/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

როგორ ვლინდება მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს

როგორ ვლინდება მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს

მენჯის სისხლსავსეობის სინდრომის დროს პაციენტები გრძნობენ ტკივილს მენჯის სიღრმესა და საშვილოსნოს არეში, რაც უხშირესად ყრუ, შემაწუხებელი ხასიათისაა. ტკივილი უარესდება დღის განმავლობაში, უმთავრესად დგომისა და ვარჯიშის დროს, მენსტრუაციის წინა პერიოდში.

ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს სხეულის პოზიციის შეცვლის, სიარულის, მძიმე საგნების აწევის, მუცლის პრესის დაძაბვის დროს. შესაძლოა მენჯის სისხლსავსეობის დროს ქალს აღენიშნებოდეს ტკივილი მენსტრუაციის დროს, დისკომფორტი სქესობრივი კავშირისას, მის მერე ან ორსულობის დროს.

ზოგ შემთხვევაში მენჯის სისხლსავსეობის დროს პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ჩივილები საშარდე სისტების მხრივ - გაღიზიანებული შარდის ბუშტის სიმპტომები, შარდის შეუკავებლობა, გახშირებული შარდვა ღამის განმავლობაში. ერთ-ერთი ხშირი სიმპტომი მენჯის სისხლსავსეობის სინდრომისას არის სასქესო ბაგეების ან საშოს ვენების გაგაგნიერება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გარდა აღწერილისა, შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა არასპეციფიკური სიმპტომი:

  • საშოს არის შეშუპება;
  • ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • ანომალიური მენსტრუალური სისხლდენა;
  • მუცლის ქვედა ნაწილის მტკივნეულობა ზეწოლისას;
  • საშოდან გამონადენი;
  • ტკივილი ზურგის არეში;
  • ძილიანობა;
  • დეპრესიულობა.

მენჯის სისხლსავსეობის სინდრომის მკურნალობა

მენჯის სისხლსავსეობის სინდრომის მედიკამენტური მკურნალობის ეფექტურობა დაზუსტებული არ არის, თუმცა შეიძლება გამოყენებული იყოს:

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები - მაგალითად, იბუპროფენი, რომელიც ამცირებს ტკივილსა და ანთებას;

ჰორმონული საშუალებები - მოქმედებენ საკვერცხის ფუნქციაზე და ამცირებენ მენჯის სისხლსავსეობას;

ვენების კედლებზე მოქმედი საშუალებები.

თუ ეს ყველაფერი უეფექტოა, შესაძლოა ჩატარდეს მანიპულაციები ვარიკოზულ ვენებში სისხლის ნაკადის შესამცირებლად და სისხლის შეგუბების თავიდან ასაცილებლად. ამ მიზანს ემსახურება:

ვენის ემბოლიზაცია - სპეციალური კათეტერით ვენაში შეჰყავთ გარკვეული საშუალებები, რაც ვენას ახშობს;

სკლეროთერაპია - ანალოგიურად ხდება ვენის ბლოკირება გარკვეული სითხით.

არსებული მონაცემების თანახმად, ემბოლიზაცია წარმატებული პროცედურაა, დაავადების რეციდივი აღენიშნება მხოლოდ პაციენტთა 8%-ს, პროცედურიდან 2-4 კვირის განმავლობაში პაციენტთა 70-85%-ის მდგომარეობა უმჯობესდება, რაც შემდგომი 4 წლის განმავლობაში შემთხვევათა 83%-თან ნარჩუნდება.

წაიკითხეთ სრულად

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

წონის კორექციის ქირურგიული მეთოდები
წონის კორექციის ქირურგიული მეთოდები
თანამედროვე მსოფლიოში ჭარბი წონა პანდემიის ხასიათს იძენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მილიარდზე მეტ ადამიანს ჭარბი წონა აქვს და
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

როგორ ვლინდება მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები