-მოგესალმებიᲗ, არ ვიცი ფსიქოლოგი მესაᲭიროება Თუ ფსიქიატრი, Შინაგანად ცუდაᲗ ვგრᲫნობ Თავს.ხᲨირად გწერᲗ ხოლმე და საკმაოდ კარგ რᲩევებს ვიᲦებ Თქვენგან, რისიც მადლობელი ვარ.მოკლედ აგიხსნიᲗ Ჩემს სიტუაციას, ვცხოვრობ ანტალიაᲨი , ვარ აქ გაᲗხოვილი, ვარ 35 წლის და მყავს 2 წლის Შვილი, ცელქი, ჰიპერაქტიული ზედმეტადაც, საქმე იმაᲨია, Ჩემი Შვილის ქცევები მაᲦიზიანებს, ეს ყაზრო სირბილი,უაზრო მისი გაჯიუტება, უაზრო გაბრაზება, Ხან ᲗავᲨი იტყავს ხელებს რაც მაᲦიზიანებს, ადრეც ირტყავდა ,მერე ბაᲦᲨი მივიყვანეᲗ და გადაეᲩვია, ბაᲦᲨი კარგად ერᲗობოდა, ახლა მე არ ვმუᲨაობ სახლᲨი ვარ და ბაᲦიდან გამოვიყვანეᲗ( კერᲫო ბაᲦᲨი დაგვყვავდა) მოკლედ ნერვებს ვერ ვᲗოკავ და ვუყვირი, ყველაფერზე ვᲦიზიანდები,ვზრდიᲗ მხოლოდ მე და მეუᲦლე, მეუᲦლე მეხმარება, ეᲗამაᲨება ბავᲨვს მაგრამ Ჩვენც ასაკᲨი ვარᲗ მე 35 ის 37, დასვენება გვინდა ამ დროს უცელქესი ბავᲨვი გყვავს, მე სულ ცემაᲨი გამზარდა დედაᲩემმა და არ მინდა მეც ისეᲗი დედა ვიყო როგორც დედაᲩემი მაგრამ ვერ ვᲗოკავ Თავს, ვუყვირი ბავᲨვს,მინდება ხანდახან დავარტყა, გავგლიჯო არ ვიცი სიფსიხე მაწვება, მერე Ღრმად ვსუნᲗქავ და Თავს ვᲗოკავ მაგრამ Ძალიან ვუყვირი წყობიდან გამოვდივარ, რა გავაკეᲗო?არ მინდა ვუყვირო და მიᲗუმეტეს ვურტყა, გვურილის Ჩაის ვსვამ რომ დავმᲨვიდდე გᲗხოვᲗ მიᲗხრაᲗ ნევროზი მაქვს? Თუ უფრო რᲗულად მაქვს საქმე?
მოკლედ ჩემს მეგობარს დავარტყი. ბათუმში ვიყავით, გაუგებრობა მოხდა, აგრესია ისევ მოწინავე ემოცია გახდა და დავარტყი. არა, მუშტი არ მილეწია სახეში, გაშლილი ხელი წავიღე (არცთუისე ძლიერად) სადღაც კეფასთან. ამაზე ჩემი მეგობარი ძალიან გაბრაზდა, მეც გავბრაზდებოდი. ჩვენ არ ვართ უბრალო მეგობრები, მეექვსე წელია რაც ერთად მოვდივართ, ერთმანეთი გავზარდეთ, 13 წლის ვიყავი რომ გავიცანი, ის ჩემზე უფროსია. მან მითხრა რომ ამ დარტყმას არასდროს მაპატიებდა, მე ჩუმად ვიყავი. უფრო იმ ფაქტმა დამადუმა, რომ მითხრა რომ არ სჯეროდა ჩემი როცა ვეუბნებოდი რომ რეალურად გაუგებრობის გამო მოხდა ჩხუბი. ჩემი ნათქვამი გაიგო არასწორად და ამას მოჰყვა ყველაფერი, მეუბნებოდა რომ არა მე სწორად გავიგე რაც გავიგეო, არ გაპატიებო. საქმე კი რაშია. ამ ადამიანმა დაახლოებით ერთი წლის წინ ზურგში დანა ჩამარტყა, ძალიან ცუდი რამ გამიკეთა, მიღალატა. პრობლემა იმაშია რომ მე მაშინაც ვდუმდი, არ გამომიხატავს ჩემი აგრესია ბოლომდე, “ვაპატიე”. ეს იყო საშინელება, ახლო ადამიანმა მსგავსი რამ გაგიკეთოს… ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ბევრჯერ უღიარებია რომ ჩემზე ზურგს უკან იჭორავა ან რაღაც მომატყუა. მე სულ ვდუმდი, კი გვქონდა კამათები მაგრამ ძირითადად ვდუმდი - ეს რაღათქმაუნდა ჩემი შეცდომაა და არა მისი. როდესაც ის ცუდი რამ გამიკეთა წასვლა მინდოდა, მაგრამ მითხრა დარჩი და დამაკვირდი როგორ ვიცვლებიო. მის მერე ბევრჯერ მსურდა წასვლა მაგრამ ყოველთვის მაკავებდა. დიდხანს ვიფიქრე იმ დარტყმაზე… ეს არ იყო უბრალოდ ემოციურ ფონზე მოქნეული ხელი, ეს იყო იმ ყველაფრისგან დაგროვილი აგრესია რაც მე არ გამომიხატავს. ესეც ჩემი შეცდომაა, შეიკავებ ბევრს და ისეთ დროს ამოგასხამს როცა ყველაზე ნაკლებად გჭირდება. მინდა ვთქვა ამ ადამიანს პროგრესი ნამდვილად აქვს თუმცა მე ვეღარ შევძლებ მის ნდობას, ცუდია, ეს დიდი ხნის შემდეგ გავიაზრე. ერთი წელი არ არის საკმარისი ნდობის აღსადგენად, ნდობა არაა სახუმარო თემა, ბევრად მეტია საჭირო. ცუდია რომ ფიზიკური შეხებით, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ამ დარტყმამ გამათავისუფლა მისგან. მე რომ წასვლა მინდოდა სულ მაკავებდა, მაგრამ მე არ ვეცდები მის დაბრუნებას. მან ყველგან დამბლოკა და ისე წავიდა, რაიმე უნდა ავუხსნა და ისე გავუშვა?
