-გამარჯობა, ძალიან მიყვარს ჩემი შვილი, მაგრამ თითქმის ყველა მისი საქციელი მაღიზიანებს. 3 წლის ხდება. ვიცი, რომ ასაკობრივი კაპრიზები ახასიათებთ ბავშვებს, მაგრამ ვერა, თითქოს ვერ შევეგუე, ახლა კი არა საერთოდ აქამდეც. საერთო კამპანიაში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობთ თითქოს ვერც მე, ვერც ის. ძალიან განვიცდი, მასთან გატარებული დრო არ მსიამოვნებს. ძალიან ჭირვეული, ჯიუტი და გაუგონარია. არ ვიცი ასე რომ ვარ განწყობილი ნორმალურია? მე მჭირდება დახმარება თუ მას, როგორ მოვიქცე მირჩიეთ.
14 წლის ბიჭს აწუხებს წნევები 150/90 აქვს ხშირად..გული გამოკვლეულია არაფერიაო.ენდოკრინოლოგთან დამყავდა ანალიზებით არაფერია რაც წნევას იწვევდეს..ნევროლოგთან მყავდა და გარდატეხის ასაკის ბრალიაო..ერთი წელიწადი კი აქვს ეს წნევები და რა იქნება მიზეზი ან რისი ექიმთან მივიყვანო დამატებით კვლევებისთვის.მეშინია არ დარჩეს ჰიპერტენზიული .
გამარჯობა.ენდოკრონოლოგთან მყავდა 11 წლის გოგონა,რომელსაც გავუკეთე ანალიზები.რამოდენიმე მინერალი ჰქონდა დაბალი და დაუნიშნა მკურნალობა.ახლა გადავხედე ანალიზებს და ლეიკოციტები არის 21,რაც ექიმს არც უთქვამა მაშინ და არ გაულახვილებია ყურადღება. რა უნდა გავაკეთო ამ შემთხვევაში? რა შეიძლება იყოს მიზეზი მომატებული ლეიკოციტების? მადლობა
ნაღვლის გაწმენდა მინდა ამ ეტაპზემაქვს შეგუბებული და რას მირჩევდით ის?? ნაღვლის ბუშტი ამოღებული მაქვს
-სალამი. მსუბუქად მიმდინარე გასტრიტისა და 12 გოჯ. ნაწლ. წყლულის დროს,როცა არაა გართულება და ჩატარებულია მკურნალობა თუ შეიძლება ბაბუაწვერას კაფსულების მიღება? დიდი მადლობა
-ლიმონ-ჯანჯაფილის ჩაის დამზადება მასწავლეთ ვინც იცით და სასურველია თუ არა მისი მიღება ძილის წინ? მადლობა