/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ალერგოლოგია

რა არის ასთმა

რა არის ასთმა
ასთმა ბრონქული ხის ანთებისა და მისი გლუვი კუნთების სპაზმის შედეგია. ამასთან ერთად ბრონქებში წარმოიქმნება დიდი ოდენობით სეკრეტი, რომელიც სასუნთქ გზებს ახშობს.

დაავადების გამოვლინება სხვადასხვა ინტენსივობისაა, უმნიშვნელო ხიხინითა და სუნთქვის მცირედი გაძნელებით დაწყებული სიცოცხლისთვის საშიში შეტევით დამთავრებული. ასთმა ქრონიკული დაავადებაა, მაგრამ სათანადო მკურნალობით შესაძლებელია, მის კონტროლს მივაღწიოთ. დაავადების მართვა გულისხმობს შეტევის გამომწვევი ფაქტორების ზემოქმედების თავიდან აცილებას და დაავადების სიმპტომების კუპირებას (მოხსნას). მკურნალობის პროცესში პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატების რეგულარული მიღება დაავადების გამწვავების თავიდან ასაცილებლად და პერიოდულად ხანმოკლე მოქმედების პრეპარატების დამატება გამწვავების კონტროლისთვის. არაკონტროლირებადი ასთმა პაციენტს იძულებულს ხდის, ხშირად გააცდინოს სასწავლებელი თუ სამსახური, ამცირებს მის შრომისუნარიანობას. ვინაიდან დაავადების მიმდინარეობა და ხასიათი წლების განმავლობაში იცვლება, პაციენტი, რომელსაც ბრონქული ასთმა აქვს, აუცილებლად უნდა თანამშრომლობდეს ექიმთან, რათა მკურნალობის სქემაში დროულად იქნეს შეტანილი სათანადო კორექტივები.

ასთმის სიმპტომები

ბრონქული ასთმის გამოვლინება სხვადასხვა სიმძიმისაა და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვაგვარია. ზოგიერთს ოდნავ აქვს გამოხატული სიმპტომები, შეტევები და ხიხინი იშვიათია, შეტევებს შორის კი ასეთი პაციენტები თავს ჯანმრთელებად გრძნობენ, სუნთქვის გაძნელებას არ უჩივიან. ზოგიერთი თითქმის ყოველთვის ახველებს ან ხიხინებს, ზოგიერთს კი მსგავსი სიმპტომები უმეტესად ღამით ან ფიზიკური დატვირთვისას აწუხებს. ბრონქული ასთმის ნიშნებიდან, უწინარეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ:

  • ქოშინი ანუ სუნთქვის გაძნელება;
  • გულმკერდში შებოჭვის, ზოგჯერ ტკივილის შეგრძნება;
  • ძილის დარღვევა, რაც სუნთქვის გაძნელებასთან არის დაკავშირებული;
  • ხიხინი, რომელიც ზოგჯერ გარკვეულ მანძილზე ფილტვების მოსმენის გარეშეც კარგად ისმის, განსაკუთრებით ძლიერდება ამოსუნთქვისას;
  • ხველისა და ხიხინის გაძლიერება ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციისას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დაავადების გამწვავების სიმპტომებია:

  • ხველისა და ხიხინის ეპიზოდების გახშირება და გახანგრძლივება;
  • ამოსუნთქვის პიკური სიჩქარის შემცირება;
  • ბრონქების გამაფართოებელი პრეპარატების უფრო ხშირი გამოყენება.

თუ ასთმით დაავადებულმა აღნიშნული სიმპტომები შეამჩნია, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რათა მან მდგომარეობის დროულად გამოსასწორებლად დამატებითი ღონისძიებები ჩაატაროს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, მყავს 1 წლის პატარა. ზუსტად 1 თვის წინ შეხვდა ჭინჭრის ციება. ესლოტინი, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დანიშნული. მკურნალობის კურსს მოვრჩით და ეხლა კვლავ დაეწყო გამონაყარი, ოღონდ მხოლოდ ბარძაყებზე და წვივებზე. ეს გამონაყარი არ გავს იმას, რაც პირველად ქონდა, უფრო პატარა წითელი გამონაყარია. საკვენს ვერ ვაბრალებ, იმიტომ რომ არაფერი მიმიცია ალერგიული, მეც დიეტაზე ვარ ბუნებრივი კვების გამო. ეხლა საღამოობით უჩნდება და დილით აღარ აქვს ხოლმე გამონაყარი. აღარ ვიცი რა ვქნა, თან შეკრულობა დაეწყო საშინელი. ეგებ მირჩიოთ რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე?</p>

რა იწვევს ასთმას

ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა ძნელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მნიშვნელოვანია გარემოს და მემკვიდრეობითი ფაქტორების კომბინაცია. ასთმის ხელშემწყობი ფაქტორიც მრავალია, თანაც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში - სხვადასხვა. ეს შეიძლება იყოს:

  • ოთახის მტვერი, ცხოველის ბეწვი, მწერის გამონაყოფი, მცენარის მტვერი;
  • სასუნთქი გზების ინფექცია;
  • ფიზიკური აქტივობა (ეგრეთ წოდებული ფიზიკური დატვირთვის ასთმის შემთხვევაში);
  • ცივი ჰაერი;
  • თამბაქოს კვამლი;
  • ზოგიერთი პრეპარატი;
  • სტრესი;
  • საკვების კონსერვანტები;
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება;
  • საკვებზე ალერგიული რეაქცია.

ასევე დაგაინტერესებთ
ბრონქულ ასთმას პროპოლისი შველის

ასთმის რისკფაქტორები

ეს ის ფაქტორებია, რომელთა არსებობისას დაავადების განვითარების ალბათობა იზრდება. მათ შორის აღსანიშნავია:

  • ასთმის ოჯახური ისტორია (დაავადება სისხლით ნათესავებს შორის);
  • ბავშვობაში სასუნთქი გზების ხშირი ინფექცია;
  • პასიური მწეველობა;
  • დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება;
  • მავნე საწარმოო პირობები;
  • დაბადებისას მცირე წონა;
  • ჭარბი წონა.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს

არსებობს ასთმასთან დაკავშირებული სამი ძირითადი მიზეზი, რომელთა გამოც ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. ესენია:

  • ეჭვი, რომ ადამიანი ასთმით არის დაავადებული. ასეთ ეჭვს ბადებს ხშირი, ერთი შეხედვით უმიზეზო ხველა, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება, ხიხინი, ქოშინი.
  • გახსოვდეთ, ასთმის ადრეული მკურნალობა, განსაკუთრებით - ბავშვთა ასაკში, მნიშვნელოვანია. დროული მკურნალობით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ფილტვების დაზიანება.
  • ასთმის კონტროლი მას შემდეგ, რაც დიაგნოზი დადგენილია. გახსოვდეთ, რომ ასთმის კონტროლი მარტო მდგომარეობას კი არ გაგიუმჯობესებთ, არამედ თავიდან აგაცილებთ სიცოცხლისთვის საშიშ შეტევებს.
  • მდგომარეობის გაუარესება. თუ შეამჩნიეთ, რომ მედიკამენტები სათანადო ეფექტს არ ახდენს, აუცილებელია მათი შეცვლა ან დოზის კორექცია. თვითნებურად დოზის შეცვლა ან სხვა მედიკამენტის მიღება დაუშვებელია - შესაძლოა, თავი იჩინოს გვერდითმა ეფექტმა ან დაავადების მიმდინარეობა გაუარესდეს.

ასთმის მძიმე შეტევა

ასთმის მძიმე შეტევა გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ ხანმოკლე მოქმედების პრეპარატები არ შველის, აუცილებელია, მიმართოს გადაუდებელი დახმარების დაწესებულებას. სთმით დაავადებულმა აუცილებლად უნდა იცოდეს ის ნიშნები, რომლებიც გადაუდებელი დახმარების აუცილებლობაზე მეტყველებს. ესენია:

  • სუნთქვის სწრაფი და მკვეთრი გაძნელება ან ხიხინის ინტენსივობის მატება;
  • ხანმოკლე პრეპარატების უეფექტობა;
  • ქოშინის მკვეთრი გაძლიერება უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვის დროს.

სადიაგნოზო ტესტები

ასთმის დიაგნოსტიკა არ არის ადვილი. არცთუ იშვიათად მსგავს სიმპტომებს სხვა დაავადებებიც იწვევს, მათ შორის - ფილტვების ემფიზემა, გულის უკმარისობის ადრეული სტადია, სახმო იოგების პრობლემები. ბავშვთა ასაკში განსაკუთრებით ძნელია, ბრონქული ასთმისგან განვასხვაოთ ბრონქიტი, ფილტვების ანთება ან სასუნთქი გზების სხვა დაავადება. ჩამოთვლილ დაავადებათა გამოსარიცხავად ექიმი პაციენტს განსაზღვრულ შეკითხვებს უსვამს, იკვლევს მას. ხშირად საჭირო ხდება ფილტვის ფუნქციის შესაფასებელი ტესტების ჩატარება. ეს ტესტებია:

