/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სოციალური

იურიდიული კონსულტაცია

იურიდიული კონსულტაცია
ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ქონებრივი უფლებების მართვა კოლექტიურ საფუძველზე

რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.

ჩვენი ჟურნალის ამ და ნომერში ვასრულებთ წინა ნომრებში დაწყებულ საუბარს, რომელიც მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების საქმიანობის სამართლებრივ საკითხებს შეეხებოდა.

რუბრიკის ერთგულ მკითხველთა თხოვნით, რომლებიც მითითებულ ტელეფონის ნომერზე ხშირად გვეხმიანებიან, განვმარტავთ: როგორია სახელმწიფო პოლიტიკა საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში; ვინ და რა სახით ახორციელებს მათი ქონებრივი უფლებების მართვას კოლექტიურ საფუძველზე; როგორი წესით ხდება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნა; რით განისაზღვრება მისი საქმიანობა, უფლება-მოვალეობები და სხვა. დაპირებისამებრ, აქვე ვუპასუხებთ მკითხველთა შეკითხვებს.

  • მაინტერესებს, იწვევს თუ არა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებათა დარღვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას?

- დიახ, საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს როგორც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ, ისე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამგვარი უფლებების დამრღვევად ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის მოთხოვნებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, შესაბამისი უფლების დამრღვევ პირს, შესაძლოა, სასჯელად შეეფარდოს ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაოები, თავისუფლების შეზღუდვა და, დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთაც კი.

საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლება: ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება; უფლების მართვის ინფორმაციის შეცვლა ან წაშლა უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე; თუ ნაწარმოები, მომიჯნავე უფლების ობიექტი ან მონაცემთა ბაზა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა (საჯარო გაცნობის, მათი ჩანაწერის ასლების გავრცელების, გაქირავების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით), როდესაც აღნიშნულის განმახორციელებელმა პირმა იცოდა ან სათანადო საფუძველი ჰქონდა სცოდნოდა, რომ უფლების მართვის ინფორმაცია შეცვლილ ან წაშლილ იქნა უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე; ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლა; ტექნოლოგიის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის გამოყენებით ტექნოლოგიური საშუალებების ნეიტრალიზაციის მიზნით მომსახურების შეთავაზება და გაწევა; ნებისმიერი ისეთი ტექნოლოგიის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის წარმოება, იმპორტი, გავრცელება, გაყიდვა, გაქირავება ან რეკლამირება:

  • რომლის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ემსახურება ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლას;
  • რომელსაც აქვს შეზღუდული კომერციული მნიშვნელობა და გარდა ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისა, შესაძლებელია მისი სხვა მიზნით გამოყენებაც;
  • რომელიც თავიდანვე შექმნილია, განკუთვნილია, წარმოებულია ან გადაკეთებულია იმისთვის, რომ შესაძლებელი გახადოს ან ხელი შეუწყოს ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლას.

ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის უფლებამოსილება ორგანიზაციას გადაეცემა ნებაყოფლობით, უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების მიერ, ამ ორგანიზაციაში მათი წევრობის შესახებ წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, აგრეთვე ანალოგიურ უცხოურ ორგანიზაციასთან ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ იგი არ წარმოადგენს საავტორო ხელშეკრულებას. ავტორს, მომიჯნავე უფლების მფლობელს, მათ მემკვიდრეებს, უფლებამონაცვლეებს, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელებს უფლება აქვთ, თავიანთი ქონებრივი უფლებები სამართავად გადასცენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას, ხოლო იგი ვალდებულია, იკისროს ამ უფლებათა მართვა კოლექტიურ საფუძველზე, თუ ასეთი კატეგორიის უფლებათა მართვა, მათი გამოყენების კონკრეტული ფორმების გათვალისწინებით, განეკუთვნება ამ ორგანიზაციის საქმიანობას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

წინ საზღვაო სეზონია
წინ საზღვაო სეზონია
ყოველთვის მოუთმენლად ველი ზაფხულს, რადგან ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად ზღვაზე დასვენება.
სრულად
საზაფხულო რჩევები
საზაფხულო რჩევები
ზაფხულია და მსურს, საგანგებოდ მოვემზადო ზღვაზე დასასვენებლად. რას მივაქციო განსაკუთრებული ყურადღება,
სრულად
სოლარიუმი და სიფრთხილე
სოლარიუმი და სიფრთხილე
ზაფხული უკვე საკმაოდ შევიდა ძალაში. იმატებს მხურვალე დღეების რაოდენობა. დადგა ლამაზი და ცხელი ზაფხული და ქალებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონებს, სურთ რაც
სრულად
ზღვა - პლანეტის უდიდესი ბიოსისტემა
ზღვა - პლანეტის უდიდესი ბიოსისტემა
დედამიწის ორი მესამედი წყლით არის დაფარული. ჩვენი პლანეტის 70% მთელი სამყაროა, რომელსაც თითქმის არ ვიცნობთ. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცით, ის არის, რომ
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

იურიდიული კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იურიდიული კონსულტაცია

რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.

ჩვენი ჟურნალის ამ და ნომერში ვასრულებთ წინა ნომრებში დაწყებულ საუბარს, რომელიც მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების საქმიანობის სამართლებრივ საკითხებს შეეხებოდა.

რუბრიკის ერთგულ მკითხველთა თხოვნით, რომლებიც მითითებულ ტელეფონის ნომერზე ხშირად გვეხმიანებიან, განვმარტავთ: როგორია სახელმწიფო პოლიტიკა საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში; ვინ და რა სახით ახორციელებს მათი ქონებრივი უფლებების მართვას კოლექტიურ საფუძველზე; როგორი წესით ხდება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნა; რით განისაზღვრება მისი საქმიანობა, უფლება-მოვალეობები და სხვა. დაპირებისამებრ, აქვე ვუპასუხებთ მკითხველთა შეკითხვებს.

  • მაინტერესებს, იწვევს თუ არა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებათა დარღვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას?

- დიახ, საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს როგორც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ, ისე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამგვარი უფლებების დამრღვევად ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის მოთხოვნებს.

აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, შესაბამისი უფლების დამრღვევ პირს, შესაძლოა, სასჯელად შეეფარდოს ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაოები, თავისუფლების შეზღუდვა და, დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთაც კი.

საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლება: ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება; უფლების მართვის ინფორმაციის შეცვლა ან წაშლა უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე; თუ ნაწარმოები, მომიჯნავე უფლების ობიექტი ან მონაცემთა ბაზა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა (საჯარო გაცნობის, მათი ჩანაწერის ასლების გავრცელების, გაქირავების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით), როდესაც აღნიშნულის განმახორციელებელმა პირმა იცოდა ან სათანადო საფუძველი ჰქონდა სცოდნოდა, რომ უფლების მართვის ინფორმაცია შეცვლილ ან წაშლილ იქნა უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე; ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლა; ტექნოლოგიის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის გამოყენებით ტექნოლოგიური საშუალებების ნეიტრალიზაციის მიზნით მომსახურების შეთავაზება და გაწევა; ნებისმიერი ისეთი ტექნოლოგიის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის წარმოება, იმპორტი, გავრცელება, გაყიდვა, გაქირავება ან რეკლამირება:

  • რომლის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ემსახურება ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლას;
  • რომელსაც აქვს შეზღუდული კომერციული მნიშვნელობა და გარდა ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისა, შესაძლებელია მისი სხვა მიზნით გამოყენებაც;
  • რომელიც თავიდანვე შექმნილია, განკუთვნილია, წარმოებულია ან გადაკეთებულია იმისთვის, რომ შესაძლებელი გახადოს ან ხელი შეუწყოს ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლას.

ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის უფლებამოსილება ორგანიზაციას გადაეცემა ნებაყოფლობით, უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების მიერ, ამ ორგანიზაციაში მათი წევრობის შესახებ წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, აგრეთვე ანალოგიურ უცხოურ ორგანიზაციასთან ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ იგი არ წარმოადგენს საავტორო ხელშეკრულებას. ავტორს, მომიჯნავე უფლების მფლობელს, მათ მემკვიდრეებს, უფლებამონაცვლეებს, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელებს უფლება აქვთ, თავიანთი ქონებრივი უფლებები სამართავად გადასცენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას, ხოლო იგი ვალდებულია, იკისროს ამ უფლებათა მართვა კოლექტიურ საფუძველზე, თუ ასეთი კატეგორიის უფლებათა მართვა, მათი გამოყენების კონკრეტული ფორმების გათვალისწინებით, განეკუთვნება ამ ორგანიზაციის საქმიანობას.


  • მაინტერესებს, გასცემს თუ არა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის შესაბამისი ფორმით გამოყენებისთვის მოსარგებლეებზე ლიცენზიებს და რა პირობებით.

- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მიღებული უფლებების შესაბამისად, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის შესაბამისი ფორმით გამოყენებისათვის მოსარგებლეებზე გასცემს ლიცენზიებს. ლიცენზიების პირობები ანალოგიური უნდა იყოს ერთი კატეგორიის ყველა მოსარგებლისთვის.

