევიწროება, მისი ხარისხი და ლოკალიზაცია. სტენტი ლითონის მცირე ზომის კარკასია, რომელიც არტერიაში შეყვანის შემდეგ ადვილად იხსნება და არტერიის შევიწროებული მიდამოს გაფართოების შემდეგ აქვე ფიქსირდება, რათა შევიწროებული სისხლძარღვი საწყის მდგომარეობას არ დაუბრუნდეს.

მკურნალობის აღნიშნული მეთოდი საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი ოპერაცია. სტენტირების პროცედურა მაქსიმუმ 30 წუთის განმავლობაში გრძელდება, როგორც აღვნიშნეთ, ერთი ჩხვლეტით ტარდება, ფაქტობრივად არ არის დაკავშირებული სისხლის დანაკარგთან. სტენტირებით შეიძლება შეიცვალოს რეკონსტრუქციული ოპერაცია, რომლის ხანგრძლივობაც ზოგჯერ 4-5 საათს აღწევს. შეიძლება ითქვას, რომ ქვემო კიდურების არტერიათა სტენტირების მეთოდის ერთადერთი ნაკლი სიძვირეა.

  • როდის არის საჭირო ვენური სისტემის კვლევა?

- თუ პაციენტს დაუდგინეს ვენების დაავადება ან აღენიშნება ქვემო კიდურების შეშუპება, მით უფრო - თუ ეს პროცესი ცალმხრივია ან შეშუპება ასიმეტრიულია (კიდურები არათანაბრადაა შეშუპებული), აუცილებელია ანგიოლოგის კონსულტაცია ან კვლევა ფერადი დუპლექსით. აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ ქვემო კიდურების ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს, რომელსაც გაგანიერებული, დაკლაკნილი, ყურძნის მტევნის მსგავსი ვენები ამხელს, სპეციალისტის კონსულტაცია აუცილებელია.

  • რის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქვემო კიდურთა არტერიების გამოკვლევა აუცილებელია?

- ქვემო კიდურების არტერიების შევიწროების ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ეგრეთ წოდებული ხანგამოშვებითი კოჭლობა. ამ დროს პაციენტი ჩვეულებრივი ნაბიჯით სიარულის დროს გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ რომელიმე კიდურში გრძნობს სისუსტეს, დაღლას, წვივის (შესაძლოა ბარძაყის და დუნდულის) არეში მოჭერის შეგრძნებას, ტკივილს. როგორც წესი, შეჩერებისა და შესვენების შემდეგ ტკივილი და დისკომფორტი მცირდება და შემდეგ გაივლის. ამის გამო პაციენტები ასეთ მნიშვნელოვან სიმპტომებს გარკვეული დროის განმავლობაში ყურადღებას არ აქცევენ. დაავადება კი პროგრესირებს. აღნიშნული ჩივილებისა და კიდურების გაცივების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რათა დადგინდეს არტერიების დაზიანების ხასიათი და დროულად იქნეს შემუშავებული მკურნალობის ტაქტიკა.

  • მაინც რომელ კვლევას შეიძლება მისცეს პაციენტმა უპირატესობა?

- თანამედროვე ანგიოლოგია, მედიცინის სხვა დარგების მსგავსად, კვლევის მრავალ მეთოდს ფლობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოკვლევის მეთოდის არჩევა დამოკიდებულია პაციენტის ჩივილებზე, დაავადების ხასიათსა და სხვა ფაქტორებზე, ამიტომ უმჯობესია, კვლევის მეთოდი, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციალისტმა შეარჩიოს. ასეთი მიდგომა საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ ზედმეტი კვლევები და მასთან დაკავშირებული დანახარჯი და შევარჩიოთ მკურნალობის ოპტიმალური ტაქტიკა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ გამოვიკვლიოთ ქვემო კიდურების სისხლძარღვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები