-შეიძლება თუ არა ნაადრევ მომწიფებად ჩაითვალოს 7 წლის გოგონასთვის თმის წამოსვლა ბოქვენს ცოტა ქვემოთ.იზრდება ძალიან დიიდი და ვჭრი ხოლმე.დიაგნოზი აქვს ჰიდროცეფალია
-გამარჯობა, ძალიან მიყვარს ჩემი შვილი, მაგრამ თითქმის ყველა მისი საქციელი მაღიზიანებს. 3 წლის ხდება. ვიცი, რომ ასაკობრივი კაპრიზები ახასიათებთ ბავშვებს, მაგრამ ვერა, თითქოს ვერ შევეგუე, ახლა კი არა საერთოდ აქამდეც. საერთო კამპანიაში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობთ თითქოს ვერც მე, ვერც ის. ძალიან განვიცდი, მასთან გატარებული დრო არ მსიამოვნებს. ძალიან ჭირვეული, ჯიუტი და გაუგონარია. არ ვიცი ასე რომ ვარ განწყობილი ნორმალურია? მე მჭირდება დახმარება თუ მას, როგორ მოვიქცე მირჩიეთ.
-გამარჯობა.5 წლის ასაკობრივი აცრა რომ გავუკეთე ბავშვს არსად არ ჩანს ბაზაში,ახლა 11 წლისაა,ექიმმა ჩვენ საერთო ბაზით ვხელმძღვანელობთო და ჩვენთვის აუცრელად ითვლებაო.ახლა,11 წლის ასაკში ხელმეორედ რომ ავცრათ 5 წლის ასაკში განკუთვნილი ვაქცინით(წითელა,წითურა,ყბაყურა) შეიძლება?რამეს ხომ არ ავნებს?
-ლიმონ-ჯანჯაფილის ჩაის დამზადება მასწავლეთ ვინც იცით და სასურველია თუ არა მისი მიღება ძილის წინ? მადლობა
-გამარჯობა.თუ შეიძლება მასწავლეთ როგორ დავამზადო ნატურალური საფერავიდან გემოგლობინის ასამაღლებელი საშუალება.დუღილით რომ კეთდება.მადლობა
-სალამი. მსუბუქად მიმდინარე გასტრიტისა და 12 გოჯ. ნაწლ. წყლულის დროს,როცა არაა გართულება და ჩატარებულია მკურნალობა თუ შეიძლება ბაბუაწვერას კაფსულების მიღება? დიდი მადლობა