ანუ თქვენ მეუბნებიატ რო 16-17 წლის ბიჭი რიმ მომეწონოს, როგირც ქალს ისე ეგ პრობკემა არაა 27 წლის დაოჯახებული ქალისთვის ? ასეთი შეგრძნებები მაქვს ყვეკა ჩემს მოსწავლეზე მგონია რო მომწონს და ყვეკა მამაკაცზე რომელსაც ვხედავ , უბრალოდ განსაკუთრებით ძლიერი ემოციური ფონი მაქვს მაშინ რიცა ბავშვებზეა ეს ფიქრები … კი ბატონო შესაძლოა მოგეწონოს ვიზუალირად მოგხიბლოს უცებ მაგრამ როგორც ქალს ისწ მომეწონოს ეს პრობლემა არაა ? რა სისულელეა
გამარჯობა. მგონია რომ ორად ვიხლიჩები რადგან მგონია რომ ორ ადამიანზევარ შეყვარებული.. გამიზნულად არ მომხდარა მეორე შეყვარება, იმდენს ვსაუბრობდით როგორც მეგობრები და ისეთ პირადულ და ახლო, ოჯახურ თემებზე რომ ასე თავისით, ცუდად ვგრძნობ თავს. არშეიძლება ასე, რა გავაკეთო არვიცი. იქნებ მირჩიოთ რამე
გამარჯობა. ბოლოს გკითხეთ რა გამეკეთებინა როგორ მოვქცეულიყავი რადგან 2ადამიანის მიმართ მქონდა გრძნობები.. უნდა გითხრათ რომ ადამიანი ვისთანაც ურთიერთობაში ვიმყოფებოდი, რამოდენიმეჯერ მიღალატა, იმას ვერასდროს გავიგებ ბოლომდე იყო თუ არა შეხვედრით და უფრო ახლო ურთიერთობით ღალატი, მაგრამ მინაწერები და ფლირტაობა ბევრჯერ ვუპოვე სხვა გოგოებთან.. და ყოველ ჯერზე იფიცებოდა რომ აღარ იზამდა, საბოლოოდ 1-2კვირის წინ დაამატა ორმა გოგომ ერთდროულად და ვიეჭვე რაღაცეები მაგრამ რათქმაუნდა უარყო..( სხვადასხვა ქალაქში ვიმყოფებით და ვერ ჩავეძიებოდი და უფრო ვერ გავიგებდი ამ ამბავს) ამიტომ არც მიჩხუბია არაფერი, მხოლოდ შენსას აგრძელებთქო ვუთხარი და აქეთ მომაწვა რომ ტყუილა უბრალოდ ვეჭვიანობ და რომ დაიღალა თურმე ჩემი ამ ,,ეჭვიანობებით" და მე ვიგონებ თითქოს რამეს.. საბოლოოდ დაშორება არ უნდოდა მაგრამ მე დავემშვიდობე და ვუთხარი რომ თავის ცხოვრებს მიხედოს და შემეშვას. 1კვირაა კონტაქტი აღარ გვაქვს. ვფიქრობ როგორც საჭიროა იმ დონეზე არ ვუყვარვარ და ვეღარც მაფასებს ალბათ რადგან ამდენჯერ ვაპატიე რამე, ჰგონია რომ ისევ დავუბრუნდები, რაც არმოხდება.. მეორე ადამიანს კი რაც შეეხება, არის საოცარი პიროვნება, დღეს იშვიათად თუ შევხვდებით მსგავს ადამიანს, ყველასგან განსხვავებულს და ჩამოყალიბებულს თუ რა უნდა ცხოვრებაში და რა მიზნები აქვს. მე კი თავს ვიდანაშაულებდი ამ ადამიანის მიმართ გრძნობების გაჩენის გამო მანამდე.. ახლა აღარ ვნანობ. კიდევ თუ მომცემთ რჩევებს იმ საკითხთან დაკავშირებით თუ როგორ ავიცილო თავიდან ყველაფერზე დარდი, როცა შემომაწვება რამე, ნამდვილად მადლობელი ვიქნები <3 პრობლემა ის არის კიდევ რომ ეს ადამიანი ამერიკაში იმყოფება და რამოდენიმე წელი მოგვიწევს ცალცალკე ყოფნა.. მიჭირს ეხლა ასეთ რთულ სიტუაციაში ის რომ ამ ადამიანს პირისპირ ვერ ვნახულობ და ვერ ველაპარაკები. იქნებ მომცეთ რჩევები, როგორ აღვიდგინო წინა ურთიერთობის ღალატებისგან დანგრეული ჩემი მენტალური მდგომარეობა.. დიდი მადლობა წინასწარ❤️