/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ალერგოლოგია

ალერგია სიცივეზე

ალერგია სიცივეზე
რედაქციაში შემოვიდა მკითხველის წერილი:

.

"წინათ ასეთი რამ არასოდეს დამმართია, ამ ზამთარს კი მთელი სხეული მექავება, კანი გაუხეშებული და გაწითლებული მაქვს, ხელები პერიოდულად მეხორკლება. არც სახსრები და არც სხვა რამ არ მაწუხებს. მეუბნებიან, სიცივის ბრალია და დათბობისთანავე გაგივლისო, არადა მცივანა არ ვარ. როგორი მკურნალობა ჩავიტარო?"

სიმპტომები, რომლებსაც აღწერთ, სიცივის მიმართ ალერგიის გამოვლინებაა. ატმოსფერული ტემპერატურის შემცირებისას ზოგიერთს ალერგიის ნიშნები გამოაჩნდება ხოლმე: კანი წითლდება (ჰიპერემიული ხდება) და უხეშდება, რასაც ქავილის ან ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ერთვის, შრება, იფიტება და ხორკლით იფარება, ზოგჯერ ჩნდება შეშუპება ან მცირე ზომის გამონაყარი, ვითარდება ხელის მტევნის წვრილი სახსრების ანთება და შესივება, რასაც შემაწუხებელი ტკივილი სდევს თან. ყოველივე ეს და ზოგიერთი სხვა ნიშანი სიცივის მიმართ ალერგიის მანიშნებელია.

ალერგია არის სახეცვლილი, გაუკუღმართებული მგრძნობელობა, რომელიც ცხოველური, მცენარეული თუ ხელოვნური ალერგენის გარდა ფიზიკური ფაქტორების მიმართაც შეიძლება განვითარდეს. ხშირად ალერგიული რეაქციის გამომწვევად სიცივე გვევლინება. მისი ზემოქმედებით ორგანიზმში არსებული ზოგიერთი ნივთიერება ცვლილებას განიცდის, სახეშეცვლილი კი ორგანიზმისთვის უცხო ნივთიერებად აღიქმება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, აუტოალერგენად გარდაიქმნება. ორგანიზმი მათ მიმართ ე.წ. გამანეიტრალებელ ანტისხეულებს გამოიმუშავებს, ანტისხეულების ალერგენთან ურთიერთქმედების შედეგად კი სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება გამოიყოფა. ეს ნივთიერებები ზრდის კაპილარების განვლადობას, აღწევს მათ კედლებში, ლაგდება ქსოვილებში, სათავეს უდებს ანთებით პროცესებს, აღიზიანებს რეცეპტორებს (მაღალმგრძნობიარე წარმონაქმნებს) და ტკივილის შეგრძნებას იწვევს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სახსრებში მტვრევის შეგრძნება, წვრილი სახსრების შესივება, ლოკალური (ადგილობრივი) შეშუპება, როგორც წესი, სიცივესთან კონტაქტის შემდეგ - ცივ ამინდში, ცივ წყალთან, ცივ საგანთან შეხების შედეგად - ვითარდება. არის შემთხვევები, როდესაც სიცივის მიმართ ალერგია გრიპის, პარაგრიპის ან სხვა ვირუსული დაავადების შემდეგ იჩენს თავს. ოდესღაც ჯანმრთელ, სრულიად არაალერგიულ პირს, მას შემდეგ, რაც თუნდაც გაზაფხულზე ან ზაფხულში ინფექციურ პათოლოგიას გადაიტანს, ზამთარში მოულოდნელად სიცივისადმი მომატებული მგრძნობელობა გამოაჩნდება ხოლმე. მისი პირველი სიმპტომი ზოგიერთი ორგანოს ქრონიკული დაავადების გამწვავებაც შეიძლება იყოს.

  • რატომ ვითარდება ალერგია სიცივეზე?

