Online Mkurnali

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ფსიქოლოგია

გამარჯობათ, ვარ 24 წლის გოგო, არ ვიცი მაინც გეტყვით რომ ფსიქიატრის დანიშნულებით ვსვამ მეათე თვეა ციტოლესს.. კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა ადრეც და ახლაც სულ ვიბნევი, კერძოდ სხვის ქცევებს ვერ ვიღებ სწორად, ანუ არ ვიცი რა არის სწორი,მეგობრული, ფლირტი და ა.შ მაგალითად, პირველად ჩავედი ჩემს ნათესავთან და იქ სომხურად საუბრობნდნე რაც არ ვიცი, მხოლოდ რუსული მესმის და ერთი ბიჭი მომეწონა თუმცა სუფრაზე ხელი გადამხვია და ცუდი რეაქცია მქონდა, მან მიპასუხა როგორც დაიკო ისე შემოგხედეო ამიტომ ძმაკაცურად უხეშად დავუდექი და აჰა მოდი გადავიღოთ ფოტო თქო. მერე ვიტირე და მასაც ბოდიში მოვუხადე და მითხრა დაივიწყეო.. საქმე იმაშია რომ მომეწონა და ეს ჟესტი ცუდად მივიღე და მგონი დავაფრთხე, იქ წესია ასეთი რომ ჩემს ნათესავ ბიჭს უნდა უთხრან თუ მე მოვეწონე და ჩვეულებრივად ვწერ ამ ბიჭს თუმცა თვითონ არ მწერს პირველი. ახლახანს ჩავედიდ ა მეორე დღეს მოვიდა ჩამეხუტა როგორ ხარო, მის გვერდით წინაზე რომ ვიჯექი ავდექი და ახლა ის რომ ჯდება მერე დგება და მიდის;დ წამოსვლისას ისიც იქ იყო და ჩამეხუტა გამიღიმა თბილად და რომ მივწერე რუსულად ვერ გწერ სწორად ბოდიში მეთქი ქართულად მომწერე მე გადავთარგმნიო მაგრამ მგონია რომ ვინუჟდენი მიბრუნებს პასუხებს რადგან ჩემი ნათესავის ბავშვობის ძმაკაცია და მე ხომ მათ სახლში მივდივარ სტუმრად არ ვიცი( მგონია რომ ვეტენები ყველაზე ასე ვარ ხოლმე და ამიტომ მივწერე რომ მგონია გავაფუჭე ჩვენი ურთიერთობა და რასც ვფიქრობდი ის.. არათავდაჯერებულობის ბრალია ? არ ვიცი რა მეშვლება ამხელა გოგოს :( მასაც შეიძლება მოვწონდე თუ მე მეჩვენება? მეორე დღესვე იქ რომ გაჩნდა გამიკვირდა და მივწერე რომ უნდა მეთქვა რომ ჩამოვედი და გამიხარდა რომ გნახე თქო, მეც გამიხარდა შეხვედრაო ასევეო და ახლა ნასვამი ვარ ხვალ დავილაპარაკოთო მაგრამ არ მოუწერია არაფერი, გუშინ რომ ჩამეხუტა წამოსვლისას რუსულად მითხარიო რამეო და ვერაფერი მოვიფიქრე დავიბენი და დღეს მივწერე...

კატეგორია : ფსიქოლოგია

მოკლედ ჩემს მეგობარს დავარტყი. ბათუმში ვიყავით, გაუგებრობა მოხდა, აგრესია ისევ მოწინავე ემოცია გახდა და დავარტყი. არა, მუშტი არ მილეწია სახეში, გაშლილი ხელი წავიღე (არცთუისე ძლიერად) სადღაც კეფასთან. ამაზე ჩემი მეგობარი ძალიან გაბრაზდა, მეც გავბრაზდებოდი. ჩვენ არ ვართ უბრალო მეგობრები, მეექვსე წელია რაც ერთად მოვდივართ, ერთმანეთი გავზარდეთ, 13 წლის ვიყავი რომ გავიცანი, ის ჩემზე უფროსია. მან მითხრა რომ ამ დარტყმას არასდროს მაპატიებდა, მე ჩუმად ვიყავი. უფრო იმ ფაქტმა დამადუმა, რომ მითხრა რომ არ სჯეროდა ჩემი როცა ვეუბნებოდი რომ რეალურად გაუგებრობის გამო მოხდა ჩხუბი. ჩემი ნათქვამი გაიგო არასწორად და ამას მოჰყვა ყველაფერი, მეუბნებოდა რომ არა მე სწორად გავიგე რაც გავიგეო, არ გაპატიებო. საქმე კი რაშია. ამ ადამიანმა დაახლოებით ერთი წლის წინ ზურგში დანა ჩამარტყა, ძალიან ცუდი რამ გამიკეთა, მიღალატა. პრობლემა იმაშია რომ მე მაშინაც ვდუმდი, არ გამომიხატავს ჩემი აგრესია ბოლომდე, “ვაპატიე”. ეს იყო საშინელება, ახლო ადამიანმა მსგავსი რამ გაგიკეთოს… ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ბევრჯერ უღიარებია რომ ჩემზე ზურგს უკან იჭორავა ან რაღაც მომატყუა. მე სულ ვდუმდი, კი გვქონდა კამათები მაგრამ ძირითადად ვდუმდი - ეს რაღათქმაუნდა ჩემი შეცდომაა და არა მისი. როდესაც ის ცუდი რამ გამიკეთა წასვლა მინდოდა, მაგრამ მითხრა დარჩი და დამაკვირდი როგორ ვიცვლებიო. მის მერე ბევრჯერ მსურდა წასვლა მაგრამ ყოველთვის მაკავებდა. დიდხანს ვიფიქრე იმ დარტყმაზე… ეს არ იყო უბრალოდ ემოციურ ფონზე მოქნეული ხელი, ეს იყო იმ ყველაფრისგან დაგროვილი აგრესია რაც მე არ გამომიხატავს. ესეც ჩემი შეცდომაა, შეიკავებ ბევრს და ისეთ დროს ამოგასხამს როცა ყველაზე ნაკლებად გჭირდება. მინდა ვთქვა ამ ადამიანს პროგრესი ნამდვილად აქვს თუმცა მე ვეღარ შევძლებ მის ნდობას, ცუდია, ეს დიდი ხნის შემდეგ გავიაზრე. ერთი წელი არ არის საკმარისი ნდობის აღსადგენად, ნდობა არაა სახუმარო თემა, ბევრად მეტია საჭირო. ცუდია რომ ფიზიკური შეხებით, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ამ დარტყმამ გამათავისუფლა მისგან. მე რომ წასვლა მინდოდა სულ მაკავებდა, მაგრამ მე არ ვეცდები მის დაბრუნებას. მან ყველგან დამბლოკა და ისე წავიდა, რაიმე უნდა ავუხსნა და ისე გავუშვა?

ტეგები გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები