-გამარჯობა. სტრიდორზე ვწერ ხოლმე. 2 თვის ბავშვზე მეუბნებიან რომ აქვს სტრიდორი. უბრალოდ სტრიდორის დროს ხომ ცხვირში ხრიტუნებენ? ჩემ ბავშვს ხორხიდან ამოსდის ეს ხმა ხრიალის, ისიც როცა ემოციურადაა , ეს სტრიდორია?
-გამარჯობა, 8 წლის ბავშვს აქვს დ ვიტამინი 22 .ექიმმა დაუნიშნა 1000 იანი ერთი თვე ,რამსენად სწორია ამ დოზის მიღება და პერიოდი უფრო ხანგრძლივი არ ჭირდება?
-გამარჯობათ, ჩემი 3 წლის გოგონას ცვირიდან აქვს უსიამოვნო სუნი (მგონი ჩირქის) რისი ბრალი შეიძლება იყოს? გასულ ზამთარს ძალიან ხშირად იყო გაციებული, შეიძლება რომ ჰაიმორიტის ბრალი იყოს? არ აქვს თავის ტკივილი და არანაირი ჩივილი. უბრალოდ როცა ვეხუტები ძალიან უსიამოვნო სუნი აქვს (პირიდან არ აქვს) მადლობა პასუხისთვის
გამარჯობა. ლიმონ-ჯანჯაფილის ჩაის დაყენებისას, ჯანჯაფილს გახეხვის წინ ვთლით თუ გაუთლელად ვხეხავთ? მადლობა
-სალამი. მსუბუქად მიმდინარე გასტრიტისა და 12 გოჯ. ნაწლ. წყლულის დროს,როცა არაა გართულება და ჩატარებულია მკურნალობა თუ შეიძლება ბაბუაწვერას კაფსულების მიღება? დიდი მადლობა
-გამარჯობა.თუ შეიძლება მასწავლეთ როგორ დავამზადო ნატურალური საფერავიდან გემოგლობინის ასამაღლებელი საშუალება.დუღილით რომ კეთდება.მადლობა