თვალების სიწითლე და ქავილი - ალერგია თუ ინფექცია?
ალერგია არ არის გადამდები, მაგრამ მათთან გამკლავება შეიძლება რთული იყოს, ხოლო თუ პრობლემის მიზეზი ინფექციაა, შესაძლოა თვალის დაზიანება გამოიწვიოს.
თვალის ინფექციები შეიძლება წარმოიშვას მრავალი მიზეზის გამო - ვირუსი, ბაქტერია, პარაზიტი ან სოკო - და სიმპტომები განსხვავდება მიზეზის მიხედვით, მაგრამ ზოგადად, ინფექციებს აქვთ სიმპტომების უფრო გრძელი სია ალერგიასთან შედარებით.
ალერგიის ძირითადი სიმპტომები:
- სიწითლე;
- ქავილი;
- წვა;
- ცრემლდენა
ინფექციის სიმპტომები:
- სიწითლე;
- ქავილი;
- წვა;
- ცრემლდენა;
- ტკივილი;
- სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- თვალიდან სქელი გამონადენი
თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ როგორც ალერგიის რისკი სხვადასხვა სტრატეგიებით, მაგალითად ალერგენების მაქსიმალურად თავიდან აიცლებით.
კონიუნქტივიტი არის თვალის ყველაზე გავრცელებული ინფექცია, გამოწვეული ვირუსით ან ბაქტერიით. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ადვილად ვრცელდება. ამიტომ, ხელების ხშირი დაბანა აუცილებელია კონიუქტივიტის და სხვა გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
ალერგიის სამკურნალოდ გამოიყენება, როგორც ადგილობრივი მედიკამენტები,ისე ზოგადი საშუალებები, ჩვეულებრივ, თვალის წვეთები ეფექტურია სიმპტომების სამკურნალოდ.
ვირუსული ინფექციები, როგორც წესი, თავისთავად ქრება, მაგრამ ცივი კომპრესებისა და თვალის წვეთების გამოყენებამ შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს სიმპტომები. ექიმმა შეიძლება დანიშნოს ანტიბიოტიკი, თვალის წვეთები ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ.
სოკოებითა და პარაზიტებით გამოწვეული თვალის ინფექციებისთვის, წამალი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა იწვევს პრობლემას. ამის გარკვევაში ოფთალმოლოგი დაგეხმარებათ.