  • სპირომეტრია. მისი მეშვეობით ადგენენ ბრონქული ხის სპაზმური შევიწროების (ობსტრუქციის) ხარისხს. გამოკვლევა ემყარება ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ ამოსუნთქვის სიჩქარისა და ამოსუნთქული ჰაერის ოდენობის განსაზღვრას.
  • პიკფლოუმეტრია. პიკფლოუმეტრი ინდივიდუალური ხელსაწყოა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად აკონტროლოს ასთმა და ხელსაწყოს სკალის მაჩვენებლის მიხედვით თავად განსაზღვროს ამოსუნთქული ჰაერის მოცულობითი სიჩქარის პიკი.
  • ექიმი ფილტვის ფუნქციის ტესტებს ატარებს ბრონქოდილატატორების (ბრონქების გამაფართოებელი პრეპარატების) ჩასუნთქვამდე (ინჰალაციამდე) და მის შემდეგ. ფილტვის ფუნქციის გაუმჯობესება ბრონქოდილატატორების ზემოქმედებით ასთმის სასარგებლოდ მეტყველებს.

ასთმის კლასიფიკაცია

ასთმის სიმძიმის შესაფასებლად ექიმს გასინჯვით მიღებულ ინფორმაციასა და ტესტების შედეგებთან ერთად სჭირდება განსაზღვრული მონაცემები, რომელთა დასადგენადაც ის აზუსტებს, რამდენად ხშირია ასთმის შეტევები, როდის აღმოცენდება და როგორია მათი ხასიათი. მჟამად გამოყოფენ ასთმის ოთხ კატეგორიას:

  • მსუბუქ ინტერმისიულს (გარდამავალს) - მსუბუქი შეტევები კვირაში ორჯერ და ღამით - თვეში ორჯერ;
  • მსუბუქ პერსისტიულს (მუდმივს) - შეტევა კვირაში ორზე მეტია, მაგრამ დღეში არა უმეტეს ერთისა;
  • საშუალო სიმძიმის პერსისტიულს - სიმპტომები დღეში ერთხელ, ღამით - კვირაში ერთზე მეტი შეტევა;
  • მძიმე პერსისტიულს - შეტევა ყოველდღიურად ან უმეტესად, ხშირი ღამის შეტევები.

შესაძლოა, დაიბადოს კითხვა: რა საჭიროა ასთმის სიმძიმის განსაზღვრა? ასთმის სიმძიმის შეფასება ექიმისათვის აუცილებელია, რადგანაც სწორედ მასზეა დამოკიდებული მკურნალობის სქემა და მედიკამენტების არჩევანი.

რა გართულებებს იწვევს ასთმა

ასთმამ შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები, მათ შორის - მძიმე შეტევა, რომლის დროსაც აუცილებელია პაციენტის საავადმყოფოში მოთავსება, ბრონქული გზების მუდმივი შევიწროება (რემოდელირება) და ზოგიერთი მედიკამენტის გევრდითი ეფექტი.

როგორ ავიცილოთ თავიდან ასთმის გამწვავება?

ექიმთან თანამშრომლობა და რეგულარული კონსულტაცია საშუალებას მოგვცემს, დაავადების გამწვავება თავიდან ავიცილოთ.

  • შეადგინეთ მკურნალობის გეგმა - დახაზეთ ცხრილი, მიუთითეთ დანიშნული ხანგრძლივი მოქმედების მედიკამენტები, ყოველდღიურად აღნიშნეთ მათი მიღება, ცალკე მიუთითეთ, როდის და რა რაოდენობით გახდა საჭირო ხანმოკლე მოქმედების პრეპარატების მიღება ქოშინის მოსახსნელად. ეს მონაცემები თქვენ ექიმის დანიშნულების შესრულებაში დაგეხმარებათ, ხოლო თქვენს ექიმს საშუალებას მისცემს, ზუსტად შეაფასოს თქვენი მდგომარეობა.
  • დააზუსტეთ ფაქტორები, რომლებიც ასთმის შეტევას იწვევს - ესა თუ ის ალერგენი, ცივი ჰაერი ან მტვერი შესაძლოა შეტევის მიზეზად იქცეს. თუ დაადგენთ, რომელი მათგანის ზემოქმედებასთან არის დაკავშირებული შეტევა, შეგიძლიათ, დასახოთ ღონისძიებები მათ თავიდან ასაცილებლად.
  • იკონტროლეთ სუნთქვა. დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ განსაზღვრული სიმპტომები (ხველა, ხიხინი, ქოშინი) შეტევის მოახლოებას მოასწავებს, თუმცა სუნთქვითი ფუნქციის გაუარესება გაცილებით ადრე შეიძლება დავადგინოთ პიკფლოუმეტრიის მონაცემების მიხედვით.
  • დროულად ჩაახშეთ შეტევა. თუ სწრაფად იმოქმედებთ, ნაკლებია ალბათობა, რომ შეტევა მძიმედ წარიმაროს. პიკფლოუმეტრიის მონაცემების გაუარესებისთანავე შეწყვიტეთ ყოველგვარი საქმიანობა და აქტივობა, რომელიც კი შეიძლება შეტევის გაუარესების მიზეზად იქცეს, მიიღეთ რეკომენდებული პრეპარატები და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ასთმით დაავადებულის ცხოვრების წესი

თუ ოჯახის რომელიმე წევრი ასთმითაა დაავადებული, მოგვიწევს განსაზღვრული წესების დაცვა გამწვავებების თავიდან ასაცილებლად.

  • გამოიყენეთ კონდიციონერი. ის თავიდან აგაცილებთ გარემოში არსებული ალერგენების ოთახში მოხვედრას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცენარეთა ყვავილობის პერიოდში. გარდა ამისა, კონდიციონერი ამცირებს ჰაერის ტენიანობას. არ დაგავიწყდეთ კონდიციონერში ფილტრის რეგულარული ცვლა. თუ კონდიციონერი არ გაქვთ, სასურველია, მცენარეთა ყვავილობის პერიოდში ფანჯრები იშვიათად გააღოთ.
  • ერიდეთ ოთახში მტვრის დაგროვებას. საამისოდ მინიმუმამდე შეამცირეთ ბალიშების, რბილი ავეჯის რაოდენობა, ზედაპირზე კი ისეთი ნაჭერი გადააკარით ან გადააფარეთ, რომელიც მტვერს ნაკლებად აგროვებს. გაიტანეთ ხალიჩები. ფარდები მსუბუქი ქსოვილისა ჩამოკიდეთ.
  • ეცადეთ, ოთახში ტენი ნაკლები იყოს.
  • მოგიწევთ, დაემშვიდობოთ ცხოველებსა და ფრინველებს, დარწმუნდეთ, რომ ოთახის მცენარე ალერგენი არ არის.
  • რეგულარულად დაალაგეთ ოთახი სველი წესით.
  • თუ შეამჩნიეთ, რომ სიცივეში სუნთქვა გიჭირთ, სიცივეში შინიდან გასვლისას ცხვირ-პირზე კაშნე აიფარეთ.
  • მსუბუქი ვარჯიში ხელს შეუწყობს სასუნთქი სისტემისა და გულის ფუნქციის გაუმჯობესებას.
  • გახსოვდეთ: ჭარბი წონა ამძიმებს ასთმის მიმდინარეობას.
  • თუ ხშირად გაწუხებთ გულძმარვა, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, ვინაიდან გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ასთმის მიმდინარეობას ამძიმებს.

კომენტარები (10)
Saukasch14@gmail.com
გამარჯობათ, დაახლოებით 8 წლის ასაკიდან 11წლამდე მაწუხებდა ასთმური შეტევები, თვეში ერთხელ, ინტენსიური მკურნალობის შემდეგ და გლანდების ოპერაციის შემდეგ ასთმის ყველანაირი ნიშანი გამიქრა, ერთადერთი, დასავეთში ყოფნისას ჩემს ოთახში საწოლის მტვერზე საღამოობით მემართებოდა მცირე შეტევა და საწოლის შეცვლის შემდეგ არანაირი გართულება არ მქონდა, ახლა ვრ 20 წლის და ვეწევი სიგარეტს, ვარ პასიური მწეველი, დღეში 3-4 ღერი, მაინტერესებს თეორიულად შესაძლებელია თუ არა ისევ გაიღვიძოს ასთმამ და განმეორდეს?
თარიღი : 15-08-2016
mameluqi@gmail.com
მიმართეთ ალტერნატიულ მედიცინას.... კვება აკონტროლეთ ხალხნო. დაწერეთ იუთუბში... ჟუკ ხნახარ თერაპია. ეს ზნახარი ერთგვარი ხოჭოა,რომელსაც ასთმიანები ყლაპავენ,ამბობენ,რომ არჩენს 70 ამდე დაავადებას.მე ვინმეს კი არ ვუბიძგებ ხოჭოების ჭამისკენ,უბრალოდ გაეცანით ამ სტატიებს,საოცარ ამბებს გაიგებთ. გუგლში დაწერეთ რუსულად...ჟუკ ზნახარ,თერაპია. ასევე პერეკისით მკურნალობა,მაგალითად.ამბობენ,რომ ძალიან შედეგიანია ასთმის დროს.მე პერეკისს სხვა მიზნით ვიღებ წლებია უკვე,და თავს მშვენივრად ვგრძნობ.მიმართეთ არატრადიციულ მედიცინას,და შედეგიც არ დააყოვნებს,არსებობს უამრავი ხერხი და მეთოდი ამ ვერაგი დაავადების დასამარცხებლად
თარიღი : 04-10-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა არის ასთმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები