-გამარჯობა, ძალიან მიყვარს ჩემი შვილი, მაგრამ თითქმის ყველა მისი საქციელი მაღიზიანებს. 3 წლის ხდება. ვიცი, რომ ასაკობრივი კაპრიზები ახასიათებთ ბავშვებს, მაგრამ ვერა, თითქოს ვერ შევეგუე, ახლა კი არა საერთოდ აქამდეც. საერთო კამპანიაში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობთ თითქოს ვერც მე, ვერც ის. ძალიან განვიცდი, მასთან გატარებული დრო არ მსიამოვნებს. ძალიან ჭირვეული, ჯიუტი და გაუგონარია. არ ვიცი ასე რომ ვარ განწყობილი ნორმალურია? მე მჭირდება დახმარება თუ მას, როგორ მოვიქცე მირჩიეთ.
-მოგესალმებიᲗ, Ჩემს ორი წლის ბიᲭუნას ლოყაზე ორ ადგილას უკბინა მწერმა უფრო კოᲦომ, ეფხანებოდა, როცა მოურᲩა ის ნაკბენი ადგილები ვარდისფერ ლაქებად დარᲩა, როგორ უნდა მოვაᲨორო ეს ლაქები სახიდან? მადლობა წინასწარ
-გამარჯობა, 3 თვის ბავშვს დღეს პირველად გავუკეთეთ აცრა. მთელი დღე იყი ძალიან კარგად, ეძინა და ჭამდა. ღამის 3 საათისკენ კი აღებინა ძალიან ბევრი და ღებინების დროს სულ გათეთრდა და ტუჩები გაულურჯდა. ძალიან შემეშინდა. (მანამდე 10 წთით ადრე სიცხე გავუზომე არ ჰქონდა) გამოვუძახე სასწრაფოს და სიცხეს უწევდა მაგ დროს ავარაუდოდო და მაგიტომო. გავუზომე და მაგ დროს ჰქონდა 37.5 მაინტერესევს ეს გალურჯება და გათეთრება საშიშია? რატომ დაემართა
-გამარჯობა.თუ შეიძლება მასწავლეთ როგორ დავამზადო ნატურალური საფერავიდან გემოგლობინის ასამაღლებელი საშუალება.დუღილით რომ კეთდება.მადლობა
-სალამი. მსუბუქად მიმდინარე გასტრიტისა და 12 გოჯ. ნაწლ. წყლულის დროს,როცა არაა გართულება და ჩატარებულია მკურნალობა თუ შეიძლება ბაბუაწვერას კაფსულების მიღება? დიდი მადლობა
გამარჯობა. ლიმონ-ჯანჯაფილის ჩაის დაყენებისას, ჯანჯაფილს გახეხვის წინ ვთლით თუ გაუთლელად ვხეხავთ? მადლობა