/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა ფსიქოლოგიური პრობლემები

უსინათლოთა  და  ყრუ-მუნჯთა  ფსიქოლოგიური  პრობლემები
ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცხოვრებისეული მოთხოვნილებაა შეგრძნებათა ნორმალური მოდენა, რომლებიც პირდაპირ ასაზრდოებენ ადამიანის ტვინს,

აწვდიან მას სასიცოცხლოდ აუცილებელ შთაბეჭდილებებს. საყოველთაოდ ცნობილი ხუთი გრძნობის (სინამდვილეში, როგორც ამბობენ, მათი რიცხვი გაცილებით მეტია) ორგანოები ორგანიზმისთვის გარესამყაროდან აგროვებენ ინფორმაციას სინათლის, ფერის, ხმის, სუნის, გემოს, ტემპერატურის, შეხების სახით. რომელიმე მათგანის უკმარისობა ამ ვარიანტის შიმშილს იწვევს. ამიტომ, ბუნებრივია, ადამიანს გარესამყაროსთან დამაკავშირებელი ყოველი არხის დაკარგვა უდიდეს ტრაგედიად მიაჩნია.

გრძნობის ორგანოს დაკარგვით მხოლოდ რომელიმე ნაწილი კი არ ამოვარდება განცდათა სპექტრიდან, არამედ გარდაიქმნება მთელი პიროვნება, მთელი მისი დამოკიდებულება ცხოვრების, გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ. იცვლება ყველაფერი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიბრმავე, სიყრუე, სიმუნჯე არა მარტო ფიზიოლოგიური ან თუნდაც ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, არამედ განსაკუთრებული სოციალური როლიც, რომელიც როგორც შემსრულებლისგან, ისე ირგვლივ მყოფთაგან სრულიად განსაკუთრებულ ქცევას ითხოვს. თუმცა, ისეთი ტრაგიკული მოვლენაც კი, როგორიც მხედველობის ან სმენის დაკარგვაა, სხვადასხვა პიროვნების მიერ სხვადასხვაგვარად განიცდება.

ადამიანი, რომელსაც ინფორმაციის გადაცემის ბგერითი არხი "გამორთული" აქვს, მოკლებულია სამყაროს ადეკვატური აღქმის უნარს. მას არ შეუძლია, მთელი სისავსით ჩასწვდეს რეალობას, ადამიანთა ურთიერთობას, რომელზე წარმოდგენასაც მხოლოდ სიტყვა იძლევა.

სმენის დარღვევა მეტყველების განვითარების შეფერხებას იწვევს. თუ ადამიანს ბგერები, სიტყვები არ ესმის, ვერც გაიმეორებს მათ. დაბადებიდან ყრუ, რომელსაც არ ესმის სხვისი ლაპარაკი, ვერც თავად სწავლობს ლაპარაკს - მუნჯი რჩება. ყრუ-მუნჯები ერთმანეთთან ჟესტების საშუალებით ამყარებენ ურთიერთობას. ჟესტები მშობლიური ენის კალკს წარმოადგენს.

