/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ალერგოლოგია

ალერგია

ალერგია
რედაქციაში ბევრი შეკითხვა შემოვიდა ალერგიულ რეაქციებთან დაკავშირებით. ერთ-ერთ მათგანს გაგაცნობთ, შევეცდებით ვუპასუხოთ და გარკვეული რჩევებიც მივცეთ ყველას, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს.

.

„გამარჯობა, ცოტა ხნის წინ გამოვიყენე ახალი სარეცხი საშუალება ხელით რეცხვისთვის, იმ საღამოს ხელებზე გამიჩნდა გამონაყარი და ამასთან ერთად დამეწყო ხველა, შემიშუპდა ყელი. შეიძლებოდა, რომ ეს ყველაფერი სარეცხის ფხვნილს გამოეწვია??“

სანამ უშუალოდ შეკითხვას ვიპასუხებთ ორიოდ სიტყვით შევეხებით ალერგიის მიზეზებსა და სიმპტომებზე,

ალერგია ორგანიზმის მოჭარბებული მგრძნობელობაა ამა თუ იმ ფაქტორის (სიცივის, სიცხის, რომელიმე ორგანული თუ არაორგანული ნივთიერების) მიმართ. ამ ფაქტორებს ალერგენებს უწოდებენ.

ალერგენები თავისთავად უწყინარია, მაგრამ ზემგრძნობიარე იმუნური სისტემა, უხეშად რომ ვთქვათ, თავს იზღვევს და მათ ზემოქმედებას მკვეთრი რეაქციით პასუხობს, რაც უსიამოვნო, ავადმყოფურ მოვლენებს: სურდოს, ხველას, შეშუპებას, გამონაყარს - იწვევს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ალერგია მსოფლიო მედიცინის პრობლემაა. ზოგიერთი ინდუსტრიული ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედი ალერგიული დაავადების ამა თუ იმ გამოვლინებას უჩივის. ალერგიული დაავადებები წლიდან წლამდე ხშირდება და მძიმდება. ამერიკელ მეცნიერთა მონაცემებით, პენიცილინი ყოველწლიურად 200-მდე მძიმე ალერგიულ გართულებას იწვევს, რომელთა მესამედი სიკვდილით სრულდება.

  • ალერგიული რეაქციის მიზეზები

ალერგიული რეაქციის მიზეზად შეიძლება იქცეს ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივაა: საყოფაცხოვრებო ქიმია, საკვები, ცხოველის ბეწვი თუ ბუმბული, ოთახისა თუ მცენარის მტვერი, ობის სოკო, მწერის შხამი, ლატექსი, მედიკამენტები, კოსმეტიკა, ალკოჰოლი, სიცივე და მზის სხივებიც კი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, მყავს 1 წლის პატარა. ზუსტად 1 თვის წინ შეხვდა ჭინჭრის ციება. ესლოტინი, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დანიშნული. მკურნალობის კურსს მოვრჩით და ეხლა კვლავ დაეწყო გამონაყარი, ოღონდ მხოლოდ ბარძაყებზე და წვივებზე. ეს გამონაყარი არ გავს იმას, რაც პირველად ქონდა, უფრო პატარა წითელი გამონაყარია. საკვენს ვერ ვაბრალებ, იმიტომ რომ არაფერი მიმიცია ალერგიული, მეც დიეტაზე ვარ ბუნებრივი კვების გამო. ეხლა საღამოობით უჩნდება და დილით აღარ აქვს ხოლმე გამონაყარი. აღარ ვიცი რა ვქნა, თან შეკრულობა დაეწყო საშინელი. ეგებ მირჩიოთ რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე?</p>

ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოცენებაში ბრალი ჰისტამინსაც მიუძღვის. ორგანიზმში ალერგენის მოხვედრისას ეს ნივთიერება დიდი ოდენობით გადაიტყორცნება სისხლში და ცხვირ-ხახის ლორწოვანს აღიზიანებს, რასაც სურდო, ცემინება, შეშუპება მოსდევს. მიუხედავად ინტენსიური კვლევისა, ალერგიის ბუნება დღემდე ამოუხსნელია. დაავადების ამა თუ იმ ფორმისადმი განწყობა მემკვიდრეობით გადაეცემა. თუ დედას ან მამას აქვს ალერგია, არსებობს 25%-იანი ალბათობა, რომ დაავადება შვილსაც გამოაჩნდეს. თუ ორივე მშობელია დაავადებული, ალბათობა 80%-მდე იმატებს.

  • ალერგიის სიმპტომები

ალერგიაზე მეტყველებს შემდეგი სიმპტომები:

  • სურდო და ცრემლდენა;
  • მშრალი ხველა ღამღამობით;
  • ხიხინი, მსტვენი სუნთქვა და სულხუთვის შეტევები;
  • ფხაჭნისა და ქავილის შეგრძნება ყელში;
  • გამონაყარი კანზე.
ასევე დაგაინტერესებთ
როდის შეიძლება განვითარდეს ბრონქოსპაზმი
რა უნდა ვიცოდეთ კანის ალერგიულ სინჯებზე

ალერგიის გამოვლინება მრავალფეროვანია. მოსალოდნელია ნებისმიერი ორგანოსა და სისტემის დაზიანება, მაგრამ უპირატესად მაინც კანი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი და სასუნთქი სისტემა ზიანდება.

რაც შეეხება შეკითხვას: უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენი ორგანიზმისთვის ალერგენია სარეცხი ფხვნილიც. სწორედ მის მიმართ ალერგიული რეაქციის გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ ყელის შეშუპება და ხველა. ალერგიის მკურნალობის საუკეთესო გზა ალერგენის დადგენა და, შეძლებისამებრ, მასთან კონტაქტის თავიდან აცილებაა. თქვენს შემთხვევაში ეს არც ისე ძნელია - შეგიძლიათ, უარი თქვათ სინთეზურ ფხვნილებზე და ჩვეულებრივი სარეცხი საპონი გამოიყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ალერგენთან კონტაქტს ყოველთვის შეიძლება მოჰყვეს თქვენ მიერ აღწერილი რეაქცია.

ალერგიისგან განკურნება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. მასთან ბრძოლა იმუნური რეაქციის დათრგუნვას და ამ დროს წარმოქმნილი ნივთიერებების განეიტრალებას გულისხმობს. არსებობს მრავალი ანტიჰისტამინური მედიკამენტი, რომლებსაც სწორედ ალერგიის ერთ-ერთი მედიატორის - ჰისტამინის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მათი მეშვეობით შესაძლებელია, ალერგიული დაავადების გამოვლინება მინიმუმამდე დავიყვანოთ. მაგრამ მედიკამენტების ალალბედზე მიღებას არ გირჩევთ. უმჯობესია, კვალიფიციურ ალერგოლოგს მიმართოთ. ალერგოლოგთან ვიზიტი, სპეციალური გამოკვლევები და ექიმის რეკომენდაციების შესრულება დაავადების სიმპტომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ალერგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები