ვაქცინა და ვაქცინაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვაქცინა და ვაქცინაცია

ინფექციური დაავადებებისადმი სპეციფიკური წინააღმდეგობის გასაწევად იმუნობიოლოგიური პრეპარატები – ვაქცინები შეჰყავთ.

სამედიცინო იმუნობიოლოგიური პრეპარატი – ვაქცინა

ყველა ვაქცინა იმუნობიოლოგიური პრეპარატია, რადგან ისინი შეიცავენ სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებულ დაავადების გამომწვევებს (ბიოლოგიური აგენტი), რომელთა წინააღმდეგაც საჭიროა ორგანიზმში იმუნიტეტის გამომუშავება (იმუნური პასუხი).

დაავადებების გამომწვევებისა და მათი ნაწილი – ანტიგენების გარდა, ვაქცენები ზოგჯერ შეიცავენ სპეციალურ დაშვებულ კონსერვანტებს, რომლებიც ვაქცინის შენახვასა და მის სტერილობის დაცვას უზრუნველყოფენ, აგრეთვე მინიმალურად დასაშვები რაოდენობით იმ ნივთიერებების მინარევებს, რომლებიც გამოიყენება მიკროორგანიზმების გასაზრდელად და მათი ინაქტივაციისთვის.

მაგალითად, B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიცავს საფუარის სოკოს უჯრედებს, ხოლო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში ქათმის კვერცის ცილის მინარევებია.

საკუთრივ ვაქცინების სტერილობას უზურნველყოფს ის კონსერვანტები, რომლებიც რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და დაშვებულია ორგანიზმში შესაყვანად.

ვაქცინის სრული შემადგენლობა მოცემულია მათ ინსტრუქციებში, რადგან თუ ადამიანს აღენიშნება რომელიმე კომპონენტისადმი ინდივიდუალური აუტანლობა, ალერგიული რეაქცია, მაშინ ამ ვაქცინის შეყვანა მის ორგანიზმში აკრძალულია.

როდის ტარდება ვაქცინაცია

საჭიროების მიხედვით არსებობს: გეგმური, ექსტრემალური, სპეციალური და დამატებითი ტიპის ვაქცინაციები.

გეგმური ვაქცინაცია

გეგმური ვაქცინაცია ტარდება პროფილაქტიკური ვაქცინებით, წინასწარ შედგენილი კალენდარული ვადების გათვალისწინებით არსებული წესით ყოველი კონკრეტული ქვეყნის მოქალაქისთვის.

სპეციალური ვაქცინაცია

სპეციალური ვაქცინაცია ტარდება სამსახურებრივი ან ტურისტული მიზნით უცხოეთში, ტროპიკულ ქვეყნებში წამსვლელთათვის.

ექსტრემალური ვაქცინაცია

ექსტრემალური ვაქცინაციისას იცრებიან ის ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან ეპიდემიურად საშიშ ზონაში. ეს არის მოსახლეობის დამატებითი დაცვის საშუალება არატიპური ინფექციისგან და ტარდება სპეციალური სქემების მიხედვით.

დამატებითი ვაქცინაცია

დამატებითი ვაქცინაცია უტარდებათ პროფესიული რისკების შემცველ პროფესიათა წარმომადგენლებს:

  • ექიმებს;
  • მესაქონლეობისა და ვეტერინარიის სფეროში დასაქმებულ პირებს;
  • საზოგადოებრივი კვების სფეროს თანამშრომლებს;
  • ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ კონტაქტობენ ბავშვებთან: ძიძებს, პედაგოგებს, აღმზრდელებს;
  • მეტყევეობაში დასაქმებულ პირებს;
  • სოფლის მეურნეობის სფეროს თანამშრობლებს.

ვაქცინის ტიპები

ვაქცინები მის შემადგენლობაში არსებული ანტიგენური მასალის მიხედვით, რამდენიმე ჯგუფად იყოფა:

ცოცხალი ვაქცინები

ეს მიკრობებისა და ვირუსების ცოცხალი ან დასუსტებული შტამების შემცველი პრეპარატებია, რომლებიც მკაცრად უვნებელია ადამიანისთვის, ასეთი ვაქცინის შეყვანის შემდგომ დასუსტებული შტამები მრავლდებიან და ორგანიზმში იწვევენ ვაქცინურ ინფექციურ პროცესს.

უმეტეს შემთხვევაში, ინფექციური პროცესი არსებითი კლინიკური გამოვლინებების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა, ორგანიზმში აღნიშნული ინფექციის საწინააღმდეგო მყარი იმუნიტეტის გამომუშავებას იწვევს.

ცოცხალი ვაქცინებია: ციმბირის წყლულის, ტულარემიის, ბრუცელოზის, ჩუტყვავილას, გრიპის, ყვითელი ცხელების, წითელას, პილიომიელიტის, როტავირუსული ინფექციის, ტუბერკულოზის, ეპიდემიური პაროტიტის საწინააღმდეგო ვაქცინები.