ხელოვნური ენა აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებას გადასცეს ინფორმაცია, მაგრამ ეს გამარტივებული ენაა. ის ძალზე ლაკონურია. ჩვენი ყოველდღიური სამეტყველო ენა ასეთი ადამიანებისთვის უცხო ენის ტოლფასია.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა. ვარ 33 წლის. ორი შვილის დედა. მე და ჩემი მეუღლე სამი თვეა რაც წამოვედით საზღვარგარეთ სამუშაოდ. დავტოვეთ შვილები ბებოებთან. უკეთესი მომავლისთვის გადავდგით ეს ნაბიჯი. ვმუშაობთ ეპილეფსიის ცენტრში და ყოველ დღე გვიწევს პაციენტებთან ურთიერთობა. მე ძალიან განვიცდი ასეთ ადამიანებს რომ ვუყურებ. ალბათ უფალიც კი შეწუხდა იმდენჯერ ვახსენებ. რატომ ღმერთო. რატომაა რომ ასეთი დაავადებები არსებობს. ადამიანი როცა რო ცხოვრებით უნდა ტკბებოდეს,მუშაობდეს,ჰყავდეს ოჯახი,დადიოდეს შეხვედრებზე,წვეულებებზე მეგობრებთან ერთად. ამის მაგივრად გამოკეტილები არიან კლინიკაში და დადიან დერეფნიდან დერეფანში. მერე ღმერთს მადლობას ვუხდი იმისთვის რომ მე და ჩემს ოჯახს,ახლობლებს ასეთი რამ არ გვჭირს და ჯანმრთელები ვართ მაგრამ არავინ არაფრისგან არ ვართ დაზღვეულები. ვის რა მოგვივა არ ვიცით. ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მითუმეტეს ბავშვებს რომ ვუყურებ ხო გული მისკდება. ყოველ ჯერზე ჩემს შვილებს წარმოვიდგენ ხოლმე. ისინიც რომ ასე იყვნენ რა მეშველებათქო. სულ ცუდზე მეფიქრება. ვცდილობ ასე ძალიან არ განვიცადო ხოლმე მაგრამ არ გამომდის. დღესაც ერთი ჩემი პაციენტი რომელიც ეტლში ზის თითქმის ყოველთვის რადგან წონასწორობას ვერ ინარჩუნებს,სულ თავდახრილი და მხრებჩამოყრილი დადის და უცებ ემართება შეტევა და შეიძლება დაეცეს. დღესაც ასე მოუვიდა. სკამზე ჯდებოდა და ძირს დაეცა იატაკზე. ისეთი ტირილი დაიწყო აი როგორ გოთხრათ. გული მეტკინა ძალიან. სულ 44 წლისაა ის ქალი. და უკვე 2 თვეა ალბათ ჩვენი პაციენტია. დამოუკიდებლად დაბანაც არ შეუძლია. არ მინდა რომ ვიფიქრო თან ამდენი მაგრამ არ ვიცი. მეც ისე ვარ ხოლმე ყოველ წუთს შეტევას ველოდები,არიქა მეც დამეწყება ეგრეთქო. ძალიან რთული ყოფილა სხვის უბედურებას რომ უყურებ და ვერ შველი. გთხოვთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე. ბავშვების დარდი კი ცალკე მჭამს. ძალიან მინდა მალე შევძლო მათი წამოყვანა და ერთად ვიყოთ მთელი ოჯახი მაგრამ ალბათ 2-3 წელი ამას ვერ მოვახერხებთ. არც მინდა წარმოვიდგინო რამდენი ხანია ეს. რამდენი ხანი ვიქნებით დაცილებული მაგრამ საქართველოშიც რომ ვერაფერს ვაკეთებდით ელემენტარულს ეგაა ყველაზე ცუდი. იძულებულები გავხდით რომ წამოვსულიყავით.რჩევები მჭირდება ძალიან სამსახურზე და ბავშვებზე</p>

სმენის არმქონეთათვის არსებობს ურთიერთობის სხვა საშუალებაც. ეს დაქტილოლოგიაა - თითების საშუალებით ფიგურების აგება. ეს ფიგურები ანბანის ასოებს შეესატყვისება.

სპეციალისტების აზრით, სმენადაქვეითებულ და ყრუ ბავშვებთან ურთიერთობისთვის ყველა ხელმისაწვდომი და შესაძლო მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, პიროვნების განსავითარებლად. მშობლების, აღმზრდელებისა და პედაგოგების მთავარი ამოცანა ასეთი ბავშვებისთვის სიტყვიერი მეტყველების განვითარება უნდა იყოს, მაგრამ ეს დროულად უნდა გაკეთდეს - შეირჩეს შესაფერისი სასმენი აპარატი, ურომლისოდაც აუცილებლად დაირღვევა მეტყველება.

ყრუ-მუნჯი ბავშვების სიმრავლის მიზეზი მხოლოდ ობიექტური ფაქტორები კი არა, მშობლების დაუდევრობაც არის. თუ წლამდე ასაკის ბავშვს შესაფერის სასმენ აპარატს შეურჩევენ, ორი წლის ასაკში ის სხვა ბავშვებივით ალაპარაკდება, მაგრამ თუ სმენის კორექცია ხუთ წლამდე არ დავიწყეთ, მეტყველების რეაბილიტაცია ძალიან გაძნელდება.

სმენის დაქვეითება, მით უმეტეს - უქონლობა, აუცილებლად იქცევა ინტელექტუალური განვითარების ბარიერად. დროულად შერჩეული სმენითი აპარატი და დროულად დაწყებული კორექცია სმენადაქვეითებულ ბავშვს ასაკის შესაბამისად განვითარებასა და ცხოვრებასთან შეგუებაში ეხმარება. როდესაც სმენითი არხი დახშულია და მეტყველება დარღვეულია, ძნელდება კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან - მეტყველების ძირითადი ფუნქცია ხომ სწორედ კომუნიკაციაა. უამისოდ კი ადამიანი თავისი სოციალური წრის გამოცდილებას ვერ ითვისებს, კაცობრიობის მიერ შეძენილი ცოდნა თუ შემუშავებული ფასეულობები მის საკუთრებად ვერ იქცევა.

ამის კვალობაზე, როცა ადამიანს მეტყველება არ შეუძლია, მისი აზროვნებაც ჩამორჩენილია. მეტყველების გარეშე ლოგიკური აზროვნების აღმოცენება და განვითარება შეუძლებელია, ისევე როგორც შეუძლებელია ცნების ჩამოყალიბება სიტყვის გარეშე.

როცა მხედველობითი შეგრძნებები დარღვეულია ან არ არსებობს, ირღვევა აღქმაც, რადგან მის შინაარსს სათანადო შეგრძნებები ქმნიან. თუმცა უსინათლო ადამიანი სამყაროს თავისებურად აღიქვამს. არსებობს ერთი მნიშვნელოვანი კანონზომიერება: ჩვენს შეგრძნებებსა და აღქმაში ყველაფერი ყველაფერთან არის დაკავშირებული. ამიტომ არის, რომ ვლაპარაკობთ თბილ და ცივ ტონებზე, ტკბილ და მწარე მოგონებებზე... ყველაფერს, რაც ჩვენს ირგვლივაა, აქვს ფერიც და ხმაც, სუნიც და გემოც.

დაბადებიდან უსინათლო ადამიანებს საოცრად ძლიერი და ზუსტი აქვთ შეხების შეგრძნება, რადგან მხედველობის უქონლობის გამო გარემოს აღქმის პროცესში შეხების გამოყენება უხდებათ. ინფორმაცია, რომელსაც უსინათლო ამ შეგრძნებით იღებს, მრავალფეროვანია: სიმაგრე, სირბილე, ელასტიკურობა, ფხვიერება, წებოვანება, სიმახვილე, სინესტე, სისველე, სიმშრალე, სისადავე, ხორკლიანობა, სიცივე...

ყრუსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიბრაციის შეგრძნება, რომლის მეშვეობითაც ის "ცნობს" მუსიკალურ ნაწარმოებებს, ტკბება მუსიკით, იგებს ადამიანის "ფეხის ხმას" და კარზე დაკაკუნებას. ასე რომ, თავის ტვინი სხვადასხვა აღქმის დეფიციტის კომპენსაციას სხვა შეგრძნებათა გამძაფრებით ახდენს.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს უსინათლო და ყრუ-მუნჯი ადამიანების ცხოვრებასთან ადაპტაციისთვის გარშემო მყოფთა მზრუნველობას, ყურადღებას, თანადგომას. იმისთვის, რომ ყრუმ სრულფასოვან ადამიანად იგრძნოს თავი, ახლობლები, მეგობრები უნდა დაეუფლონ ჟესტების ენას. უსინათლო ადამიანები უნდა მოვამარაგოთ ყველა საშუალებით, აუდიომასალები იქნება თუ სპეციალური, უსინათლოებისთვის შექმნილი ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები, რათა მათ მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვება შეძლონ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა ფსიქოლოგიური პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები