/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

წითელა - პასუხი ყველა კითხვაზე ერთ სტატიაში!

1. რა დაავადებაა წითელა? წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაეცემა ჰაეროვანი გზით ან ინფიცირებული ადამიანის

ცხვირ-ხახის სეკრეტთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით და გამოირჩევა მაღალი კონტაგიოზურობით (გადამდებლობით). კლინიკურად წითელა ხასიათდება ცხელებით, მაკულოპაპულოზური (არავეზიკულური) გამონაყრით, ასევე ხველებით, რინიტით ან კონიუნქტივიტით და სერიოზულ გართულებებს იწვევს.

წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არ აქვს.

2. რამდენად საშიში დაავადებაა წითელა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

წითელას შემთხვევათა 30%-ში ადგილი აქვს დაავადების ისეთ გართულებებს, როგორიცაა ოტიტი, პნევმონია, დიარეა და პოსტინფექციური ენცეფალიტი . განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილით მთავრდება წითელას 1000 შემთხვევიდან 1, განვითარებად ქვეყნებში კი ბევრად მეტი - 3%-6%. წითელას იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული შორეული გართულებაა ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს დაავადების გადატანიდან რამდენიმე წლის შემდეგ და ფატალურად დამთავრდეს.

3. როგორ ავადდებიან წითელათი?

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, მაქვს ძაღლების ფობია,მგონია, რომ ყველას ცოფი აქვს. ვართ ბაკურიანში ,სკვერში ბავშვთან ძალიან ახლოს მოვიდა ძაღლი თამაში უნდოდა ბურთი ქონდა ჩემს შვილს. ბავშვის გამოყვანის დროს ძალიან ახლოს მქონდა ამ ძაღლთან ხელი.შეხება არ მიგრძვნია ,მაგრამ მგონია რომ შემეხო. ხელზე მაქვს დერმატიტი შესაბამისად ზოგან კანი მაქ გადატყავებული და მგონია რომ ამლოკა ამ ძაღლმა ეს დაზიანებული ხელი. არ ვიცი შემეხო თუ არა არ მიგრძვნია მაგ მომენტში. ამის გამო როგორ ავიცრა თუარადა თავსაც ვერ ვერევი</p>

წითელას ახასიათებს მაღალი კონტაგიოზურობა (გადამდებლობა) - ვირუსთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმუნიტეტის არმქონე ინდივიდების 90%-ზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც იმყოფება წითელას ვირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში და არ აქვს იმუნიტეტი (არ გადაუტანია დაავადება ან არ არის აცრილი ვაქცინის 2 დოზით) დიდი ალბათობით დაავადდება.

ინფიცირებულები გადამდებად ითვლებიან გამონაყრის დაწყებამდე 4 დღის და გამონაყრის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში (სულ 8 დღე).

4. როგორ მოვიქცე თუ მქონდა კონტაქტი წითელათი დაავადებულ პირთან?

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ გაქვთ წითელას მიმართ იმუნიტეტი, აუცილებლად გადაამოწმეთ თქვენი სამედიცინო ისტორია (აცრების ბარათი).

თუ არ გაქვთ დოკუმენტი ჩატარებული აცრების შესახებ - ჩაიტარეთ აცრა წწყ საწინააღმდეგო ვაქცინით.

წითელას დამატებითი დოზის მიღება უსაფრთხოა.

5. როგორ გავიგო ვარ თუ არა წითელათი ავად?

წითელას ტიპიური შემთხვევა იწყება მწვავედ - ტემპერატურის მომატებით, რომელსაც თან ახლავს - ხველა, რინიტი, კონიუნქტივიტი. სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი (ფილატოვ-კოპლიკის ლაქები), 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება ვარდისფერი გამონაყარი. თავდაპირველად გამონაყარი ჩნდება სახეზე (შუბლზე), რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე, ზემოდან ქვევით (კისერი, ტანი, ხელები, ფეხები, ტერფები). რამოდენიმე დღეში ტემპერატურა იწევს ქვემოთ, იწყება გამონაყრის პიგმენტაცია, რომელიც თანდათან ქრება.

გამომდინარე იქიდან, რომ წითელამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები - ენცეფალიტი, პნევმონია, დიარეა, ოტიტი და სხვა. პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმმა მოახდინოს დროული და ზუსტი კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, როგორც ამბულატორიულად, ისე ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ცხელებით და გამონაყრით მიმდინარე სხვადასხვა დაავადების ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია წითელას კლინიკური დიაგნოზის დადასტურება ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.

