/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ალერგოლოგია

ავცრათ თუ არა ალერგიული ბავშვი

ავცრათ თუ არა ალერგიული ბავშვი
ავცრათ თუ არა ალერგიული ბავშვი?- ეს პრობლემა ყოველთვის აწუხებს ალერგიული ბავშვის მშობელს. გვესაუბრება ბავშვთა № კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ალერგოლოგი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ეკა ჩხარტიშვილი.
  • ქალბატონო ეკა, შეიძლება ალერგიული ბავშვის აცრა?

- ბავშვთა ასაკში ვაქცინაცია ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია, მისი შეფერხება თუნდაც ალერგიისადმი მიდრეკილ ბავშვებში დაუშვებელია. ვაქცინები უსაფრთხოა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მაღალი რისკის მქონე პირებს, რომელთაც აღენიშნებათ საკვებზე ანაფილაქსიური რეაქციები და აუტოიმუნური დაავადებები. ალერგიულ ბავშვებში ხშირია ვაქცინაციის გადავადების ან შეწყვეტის საჭიროება, თუ ადგილი აქვს ანაფილაქსიურ რეაქციას. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დაუყოვნებელი სისტემური ალერგიული რეაქციები უკიდურესად იშვიათია.

ალერგიის (ატოპიის) ჩამოყალიბების გენეტიკური რისკი გავლენას ახდენს ჩვილობის პერიოდში ვაქცი-ნაციისადმი რეაგირების უნარზე. რისკი თუ სარგებელი - შეფარდება იხრება ვაქცინაციის სასარგებლოდ.

  • რომელი საკვები პროდუქტების მიმართ აქვთ ყველაზე ხშირად ალერგია ადრეული ასაკის ბავშვებს?

- კვერცხზე, ასევე გამოვყოფდი ძროხის რძეს. მათი ალერგიული რეაქციები არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო, პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა რაციონიდან კვერცხის ამოღება ან სოიის რძეზე დამზადებული ნარევით კვება. ამავე დროს საჭიროა ასეთი ბავშვის მეთვალყურეობა. განსაკუთრებული ზომების მიღებაა საჭირო სიცოცხლისათვის სახიფათო რეაქციების დროს - იმ ვაქცინებით იმუნიზა-ციისას, რომლებიც შეიცავენ კვერცხის პროტეინებს (ცილას). ვაქცინები შეიძლება შეიცავდნენ ასევე ალუმინის იონებს, ჟელატინს, ანტიბიოტიკებს. ნებისმიერი ალერგიული განწყობის შემჩნევისთანავე მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს, რათა დროულად იქნას აცილებული ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი.

ასევე ყურადღება უნდა მიექცეს წინა ვაქცინაციის დროს გამოვლენილ ალერგიისთვის დამახასიათებელ ნიშნებს.

  • რას გულისხმობს ბავშვის მეთვალყურეობა?

- ალერგიული ბავშვის კონტროლი გულისხმობს არა მარტო ვაქცინაციების ჩატარების პრობლემას, არამედ დაავადების გართულების თავიდან აცილებასაც. ექიმის მიერ დადგენილი პრემედიკაცია (აცრისთვის ბავშვის მზადება ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებით) უსაფრთხო და ეფექტურია ყველა ალერგიულ პაციენტში. პრემედიკაციის შემთხვევაში ვაქცინის ეფექტურობა არ მცირდება.

