როგორ იცავს კანონი მოქალაქეთა ინტელექტუალურ საკუთრებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ იცავს კანონი მოქალაქეთა ინტელექტუალურ საკუთრებას

ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების მიღების შემდეგ მათში არაერთი ცვლილება და დამატება შევიდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეოთხე წიგნიდან ამოღებულია ყველა მუხლი - 1019-დან 1100-მდე (საფუძველი: საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 22 ივნისის #2114 კანონი). არაერთი ცვლილებაა შეტანილი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონშიც. ამჯერად ინფორმაციას სწორედ ამ ცვლილებების გათვალისწინებით მივაწვდით დაინტერესებულ მკითხველს და ვუპასუხებთ რედაქციაში მოსულ მათ შეკითხვებს, რომლებიც საავტორო უფლებების წარმოშობის, ნაწარმოების დეპონირების, ავტორობის პრეზუმფციის, თანაავტორობის, აუდიოვიზუალურ და სამსახურებრივ ნაწარმოებებზე საავტორო უფლებების, კომპიუტერულ პროგრამებსა და მონაცემთა ბაზაზე ქონებრივი უფლებების განხორციელების სამართლებრივი ნორმების განმარტებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. საქართველოს კანონი "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" არეგულირებს იმ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენების დროს (საავტორო უფლებები); სამართლებრივად აწესრიგებს შემსრულებლის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის საავტორო უფლებების მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს (შემდგომში - მომიჯნავე უფლებები) და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს. იმისათვის, რომ მკითხველი სრულყოფილად გაერკვეს "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონის არსში, ვფიქრობთ, აუცილებელია, უპირველესად მას ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ კანონში გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობაზე:

ავტორი - ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები;

აუდიოვიზუალური ნაწარმოები - ნაწარმოები, რომელიც შედგება თანამიმდევრული გამოსახულებებისაგან ხმის თანხლებით ან/და უამისოდ, ქმნის მოძრაობის შთაბეჭდილებას და შეიძლება აღქმულ იქნეს მხედველობით ან/და სმენით. აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს მიეკუთვნება კინემატოგრაფიული და სხვა ნაწარმოებები, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით (ტელე-, ვიდეო-, დიაფილმები და სხვა);

აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელი (პროდიუსერი) - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც თავის თავზე აიღო ინიციატივა და იკისრა პასუხისმგებლობა ასეთი ნაწარმოების დამზადებისათვის; თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება, აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებ-ლად მიიჩნევა ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელი ან დასახელებაც სათანადო წესით აღნიშნულია ნაწარმოებზე;

საჯარო გაცნობა - ნებისმიერი მოქმედება (გამოქვეყნების გარდა), რომლის შედეგადაც უშუალოდ ან ტექნიკური საშუალებით ნაწარმოები, შესრულება, ფონოგრამა, ვიდეოგრამა, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა ან მონაცემთა ბაზა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა;

გამოცემა - ავტორის, საავტორო ან მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელის, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის თანხმობით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლების სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება გაყიდვის ან გაქირავების ანდა ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით იმ რაოდენობით, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოების გონივრულ მოთხოვნებს;

გაქირავება - ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის ორიგინალის ან ასლის ხელმისაწვდომობა დროის განსაზღვრულ პერიოდში სარგებლობისათვის მოგების მიღების მიზნით;

ვიდეოგრამა - გამოსახულებათა თანამიმდევრობის ჩანაწერი რაიმე ობიექტური ფორმით, ხმის თანხლებით ან უამისოდ;

ვიდეოგრამის დამამზადებელი (პროდიუსერი) - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც თავის თავზე აიღო ინიციატივა და იკისრა პასუხისმგებლობა გამოსახულებათა თანამიმდევრობის პირველი ჩანაწერის ხმის თანხლებით ან უამისოდ განხორციელებისათვის; თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება, ვიდეოგრამის დამამზადებლად მიიჩნევა ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელი ან/და დასახელებაც სათანადო წესით აღნიშნულია ვიდეოგრამაზე ან/და მის ფუტლარზე;

კაბელით გადაცემა - საზოგადოების მიერ მიღების მიზნით ხმის ან/და გამოსახულების გადაცემა სადენით, ოპტიკური ბოჭკოს ან სხვა ანალოგიური საშუალებით;