საინტერესო ის არის, რომ სიცივის მიმართ ალერგიული ადამიანები სრულებითაც არ არიან მცივანები, ამიტომაც არის, რომ სიცივესთან ურთიერთობას არ ერიდებიან, მერე კი ალერგიული რეაქციის შედეგებით იტანჯებიან. უნდა ითქვას ისიც, რომ იდიოსინკრაზია - მეტისმეტი, ავადმყოფური მგრძნობელობა ამა თუ იმ საკვების ან სამკურნალო პრეპარატის მიმართ - ზოგიერთს სწორედ ზამთარში უვითარდება. ამის მიზეზი ისევ და ისევ სიცივის გავლენით ორგანიზმში მიმდინარე ძვრებია.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, მყავს 1 წლის პატარა. ზუსტად 1 თვის წინ შეხვდა ჭინჭრის ციება. ესლოტინი, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დანიშნული. მკურნალობის კურსს მოვრჩით და ეხლა კვლავ დაეწყო გამონაყარი, ოღონდ მხოლოდ ბარძაყებზე და წვივებზე. ეს გამონაყარი არ გავს იმას, რაც პირველად ქონდა, უფრო პატარა წითელი გამონაყარია. საკვენს ვერ ვაბრალებ, იმიტომ რომ არაფერი მიმიცია ალერგიული, მეც დიეტაზე ვარ ბუნებრივი კვების გამო. ეხლა საღამოობით უჩნდება და დილით აღარ აქვს ხოლმე გამონაყარი. აღარ ვიცი რა ვქნა, თან შეკრულობა დაეწყო საშინელი. ეგებ მირჩიოთ რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე?</p>

ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთი და იგივე ნივთიერება, ესა თუ ის სუნი ან გემო წელიწადის სხვადასხვა დროს თქვენზე სხვადასხვაგვარად იმოქმედებს.

სიცივის ალერგია მეტწილად იდიოპათიურია (გარკვეულ მიზეზებთან დაუკავშირებელი), მაგრამ ზოგიერთი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ის მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში სიცივის აგლუტინინების არსებობისა და სიცივის პაროქსიზმული ჰემოლიზის ბრალი იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ
თვალების სიწითლე და ქავილი - ალერგია თუ ინფექცია?
11 უცნობი ფაქტი ალერგიაზე

ჰემოლიზი ერითროციტების დაშლის პროცესია, რომლის შედეგად ჰემოგლობინი გამოიყოფა. ვარაუდობენ, რომ სიცივის ზემოქმედებით ზოგჯერ იცვლება ერითროციტების რეზისტენტობა (გამძლეობა) და ჰემოლიზი ვითარდება, დაშლილი ერითროციტების ცალკეული ნაწილაკები კი ალერგენებად ევლინება ორგანიზმის იმუნურ სისტემას და შესაბამის რეაქციებს იწვევს.

  • მკურნალობა

გახსოვდეთ, სიცივის ალერგიის დროს თვითმკურნალობა, მით უფრო - ცხელი აბაზანების, საფენებისა თუ სათბურების გამოყენება, არასდიდებით არ შეიძლება. ყოველნაირად უნდა მოერიდოთ სიცივეს, თუმცაღა როცა ონკანში ცხელი წყალი აღარ მოედინება, სახლები და დაწესებულებები ერთიანად გაყინულია, ეს, ცოტა არ იყოს, ძნელია. და მაინც -

  • თავი შეიკავეთ ცივ წყალში რეცხვისა და ცივი წყლით ხელების დაბანისაგან;
  • ეცადეთ, დიდხანს არ დარჩეთ სიცივეში
  • აუცილებლად მიაკითხეთ ექიმ-ალერგოლოგს, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და სათანადო მკურნალობას დაგინიშნავთ.

  • დასასრულ კი - რამდენიმე რჩევა:

  • წყალთან ყოველი შეხების შემდეგ აუცილებელია, ხელებზე დამცავი კრემი გადაისვათ. განსაკუთრებით მოგიხდებათ კრემები, რომლებიც ქოქოსის ზეთს ან ქაცვის ექსტრაქტს შეიცავს. პირველი კარგად შეიწოვება, საუკეთესო მკვებავია და ხელებზე დიდხანს რჩება. რაც შეეხება ქაცვის ზეთსა და ექსტრაქტს, ისინი დიდი ოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რომელიც კარგად აშუშებს კანის გამოშრობა-გამოფიტვის შედეგად წარმოქმნილ მიკროტრავმებსა და წვრილ ნახეთქებს.
  • ხელებზე ხორკლი იმის ნიშანია, რომ კანი შველას გთხოვთ. ახალმოხარშული კარტოფილისა და რძისგან გააკეთეთ პიურე, წაისვით ხელებზე და ენერგიულად შეიზილეთ. 10 წუთის შემდეგ ხელები თბილი წყლით დაიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით. პროცედურა კვირაში სამჯერ გაიმეორეთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ალერგია სიცივეზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები