გამარჯობათ,ჩემი შვილი დაიბადა წონა 2.700,სიგრძე 47 სმ,ნორმალურია ?
-გამარჯობა, სტრიდორი , სავარუდოდ ლარინგომალაცია არის თუ არა რისკ ფაქტორი კრუპის? ანუ, ისედაც ხომ შევიწროვებულია ამდროს ხორხი და ვირუსის, გაციების დროს ხომ უფრო შევიწროვდება? ანუ ყველა ვარიანტში კრუპი დაემართება?
-გამარჯობა, 3 წლის ბავშვი მყავს, რომელიც იდეალურად საუბრობს და ესმის ყველაფერი. მაინტერესებს რა გავაკეთო კონკრეტულ შემთხვევაში: ძილის წინ შევუშვებ ტუალეტში და უმეტესად არაფერს შვება, ჩავაწვენ საწოლში და სანამ გამოვალ ოთახიდან კიდევ ვეკითხები უნდა თუ არა ტუალეტი, პასუხია არა! როგორ კი გამოვალ ოთახიდან იწყებს ჭუჭყუნს რომ უნდა ტუალეტუ და მერე რაღაცას შვება ხოლმე. ასე არის ბევრ რამეზე, ჭამაზეც, დავუდებ საჭმელს არ შია, მერე შია, დავუდებ ისევ არ შია, ავიღებ შია... ასეთი რაღაცებისგან ნევროზი დამმართა, რა უნდა რას ითხოვს? დავიტანჯე მირჩიეთ რამე. მოახლე მგონია თავი
-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ
-გამარჯობა.თუ შეიძლება მასწავლეთ როგორ დავამზადო ნატურალური საფერავიდან გემოგლობინის ასამაღლებელი საშუალება.დუღილით რომ კეთდება.მადლობა
-სალამი. მსუბუქად მიმდინარე გასტრიტისა და 12 გოჯ. ნაწლ. წყლულის დროს,როცა არაა გართულება და ჩატარებულია მკურნალობა თუ შეიძლება ბაბუაწვერას კაფსულების მიღება? დიდი მადლობა