ორგანიზაციას უფლება არა აქვს, უარი უთხრას მოსარგებლეებს ლიცენზიის გაცემაზე საამისოდ საკმარისი საფუძველის გარეშე. საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტით მოსარგებლე ვალდებულია, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისთვის.

საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტით მოსარგებლე ვალდებულია, აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელშიც აისახება ინფორმაცია საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტის გამოყენების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან შეთანხმების შესაბამისად, ეს აუცილებელი არ არის ჰონორარის გამოანგარიშებისა და განაწილებისათვის. როდესაც ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი საჯაროდ სრულდება, მის კანონიერ გამოყენებაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოსარგებლეს, საჯარო შესრულების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებით, რომელიც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით ფლობს ადგილს ან შენობას (მოედანი, სცენა, დარბაზი და სხვა), სადაც ხდება საჯარო შესრულება.

აღნიშნული წერილობითი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის კანონიერ გამოყენებაზე სოლიდარულად ეკისრებათ მოსარგებლეს, საჯარო შესრულების ორგანიზატორსა და იმ პირს, რომელიც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით ფლობს ადგილს ან შენობას, სადაც ხდება საჯარო შესრულება.

  • ვინაიდან ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, გთხოვთ, აგვიხსნათ, როგორ არის დაცული მოქმედი კანონით საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებები.

- საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს და მონაცემთა ბაზის დამამზადებლებს უფლება აქვთ, დამრღვევისაგან მოითხოვონ: უფლების აღიარება, უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს, ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით, ზიანის ანაზღაურების ნაცვლად იმ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც დამრღვევმა მიიღო მათი უფლებების დარღვევის შედეგად; ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სასამართლო. ამასთან, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები.

საყურადღებოა, რომ ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დარღვევის არსი, უფლების მფლობელისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე - ის სავარაუდო შემოსავალი, რომელიც შეეძლო მიეღო უფლების მფლობელს ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის მართლზომიერი გამოყენების შედეგად.

საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია, თავისი საქმიანობა განახორციელოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა იმ მფლობელების ინტერესთა შესაბამისად, რომლებსაც ეს ორგანიზაცია წარმოადგენს, შეგროვებული ჰონორარი გამოიყენოს მხოლოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებისთვის გასანაწილებლად და გადასახდელად, ჰონორარის გადახდის დროს წარუდგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს ანგარიშები, რომლებიც უნდა შეიცავდეს ცნობებს მათი უფლებების გამოყენების შესახებ.

საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს, რომლებსაც ჰონორარის შეგროვებასთან დაკავშირებული უფლებები არ გადაუციათ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის, უფლება აქვთ: მოსთხოვონ ორგანიზაციას ჰონორარის გადახდა განხორციელებული განაწილების შესაბამისად, ასევე - მათი ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამორიცხვა იმ ლიცენზიებიდან, რომლებსაც ეს ორგანიზაცია გასცემს მოსარგებლეებზე სამი წლის ვადით მათი ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის მოსარგებლის მიერ გამოყენების დღიდან.

  • მოსალოდნელ გაუგებრობათა თავიდან ასაცილებლად იქნებ აგვიხსნათ, ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის რომელი ასლები ითვლება კონტრაფაქციულად.

- კონტრაფაქციულად ითვლება ისეთი ასლები, რომელთა დამზადება, გავრცელება, გაქირავება ან სხვაგვარი გამოყენება იწვევს საავტორო და მომიჯნავე უფლების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევას. კონტრაფაქციულად ითვლება აგრეთვე იმ ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები, რომლებიც დაცულია საქართველოში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის შესაბამისად და რომლებიც უფლების მფლობელის თანხმობის გარეშე იმპორტირებულია საქართველოში იმ სახელმწიფოდან, სადაც ისინი არასდროს ყოფილა დაცული ან სადაც მათი დაცვა შეწყვეტილია.

აი, ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც მკითხველთა ინტერესების გათვალისწინებით ჩვენი ჟურნალის რამდენიმე ნომერში შევაჩერეთ ყურადღება.

თუ კვლავ გაგიჩნდებათ კითხვები ინტელექტუალური საკუთრების თაობაზე, გთხოვთ, შეგვეხმიანოთ ტელეფონის მითითებულ ნომერზე: 595 05 11 77 და დაუყოვნებლივ მიიღებთ კანონიდან გამომდინარე პასუხს.