-გამარჯობა, სტრიდორი , სავარუდოდ ლარინგომალაცია არის თუ არა რისკ ფაქტორი კრუპის? ანუ, ისედაც ხომ შევიწროვებულია ამდროს ხორხი და ვირუსის, გაციების დროს ხომ უფრო შევიწროვდება? ანუ ყველა ვარიანტში კრუპი დაემართება?
ჩვილის ზრდის შეფერხება როდიდან შეიძლება გავიგოთ და რითი შეიძლება მივეხმაროთ ზრდას,როდიდან არის საყურადღებო?
-გამარჯობა, 3 თვის ბავშვს დღეს პირველად გავუკეთეთ აცრა. მთელი დღე იყი ძალიან კარგად, ეძინა და ჭამდა. ღამის 3 საათისკენ კი აღებინა ძალიან ბევრი და ღებინების დროს სულ გათეთრდა და ტუჩები გაულურჯდა. ძალიან შემეშინდა. (მანამდე 10 წთით ადრე სიცხე გავუზომე არ ჰქონდა) გამოვუძახე სასწრაფოს და სიცხეს უწევდა მაგ დროს ავარაუდოდო და მაგიტომო. გავუზომე და მაგ დროს ჰქონდა 37.5 მაინტერესევს ეს გალურჯება და გათეთრება საშიშია? რატომ დაემართა
გამარჯობა. ლიმონ-ჯანჯაფილის ჩაის დაყენებისას, ჯანჯაფილს გახეხვის წინ ვთლით თუ გაუთლელად ვხეხავთ? მადლობა
-ლიმონ-ჯანჯაფილის ჩაის დამზადება მასწავლეთ ვინც იცით და სასურველია თუ არა მისი მიღება ძილის წინ? მადლობა
-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