  • რას გვეტყვით მედიკამენტური ალერგიის შესახებ?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, მყავს 1 წლის პატარა. ზუსტად 1 თვის წინ შეხვდა ჭინჭრის ციება. ესლოტინი, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დანიშნული. მკურნალობის კურსს მოვრჩით და ეხლა კვლავ დაეწყო გამონაყარი, ოღონდ მხოლოდ ბარძაყებზე და წვივებზე. ეს გამონაყარი არ გავს იმას, რაც პირველად ქონდა, უფრო პატარა წითელი გამონაყარია. საკვენს ვერ ვაბრალებ, იმიტომ რომ არაფერი მიმიცია ალერგიული, მეც დიეტაზე ვარ ბუნებრივი კვების გამო. ეხლა საღამოობით უჩნდება და დილით აღარ აქვს ხოლმე გამონაყარი. აღარ ვიცი რა ვქნა, თან შეკრულობა დაეწყო საშინელი. ეგებ მირჩიოთ რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე?</p>

- წამლების გვერდითი მოვლენები ხშირია ბავშვებში და ბევრ შემთხვევაში ითვლება, რომ ბავშვს აქვს მედიკამენტური ალერგია, მხოლოდ სპეციალური გამოკვლევით დგინდება, რომ ამა თუ იმ მედიკამენტზე ბავშვს არ აღენიშნება ალერგიული რეაქცია. ზოგიერთ პაციენტს გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვს "მრავალი მედიკამენტისადმი მგრძნობელობაზე" ანუ აღენიშნება ინდივიდუალური აუტანლობა მედიკამენტის მიმართ, რაც განპირობებულია გენეტიკურად ღვიძლის კონკრეტული ფერმენტის ნაკლებობით ან უკმარისობით. ამასთანავე, კარგად გამოკითხვის შემდეგ, მის მშობელსაც აღენიშნება იმავე მედიკამენტის აუტანლობა (მაგალითად, იზონიაზიდის).

მედიკამენტის მიმართ რეაქციები შეიძლება განხილული იქნეს როგორც წინასწარ მოსალოდნელი ან განუსაზღვრელი. წინასწარ მოსალოდნელი რეაქცია შესაძლებელია იყოს მედიკამენტის ფარმაკოლოგიური მოქმედების შედეგი. წინასწარ განუსაზღვრელი კი შეიძლება იყოს იდიოსინკრაზია, წამლის აუტანლობა და ჰქონდეს იმუნოლოგიური საფუძველი. დაუყოვნებელი ალეგიული რეაქციები განიხილება როგორც ფსევდო-ალერგიული რეაქციები. ასეთ დროს ადგილი აქვს ფოყიერი უჯრედების გააქტიურებას. ესენი კი გამოყოფენ ალერგიული რეაქციის მედიატორს ჰისტამინს.

  • ცნობილია ისეთი შემთხვევები, როცა პრემედიკაციის მიზნით გამოყენებულ ანტიჰისტამინურ პრეპარატზე აღენიშნა ბავშვს ალერგიული რეაქცია. რას გვირჩევთ ასეთ შემთხვევაში, რომელი პრეპარატი ითვლება ნაკლებ უსაფრთხოდ?

ასევე დაგაინტერესებთ
მძიმე ალერგიული რეაქციები - ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება და ანაფილაქსია
პირველი აცრა - რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა აუცილებლად?

- ნამდვილად არის პტაქტიკაში ასეთი შემთხვევები ცნობილი, ამიტომ უმჯობესია ახალი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება პრემედიკაციის მიზნით. მაგალითად, ცეტირიზინი. იგი ხანგრძლივად, 1 თვის განმავლობაში ინიშნება წინა აცრისას რეაქციის შემთხვევაში, ხოლო ალერგი-ისთვის დამახასიათებელი ნიშნების (ლოყების წამოწითლება) შემჩნევისას, მოკლე კურსით - ფენკაროლი. მხოლოდ ექიმ-სპეციალისტთან კონსულტაციით, ზუსტად და სწორად შეგროვილი ანამნეზით, ექიმისა და მშობლის გულღია ურთიერთობით, სათანადოდ დანიშნული გამოკვლევებით (უწინარესად კანის ალერგიული სინჯები) შესაძლებელია სწორი დიაგნოსტირება და უსაფრთხო მკურნალობა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ავცრათ თუ არა ალერგიული ბავშვი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები