ასთმა შესაძლოა მალე საბოლოოდ დამარცხდეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

ასთმა შესაძლოა მალე საბოლოოდ დამარცხდეს

ასთმა შესაძლოა მალე საბოლოოდ დამარცხდეს
ასთმით დაავადებულთა უმრავლესობა დაავადებას ინჰალატორების საშუალებით აკონტროლებს. აღნიშნული პათოლოგიით შეპყრობილთა 5 %-ს, არსებული მკურნალობის მეთოდები, სამწუხაროდ, ვერ შველის.
ლონდონის სამეფო კოლეჯის, მაიოს კლინიკისა და კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საინტერესო კვლევებით მკურნალ ექიმებს ჩაუსახეს იმედი, რომ ასთმა მალე საბოლოოდ დამარცხდება. მკვლევართა ინფორმაციით, ასთმის შეტევას იწვევს ცილა CaSR-ი. ეს აღმოჩენა შემთხვევით მოხდა. ხუთი წლის წინ პროფესორი დანიელა რიკარდი, რომელიც უწინ ოსტეოპოროზს იკვლევდა, ფილტვების შესწავლას შეუდგა. მან სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ცილაCaSR-ი, რომელიც არეგულირებს ძვლებში კალციუმის დონეს, სასუნთქ გზებთანაც არის დაკავშირებული. ტესტებმა აჩვენა, რომ ასთმით
დაავადებულთა ორგანიზმში ცილა CaSR-ი გაცილებით დიდი რაოდენობითაა, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანების ქსოვილებში.
როდესაც ასთმით დაავადებული ადამიანი შეისუნთქავს გამღიზიანებელს, მაგალითად მტვერს, კვამლს ან სხვა ნაწილაკს, ცილა CaSR-ი ზრდის კალციუმის დონეს ფილტვის ქსოვილის უჯრედებში. კალციუმის მოჭარბებული რაოდენობის გამო სასუნთქი გზები ვიწროვდება და ვითარდება სპაზმი.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ცილა CaSR-ის აქტივობის
დამთრგუნველი საშუალება უკვე არსებობს. ეს არის კალცილიზური საშუალება (ე.წ კალცილიტიკი), რომელიც ჯერ კიდევ 15 წლის წინ შეიქმნა ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. პრეპარატი მართალია უსაფრთხო აღმოჩნდა, მაგრამ ამავე დროს არაეფექტურიც ოსტეოპოროზის მკურნალობაში. ეს პრეპარატი მეცნიერებმა უკვე გამოსცადეს ვირთაგვებსა და ადამიანის ქსოვილთა ნიმუშებზე. მათი მონაცემებით, დასახელებულმა კალცილიზურმა საშუალებამ შესაძლოა დიდი დახმარება გაუწიოს სპეციალისტებს ასთმის მკურნალობაში. 
უახლოეს მომავალში სპეციალისტები პრეპარატის კლინიკურ გამოცდას დაიწყებენ. თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, დაახლოებით 5 წელიწადში ასთმით დაავადებულებს ახალი სამკურნალო საშუალება ექნებათ. ისინი ინჰალატორის საშუალებით ჩაისუნთქავენ ახალ მედიკამენტს. რაც მთავარია, მკურნალობის რამდენიმე კურსი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ადამიანმა საბოლოოდ დააღწიოს თავი ასთმის შეტევებს. სავარაუდოა, რომ ახალი საშუალება დაეხმარება იმ პირებსაც, რომლებიც ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით და ქრონიკული ბრონქიტით იტანჯებიან.

თინათინ გოცაძე

რა არის ასთმა

ბრონქული ასთმა და ასთმური სინდრომი

ბრონქული ასთმა

როგორ ვმართოთ ბრონქული ასთმა

ბრონქული ასთმა და ასთმური სტატუსი
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 04-10-2015
EMIGRANTI.GR
ხო მაგრამ,კალციუმის დიდი დოზებით მიღება,და ორგანიზმში მისი დაგროვება,კიბოს აჩენს,ეს არის აქსიომა და დამტკიცება არ ესაჭიროება,არა მგონია მაგან გაამართლოს, გაგივლით ასთმა??? მაგრამ შეიძლება კიბო განვითარდეს
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ჯერ კიდევ 20 წლის წინ ბევრმა არც კი იცოდა სიტყვა გლუტენის მნიშვნელობა. რა არის გლუტენი? ეს არის ცილა, რომელსაც მარცვლეული
ოქროსფერი შემოდგომა ხომ წარმოუდგენელია ვაზის, რთვლის, დაწურული ყურძნის,
როცა ოჯახში ბავშვი ჩნდება, მნიშვნელოვანია, რომ ის კარგად იკვებებოდეს, დიდხანს ეძინოს.
ჩვენს თვალებს ყოველდღიურად უამრავი ინფორმაციის დამუშავება უხდებათ.
კოსმეტიკური საშუალებების შერჩევისას, უპირველესად, უნდა ვიცოდეთ საკუთარი კანის ტიპი,
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად