/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ექიმები ხუმრობენ

ექიმები ხუმრობენ

ექიმები ხუმრობენ
რუბრიკის - ექიმები ხუმრობენ - სტუმარია ექიმი-თერაპევტი ტარიელ კახიძე.

.

  • ბაწარზე უნდა ჩამოეკიდოთ!

მოხდა ისე, რომ ექიმობის პირველი წლები რუსეთში, ერთ-ერთი სასჯელაღსრულებითი დაწესებულების სანიტარულ ნაწილში გავატარე. "თეთრი ბაირაღები", დარწმუნებული ვარ, ყველას წაუკითხავს, ნუნუ ექიმი და მისი განუყრელი ლუმინალიც ყველას ახსოვს. ჩვენც გვყავდა ერთი ასეთი ექიმი. ბუნებით ზემოხსენებული პერსონაჟის სრული ანტიპოდი გახლდათ, მაგრამ ყოველგვარი დაავადების სამკურნალოდ - ეტყობა, საბჭოთა მთავრობას პატიმრისთვის მეტი არაფერი ემეტებოდა - საფაღარათო პრეპარატებს იყენებდა. "ექიმო, გამუდმებით რაღაცის მეშინია. მეშველება რამე?" "აი ეს ტაბლეტები მიიღეთ (კუჭის ასაშლელ პრეპარატებს აწვდის) და მიზეზიც გექნებათ. შემდეგი!" "ექიმო, უძილობა მაწუხებს, ღამით მოძალებულ ფიქრებსაც ვერაფრით დავაღწიე თავი..." "აი, ეს მიიღეთ (მასაც იმავეს აძლევს), უძილობა სულ დაგავიწყდებათ და მხოლოდ ერთ რამეზე იფიქრებთ. შემდეგი!" "ექიმო, არც ფეხზე დგომა შემიძლია, არც წოლა და არც ჯდომა". "მაშინ მხოლოდ ერთი გზა გრჩებათ: ბაწარზე უნდა ჩამოეკიდოთ!"

sicili.jpg

  • ოთახში უკანალით შემოვიდნენ!

რუსეთში ერთმა ექიმმა ეპიდემიის აფეთქებისას რეკორდული რაოდენობის ინექცია გააკეთა, ბოლოს კი სასოწარკვეთილმა და სიქაგამძვრალმა კარზე განცხადება მიაკრა: "დროის ეკონომიის მიზნით პაციენტებს ვთხოვ, ოთახში უკანალით შემოვიდნენ!"

sicili.jpg

  • ზაფხულში რაღა ვქნათ?!

პროფესორი ლექციას კითხულობს მოყინვის შემთხვევაში მისაღები ღონისძიებების შესახებ. "მოყინული კიდური თოვლით უნდა დავიზილოთ..." უეცრად - დარბაზიდან: "და ზაფხულში რაღა ვქნათ?!"

sicili.jpg

"მოდით, გავარკვიოთ თქვენი ნევროზის მიზეზი, - ეუბნება ექიმი პაციენტს, - მითხარით, სად მუშაობთ?" "ფორთოხლებს ვაფასოებ, ექიმო". "ასე, ასე... აბა, უფრო დაწვრილებით მომიყევით". "მთელი დღე ჩემკენ მოგორავს ფორთოხლები. მე ვდგავარ და ვახარისხებ: დიდებს დიდ ყუთში ვაწყობ, საშუალოებს - საშუალოში, პატარებს - პატარაში". "ვერ მივხვდი, რა განერვიულებთ? ასეთი მშვიდი სამუშაო გქონიათ..." "ბოლოს და ბოლოს, იქნებ მიხვდეთ, რომ მთელი დღის მანძილზე მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება!.."

sicili.jpg

  • რა სჭირს ჩემს ქმარს?

ცოლი, დაინახავს თუ არა კაბინეტიდან გამოსულ ექიმს, მივარდება, ხალათში ჩასჭიდებს ხელს და ისტერიულად ეკითხება: "ექიმო, მითხარით, რა სჭირს ჩემს ქმარს?" "თქვენი ქმრისთვის აუცილებელია სრული სიწყნარე. ახლა მე გამოვწერ ძალიან ძლიერ დამამშვიდებელს..." "და როგორ უნდა მიიღოს?" ექიმს ჩაეცინა: "ქალბატონო, ეს წამალი თქვენ უნდა მიიღოთ!.."

sicili.jpg

  • ქმარი ძილში ლაპარაკობდა

ქალმა ნევროპათოლოგს აცნობა, რომ მისი ქმარი ძილში ლაპარაკობდა. "მე შემიძლია, გამოგიწეროთ წამალი, რომლის წყალობითაც თქვენი ქმარი ძილში ლაპარაკს თავს დაანებებს", - შესთავაზა ექიმმა. "თქვენ ვერ გამიგეთ, - იუარა ქალმა, - თუ შეგიძლიათ, ისეთი წამალი გამომიწერეთ, რომ ჩემმა ქმარმა ძილში უფრო გარკვევით ილაპარაკოს".

sicili.jpg

  • მას არ დავუშვებ!

პაციენტი, რომელსაც სახეზე ეტყობა, რომ მაგარი მსმელია, ექიმს ეკითხება: "ალალად მითხარით, თუ დავლევ, სისხლძარღვები გამიფართოვდება?" "საერთოდ, კი, გაგიფართოვდებათ", - დაუდასტურა ექიმმა. "ესე იგი, წნევაც დამიწევს, ხომ?" "რა თქმა უნდა, წნევა მართლაც დაიწევს". "სწორედ ეს მინდოდა გამეგო. კარგად ბრძანდებოდეთ!" "მოიცადე, გენაცვალე... შემდეგ ხომ სისხლძარღვები მაინც შევიწროვდება?!" "ნუ ღელავთ, ამას არ დავუშვებ!" - და პაციენტმა კარი გაიხურა.

sicili.jpg

  • აჰ, პლევრიტი, ხომ

ასევე დაგაინტერესებთ
სიცილის დადებითი და უარყოფითი მხარეები
იუმორის გრძნობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

"მგონი, თქვენ ჩემთან უკვე იყავით, არა? - ეკითხება ექიმი პაციენტს, - გამახსენეთ თქვენი გვარი..." "ნოზაძე, ექიმო". "აჰ, პლევრიტი, ხომ?" "არა, ბატონო, გიორგი..."

sicili.jpg

  • ხანდახან ოთხის ნახევრამდეც

"როგორ გძინავთ? - ეკითხება ექიმი ახალ პაციენტს. "ძალიან კარგად, სამამდე ვითვლი და ვიძინებ". "როგორ, მხოლოდ სამამდე?!" "ხანდახან ოთხის ნახევრამდეც".

sicili.jpg

  • მოკლედ, წოპესთან წავედი

ერთ ოჯახში იდეალური ცოლქმრობა სუფევდა. ცოლს ცოტა დიდი ცხვირი ჰქონდა და ქმარი ხშირად ეხუმრებოდა, როცა ცოლი რაიმე ჭორს მოუყვებოდა: სხვის საქმეში ცხვირს ნუ ყოფო; როცა რაიმეში გინდა დამაჯერო - ცხვირი დაიფიცეო. ქალს ხუმრობა ოდნავადაც არ სწყინდა, მაგრამ ერთხელაც შინ გვიან დაბრუნებულ ქმარს წერილი დახვდა მაგიდაზე. კაცს ეცნო ცოლის ხელწერა, ბარათი ნაჩქარევად იყო დაწერილი: "დიდხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე. მართალია, მიმძიმს, ძნელი გადასატანია, მაგრამ რა ვქნა? ვეღარ გავუძელი შენს ამდენ საყვედურს ჩემს ცხვირზე და... მოკლედ, წოპესთან წავედი. დოდო!" ქმარს ელდა ეცა. სიბრაზისგან კბილები დააღრჭიალა: "ვინ არის წოპე? საქვეყნოდ მომჭრეს თავი. მე მაგათ ვაჩვენებ!.." ამ დროს კარებზე ზარი გაისმა. კაცს ბავშვობის მეგობარი ესტუმრა. "რქებდადგმულმა" შემოსვლაც არ აცალა, ისე მიაყარა:

- წარმოგიდგენია, რა გამიკეთა დოდომ? მიღალატა, გამექცა. ისე, აუტანელი ხასიათი კი ჰქონდა, მე თვითონ ვაპირებდი გაყრას... - და კიდევ სხვა ათასგვარი რაღაც მიაყოლა, უამრავი რამ დააბრალა, მოკლედ, გული ასე მოიფხანა ქმარმა. მეგობარმა სწრაფად გადაიკითხა ბარათი და სიცილი აუტყდა:

- ბიჭო, რამ გაგაგიჟა? შენ რა, წოპე არ გაგიგია? ცხვირის პლასტიკური ოპერაციის სპეციალისტი? - მიმართა მეგობარს.

კაცი შეცბუნდა, მიხვდა, რა უმიზეზოდ და განუკითხავად გალანძღა საკუთარი მეუღლე და მორცხვად წაიბუტბუტა: - თუ ის წოპე ენასაც ამოკლებს, მაშინ ახლავე გავიქცევი მასთან.

sicili.jpg

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ცნობილი სამედიცინო მითები გაქარწყლებულია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცნობილი სამედიცინო მითები გაქარწყლებულია

ფაქტობრივად, იმ მითებით აღჭურვილნი მივემართებით, რომლებიც ნათესავ-მეზობლებისგან გაგვიგონია, მითოლოგია კი სინამდვილისგან საკმაოდ შორს დგას.ბრიტანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა, რეჯესტრიფის უნივერსიტეტის თანამშრომელმა აარონ კეროლმა და ინდიანის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერმა პეიჩერ ბრიმანმა, გააქარწყლეს რამდენიმე სამედიცინო მითი, რომლებსაც საკმაოდ ხშირად გაიგონებთ პოპულარულ გამოცემებსა თუ ტელევიზიაში. სხვათა შორის, ვიდრე დამამტკიცებელი საბუთების ძებნა არ დაიწყეს, ზოგიერთი მითის რეალობა თვითონაც სჯეროდათ...

  • მითი 1

ადამიანმა დღის განმავლობაში რვა ჭიქა (2 ლიტრამდე) წყალი უნდა დალიოს.

სინამდვილეში ეს მეცნიერულად არავის დაუსაბუთებია. ბრიმანის აზრით, ეს მითი 1945 წელს ჩაისახა. ამერიკის შეერთებული შტატების კვების საბჭომ სწორედ ამ წელს დაადგინა, რომ ადამიანს დღეში რვა ჭიქა სითხე უნდა მიეღო. იმხანად სითხის ცნება იმ ყავას, ჩაისა თუ სხვა სასმელებს, ხილსა და ბოსტნეულსაც გულისხმობდა, რომელსაც ადამიანი დღის განმავლობაში იღებდა. დროთა განმავლობაში "სითხე" "წყლად" იქცა.

  • მითი 2

სუსტი განათების პირობებში კითხვა საზიანოა.

გამოკვლევამ ამ მოსაზრების დამამტკიცებელი ერთი საბუთიც კი ვერ გამოავლინა. სუსტი განათებისას კითხვა მხოლოდ თვალების გადაძაბვას და მხედველობის სიმახვილის დროებით დაკარგვას იწვევს, რაც დასვენების შემდეგ გაივლის.

  • მითი 3

პარსვა თმის ზრდას აჩქარებს და ღერებს აუხეშებს.

ამ მითის გამაქარწყლებელი კლინიკური გამოკვლევა ჯერ კიდევ 1928 წელს ჩატარდა. სპეციალისტებმა ერთმანეთს შეადარეს კანის ორი უბანი, რომელთაგან ერთ-ერთი გაპარსული იყო: მასზე ამოსული თმა სულაც არ ყოფილა სქელი და მუქი და არც უფრო მალე გაზრდილა. ეს მოგვიანებით ჩატარებულმა ცდებმაც დაადასტურა. ახსნა ასეთია: გაპარსვის შემდეგ თმების ბოლოები ბლაგვია და ამიტომაც გვეჩვენება უხეში. რაც შეეხება ფერს, ახალამოსული თმა უფრო მუქი იმიტომ ჩანს, რომ მზის სინათლეს ჯერ არ გაუხუნებია.

  • მითი 4

სიკვდილის შემდეგ თმა და ფრჩხილები ზრდას განაგრძობს.

ეს ოპტიკური ილუზიაა. ადამიანის სიკვდილის შემდეგ მისი რბილი ქსოვილები, განსაკუთრებით - კანი, შრება და იკუმშება. ამიტომაც გვეჩვენება, თითქოს თმა და ფრჩხილები სხეულიდან უფრო მეტად არის ამოწეული.

  • მითი 5

სუფრასთან ხორცის (ქათმის, ინდაურის, გოჭის) ჭამა ადამიანს ძილს ჰგვრის.

ხორცი მართლაც შეიცავს ტრიფტოფანს - ამინომჟავას, რომელიც ძილს გვანდომებს, მაგრამ რულის მოკიდების უფრო დამაჯერებელი მიზეზი წვეულებაზე უხვად მიღებული საკვები და ალკოჰოლია.

  • მითი 6

ადამიანი ტვინის მხოლოდ 10%-ს იყენებს.

ამ მითს საფუძველი XX საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა. ასეთ უცნაურ ცნობებს ხშირად ავრცელებდნენ ეშმაკი ვაჭრები, რათა მყიდველები დაერწმუნებინათ, თითქოს მათ ჯერ კიდევ არ მიეღწიათ განვითარების მწვერვალისთვის. ბოლო ხანს თავის ტვინის სკანირებამ (კომპიუტერულმა გამოკვლევებმა) დაადასტურა, რომ ტვინში არ არსებობს უმოქმედო უბანი და რომ საქმის კეთების, ფიქრის, ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტისას პროცესში მთელი ტვინია ჩართული. სკეპტიკოსებს, რომლებიც გენიოსებისა და საშუალო მონაცემების მქონე ადამიანთა გვერდიგვერდ არსებობას მოიყვანენ საბუთად, შევახსენებთ, რომ თავის ტვინს, ისევე როგორც კუნთებს, განუწყვეტელი ვარჯიში სჭირდება. გულმოდგინე შრომის, ვარჯიშისა და მოთმინების წყალობით არაერთ მეცნიერს მიუღწევია დიდების მწვერვალისთვის.

  • მითი 7

საავადმყოფოებში მობილური ტელეფონების გამოყენება სახიფათოა.

შარშან ამ მითის გასაქარწყლებლად სხვადასხვა საავადმყოფოს სამოცდათხუთმეტ საპროცედურო კაბინეტში სამასამდე ცდა ჩატარდა. გამოკვლევებმა ვერ გამოავლინა სამედიცინო აპარატურის მუშაობის შეფერხების გამო სიკვდილის ოფიციალურად დადასტურებული ვერც ერთი შემთხვევა, რომლის მიზეზიც მობილური ტელეფონის აპარატურაზე უშუალო ზემოქმედება უნდა ყოფილიყო.

  • მითი 8

თუ ავად გახდი, აუცილებლად უნდა ეცადო მედიცინის დოქტორთან, პროფესორთან ან აკადემიკოსთან მოხვედრას.

რა თქმა უნდა, ეს სამედიცინო წოდებები ადამიანებს თავიანთი საგნის საუკეთესო ცოდნის გამო ენიჭებათ, მაგრამ დისერტაცია შესაძლოა ძალიან ვიწრო სფეროში განსწავლულობაზეც მიუთითებდეს. ზოგჯერ საპატიო წოდებას მეცნიერი რომელიმე სრულიად განყენებული საკითხის, მაგალითად, მედიცინის რეფორმირების გამო იღებს. რა კავშირი აქვს ამასთან თქვენს დაავადებას?! ხანდახან ჩვეულებრივ კლინიცისტს უფრო მეტი ძალუძს, ვიდრე მეცნიერების საყოველთაოდ აღიარებულ კორიფეს.

  • მითი 9

ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის უახლესი კონცეფცია ყველაზე სწორია.

დიაგნოზის დასმის შემდეგ ავადმყოფს ეძლევა დაავადების მკურნალობის დამტკიცებული სქემა. ასეთ სქემებს პროფილური ინსტიტუტები უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე დაყრდნობით შეიმუშავებენ. მიუხედავად ამისა, არავისთვის არის საიდუმლო, რომ სქემა, რომელიც გუშინ საიმედოდ და ზუსტად მიიჩნეოდა, ხვალ შესაძლოა მცდარად გამოცხადდეს. უფრო მეტიც: ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთს შევადაროთ ადამიანისა და ცხოველის - ვირთაგვის, ზღვის გოჭისა და მაიმუნის, რომლებიც ჩვენ საერთოდ არ გვგვანან - ორგანიზმების რეაქციები. გარდა ამისა, ავადმყოფობა დინამიკური მდგომარეობაა, სწრაფად ცვლადია და ის თავისებურებებიც ახასიათებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ორგანიზმისთვის არის დამახასიათებელი. ამიტომ ასეთ სქემებს ხშირად არავითარი სარგებლობა არ მოაქვს.

  • მითი 10

სექსის დროს მამაკაცს შეიძლება ინფარქტი დაემართოს.

ეს აბსოლუტურად მცდარი შეხედულებაა. "დანაშაულის" ადგილას მამაკაცის მიერ სულის გაფრთხობის საფრთხე რომანების, პიესებისა თუ ფილმების წყალობით არის გაზვიადებული. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ 50 წლის არამწეველ მამაკაცს ინფარქტის განვითარების მილიონიდან ერთი შანსი აქვს, სქესობრივი აქტის დროს კი ინფარქტი შეიძლება მილიონიდან ორ შემთხვევაში განვითარდეს. ეს იმდენად მცირე ალბათობაა, რომ მისი სათვალავში ჩაგდებაც არ ღირს.

  • მითი 11

დიეტის მეშვეობით შესაძლებელია ქოლესტერინის ოდენობის შემცირება.

ქოლესტერინის დონის დასაწევად ექიმები მხოლოდ დიეტას არასდროს უნიშნავენ. ჯანმრთელი დიეტა ძალიან კარგია, მაგრამ თუ ქოლესტერინის ოდენობის შემცირებას მისი მეშვეობით აპირებთ, გაწბილებულნი დარჩებით - როგორც არ უნდა გაიწამოთ თავი, ამ ნივთიერების დონეს მხოლოდ 10%-ით თუ შეამცირებთ. კიდევ ერთი: როცა საკვების მეშვეობით ქოლესტერინის მიღებას ვზღუდავთ, ღვიძლი თვითონვე იწყებს ამ ნივთიერების მომატებული ოდენობით გამომუშავებას. საზოგადოდ, ხშირია შემთხვევა, განსაკუთრებით - ბოლო ხანს, როდესაც ქოლესტერინის მომატებული დონე პანიკურ შიშს იწვევს. სინამდვილეში ეს მხოლოდ რისკის ფაქტორია, რომელმაც მომავალში შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ.

  • მითი 12

ანტიბიოტიკებთან ერთად ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება.

აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციაა. თითქმის ყოველგვარ ანტიბიოტიკთან ალკოჰოლის ურთიერთქმედება იმდენად სუსტია, რომ გავლენას, ფაქტობრივად, ვერაფერზე ახდენს. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ერთი პრეპარატი - მეტრონიდაზოლი, რომელთან ერთად მცირედი ალკოჰოლის მიღებაც კი ღებინებას იწვევს.

  • მითი 13

გრიპის ვაქცინით აცრას შეიძლება გრიპით დაავადება მოჰყვეს.

ესეც თითიდან არის გამოწოვილი. ერთადერთი, რამაც შეიძლება შეგაწუხოთ, აცრილი ადგილის მცირე ტკივილი ან ტემპერატურის უმნიშვნელო მომატებაა. საზოგადოდ კი უნდა იცოდეთ, რომ გრიპის ვაქცინაში ცოცხალი ვირუსები არ არის. ამიტომაც არ ძალუძს მას გრიპის გამოწვევა. ჩვეულებრივ, აცრას შემოდგომაზე აკეთებენ, როცა ვირუსული დაავადებები პიკს აღწევს, ასე რომ, არ არის გამორიცხული, აცრამდე ან აცრის შემდეგ გაციებას გამოჰკრათ ხელი. სწორედ უბრალო რესპირაციულ ვირუსულ დაავადებას (გაციებას) უწოდებს ხალხის უმრავლესობა გრიპს, თანაც ამაში ვაქცინაციას ადანაშაულებს.

ბევრს მიაჩნია, რომ თუ ჯანმრთელია, აცრა არ სჭირდება. სინამდვილეში გრიპის აცრა აუცილებელია 65 წელს გადაცილებული ყველა ადამიანისთვის, თუნდაც ის სავსებით ჯანმრთელი იყოს.

  • მითი 14

თავის ტკივილი შესაძლოა თავის ტვინის სიმსივნის ბრალი იყოს.

თავის ტვინის სიმსივნე პრაქტიკულად ყოველთვის იწვევს სხვა სიმპტომებს - კრუნჩხვებს, პიროვნების შეცვლას და ა. შ. ასე რომ, თავი წამოგტკივდებათ თუ არა, კომპიუტერული გამოკვლევის ჩასატარებლად ნუ გაიქცევით და ფულს ქარს ნუ გაატანთ. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება ნორმიდან მცირე გადახრა "მოგიძებნონ", რომელიც, რა თქმა უნდა, თავის ტვინის სიმსივნისგან ძალიან შორს დგას.

  • მითი 15

უახლესი პრეპარატები პრაქტიკულად პანაცეაა.

გამოჯანმრთელება საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომელიც ექიმისა და პაციენტისგან უზარმაზარ გონებრივ, ფიზიკურ და სულიერ დანახარჯს მოითხოვს. წამლები პაციენტისა და ექიმის დიალოგის დროს ყოველთვის მეორე ადგილზე დგას და რა უახლესი საშუალებებიც უნდა გამოიტანონ ბაზარზე ფარმაცევტულმა კომპანიებმა, არ დაივიწყოთ, რომ ეს მათთვის მხოლოდ დიდი და მეტად შემოსავლიანი ბიზნესია. ყველა წამალი ექიმის ტვინსა და გულში უნდა გაიფილტროს.