კაბელით ხელახალი გადაცემა - სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე- და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით;

კომპიუტერული პროგრამა - ინსტრუქციათა ერთობლიობა სიტყვების, კოდების, სქემების ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით, რომელიც საშუალებას იძლევა აამოქმედოს კომპიუტერი განსაზღვრული შედეგების მისაღწევად. ტერმინი მოიცავს კომპიუტერული პროგრამის დიზაინის მოსამზადებელ მასალას;

ეთერში გადაცემა - საზოგადოების მიერ მიღების მიზნით ხმის ან/და გამოსახულების გადაცემა უსადენო კავშირგაბმულობით, მათ შორის, თანამგზავრის მეშვეობით (თანამგზავრი - ყველა თანამგზავრი, რომელიც მუშაობს ტელესაკომუნიკაციო წესების შესაბამისად საზოგადოებისათვის მისაწოდებელი სამაუწყებლო სიგნალებისათვის განკუთვნილ სიხშირეთა დიაპაზონში; თანამგზავრის მეშვეობით გადაცემა - მაუწყებლობის ორგანიზაციის კონტროლისა და პასუხისმგებლობის პირობებში პროგრამების მატარებელი სიგნალების მიღება; საზოგადოებისათვის განკუთვნილი პროგრამები მიიღება კავშირის უწყვეტი ჯაჭვის სახით - ზევით სატელიტისა და ქვევით დედამიწის მიმართულებით); კოდირებული სიგნალების გადაცემა წარმოადგენს ეთერში გადაცემას, თუ დეკოდირების საშუალებები საზოგადოებას მიეწოდება საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ ან მისი თანხმობით;


მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა - საზოგადოების მიერ მისაღებად განკუთვნილი ხმის ან/და გამოსახულების ერთობლიობა, რომელიც გადაიცემა ეთერში ან კაბელით;

მონაცემთა ბაზა - სისტემური ან მეთოდური წესით განლაგებული ნაწარმოებების ან/და სხვა მონაცემებისა და მასალის კრებული, რომელიც ინდივიდუალურად ხელმისაწვდომია ელექტრონული ან სხვა საშუალებებით. ტერმინი არ გულისხმობს კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საშუალებებით ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის შექმნისა და გამოყენების დროს;

რეპროდუცირება - ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის პირდაპირ ან არაპირდაპირ, მთლიანად ან მისი ნაწილის ერთი ან ერთზე მეტი ასლის დამზადება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მათ შორის, ხმისა და ვიდეოჩანაწერის ფორმით. რეპროდუცირებად ასევე ჩაითვლება ჩაწერა დროებითი ან მუდმივი შენახვისათვის, ელექტრონული (ციფრულის ჩათვლით), ოპტიკური ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით;

დროებითი ასლი - ნაწარმოების, შესრულების ჩანაწერის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის ან მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის ჩანაწერის შემთხვევითი ან აუცილებელი დროებითი ასლი, რომელიც წარმოადგენს ტექნიკური პროცესის აუცილებელ და მნიშვნელოვან ნაწილს; დროებითი ასლის შექმნის ერთადერთი მიზანია უზრუნველყოს ობიექტის ქსელში გადაცემა მესამე პირებს შორის ნაწარმოების ან/და მომიჯნავე უფლებების ობიექტების შუალედური ან კანონიერი გამოყენებისას და ასეთ დროებით ასლს არ აქვს დამოუკიდებელი კომერციული მნიშვნელობა;

რეპროგრაფიული გამრავლება (ასლის გადაღება) - წერილობითი ან გრაფიკული საშუალებით გამოხატული ნაწარმოების, მონაცემების ან სხვა მასალის ორიგინალის ან ასლის ფაქსიმილური რეპროდუცირება ნებისმიერი ზომით, ფოტოკოპირების ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. რეპროგრაფიულ გამრავლებად არ ჩაითვლება ჩაწერა ელექტრონული (ციფრულის ჩათვლით), ოპტიკური ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით;