მკვდარი, ინაქტივირებული ვაქცინები

ინაქტივირებული ან მკვდარი ვაქცინა დამზადებულია მიკრობებისგან, რომლებიც გამოყვანილია სპეციალურად ლაბორატორიულ, კონტროლირებულ პირობებში და შემდეგ ხდება მიკრობების დასუსტება ან ლიკვიდაცია თერმული დამუშავებით ან რომელიმე შხამით: ფენოლით, ფორმალინით, აცეტონით.

ეს ვაქცინები არ იწვევენ ინფექციურ პროცესს, მაგრამ ცოცხალ ვაქცინებთან შედარებით, ისინი ნაკლებეფექტიანია, ამიტომ საჭიროებენ განმეორებით შეყვანას – რევაქცინაციას. ასეთი ვაქცინები გამოიყენება ისეთი ინფექციების პროფილაქტიკისთვის, რომელთა წინააღმდეგაც ცოცხალი ვაქცინები არ არსებობს.

დასუსტებული მიკრობებისა და ვირუსების შემცველი პრეპარატებია: ცოფის, მუცლის ტიფის, B ჰეპატიტის, გრიპის, ქოლერას, ტკიპისმიერი ენცეფალიტის, ქუნთრუშას საწინააღმდეგო ვაქცინები.

ანატოქსინები

მიკრობებისა და ვირუსების დასუსტებული ან შეცვლილი ტოქსინების შემცველი პრეპარატებია, ასეთებია დიფტერია და ტეტანუსი.

სინთეზური ვაქცინები

სუბერთეულები, ანუ სინთეზური ვაქცინები, გენური და მოლეკულური ინჟინერიით შექმნილი პრეპარატებია. კონკრეტულად კი ისინი დამზადებულია პათოგენური ორგანიზმის ერთი ან რამდენიმე ზედაპირული იმუნოგენური ცილისგან. იმუნოგენების აღება შესაძლებელია როგორც დაშლილი პათოგენური ორგანიზმის, ისე გენური ინჟინერიით გამოყვანილი მასალისგან.

სუბერთეული ვაქცინები ყველაზე არარეაქტიულია, მათ ყველაზე ნაკლებად ახასიათებს გვერდითი ეფექტები. ასეთებია: ჰეპატიტის, ყივანახველას, პნევმოკოკური და მენინგოკოკური ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინები.

ვიროსომალური – ანტივირუსული ვაქცინები

ვიროსომალური ვაქცინა შეიცავს ვიროსომებს – ვირიონებს, ვირუსებს, რომელთაც მოცილებული აქვთ გენეტიკური მასალა და შენარჩუნებული აქვთ ვირუსის ყველა ზედაპირული ცილა და სტრუქტურა. ვიროსომები მაქსიმალურად სრულ იმუნიტეტს გამოიმუშავებენ, ისინი არ შეიცავენ კონსერვანტებს და კარგი ამტანობით გამოირჩევიან.

სპლიტ-ვაქცინები

ისინი მზადდება დაშლილი ვირუსისგან, რომლებიც შეიცავენ ვირუსის ლიპიდებსა და მათ ზედაპირულ და შიდა ცილებს.

ქიმიური ვაქცინები

ქიმიური ვაქცინები იქმნება მიკრობული უჯრედიდან ამოღებული ანტიგენური კომპონენტებისგან, გამოყოფენ იმ ანტიგენებს, რომლებიც მიკროორგანიზმის იმუნოგენურ თვისებებს განსაზღვრავენ. ამგვარ ტიპს ვაქცინებისას გააჩნია საკმაოდ დაბალი რეაქტოგენობა, მაღალი სპეციფიკური უვნებლობა და საკმაოდ მაღალი იმუნოგენური აქტივობა.

რეკომბინანტული ვაქცინები

ამგვარი ვაქცინები იქმნება გენური ინჟინერიის დახმარებით. მიკროორგანიზმის გენეტიკურ მასალას ნერგავენ საფუარის უჯრედებში, რომლებიც გამოიმუშავებენ ანტიგენებს. კულტივირების შემდეგ მისგან გამოყოფენ საჭირო ანტიგენს, ასუფთავებენ მას და ამზადებენ ვაქცინას.

ასეთი ვაქცინის მაგალითია B ჰეპატიტისა და ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები.

პოლივალენტური ვაქცინები

ეს ვაქცინებია, რომლებიც ერთი ტიპის ანტიგენზე მეტ ანტიგენს შეიცავენ, ასეთია პოლიტიპური, პოლივარიანტული, პოლიშტამური ვაქცინები, რომლებიც შეიცავენ გამომწვევების რამდენიმე შტამს, ტიპსა და ვარიანტს.

თუ ვაქცინა შეიცავს სხვადასხვა ინფექციის გამომწვევთა ანტიგენებს, მაშინ მას კომბინირებული ვაქცინა ეწოდება. ასეთია, მაგალითად, წითელა, წითურა, ყბაყურა და დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველას კომბინირებული ვაქცინები.

ორგანიზმში შეყვანის გზები

ორგანიზმში ვაქცინების შეყვანის რამდენიმე გზა არსებობს, რომელსაც განსაზღვრავს იმუნიტეტის ფორმირების მექანიზმი.

ინტრამუსკულური – კუნთშიდა

ინტრამუსკულური ვაქცინის შეყვანის ყველაზე გავრცელებული გზაა. კუნთების კარგი სისხლმომარაგება მაქსიმალური ინტენსივობისა და იმუნიტეტის მაქსიმალურად მოკლე დროში გამომუშავებას უწყობს ხელს.

კანიდან მოშორებულ კუნთებში ვაქცინების შეყვანისას მინიმუმამდე მცირდება გვერდითი მოვლენების სიხშირე, იგი, ჩვეულებრივ, 1-2 დღის განმავლობაში აქტიური მოძრაობისას გარკვეული დისკომფორტით გამოიხატება.

ვაქცინაციის ტექნიკა: კუნთშიდა ინიექცია კეთდება კანის ზედაპირიდან პერპენდიკულარულად, ანუ საინიექციო შპრიცის 90-გრადუსიანი დახრით.

ინტრაკუტანური – კანშიდა

კლასიკური მაგალითი ვაქცინისა, რომელიც კანშიდა შეყვანას ექვემდებარება, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაა. ჩვეულებრივ, კანშიგნით შეჰყავთ ცოცხალი ბაქტერიული ვაქცინები, რომელთა ორგანიზმში გავრცელებაც ერთობ არასასურველია, ასეთებია: ტულარემიისა და ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინები.

ვაქცინაციის ტექნიკა: კანშიდა ვაქცინაციისთვის გამოიყენება შპრიცები სპეციალური წვრილი ნემსებით. ნემსი შედიც კანში მისი ზედაპირის პარალელურად, ამასთან აუცილებელია, მედპერსონალი დარწმუნებული იყოს, რომ ნემსი კანქვეშ არ არის, სწორად შეყვანას ადასტურებს ვაქცინის შეყვანის ადგილზე სპეციფიკური „ლიმონის კანის“ განვითარება.

ამგვარი შეყვანის უპირატესობა ვაქცინის დაბალი ანტიგენური დატვირთვა და შედარებით უმტკივნეულო ჩხვლეტაა.

სუბკუტანეური – კანქვეშა

ეს გზა უპირატესად გამოიყენება ცოცხალი და ინაქტივირებული ვაქცინების შესაყვანად, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კანქვეშა შეყვანისას რამდენამდე ქვეითდება იმუნოგენური რეაქციები და იმუნიტეტის გამომუშავების სიჩქარე, ეს გზა სასურველი არ არის ცოფისა და ვირუსული ჰეპატიტის ვაქცინებისთვის.

ეს გზა მიზანშეწონილია განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებათ, რამდენადაც ამგვარი შეყვანის შემდეგ სისხლდენის რისკი საკმაოდ დაბალია.

ვაქცინაციის ტექნიკა: საჩვენებელი და დიდი თითით უნდა წამოიწიოს საინიექციო ადგილიდან კანი, ნაკეცის სახით და მცირე დახრის კუთხით შეჰყავთ ნემსი კანქვეშ.

ამ გზით შესაძლებელია გაცილებით დიდი რაოდენობის იმუნობიოლოგიური პრეპარატის შეყვანა. უარყოფით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ იმუნიტეტის გამომუშავების დაბალი სიჩქარე და მისი ნაკლებინტენსივობა.

პერორალური – პირისმიერი

ასეთი ვაქცინაა პოლიომიელიტი.

ინტრანაზალური – ცხვირისმიერი

მიჩნეულია, რომ ამ გზით განსაკუთრებით გამართლებულია ჰაერწვეთოვანი გზით გადამდებ ინფექციათა ვაქცინების შეყვანა, ასეთია, მაგალითად, გრიპი.

ვაქცინაციის ტექნიკა: რამდენიმე წვეთ ვაქცინას აწვეთებენ ცხვირში, ან ცხვირის დანამატებსა და წიაღებში ავრცელებენ სპეციალური მოწყობილობის საშუალებით.

ამ გზით შეყვანილი ვაქცინები ლორწოვან გარსებზე ქმნიან იმუნოლოგიურ ბარიერს, ამასთან, ასეთი გზით შექმნილი იმუნიტეტი არ არის მყარი და სისტემური. იმუნიტეტი შესაძლოა არასაკმარისი იყოს იმ ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ, რომლებმაც უკვე მოახერხეს ორგანიზმში შეღწევა.