ცოლინგერ-ელისონის სინდრომი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */
ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */
ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */
ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */
ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */
ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */
ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კუჭის მკვეთრად მომატებული მჟავიანობა, უჩვეულო ლოკალიზაციის წყლულები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და სიმსივნის უჯრედების არასპეციფიკური კუნძულაკები კუჭუკანა ჯირკვალში - პანკრეასში. მოგვიანებით სიმპტომთა ამ ტრიადას პირველაღმწერთა პატივსაცემად ცოლინგერ-ელისონის სინდრომი უწოდეს.
ცოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს პანკრეასში ან წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში (თორმეტგოჯა ნაწლავში) წარმოიქმნება ერთი ან რამდენიმე სიმსივნე. ეს სიმსივნე, რომელსაც გასტრინომას უწოდებენ, დიდი რაოდენობით წარმოქმნის ჰორმონ გასტრინს. თავის მხრივ, გასტრინი კუჭში მჟავას ჭარბ სეკრეციას იწვევს, რასაც წყლულების ფორმირებამდე მივყავართ. ცოლინგერ-ელისონის სინდრომი იშვიათი დაავადებაა. ის ცხოვრების ნებისმიერ პერიოდში შეიძლება აღმოცენდეს, თუმცა უმეტესად 30-დან 50 წლამდე გვხვდება.
ცოლინგერ-ელისონის სინდრომის ნიშნებია:
ცოლინგერ-ელისონის სინდრომის მიზეზები უცნობია, მაგრამ შესწავლილია იმ სიმპტომების თანამიმდევრობა, რომლებიც ამ დროს ვითარდება. ყველაფერი იწყება ერთი ან რამდენიმე გასტრინომის აღმოცენებით პანკრეასში, თორმეტგოჯა ნაწლავში ან მათ მიმდებარე ლიმფურ კვანძებში.
მოგეხსენებათ, პანკრეასი კუჭის უკან მდებარეობს. ის საჭმლის მონელების პროცესისთვის აუცილებელ ფერმენტებს გამოიმუშავებს. გარდა ამისა, პანკრეასი გამოიმუშავებს სხვადასხვა ჰორმონს, მათ შორის - გასტრინს, ჰორმონს, რომელიც კუჭის მჟავა წვენის პროდუქციას აკონტროლებს.
პანკრეასის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის საჭმლის მომნელებელი წვენები ერთმანეთს ერევა თორმეტჯოგა ნაწლავში - წვრილი ნაწლავის იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ მოსდევს კუჭს. სწორედ აქ აღწევს საჭმლის მონელება პიკს. ცოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს სიმსივნე სწორედ იმ უჯრედებითაა წარმოდგენილი, რომლებიც დიდი რაოდენობით გასტრინს წარმოქმნიან, თავად გასტრინი კი, როგორც ითქვა, კუჭის სეკრეციის სტიმულატორია.
დიდი რაოდენობით მჟავა წვენი წყლულების ფორმირებას და რიგ შემთხვევაში ფაღარათს იწვევს. გარდა იმისა, რომ სიმსივნე დიდი რაოდენობით მჟავას გამოიმუშავებს, ის შესაძლოა ავთვისებიანიც იყოს. სიმსივნე ნელა იზრდება, მაგრამ ავთვისებიანობის შემთხვევაში ყველგან შეიძლება გავრცელდეს. უმეტესად ეს ადგილებია ახლომდებარე ლიმფური კვანძები და ღვიძლი.
ცოლინგერ-ელისონის სინდრომი შესაძლოა განპირობებული იყოს თანდაყოლილი მდგომარეობით, რომელსაც პირველი ტიპის მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზია ეწოდება.
პირველი ტიპის მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიის მქონე პაციენტებს პანკრეასის სიმსივნესთან ერთად აქვთ ენდოკრინული სისტემის მრავლობითი სიმსივნეც. გარდა პანკრეასისა, სიმსივნე აღმოცენდება ფარისებრახლო ჯირკვლებში, ზოგჯერ - ჰიპოფიზში. გასტრინომის შემთხვევათა 25% სწორედ პირველი ტიპის მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიის კლინიკის შემადგენელი ნაწილია.
ცოლინგერ-ელისონის სინდრომის დიაგნოსტიკა ემყარება შემდეგ მონაცემებს:
ცოლინგერ-ელისონის სინდრომის მკურნალობა გულისხმობს როგორც წყლულის, ასევე სიმსივნის მკურნალობას. თუ სიმსივნის ოპერაციული მკურნალობა შესაძლებელია, შესაძლოა სულაც არ გახდეს საჭირო ხანგრძლივი მკურნალობა წყლულის გამო.
სიმსივნის მკურნალობა
ცოლინგერ-ელისონის სინდრომის ოპერაციული მკურნალობა ქირურგის განსაკუთრებულ კვალიფიკაციას მოითხოვს, ვინაიდან სიმსივნე ხშირად მცირე ზომისაა და რთულად მისადგომი. გარდა ამისა, ოპერაციულ მკურნალობაზე შეიძლება ვიფიქროთ მხოლოდ ერთი სიმსივნისას, ხოლო მრავლობითი სიმსივნისას ან მისი ღვიძლში გავრცელებისას ქირურგიული ჩარევის საკითხი შესაძლოა დღის წესრიგში არც კი დაისვას, თუმცა ზოგჯერ მრავლობითი სიმსივნისას ერთი დიდი სიმსივნის ამოკვეთაც წყდება.
ზოგ შემთხვევაში სხვაგვარი მკურნალობა ტარდება - ღვიძლის დაზიანებული ნაწილის ამოკვეთა, სიმსივნის მკვებავი სისხლძარღვის ემბოლიზაცია, უჯრედების დაშლა (რადიოსიხშირული აბლაცია), მედიკამენტის ინექცია სიმსივნეში, ქიმიოთერაპია.
ჭარბი მჟავიანობის მკურნალობა
ცოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს ჭარბი მჟავას წარმოქმნის დათრგუნვა აუცილებელია. არჩევის პრეპარატებია პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები. სათანადო დოზით გამოყენებისას ისინი ეფექტურად თრგუნავენ მჟავას პროდუქციას. ამ ჯგუფის პრეპარატებია, მაგალითად, ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ესომეპრაზოლი. ზოგ შემთხვევაში აუცილებელია ოპერაციული ჩარევა წყლულის სამკურნალოდ. ჩვეულებრივ, ასეა მაშინ, როცა საჭიროა:
აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, თუ გვაწუხებს მდგრადი, მწველი, მღრღნელი ტკივილი კუჭის არეში. ექიმთან ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ამ სიმპტომებს ერთვის გულისრევა, ღებინება, ფაღარათი.
ცოლინგერ-ელისონის სინდრომისას დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ძალზე მნიშვნელოვანია.