6. როგორ დავიცვათ თავი წითელათი დაავადებისაგან?

ვაქცინაცია წითელას პრევენციის (თავიდან აცილების) ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. წითელა მიეკუთვნება ვაქცინით მართვად დაავადებათა რიცხვს. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, წითელას საწინააღმდეგო აცრები ტარდება 1 წლის და 5 წლის ასაკში, ან, არაგეგმიურად, ნებისმიერ სხვა დროს. გადაამოწმეთ თქვენი ვაქცინაციის სტატუსი, თუ არ ხართ დარწმუნებული, ან არ ხართ აცრილი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით - მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს და ჩაიტარეთ აცრა წითელა-წითურა-ყბაყურას (წწყ) საწინააღმდეგო ვაქცინით.

7. ვარ თუ არა დაცული წითელასაგან?

წითელათი დაავადების საშიშროებისგან დაცული ხართ, თუ:

• აცრილი ხართ წწყ ვაქცინის 2 დოზით - პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით 1 წლის და 5 წლის ასაკებში;

• თუ აცრილი ხართ წწყ ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზით, და იმყოფებით სკოლამდელ ასაკში;

• თუ გადატანილი გაქვთ წითელა, რომელიც დადასტურდა ლაბორატორიულად;

• თუ ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ გაქვთ შესაბამისი იმუნიტეტი.

დაავადების გადატანა ან სრულყოფილი (ორჯერადი) ვაქცინაცია ტოვებს მყარ იმუნიტეტს!

8. ვინ უნდა აიცრას წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით?

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი ითვალისიწინებს წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ორჯერად აცრებს 1 და 5 წლის ასაკებში.

41 წლამდე ასაკის აუცრელმა და/ან არასრულად აცრილმა პირმა აუცილებლად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტაროს ვაქცინაცია!

9. რამდენად ეფექტურია წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

ვაქცინაცია წითელასგან დაცვის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა!

საქართველოში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება კომბინირებული წითელა-წითურა-ყბაყურას (წწყ) ვაქცინით, რომელიც გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით. ვაქცინის ორი დოზის (ბავშვებში გეგმიური აცრები ხორციელდება 1 წლის და 5 წლის ასაკებში) მიღების შემთხვევაში ეფექტიანობა სულ მცირე 95%-ს შეადგენს. წწყ საწინააღმდეგო ვაქცინაცია უზრუნველყოფს იმუნიტეტის (ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების) გამომუშავებას, რომელიც იცავს ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე.

10. რამდენად უსაფრთხოა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა.

დღეისათვის ვაქცინა გამოიყენება მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში. მრავალწლიანი კვლევებითა და გამოცდილებით დადასტურდა ვაქცინის უსაფრთხოება და მაღალი ეფექტურობა. საქართველოში სახელმწიფოს მიერ ხდება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული მაღალი ხარისხის ვაქცინების შეძენა.

11. რა ღირს ვაქცინაცია?

საქართველოში როგორც გეგმიურ (ბავშვთა ასაკის) ისე 41 წლამდე ასაკის მოქალაქეთა უფასო ვაქცინაციას უზრუნველყოფს სახელმწიფო. ასევე უფასოა 41 წელს ზევით მოსახლეობისათვის, თუ ისინი იყვნენ კონტაქტში წითელათი დაავადებულთან.

12. როდის არ შეიძლება აცრის ჩატარება?

აცრა არ ტარდება:

- პირებში, რომელთაც ჰქონდათ მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე;

- იმუნოდეფიციტის მქონე პირებში;

- ორსულ ქალებში (აცრა უნდა ჩატარდეს მინიმუმ 1 თვით ადრე ორსულობამდე);

- პირებში, რომელთაც აქვთ არაგანკურნებადი აქტიური ტუბერკულოზი.

13. სად და როდის უნდა ჩაიტაროთ ვაქცინაცია?

ბავშვთა გეგმიური ვაქცინაცია წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით ტარდება 1 წლის და 5 წლის ასაკში.

გადაამოწმეთ თქვენი და თქვენი შვილების აცრის სტატუსი და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს აცრების ჩასატარებლად თუ:

- ხართ 41 წლამდე ასაკის და არ ხართ აცრილი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით ან მიღებული გაქვთ მხოლოდ ერთი დოზა.

- თქვენს შვილს არ ჩატარებია გეგმიური ვაქცინაცია 1 წლის და 5 წლის ასაკში წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით.

ბავშვთა და მოზრდილთა ვაქცინაცია ტარდება სამედიცინო დაწესებულებებში.

ბავშვთა და 41 წლამდე ასაკის მოქალაქეთა უფასო ვაქცინაციას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

გაითვალისწინეთ, რომ ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, 2017 წლის ბოლოდან საქართველოშიც დაიწყო წითელას შემთხვევათა მატება.

წყარო

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მაღალი ტესტოსტერონი ცვლის ქალის სექსუალურ ქცევას

მამაკაცური ჰორმონის ტესტოსტერონის მომატებული დონე განსხვავებულ გავლენას ახდენს ქალისა და მამაკაცის სექსუალურ ქცევაზე,
სრულად
ანდროპაუზა - მამაკაცური კლიმაქსი
ანდროპაუზა - მამაკაცური კლიმაქსი
არ არსებობს მამაკაცი, რომელსაც არ აინტერესებდეს, როგორია მისი სქესობრივი შესაძლებლობების დონე, სადამდე ეყოფა რეზერვი და რა მიიჩნევა მის ასაკში ნორმად.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ინფექციური

-მივიღე კითხვაზე პასუხი ამაზე >>>>გამარჯობათ ჭიპში მაქვს სისველე კანზე სიწითლე და ყვითლად წყალბადის ზეჟანგი ჩავისხი ცოტა წამები დაველოდე დაფრთხილად ბამბით მოვიწმინდე.. და მერე ყურის ჩხირები როა მაგით ციტა დავასველე.ბეტადინი და ის წავისვი და სწორად ვაკეთებ ?\ ესე მითხრეს ესე გააკეთეო.. ამავდროულადმაქვს მუცლის შებერილობა და აქამდეც მიჭირდა კუჭში გასვლა ნორმალურად და ეხლა საერთოდ ბუყბუყი გააქ რომ ვიცი რომ მინდება ვჯდებიდა გრძნობა ქრება და რატომ ვყვები რამე კავშირში არის ამასთან? (ჭიპთან) ( და რატომ ხდება ასე რისი ბრალი შეიძლება იყოს რა არის ამის გამომწვევი მიზეზები

კატეგორია : ინფექციური

-გამარჯობა უცნაური კითხვით მოგმართავთ აგვისტოში რომ გავიღვიძე ფრჩხილებზე შევნიშნე სისხლი, და ასევე მკლავზეც მცირე რაოდენობით, სხვაგან არ შემიმჩნევია … ვიფიქრე ღამით ღამურამ ხომ არ გამკაწრა ან მიკბინა მაგრამ ვერც ნაკაწრი ვნახე ვერც ნაკბენი და არც დისკომფორტი მიგრძვნია, ღია ფანჯარაში მეძინა და ამიტომ გამიჩნდა ეს აზრი, შეიძლება უბრალოდ კოღო მოვკალი ან არვიცი… ყურადღება აღარ მიმიქცევია…. ასევე ამ ფაქტიდან 6დღის შემდეგ გამკაწრა ქუჩის ძაღლმა ფეხზე ძალიან პატარაზე, სისხლი თითქმის არც გამომსვლია…და 35 საათის შემდეგ დავიწყე აცრა… უკვე ჩატარებული მაქვს ცოფის მესამე აცრა მაგრამ ისტერიულად ვნერვიულობ რომ შეიძლება ცოფი მაინც დამემართოს, სიმპტომი ჯერ არაფერი მაქვს მაგრამ ნერვიულობიდან გამომდინარე მომენტებში მგომია რომ შეიძლება რამე მჭირდეს … განსაკუთრებით ვნერვიულობ ღამურის ფაქტზე მაინტერესებს ეს აცრა თუ დამიცავს და მაქვს თუარა ამ შემთვევაში გარანტია რომ ამ შემთხვევებიდან გამომდინარე არაფერი დამემართება? საქარტველოში თუ ყოფილა ღამურიდან ადამიანზე ცოფის გადატანის ფაქტი? რამდენად საშიშ მდგომარეობაში ვარ?

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

წითელა - პასუხი ყველა კითხვაზე ერთ სტატიაში! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები