/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ალერგოლოგია

კონიუნქტივიტი - თვალების ქავილის ხშირი მიზეზი

კონიუნქტივიტი - თვალების ქავილის ხშირი მიზეზი
თანამედროვე ყოფაში ადამიანებს ხშირად აწუხებთ ქავილის შეგრძნება თვალების არეში, დაუოკებელი სურვილი თვალების სრესისა.

უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს თვალების გადაძაბვაც, მონიტორებთან და ტელეფონის ეკრანებთან ხანგრძლივად კონტაქტი დასაბამს აძლევს თვალის სიმშრალეს. ამის გამო ხშირია ქავილისმაგვარი, ზოგჯერ ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება თვალების არეში, ასევე სხვა სახის სიმპტომები. რა ხდება ამ დროს თვალის ლორწოვანში, რა პროცესები ვითარდება? როგორ მოვიქცეთ ამ სიმპტომების არსებობისას, როგორ ავირიდოთ ეს უსიამოვნებანი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა „საქართველოსა“ და ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმი-ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი – ქეთევან ტყებუჩავა:

– ქალბატონო ქეთევან, რა იწვევს თვალების ქავილს? ფაქტია, რომ ბევრ ადამიანს აწუხებს ანალოგიური შეგრძნება თვალების არეში, რა განაპირობებს ამ შეგრძნებებს?

– თვალების არეში ქავილის შეგრძნების მიზეზი ხშირად თვალის ლორწოვანში მიმდინარე პროცესია. კონიუნქტივიტი თვალის ლორწოვანი გარსის დაავადებაა, რომელიც კლინიკურად გამოვლინდება სიწითლით, შეშუპებით, ტკივილით და ქავილით. კონიუნქტივიტის გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია. ის შეიძლება იყოს ინფექციური, ალერგიული, ენდოგენური და სხვა გარეგანი მიზეზებით განპირობებული. ადამიანებს ხშირად აქვთ ქავილის შეგრძნება თვალის არეში, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ზემოთ აღნიშნული მიზეზებით. ამასთანავე ამ სიმპტომებს თან ახლავს ცრემლდენა, გამონადენი და ხანდახან მხედველობის დაქვეითებაც. კონიუნქტივიტის კლასიფიკაციაში არჩევენ ბანალურ ინფექციურ, ალერგიულ და მშრალი თვალის სინდრომით გამოწვეულ კონიუნქტივიტებს. დაავადების მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. ბაქტერიული კონიუნქტივიტის დროს მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკებით. ალერგიულის დროს მივმართავთ ანტიჰისტამინური პრეპარატებით მკურნალობას. არსებობს დემოდეკოზით გამოწვეული ბლეფაროკონიუნქტივიტი, რომლის დროსაც მკურნალობა არის სპეციფიკური.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

– კლინიკურად თუ განსხვავდება ალერგიული კონიუნქტივიტი ინფექციურისგან? როგორია მკურნალობის ტაქტიკა თითოეულის შემთხვევაში?

– ბანალური ინფექციური კონიუნქტივიტის დროს აღინიშნება უხვი გამონადენი, ხანდახან ჩირქოვანი. საჭიროა ბაქტერიული ფლორის გამოკვლევა და ანტიბიოტიკის შერჩევა მაღალი მგრძნობელობის მიხედვით. ალერგიული კონიუნქტივიტის დროს აღინიშნება ძლიერი ცრემლდენა, ქავილი, მოსალოდნელია რქოვანას დანისვლა და მხედველობის გაუარესება. ამ დროს მკურნალობა ხდება ანტიჰისტამინური პრეპარატებით. განსაკუთრებით საყურადღებოა გაზაფხულის კატარი, რომელიც ხშირად რთულდება კერატიტით. ალერგიული კონიუნქტივიტის მკურნალობა ხდება ანტიჰისტამინური პრეპარატებით, როგორც ადგილობრივად, ისე ზოგადად.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, მყავს 1 წლის პატარა. ზუსტად 1 თვის წინ შეხვდა ჭინჭრის ციება. ესლოტინი, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დანიშნული. მკურნალობის კურსს მოვრჩით და ეხლა კვლავ დაეწყო გამონაყარი, ოღონდ მხოლოდ ბარძაყებზე და წვივებზე. ეს გამონაყარი არ გავს იმას, რაც პირველად ქონდა, უფრო პატარა წითელი გამონაყარია. საკვენს ვერ ვაბრალებ, იმიტომ რომ არაფერი მიმიცია ალერგიული, მეც დიეტაზე ვარ ბუნებრივი კვების გამო. ეხლა საღამოობით უჩნდება და დილით აღარ აქვს ხოლმე გამონაყარი. აღარ ვიცი რა ვქნა, თან შეკრულობა დაეწყო საშინელი. ეგებ მირჩიოთ რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე?</p>

