ოჯახი და სამართალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოჯახი და სამართალი

.

ჟურნალის წინა რამდენიმე ნომერში საუბარი გვქონდა პენსიის დანიშვნის, მიღების, ოდენობის განსაზღვრისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. განვმარტეთ, მოქმედი კანონის თანახმად, როგორი წესით ხდება პენსიის დანიშვნა კატეგორიების შესაბამისად და რა სახის საბუთების წარდგენაა საჭირო კომპეტენტურ ორგანოში თითოეული მათგანის მისაღებად. დაპირებისამებრ, ამჯერად პენსიის გაცემის, შეჩერების, შეწყვეტის, განახლებისა და გადაანგარიშების საკითხებზე გესაუბრებით. მკითხველთა თხოვნით, განვმარტავთ იმასაც, რა სახის დახმარებები და შემწეობები გაიცემა ამჟამად და სხვა.

პენსია გაიცემა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ასე რომ, პენსიის მიმღებს სრული უფლება აქვს, მოითხოვოს მისი მიღება არა მხოლოდ იმ რაიონში ან ქალაქში, სადაც მუდმივად ცხოვრობს, არამედ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. მიმდინარე თვის პენსია გაიცემა იმავე თვეში, ხოლო ბინაზე მიტანა მოხდება მომდევნო თვის ბოლომდე. პენსიის გაცემის კონკრეტული ვადები რეგულირდება სააგენტოსა და პენსიის გამცემ ორგანიზაციას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე. პენსიონერისთვის პენსიის ბინაზე მიტანა ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში, მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე.

- ვის მიეცემა პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში პენსიის თანხა, რომელიც მას ეკუთვნოდა, მაგრამ მიუღებელი დარჩა გარდაცვალების გამო?

- პენსიის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში მიუღებელი საპენსიო თანხა გაიცემა პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე). ამასთან, პირველი რიგის მემკვიდრეს გარდაცვლილის კუთვნილი საპენსიო თანხა მიეცემა განცხადების საფუძველზე იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს. "სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონის 88-ე მუხლის თანახმად, როდესაც პენსიონერი გარდაიცვლება, მისი მეუღლე ან ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავები ან სხვა დაინტერესებული პირები ვალდებული არიან, დროულად წარუდგინონ კომპეტენტურ ორგანოს პენსიონერის გარდაცვალების მოწმობა. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან გაცემული თანხები ექვემდებარება დაბრუნებას აღნიშნული თანხის მიმღები ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან, სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. საპენსიო უზრუნველყოფის განსაკუთრებულ წესს ითვალისწინებს კანონი ზოგიერთი კატეგორიის იმ პირთა მიმართ, რომლებიც სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფებიან:

  • თუ სააგენტოს მეურვეობა/მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს წარმოეშვა ან მოპოვებული აქვს პენსიის მიღების უფლება, სააგენტოს პენსიის გამცემ საბანკო დაწესებულებაში არასრულწლოვანის სახელზე იხსნება საანაბრე ანგარიში, სადაც ყოველთვიურად ირიცხება პენსიის თანხა.
  • აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ პირობებში საანაბრე ანგარიშზე ჩარიცხული თანხის განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ პირის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ან ვადამდე სააგენტოს ნებართვითა და რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით.
  • კანონის თანახმად, არასრულწლოვანის საანაბრე ანგარიშზე დაგროვილი თანხა ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას, თუ პირი სრულწლოვანების მიღწევამდე გარდაიცვალა, მაგრამ როდესაც არსებობს ამ პირის პირველი რიგის მემკვიდრე, რომელიც ასევე იმყოფება სააგენტოს მეურვეობა/მზრუნველობის ქვეშ, საანაბრე ანგარიშზე დაგროვილი თანხა გადაეცემა ამ მემკვიდრეს.

- გთხოვთ აგვიხსნათ, რა გარემოება შეიძლება იქცეს საქართველოს მოქალაქისთვის პენსიის შეჩერების საფუძვლად.

- პენსიის შეჩერების საფუძველია შემდეგი გარემოებები:

  • საქართველოს მოქალაქის მიერ პენსიის ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში მიუღებლობა (როდესაც კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხა არ გააქვს ზედიზედ 6 თვის განმავლობაში, გარდა სააგენტოს მეურვეობა/მზრუნველობის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანისა);
  • გარემოება, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მისი განახლება;
  • გარემოება, როდესაც პირს პენსია დეპოზიტზე გადააქვს და ერთი წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს პენსიის გამცემი მომსახურე დაწესებულებისთვის შესაბამისი განცხადებით (7.07.2010 #204/ნ);
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადასამოწმებლად საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საპატიო მიზეზად ჩაითვლება: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მუშაობის გრაფიკის დარღვევა ან ფორსმაჟორული მდგომარეობა (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა).

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებით დადგენის შემთხვევაში პენსიის გაცემა განახლდება ასეთი სტატუსის დადგენის დღიდან და პენსიონერს მიეცემა გასული პერიოდისთვის კუთვნილი პენსია, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის გაცემის შეჩერების დღიდან.

