გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.
მოგესალმებიᲗ მყავს 2.5 წლის ბიᲭი, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, გამიხდა ცუდაᲗ, ცოტა Შესცივდა, გრიპი, ტემპერატურა 38, ექიმმა გამოგვიწერა იბურამინი ნული სიროფი, მაინტერესებს ეს ბავᲨვისაᲗვის მისაᲦებია? დᲦეᲨი სამჯერ, აქ ბავᲨვდბს უწერენ, გაციების საწინააᲦმდეგოა და ინფექციის ᲨემაᲩერდბელი მაგრამ ამ წლის ბავᲨვისაᲗვის ᲨეიᲫლება? გᲗხოვᲗ მიპასუხოᲗ, აქ Ძალიან ზერელედ უყურებენ ყველაფერს
გამარჯობა.ჩემს 14 წლის შვილს (წონა 70) ექიმმა ყელის ინფექციაზე. დაუნიშნა ანტიბიოტიკი აზიმაკი 750 მგ. 5 დღე.მე როცა დამჭირვებია ანტიბიოტიკი ვსვამდი 500 იანს დღეში წონა შვილზე მეტი მაქვს.მაინტერესებს ეს დოზის გადაჭარბება არ არის? მე თვითობ ბიმაქსი დავალევინე ამ ზამთარში 400 იანი ერთი ერთხელ დღეში და ეგეც ორჯერ უნდოდა ერთხელ არ ყოფნის წონაზეო.ინსტრუქხიაში 400 წერია ზრდასრულებზე დღეში.ვერ გავიგე ექიმი ცდება თუ ინსტრუქცია ვერ გავიგე.
-გამარჯობა.თუ შეიძლება მასწავლეთ როგორ დავამზადო ნატურალური საფერავიდან გემოგლობინის ასამაღლებელი საშუალება.დუღილით რომ კეთდება.მადლობა
ნაღვლის გაწმენდა მინდა ამ ეტაპზემაქვს შეგუბებული და რას მირჩევდით ის?? ნაღვლის ბუშტი ამოღებული მაქვს
-სალამი. მსუბუქად მიმდინარე გასტრიტისა და 12 გოჯ. ნაწლ. წყლულის დროს,როცა არაა გართულება და ჩატარებულია მკურნალობა თუ შეიძლება ბაბუაწვერას კაფსულების მიღება? დიდი მადლობა