საჯარო გადაცემა - ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

საჯარო შესრულება - ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის წარმოდგენა დეკლამაციის, თამაშობის, სიმღერის, ცეკვის ან სხვა სახით, უშუალოდ (ცოცხალი შესრულება) ან ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით, ადგილზე (ადგილებზე), სადაც საჯარო შესრულება შეიძლება აღქმულ იქნეს საჯარო გადაცემის აუცილებლობის გარეშე და სადაც ესწრებიან ან შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს. აუდიოვიზუალური ნაწარმოების საჯარო შესრულებად ითვლება ნაწარმოების გამოსახულებათა ჩვენება თანამიმდევრობით;

საჯარო ჩვენება - ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის დემონსტრირება უშუალოდ ან ეკრანზე ფირის, სლაიდის, კადრის ან სხვა ტექნიკური საშუალების მეშვეობით, რასაც ესწრებიან ან შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს. აუდიოვიზუალური ნაწარმოების საჯარო ჩვენებად ჩაითვლება ცალკეული კადრების ჩვენება თანამიმდევრობის გარეშე;

ტექნოლოგიური საშუალება - ნებისმიერი ტექნოლოგია, მოწყობილობა ან მისი კომპონენტი, რომელთა ნორმალურად ფუნქციონირების დროს აღკვეთილია ან იზღუდება მოქმედებები, რომლებიც არ არის ნებადართული საავტორო ან სხვა უფლებების მფლობელის მიერ; ტექნოლოგიური საშუალება ქმედითად ჩაითვლება, თუ დაცული ნაწარმოების ან სხვა ობიექტის გამოყენებისას უფლებათა მფლობელი მასთან წვდომას აკონტროლებს იმ პროცესების მეშვეობით (დაშიფრვის, კოპირების შეზღუდვისა და სხვა გზით), რომლებიც ემსახურება დაცვის მიზანს;

ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლა - მოწყობილობის ან მისი კომპონენტის ან/და სხვა საშუალებების გამოყენება ტექნოლოგიური საშუალებების ნეიტრალიზაციისათვის;

უფლების მართვის ინფორმაცია - ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის საშუალებით ხორციელდება ნაწარმოების ან ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის, ავტორის ან უფლებათა მფლობელის იდენტიფიცირება, ანდა ინფორმაცია ნაწარმოების ან ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების პირობების შესახებ, აგრეთვე ნებისმიერი ციფრები და კოდები, რომლებშიც მოცემულია ასეთი ინფორმაცია, თუ ამ ინფორმაციის ნებისმიერი ელემენტი აღნიშნულია ნაწარმოების ან ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის ასლზე ანდა ჩნდება მათი საჯარო გაცნობის დროს;

ფონოგრამა - შესრულების ხმის, სხვა ხმის ან ხმის გამომხატველი სიგნალის ჩანაწერი. ტერმინი არ გულისხმობს აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში ჩართულ ხმის ჩანაწერს;

ფონოგრამის დამამზადებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც თავის თავზე აიღო ინიციატივა და იკისრა პასუხისმგებლობა შესრულების ან სხვა ხმების პირველი ხმოვანი ჩანაწერის განხორციელებისათვის; თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება, ფონოგრამის დამამზადებლად მიიჩნევა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელი ან/და დასახელებაც სათანადო წესით აღნიშნულია ფონოგრამაზე ან/და მის ფუტლარზე;

ჩაწერა - გამოსახულების ან/და ხმის ფიქსირება რაიმე ობიექტური ფორმით, რაც ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით მათი აღქმის, რეპროდუცირებისა და გადაცემის საშუალებას იძლევა;

შემსრულებელი - მსახიობი (თეატრის, კინოსი და ა.შ.), მომღერალი, მუსიკოსი, მოცეკვავე ან სხვა პირი, რომელიც თამაშობს როლს, კითხულობს, მღერის, ახდენს დეკლამირებას, უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე ან სხვაგვარად ასრულებს ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოებს, საესტრადო, საცირკო, თოჯინურ ან ფოლკლორულ ნომერს.

"კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მონაცემთა ბაზაზე, რომლებზეც უფლებათა მფლობელია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე და იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია ადგილსამყოფელი საქართველოში; მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებებზე, ფონოგრამასა და მონაცემთა ბაზაზე, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა საქართველოს ტერიტორიაზე.

(გაგრძელება იქნება)