რაც შეეხება პენსიის შეწყვეტას, "სახელმწიფო პენსიების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მისი საფუძველი შეიძლება გახდეს შემდეგი გარემოებები:

  • პენსიონერის გარდაცვალება;
  • საჯარო საქმიანობის განხორციელება;
  • პირის საქართველოდან მუდმივად საცხოვრებლად წასვლა;
  • მარჩენალდაკარგული პირების მიერ 18 წლის მიღწევა;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება;
  • სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა, როცა პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
  • შეზღუდული შესაძლებლობის გამო პენსიის დანიშვნისთვის საჭირო შესაბამისი სტატუსის დაკარგვა;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადასამოწმებლად გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზის გარეშე;
  • ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის სამედიცინო კომისიაზე დადგენილ ვადაში გადამოწმების შემდეგ იმავე სტატუსის მინიჭება;
  • საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
  • სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ყოფნა, გარდა ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში, ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში და მინდობით აღზრდაში ყოფნისა.

აღსანიშნავია, რომ შეჩერებული პენსიის შეწყვეტა მოხდება შეჩერებიდან სამი წლის შემდეგ. აღნიშნული გარემოებების გამო პენსიის შეწყვეტის შემთხვევაში პენსია აღარ გაიცემა ამ გარემოებების დადგომის მომდევნო თვიდან (სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში - განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან) და განახლდება სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში წერილობითი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის დღიდან.

დანიშნული პენსიის ოდენობის გადაანგარიშება ხდება შემდეგი წესით:

  • კანონით განსაზღვრული საპენსიო ოდენობების ცვლილებების შემთხვევაში გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად პენსიის დამნიშნავი ორგანოს (სააგენტოს) მიერ;
  • თუ ხელახალი შემოწმების დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მიენიჭა შესაძლებლობის შეზღუდვის სხვა კატეგორია, ახალი სტატუსის შესაბამისად პენსიის გადაანგარიშება მოხდება მომდევნო თვიდან.

- 2004 წლის 20 სექტემბრიდან ვიღებდი ორი სახის პენსიას, 2006 წლის 1-ელი იანვრიდან კი მხოლოდ ერთი მეძლევა. მართებულია ასეთი გადაწყვეტილება?

- ეს გადაწყვეტილება კანონიდან გამომდინარეობს, ვინაიდან იმ პირებს, რომელთაც 2006 წლის 1-ელ იანვრამდე ერთდროულად დანიშნული ჰქონდათ ორი ან მეტი სახის პენსია, გაუგრძელდათ მისი მიღება ერთი მთლიანი ოდენობით "სახელმწიფო პენსიის შესახებ" ან "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონების რეგულირების სფეროს მიუხედავად. როგორც საქართველოს ტელევიზიით, რადიოთი და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით არაერთხელ იქნა აღნიშნული, 2011 წლის 1-ელი სექტემბრიდან გათანაბრდა პენსიის ოდენობა თბილისსა და საქართველოს დანარჩენ ქალაქებსა და რაიონებში.

პენსიის ძირითად ოდენობებზე ჟურნალის წინა ნომრებში ვისაუბრეთ, ამიტომ ამ საკითხზე თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებთ, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის ძირითადი ოდენობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამჟამად არის ასი ლარი და მას, შრომის სტაჟის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს #181 დადგენილებით, ერიცხება დანამატები შემდეგი ოდენობით:

  • 5 წლამდე საერთო შრომის სტაჟის მქონე პენსიონერებისთვის - 2 ლარი;
  • 5-დან 15 წლამდე საერთო შრომის სტაჟის მქონე პენსიონერებისთვის - 4 ლარი;
  • 15-დან 25 წლამდე საერთო შრომის სტაჟის მქონე პენსიონერებისთვის - 7 ლარი;
  • 25 და მეტი საერთო შრომის სტაჟის მქონე პენსიონერებისთვის - 10 ლარი.

პენსიაზე დანამატის დარიცხვის განსაკუთრებული წესია შემოღებული იძულებით გადაადგილებული პირებისთვის - დევნილებისთვის, რომლებიც დოკუმენტურად ვერ ადასტურებენ შრომით სტაჟს. მათთვის საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნულ სახელმწიფო პენსიას დანამატი ერიცხება ასაკის გათვალისწინებით. სახელდობრ:

დევნილი მამაკაცებისთვის:

  • 65-დან 67 წლამდე - 2 ლარი;
  • 67-დან 69 წლამდე - 4 ლარი;
  • 69-დან 71 წლამდე - 7 ლარი;
  • 71 წლიდან - 10 ლარი:

დევნილი ქალებისთვის:

  • 60-დან 62 წლამდე - 2 ლარი
  • 62-დან 64 წლამდე - 4 ლარი;
  • 64-დან 66 წლამდე - 7 ლარი;
  • 66 წლიდან - 10 ლარი.