– რას გვეტყვით თვალების გადაძაბვით გამოწვეულ უსიამოვნებებსა და პრობლემებზე? რას იწვევს მონიტორებსა და ტელეფონის ეკრანებთან ხანგრძლივად კონტაქტი?

– ბოლო წლებში გახშირდა მონიტორთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ლორწოვანის ძლიერი გაღიზიანება, სიწითლე, ქავილი და უცხო სხეულის შეგრძნება. საყურადღებოა, რომ ეს ჩივილები უვითარდებათ ბავშვებს და მოზარდებს. მიზეზი არის ახლო მანძილზე მხედველობის ორგანოს ხანგრძლივად დაძაბვა და ხამხამის გაიშვიათება. მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნიტეტის დაქვეითება. პროცესი იმდენად ხშირია და თან ახლავს გართულებები, რომ ჩამოყალიბდა ცალკე ნოზოლოგიად „მშრალი თვალის სინდრომის“ სახელწოდებით. ამიტომ საჭიროა მხედველობის ორგანოს დაცვა, მონიტორთან მუშაობის დროის კონტროლი და რქოვანას დამცავი საშუალებების სისტემატური გამოყენება. კონიუნქტივიტის სიმპტომების გამოვლენისას ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ექიმ-ოფთალმოლოგის კონსულტაცია სწორი დიაგნოსტირებისათვის და მკურნალობის კურსის დასანიშნად.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

იცოდით, როგორ უნდა დაიცვათ თავი ალერგიისგან გაზაფხულზე?
იცოდით, როგორ უნდა დაიცვათ თავი ალერგიისგან გაზაფხულზე?
ალერგია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში,
სრულად
რომელი ზონაა სახლში ყველაზე ძლიერი ალერგენი
რომელი ზონაა სახლში ყველაზე ძლიერი ალერგენი
კედლები, რბილი ავეჯი და ქოთნები მცენარეებით არის ადგილები ბინაში, სადაც შესაძლებელია ალერგენების დაგროვება.
სრულად
თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე: „დაავადების უარყოფითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ასთმის დროული გამოვლენა და სწორი მართვა“
თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე: „დაავადების უარყოფითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ასთმის დროული გამოვლენა და სწორი მართვა“
თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე ასთმის მართვისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე გვესაუბრება.
სრულად
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრე ალერგიის გარეშე
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრე ალერგიის გარეშე
გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს. არემარე ნათელი ფერებითა და სასიცოცხლო ენერგიით ივსება, მზე სასიამოვნოდ აცხუნებს, ირგვლივ
სრულად
დაუსრულებელი სურდო – ალერგიული რინიტი
დაუსრულებელი სურდო – ალერგიული რინიტი
მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში თითოეულ ჩვენგანს აწუხებს ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, რომლებიც ხასიათდება ცხვირის გაჭედვით ან გამონადენით,
სრულად
როგორ განვთავისუფლდეთ ცხოველებზე ალერგიისგან
როგორ განვთავისუფლდეთ ცხოველებზე ალერგიისგან
ალერგია შინაურ ცხოველებზე ყველაზე ხშირად ვლინდება ქოშინის, ხველების, თვალების სიწითლის, ქავილის სახით,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კონიუნქტივიტი - თვალების ქავილის ხშირი მიზეზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები